საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ზვიად გამსახურდიას მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი / ქართული რენესანსი კავშირისადმი (ქართველ ნაციონალისტთა ერთობის ერთ-ერთი სახელწოდება))
ზვიად გამსახურდია
გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას იბერიულ-კავკასიურო მოძრაობისადმი - ეროვნული ფრონტისადმი / ქართული რენესანსის კავშირისადმი.

1992 წლის დასაწყისში ორმა ორგანიზაციამ: ქართველ ნაციონალისტთა ერთობამ (რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა აწ გარდაცვლილი კონსტენტინე ჭიჭინაძე) და ქართული რენესანსის კავშირმა (რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი) დავაარსეთ იბერიულ-კავკასიურო მოძრაობა - ეროვნული ფრონტი . შემდეგში ეს ორი ორგანიზაცია გაერთიანდა ქართველ ნაციონალისტთა ერთობის რიგებში. 

მიმართვა მე ჩამოვიტანე გროზნოდან თბილისში. ზვიად გამსახურდიას აქვს დაწერილი მეორე რედაქციაც აღნიშნული მიმართვისა, რომელიც შედარებით ვრცელია, სახელწოდებაც ოდნავ განსხვავებულია ("მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი"). შემდეგში მსგავსი სახელწოდების ორგანიზაცია - იბერიულ კავკასიური მოძრაობა, სხვებმა ჩამაყალიბეს. 
ზვიად გამსახურდიას, ჩემი თხოვნით, აღნიშნულ მიმართვაში საგანგებოდ აქვს განხილული რა არის ნაციონალიზმი და რითი განსხვავდება ის ნაციზმისა და შოვინიზმისგან, ვინაიდან, ჩვენს ერთ-ერთ ორგანიზაციას ერქვა ქართველ ნაციონალისტთა ერთობა, ვაპირებდით ქართული, ნამდვილი ნაციონალიზმის სახელით მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია კი უდიდესი იდეოლოგი გახლდათ.
მე და ჩემი მეგობრები, ვთვლით, რომ ზვიად გამსახურდიას აღნიშნული მიმართვა (იბერულ-კავკასიური მოძრაობისადმი / ქართული რენესსანსის კავშირისადმი) ანუ ჩვენი მაშინდელი ორგანიზაციისადმი არის ჩვენი დღევანდელი მოძრაობის მხარდამჭერებისათვის - ა ნ დ ე რ ძ ი, არის ძვირფასი რელიქვია და მიმართვაში წარმოდგენილი იდეები კი ჩვენი სამოქმედო გეგმა.

გაიოზ მამალაძე
 

ზვიად გამსახურდია

 მიმართვა 

იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი / ქართული რენესანსი კავშირისადმი (ქართველ ნაციონალისტთა ერთობის ერთ-ერთი სახელწოდება)

მივესალმები იბერიულ-კავკასიური მოძრაობის - ეროვნული ფრონტის შექმნას, რომელმაც პრაქტიკულ სინამდვილედ უნდა აქციოს ის იდეები, რომლებიც მუდამ წარმოადგენდნენ ქართული ნაციონალიზმის კორიფეების, ჩვენი დიდი მეფეების, მწერლებისა და მოღვაწეების მამოძრავებელ ძალას. 

დღეს `ნაციონალიზმი” საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა  ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასად, რომელსაც ამოძრავებს მარტოოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი.

`ნაციონალიზმი” და `ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობ

ისკენ სწრაფვა. ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას. დღეს ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით ინიღბება, ამიტომაც იგონებენ ახალ-ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციის სივრცეებს და სხვა, რაშიც ვლინდება დიდი ერებისა და სახელმწიფოების ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი. ამის გამო დღეს ევროპის ინტეგრაციის იდეას აუჯანყდა დანია, ინგლისის პოლიტიკური ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი, სხვა ევროპელი მოღვაწენი, ასე რომ, ახალი მსოფლიო იმპერიალიზმის მესვეურთ დღეს მრავალი თავსატეხი პროლემა გაუჩინა.

იბერიულ–კავკასიური ერთობის იდეებს, ღრმა ფესვები აქვთ ჩვენშიც და საზღვარგარეთაც. ეს იდეები გვხვდება ექვთიმე ათონელთან, ლეონტი მროველთან, შემთხვევითი როდია აგრეთვე ჩვენი მეფეების სწრაფვა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ერთობის დამყარებისაკენ.

დასავლური ენათმეცნიერებაში და ეთნოლოგიაში ჰუმბოლდტის, ჯონსტონის, კარსცის, ბლუმენბახის და სხვათა ნაშრომები ნათელს ჰფენენ პალეოკავკასიური და პალეომედიტერანული იბერიული მოდგმის წინაისტორიას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წინაბერძნული და წინა ინდოევროპული მოსახლეობა  პირინეებისა, ხმელთაშუა  და ეგეოსის ზღვების აუზების, ჩრდილო–დასავლეთ ევროპისა და მცირე აზიისა — იბერიული მოდგმისა იყო. ქართველმა მეცნიერებმა — ნიკო მარიმ, მიხეილ წერეთელმა, ტიტე მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და სხვებმა კავკასიოლოგიისა და იბერიოლოგიის მრავალ პრობლემას მოჰფინეს ნათელი, რასაც მუდ

ამ ჩქმალავდნენ საბჭოურ–სტალინისტური მეცნიერების წარმომადგენლები, აგრეთვე პრო–ინდოევროპული სკოლის მეცნიერები, პირველ რიგში, სუკ–ის ნაფიცი მეცნიერი თამაზ გამყრელიძე, ვ. ივანოვი და სხვანი, რათა ქართველმა ერმა სწორად არ გააცნობიეროს თავისი ეთნოგენეზისი, თავისი ერთობა იბერიულ–კავკასიური და იბერიულ–პირინეული მოდგმის ხალხებთან. ამის მიზანია აგრეთვე ქართველ ერს შეუქმნან და ჩამოუყალიბონ ეროვნული არასრულფასოვნების, სიძაბუნის, გარიყულობის კომპლექსი და  უფრო იოლად მოახდინონ მისი ასიმილაცია, ანუ `ინტეგრაცია”, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ.

დღევანდელი ნეოკომუნისტური, კოსმოპოლიტურ–რუსოფილური, კრიმინალური ხუნტის, ანუ ე. წ. `სახელმწიფო საბჭოს” მესვეურნი იბერიულ–კავკასიური ერთობის იდეების ქადაგებას `ფაშიზმს” უწოდებენ, თუმცა `ავიწყდებათ”, რომ ფაშიზმი არის რასობრივი განსაკუთრებულობისა და უპირატესობის თეორია, ბიოლოგიური რასიზმი, მარტოოდენ ინდოევროპული, უპირატესად გერმანული წარმოშობის ხალხების გამოცხადება კავკასიურ, ანუ თეთრ რასად, რომელმაც უნდა იბატონოს დანარჩენ კაცობრიობაზე. ასეთი რამ ჩვენთვის უცხოა, ჩვენ არავითარ განსაკუთრებულობას და ჰეგემონიზმს არ ვქადაგებთ, ჩვენ გვსურს ქართველი ერი  გაერკვეს საკუთარ ეთნოგენეზისში, სწორი წარმოდგენა შეიქმნას თავის მონათესავე ერებზე და ენებზე, საერთო ეთნიკურ და კულტურულ ძირებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები, ჩერქეზები, ადიღეელები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ყაბარდოელები, ავარიელები, ლეზგები და სხვანი საერთო იბერიული წარმოშობის ხალხებია, პროტოიბერთა შთამომავალნი, მათი მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის მემკვიდრენი!

იბერიულ–კავ

კასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგეთა ძირითად არგუმენტია სარწმუნოებრივი სხვაობა ქართველებსა და ჩრდილო კავკასიის ხალხებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხებს არ ახასიათებს რელიგიური ფანატიზმი, ისლამური  ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი რელიგიის საფუძველზე არ აგებენ ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნებთან და ერებთან. გარდა ამისა, ჩვენს საუკუნეში ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირებას პოლიტიკურ სფეროში აღარა აქვს ისეთი ხასიათი და მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ასეთი დაპირისპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა საუკუნეებშიც უცხო იყო, ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის შემოქმედებიდან საუკეთესოდ ჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ სძლევდა რელიგიური ფანატიზმით და  შეუწყნარებლობით გამოწვეულ დაპირისპირებას ჩვენს ხალხებს შორის. ასე რომ, ვინც დღეს რელიგიური ფაქტორის მუსირებით ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გაერთიანება, მას თავად არ ესმის რელიგიის როლი ადამიანურ ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ან შეგნებული ბოროტგანზრახვით სჩადის ამას. რად გვავიწყდება, რომ თვით ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური სარწმუნოების მიმდევარია, რა ვქნათ, გავწიროთ და მოვიკვეთოთ ისინი?

ამრიგად, იბერიულ-კავკასიური ერთობის მოძრაობა არის ჩვენი ხალხების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და აღორძინების უმთავრესი პირობა. იგი უნდა გაძლიერდეს და გავრცელდეს მთელს კავკასიაში.

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

1992 წლის 12 ივნისი

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq