საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

პროფ. აკაკი მათიაშვილის წერილი გია მამალაძისადმი (კონსტიტუციური მონარქიის შესახებ)
გაიოზ მამალაძე

ეს წერილი, 2005 წლის 12 ნოემბერს, გამომიგზავნა შესანიშნავმა ადამიანმა, ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, უზენაესი საბჭოს წევრმა, ზვიად გამსახურდიას ერთგულმა თანამებრძოლმა, ბატონმა აკაკი მათიაშვილმა. 

ერთხელ მას უთქვამს: "მარტყოფის ბრძოლის გმირთა სახელზე აგებული პატარა საყდრის ნათელი განსაზღვრავსო ჩემი ცხოვრების მიზანს"!

რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის მხარდაჭერა ჩემთვის და სამეფო კლუბისათვის, რომლის წევრიც თავადაც გახლდათ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო (და არის ახლაც). 

სამწუხაროდ, ორიოდე თვეში, 2006 წლის 7 იანვარს, შობას, იგი გარდაიცვალა...

ბატონი აკაკის ეს წერილი ანდერძივით დაგვრჩა!

მტკიცედ მწამს, აკაკი მათიაშვილი და საქართველოს სხვა ღირსეული შვილები, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით, კვლავ დგანან, ზეციურ საქართველოში, სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა რიგების ავანგარდში, ლოცულობენ ჩვენი სამშობლოსათვის და კონსერვატიზმის, ნაციონალიზმის, მონარქიზმისა და ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებისათვის ჩვენს ქვეყანაში

ღმერთმა აცხონოს საქართველოს სამეფო კლუბის მარადი ღვაწლმოსილი წევრის, ბატონი აკაკი მათიაშვილის სული!

გია მამალაძე


გთავაზობთ ბატონი აკაკი მათიაშვილის წერილს:


ბატონო გია!


უდიდესი ცნობისმოყვარეობით გავეცანი თქვენს ბრწყინვალე წერილს: „განგებ

ა გვაძლევს შანსს ათასი წლის შემდეგ, დიდი ქართველების, დავით III კურაპალატის, იოანე მარუშისძის და სხვათა მაგალითი გავიმეოროთ“ (გაზ. „ჯორჯიან თაიმსი“, 2005 წ.  22- 28/IX, გვ. 10).

სულითა და გულით ვუჭერ მხარს თქვენს დიდებულ წინადადებას კონსტიტუციური მონარქიის სახით ბაგრატიონთა სახელოვანზე სახელოვანი დინასტიის აღდგენის შესახებ. ეს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოსათვის ჰაერივით საჭიროა და აუცილებელი!

  ამ საკითხში და საქართველოსათვის სასიცოცხლო ყველა ეროვნულ საკითხში თქვენს მტკიცე და მხურვალე მხარდამჭერად მიგულეთ.

 უსაზღვრო პატივისცემით

 ისტორიის მეცნ. დოქტორი,

პროფ. აკაკი მათიაშვილი

 

12.X. 2005 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესთა ხსენება აღესრულება 8 აგვისტოს. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა. ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის.
ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)
ღირსმოწამე პარასკევა, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 აგვისტოს, კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.
gaq