საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგება ბაგრატიონთა სამეფო ტახტიც!
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი

საჭიროდ მივიჩნევ თქვენი ყურადღება მივაპყრო ყოვლადწმინდა მარიამის ერთ წინასწარმეტყველებას, რომელიც მან ვაზის ჯვარის მიერ გამოთქვა. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტავს რა გამოსვლათა წიგნს, იტყვის: პატიოსანი ჯვრის ერთი ფრთა განასახიერებს აარონულ ანუ სამღვდელო საწყისს, ხოლო მეორე _ სამეფოს. მაშ, ამბობს წმ. მამა, ჯვრის ძალას დედამიწაზე განამტკიცებს სამღვდელო და სამეფო საწყისები. ჯვარი ვაზისას თავდაპირველად ორივე ფრთა სწორი ჰქონდა (ამას ადასტურებს, მაგალითად, მე-17 ს. შიომღვიმის წმ. ნინოს ხატი, ასევე სვეტიცხოვლის ტაძარში არსებული წმ. ნინოსავე ფრესკა ვაზის ჯვრით ხელში. ამავე აზრისაა ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც) და ასე იყო რუსეთის მიერ საქართველოს მიერთებამდე, ვიდრე ჩვენი ერისა და ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - ჯვარი ვაზისა საქართველოდან სომხეთის გავლით, რუსეთში არ მოხვდა. საქართველოს ეკლესია ანექსიამდე ავტოკეფალური იყო; საქართველოს მართავდა ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია (ეს ორი რამ განამტკიცებდა ღვთისმშობელის ბოძებული ვაზის ჯვრის ძალას საქართველოში). როდესაც რუსეთის იმპერატორმა პავლემ კეთილ-ინება და ქართველ ერს უკან დაუბრუნა ჯვარი ვაზისა, ჯვარს ორივე ფრთა დაშვებული ჰქონდა. ამ დროს ქართულ ეკლესიას რუსული მმართველობის გამოისობით დაკარგული ჰქონდა ავტოკეფალია, ხოლო ერსა და ქვეყანას - დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მირონცხებული ქართული მეფობა. ესაა ვაზის ჯვრის წინასწარმეტყველება ა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
წმყოზე (წმ. იოანე ოქროპირი ანსხვავებს წინასწარმეტყველების სამ სახეს: წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე).

დავუბრუნდეთ სინამდვილეს. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა 1817 წ. 1942 წ. ეს რუსეთის ეკლესიამაც სცნო, ხოლო 1990 წ. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა და დაამტკიცა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ...

მწამს, დადგება ჟამი, როდესაც ვაზის ჯვარის ფრთები კვლავ გაიშლება: აღდგა ეკლესიის ავტოკეფალია _ აარონული სამღვდელო საწყისი, მობრუნდება ცხებული მეფეც, - ქართველთა სამეფო საწყისიც აღდგება. ვფიქრობ, ეს უნდა უძღოდეს წინ ივერიის გაბრწყინებას, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია თვით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ და ასევე სული წმიდის მადლით - ათონელი და რუსი მამებისაგან.


(ნაწყვეტი „ქადაგებათა და თარგმანებათა“ წიგნიდან, თბ., 1997წ.)

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq