საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეფე?
georoyal.ge

                                     (წერილი იბეჭდება სადისკუსიოდ)

 

„ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან“ (რომ.13,1)  - ბრძანებს პავლე მოციქული.

 ქართველი წმიდა ბერი მამა გაბრიელი მოგვიწოდებს: „მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ!“

ვიდრე დროთა და ჟამთა ცვალებადობა მამა გაბრიელის ნასურვებ დღეს  მოგვიახლოვებს,  მივცემთ თავს მსჯელობის უფლებას -   ვინ შეიძლება  იყოს საქართველოს მეფე:

1.      პირველ ყოვლისა, ის აუცილებლად უნდა იყოს ბაგრატიონი - იესიან-დავითიანი ბიბლიური მეფეების შთამომავალი და საქართველოს მფარველისა და მეოხის, დედა ღვთისმშობლის სისხლით ნათესავი -  ევროპაში უძველესი 1400-წლიანი დინასტიის აღმდგენელი, რომელიც არა ქართველთა ნებით, არამედ უცხო ქვეყნის ვერაგული თვალთმაქცობითა და ძალმომრეობით დავკარგეთ.

შესაბამისად, ვინ არ შეიძლება იყოს ქართველი მეფე - ვინც არ არის სისხლით  ბაგრატიონთა ნათესავი.   

2.       აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი - ვინაიდან „რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“. მეფე უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანული აღმსარებლობის გარანტი ქვეყანაში.

შესაბამისად -  სხვა სარწუნოებისა  და, მათ შორის, განსხვავებული ქრისტიანული კონფესიის მაღიარებელი ვერ იქნება საქართველოს მეფე.

3.      მეფის მშობლიური ენა უნდა იყოს ქართული. იგი  უნდა იცნობდეს  ყველა ქართულ დიალექტსა და კილო-კავებს და ზიარებული უნდა იყოს აფხაზური ენის საფუძვლებს.

შესაბამისად - ვისთვისაც ქართული ენა არ იქნება მშობლიური ენა, ის ვერ უნდა გახდეს  საქართველოს ტახტის მფლობელი.

4.      მეფე  უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი და ზნეობრივად გაწონასწორებული.

შესაბამისად - ვისაც ექნება თვალსაჩინო ფიზიკური და ფსიქიკური ნაკლი, აგრეთვე ზნეობრივი მანკიერებანი (მრუშობა, ანგარება, ქვებუდანობა და ა.შ.) ვერ უნდა დაიკავოს სამეფო ტახტი.

5.      მეფეს უნდა ჰქონდეს იბერიულ-კავკასიური ერთიანობის შეგნება და პასუხისმგებლობა: ფარნავაზის, ვახტანგის,  დავითის, თამარის,  გიორგი ბრწყინვალის კავკასიის გამაერთიანებელი  პოლიტიკური მრწამსითა და დიდი ილიას სენტენციის მეხედვით: „კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ფიქრობს, და ეს ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება“.

შესაბამისად - თუ მეფე ვერ აცნობიერებს სამშობლოს კეთილდღეობისათვის იბერიულ-კავკასიურ ერთიანობაზე პასუხისმგებლობას, ის ვერ შეიშნოვებს საქართველოს სამეფო ტახტს.

6.      მომავალი მეფე მხოლოდ ლეგიტიმიზმის ძალითა და მონარქისტთა წრის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე   არ უნდა ადიოდეს ტახტზე - მას თავად უნდა ჰქონდეს მეფობის სურვილი, საკუთარი ძალების რწმენა და სამშობლოსათვის თავდადების უნარი.

შესაბამისად - უფლისწულის მხოლოდ გვარიშვილობა და ლეგიტიმიზმი, შინაგანი მზაობის უქონლად, ვერ აღადგენს საქართველოს სამეფო ტახტს.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ანა წინასწარმეტყველის - სამოელ წინასწარმეტყველის დედის (1100 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI) ხსენების დღე.
gaq