საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

აკაკი ბაქრაძე და დავიწყებული იდეა
გაიოზ მამალაძე
ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე  აკაკი ბაქრაძე დაიბადა  1928 წლის 29 მარტს თბილისში. 

საშუალო სკოლა დაამთავრა 1948 წელს ოზურგეთში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", რედაქტორად, უფროს რედაქტორად და მთავარ რედაქტორად. იყო რუსთაველის სახელობის სახელომწიფო თეატრის დირექტორი, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წერდა კრიტიკული ხასიათის წერილებს, იკვლევდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს. ახლებურად გაანალიზა დიდი ილიას მსოფლმხედველობის, მოღვაწეობისა და გარდაცვალების პრობლემები. ასევე აღსანიშნავია მისი სხვა წიგნები: “სჯანი” (1972 წ.), “ფიქრი და განსჯა” (1972 წ.), “კრიტიკული გულანი” (1977 წ.), “მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა” (1978 წ.), “პილპილმოყრილი მადლი” (1989 წ.), “რწმენა” (1990 წ.) “მწერლობის მოთვინიერება” (1990 წ.), “ილია და აკაკი” (1993 წ.), “დაწუნებილი გზა” (1995 წ.). 1989 წ. აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1999 წლის 5 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კარგად მახსოვს, 1980-იანი წლების ბოლოს უნივერსიტეტში რამდენიმე ლექცია წაიკითხა აკაკი ბაქრაძემ. საუბრობდა სხვადასხვა საკითხებზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, სამშობლოზე. მაშინ ყველაფერი სამშობლოს უკავშირდებოდა. ჩვენთვის დიდი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ბედნიერება იყო მოგვესმინა მისთვის. მერე დარეჯანის სასახლეში წაიკითხა ლექციების კურსი. მის ლექციებზე ნემსს ვერ ჩააგდებდი. მახსოვს, ერთ-ერთი ლექციის დროს სიმბოლოებზე გველაპარაკებოდა და კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცების” ფინალი თავისებურად გაგვიშიფრა. თარაშ ემხვარი წყალში იღუპება, ის გარდაიცვალა, მაგრამ წყალი სიცოცხლის სიმბოლოა და თარაშ ემხვარი, ამ შემთხვევაში კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გაერთიანებული ძველი და ახალი საქართველოს იდეა გაცოცხლდებაო. 

ეს განსხვავებული მიდგომა იყო თარაშის სიკვდილისა თუ საერთოდ, “მთვარის მოტაცებისადმი”. სხვები თარაშის სიკვდილში "დრომოჭმული”, ძველი საქართველოს სიკვდილს ხედავდნენ ან მისი შეცდომებისა თუ ცოდვების შედეგს. აკაკი ბაქრაძე უაღრესად რომანტიკული ბუნებისა და პროფეტული ოპტიმიზნის მატარებელი ადამიანი იყო.

იმ პერიოდში პროფეტული ოპტიმიზმი თუ იყო ჩვენი მშველელი. სსრკ დაუძლეველ და დაუმარცხებელ ძალად ჩანდა. მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ზვიად გამსახურდიას ნაშრომი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის" შესახებ, აკაკი ბაქრაძის "დავიწყებული იდეა", მერაბ კოსტავას პუბლიცისტიკა თუ ლექსები. 

კარგად მახსოვს, დიდუბის რაიონში სახალხო დეპუტატების ყრილობის დეპუტატებს ირჩევდნენ. ზვიად გამსახურდია არ ცნობდა კანონიერად სახალხო დეპუტატების ყრილობას და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. აკაკი ბაქრაძე თვლიდა, რომ ყველა ტრიბუნა უნდა გემოგვეყენებინა. აკაკი ბაქრაძეს ამომრჩეველთან შეხვედრა ჰქონდა დიღმის მასივში, წიგნის ფაბრიკის წინ. მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცოდა, რომ.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
.. უცებ გამოჩნდა ზვიად გამსახურდია... მაშინ ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა გზა უნდა გაერთიანებულიყო რამდენიმე კაცის გარშემო.

როცა ზვიადი გროზნოში იყო, მე ვსტუმრობდი ხოლმე ბატონ აკაკი ბაქრაძეს თავის ბინაში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ძალიან ხშირად ზვიად გამსახურდიას დიდ დამსახურებებზე გვისაუბრია (ამაზე სხვა დროს).

დავიწყებული იდეა იყო ნაშრომი, სადაც ძალიან დამაჯერებლად არის წარმოდგენილი მესიანისტური იდეოლოგიის არსებობის აუცილებლობა ერისათვის. აკაკი ბაქრაძე წერს: "სომხური მწერლობის აზრით, სომხეთი კაცობრიობის რეგენერაციის აკვანია. ქრისტიან ხალხებში ბიბლიის ავტორიტეტი საფუძველს აძლევდა ზოგიერთ სომეხ მემატიანეს ემტკიცებინა: ყველა ხალხი სომხებისაგან წარმოიშვა და ყველა ენის მშობელი სომხურიაო. ნურავინ მიიჩნევს ამას უბრალო მეამიტობად. ეს იდეა მძიმე ისტორიული კატაკლიზმების ეპოქაში ეხმარებოდა სომეხ ხალხს. იმედით ასაზრდოებდა მის სიმტკიცეს, მხნეობასა და ვაჟკაცობას" (ა. ბაქრაძე, დავიწყებული იდეა, ქართული მწერლობა, გვ. 7, თბილისი, 1988). შემდეგ აკაკი ბაქრაძე გვახსენებს "ქებაი და დიდიბაი ქართულისა ენისაის", ღვთისმშობლის წილხვედრობას ჩვენი სამშობლოისა, ქრისტეს კვართის საქართველოში დავანების ფაქტს... მერე ბატონი აკაკი ბიზანტინისზმის თეორიას აყალიბებს. მისი აზრით, სხვისი ხელების შემყურეობა არის თავის დაღუპვა. შეიძლება ზოგ რამეში არ დაეთანხმო ავტორს, ერთი რამ კი ჭეშმარიტებაა, როგორც აკაკი ბაქრაძე ამბობდა, სხვისი მოიმედე, სხვისი ხელისშემყურე ყოველთვის მარცხდება. ეს არის ბიზანტინიზმი.

"მესიანისტური
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იდეა საქართველოს ბიზანტინიზმისაგან თავდასაღწევად სჭირდებოდა.. მერე კი მესიანისტური იდეის დაკარგვა ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ისევ თავს ჩამორჩენილობისათვის სწირავდა...”

და დასკვნა: "მიზნის მისაღწევად საჭიროა საკუთარი მესიანისტური იდეა და ბრძოლა მის განსახორციელებლად."

აკაკი ბაქრაძე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქართული აზროვნების ისტორიაში. შეიძლება ბევრი რამ მისი ნააზრევიდან არ გაიზიარო. მაგრამ აკაკი ბაქრაძემ, ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ დიდი გავლენა იქონიეს ქართული საზოგადოების მიერ საკუთარი იდენტობის გათავისება-აღორძინების საქმეში და მათი იდეოლოგია არ იყო მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური ან სახელმწიფოებრივი, ან თუნდაც მხოლოდ ეთნიკური თავისთავადობის მიღწევის იდეოლოგია. ისინი საქართველოს მიზნად უსახავდნენ გაცილებით მეტს, კაცობრიობის კულტურული ნაწილის წევრობას, რაღაც ისეთს, რაც მთელი დედამიწის მოსახლეებისათვის კარგის მომტანი შეიძლება გამხდარიყო.

აკაკი ბაქრაძე "დავიწყებულ იდეას" ასე ასრულებს: "ცალკეული პიროვნებებისა თუ მთელი ერის ცვალებად ბედ-იღბალში, ბედნიერება-უბედურების მონაცვლეობაში ნათლად ჩანს ბოროტების დამარცხებისა და კეთილის გამარჯვების ერთიანი, მთლიანი, მტკიცე კანონზომიერება. ორივე აზრობრივი ხაზის გამთლიანება და ერთად წარმოდგენა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ – რა მემკვიდრეობას, წინაპართა რა ანდერძს უნდა მოვუაროთ, განვავითაროთ, ახალი დროისა და პირობების შესაბამისად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორჩენილობას თავი დავაღწიოთ და საკაცობრიო ასპარეზზე ყავარჯნის მოუშველიებლად ვიაროთ."

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq