საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატოვანთა წარმომავლობა

პავლე ინგოროყვა - ბაგრატიონთა გვარეულობის ისტორიისათვის
პავლე ინგოროყვა

პავლე ინგოროყვას თვალსაზრისი ძალიან საინტერესოა ბაგრატიონთა გვარის ისტორიის მკვლევარებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის.

georyal.ge

პავლე ინგოროყვა

ბაგრატიონთა გვარეულობის ისტორიისათვის

საშუალო საუკუნეთა საქართველოს სამეფო დინასტიის — ბაგრატიონთა სახლის — ისტორიას სხვა ადგილას ვეხებით უფრო დაწვრილებით, და აქ ამ საგანზე შევჩერდებით იმდენად, რამდენადაც ამას კავშირი აქვს ამ წერილში აღძრულ საკითხებთან. 


ბაგრატიონნი, როგორც გამოირკვა, ყოფილან დასავლეთის პიტიახშები (იხ. გვ. 543). ამის მიხედვით ბაგრატიონთა გვარეულობა, ჩანს, ვკუთვნოდა „სეფე-წულთა“ წრეს, ბაგრატიონთა სახლი, ჩანს, იყო განშტოება ფარნავაზიანთა ძველ-ქართული დინასტიისა.

ამას ეთანხმება აგრეთვე სხვა ჩვვნებებიც:

1. ცნობა სებეოსის ანონიმისა. საისტორიო ძეგლში, რომელიც შესავალის სახით არის ჩართული სებეოსის მატიანეში და რომვლიც სებეოსის ანონიმის სახელით არის ცნობილი (— იგი ვკუთვნის ადრეულ საშუალო საუკუნეებს) — წარმოდგენილია შემდეგი გენეალოგია ბაგრატიონთა გვარისა: ფარნავაზ შვა ბაგამ და ბაგარა[ტ]ი, ბაგარა[ტ] შვა ბივრა[ტ]ი; ბივრა[ტ] შვა ასპიტი (იხ. სებეოსის ანონიმი, განყ. I). იმავე საისტორიო ძეგლში ბაგრატიონთა წინაპარს ბაგრატს (ბაგარატს) პირდაპირ ეწოდება ფარნავაზიანი „ბაგარატ ფარ[ნა]ვაზიანი“ — იხ.სებეოსის ანონიმი, იქვე, განყ. 1).

2. გადმოცვმა არიან-ქართლიდან გადმოსახლების შესახებ. ქართულ წყაროებში, როგორც ცნობილია, დაცულია გადმოცემა ქართველთა გადმოსახლების შესახებ სამხრეთიდან (არიან-ქართლიდან) — აზო- ფარნავაზიანთა დინასტიის მეთაურობით. რომ ბაგრატიონთა სახლი წარმოადგენდა ფარნავაზიანთა დინასტიის განშტოებას, ამას ეთანხმება აგრეთვე ის გარემოება, რომ ანალოგიური გადმოცემა არსებობდა ბაგრატიონთა გვარვნულობის შესახებაც. ბაგრატიონთა სახლის შესახებ თქმულება, რომელიც ჩვენ გვხვდება ქართულ, ბერძნულ და სომხურ წყაროებში, და რომელიც უფრო პირველადის სახით დაუცავს კონსტანტინე პორფიროგენეტს, გადმოგვცემს, რომ ბაგრატიონთა სახლი არის შთამომავალი ბერსავია ჰური ხეთელის მეუღლისა, და რომ ქართველი ხალხი გადმოსახლდა სამხრეთიდან თანამედროვე საქართვვლოს ტერიტორიაზე ბაგრატიონთა სახლის წინაპრების მეთაურობით. ამრიგად, ბაგრატიონთა სახლის შვსახებ თქმულება — ეს არის ვარიაცია აზო-ფარნავაზიანთა შესახები გადმოცემისა: ბაგრატიონები, ისევე როგორც აზო-ფარნავაზიანნი, წარმოდგენილნი არიან როგორც წინამძღოლნი ქართველთა გადმოსახლებისა სამხრეთიდან საქართველოს თანამედროვე მიწა-წყალზე.

ქართველთა პირვანდელ სამშობლოს უძველეს ქართულ წყაროებში, როგორც ცნობილია, ეწოდება: „არიან-ქართლი“. ეს არის ბიბლიური „ურ-ქაშდ“, ჰურ-ქაშდ (||ჰურ-ქართ||ჰურ-არტ||ჰურ-არტაანი). აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან ისიც, რომ ბაგრატიონთა შესახებ თქმულებაში მოხსენებული ჰური ხეთელი და ჰურია-სტანი, თავისი პირვანდელი სახით, იმავე მსოფლიოს — ხეთურ მსოფლიოს იგულისხმებს 1.

დასასრულ კიდევ ერთი შენიშვნა ბაგრატიონთა გვარეულობის შესახებ. ბაგრატიონთა ძირითადი სამფლობელო ანტიკური ხანის დასასრულსა და ადრეულ საშუალო საუკუნეებში არის სპერი — ჭოროხის ხეობაში. ჭოროხის ხეობის მკვიდრი მოსახლეობა, როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის ორ შტოს ვკუთვნოდა: ჭანები და იბერიელები (ქართ-მესხები). კერძოდ, საკუთრივ სპერის თემში, როგორც ეს დასტურდება პროკოპი კესარიელის ცნობებიდან, უპირატსად ჭანური მოსახლეობა იყო. და რამდენადაც სპერი ძირითადად ჭანურ თემს წარმოადგენდა, ამდენად სამართლიანია მოსაზრება აკად. ნ. მარისა, რომელიც ბაგრატიონთა სახლს ჭანური წარმოშობის გვარეულობად სთვლის.

აღვნიშნავთ ამასთან, რომ ჭანური მსოფლიოდან მომდინარეობს თვით ონომასტიკონი, საგვარეულო სახელები ბაგრატიონთა სახლისა, სახელდობრ, ის სპეციფიკური სახელები, რომლებიც მიღებული იყო ბაგრატიონთა გვარში, და რომლებიც ბოლოვდება გრამატიკული ელემენტით „ტი“: ბაგრა-ტი, სუმბა-ტი, ბივრა-ტი, აშო-ტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ძველ-ქართულ გვარეულობაშიაც, რომელიც ჭანეთიდან იყო წარმოშობით, სახელდობრ, ორბელიანთა გვარში (ჭან-ბაკურიან-.ორბელიანნი) — მიღებული იყო ანალოგიურ სახის საგვარეულო სახელები, დაბოლოებული იმავე გრამატიკული ვლემენტით „ტი“: ლიპარი-ტი, რა-ტი (*ჰრა-ტი).

აქ ჩვენ გვაქვს იმავე ტიპის სახელები ბოლოკიდურით „ტი“, რომელიც შერჩენილია დასავლეთ საქართველოს საგვარეულო ონომასტიკონში. ჯიბუ-ტი, ღლონ-ტი, ჟღენ-ტი, *ხუბუ-ტი (აქედან ხუბუ-ტი-ა), *მეჩხე-ტი, *ჩხე-ტი (აქედან მეჩხე-ტის-ძე, ჩხე-ტის-ძე და სხვანი.

დაბოლოება „ტი“, ჩანს, არის ჭანურ-მეგრული ექვივალენტი ქართულ საგვარეულო სახელწოდებათა დაბოლოებისა „თი“, რაც მიღებული ყოფილა საშუალო საუკუნეთა საქართველოში — კერძოდ, ჭოროხის ხეობაში (იხ. სულთა-მატიანე მიჭიბიანის ხევისა)2.

ავღნიშნავთ ამასთან, რომ დაბოლოების „ტი“||„თი“ ძველ ქართულში დიალექტურად ენაცვლება დაბოლოება „თა“: ბაგრა-ტი || ბარა-თა, ბივრა-ტი || ბივრა-თა, აშოტი || შო-თა.

1 ამ საგანზე უფრო დაწვრილებით სხვა ადგილას გვექნება საუბარი (სახაელწოდებათა იგივეობის შესახებ: ურ-ქაშდ|| ურ-ქართ|| ურ-არტ ||ჰურ-არტაანი — იხ. ჩვენი წერილი: დავით სასუნცი, - 1939 წ., გვ. XXXI – XXXII).

2 ეს ძეგლი, სულთა-მატიანე მიჭიხიანის ხევისა, რომელიც აღმოჩნდა აკადემიკოს მარი-ბროსეს არქივში (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყოფ. სააზიო მუზეუმში), დამზადებული გვაქვს გამოსაცემად. ძირითადი ტექსტი ძეგლისა XIV – XV საუკუნეებს ეკუთვნის.

პავლე ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტომი 4, გვ. 563-566, თბილისი, 1974

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-29
მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (1558); წმ. ტიხონისა, ამათუნტელი ეპისკოპოსისა (425); მღვდელმოწამისა ტიგროს ხუცისა და მოწამისა ევტროპიოს წიგნისმკითხველისა (დაახ. 404).
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq