საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატოვანთა წარმომავლობა

ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა

ცნობილია, რომ "ქართლის ცხოვრების" საისტორიო თხზულებების გაცნობა ძველი ქართული ენის საფუძვლიან ცოდნასა და გაწაფულობას მოითხოვს. მაგრამ, ვიდრე ამ დონეს მიაღწევდეს, ყველა მკითხველი ერთნაირი მოწადინებით ვერა სძლევს მის წინაშე წარმოქმნილ სიძნელეებს, რასაც ხშირად მოჰყვება გულის აცრუება საკუთარი ისტორიული წარსულის პირველ-წყაროთი სარგებლობაზე. ამიტომ, სუმბატ დავითის-ძის თხზულებას -„ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა “ - წარმოვადგენთ როგორც დედნის სახით, ასევე, ვასილ ბურკაძის მიერ ახალ ქართულ სალიტერატურო ენაზე გადმოტანილს.

სუმბატ დავითის-ძე

                      ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა

            ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ ძემან დავითისმან

 

ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია. ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია, იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ, იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

 

და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

 

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

 

ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

 

ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან.

 

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

 მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.

 

მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

 

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და გუარამ განაჩინეს ერის-თავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელ არს მცხეთას.

 

ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერის-თავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

 

და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინ-მე დედა-კაცი.

 

და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

 

და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი. და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

 

და ამის-ზე წარვლო ერეკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხის-თავმან ჴმა-უყო ციხით გამოღმართ და რქუა ერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გათქს“. მაშინ [ვითარცა] ესმა [სიტყუა ესე] ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: „აღმოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქუა მეფემან: „უკეთუ იყო ჩემდა სიტყუა ეგე კადნიერებისათჳს ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ.“ და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერის-თავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და ციხის-თავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისა ერეკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასუა მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათ-ვე, და მოვიდა წელსა მეშჳდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

 

და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნი-ცა-ღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლის-ღება არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდ-ვე თჳსად.

 

და მთავრობდა ქართლს იგი-ვე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.

 

მის ზედა-ვე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესია [ჯუარისა], და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის-ზე ქუეყანა ქართლისა აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთა-ო.

 

და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი.

 

და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი გურგენ ერის-თავი, აშოტ კურაპალატი.

 

ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ. და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი, უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან, და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზნი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

 

ხოლო ჴევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთი-ცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედ-ღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და აჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა, და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.

 

და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთ-ვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალ-გზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

 

და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათა-მცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსა-მე და განავლინა ლაშქრის-მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათა-მცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს კლვად მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა, მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინ-ღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა. ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთჳს-ცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღეს-ცა საჩინოდ სახილველ არს.

 

ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა, დაეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა ერთი მათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ~ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.

 

და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯის მოსლვას-ღა შინა დაებადა.

 

და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანა ჰქონდა ძეთა აშოტისთა - წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ასაკითა. ხოლო რაჟამს სრულ-ასაკ იქმნეს იგინი, კუალად-ცა მოსცა ღმერთმან მათ-ვე ყოველი-ვე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულო-ღა იყვნეს იგინი ასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის-მიმცემელ სარკინოზთა ყოველნი-ვე ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ჴელმწიფება მათი.

 

და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი მისნი აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუეს ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ.

 

და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ. ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ~ზ, და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატრიკი.

 

გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა პ~თ. არა დაუტევა ძე.

 

გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ჟ~დ; სიცოცხლესა-ვე მამისა თჳსისასა, და არა დაუტევა შვილი. და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი, ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ~ვ, და დაუტევნა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ჴელითა მამის ძმის-წულისა თჳსისა ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესა-ვე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ~ა, სუფევასა შინა გუარამისსა, ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დაუტევა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო მუნ მრავალ წელ.

 

და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.

 

გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქრონიკონსა რ~ბ.

 

და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~ე.

 

და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დი-სიძე ნასრესი, და შესწია მან დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუა-ცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს-კერძთა და სძლეს ნასრას, მეოტ-ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ~ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი.

 

ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.

 

და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~თ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი [და დავით მამფალი].

 

და სიცოცხლესა-ვე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანა ნასრისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.

ხოლო გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თჳსით, ცხოვრებად შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმან-ერთსა ზედა ერთ-კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე-კერძ ადარნასე ქართველთა მეფემან და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ჴევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, და ჰბრძოლეს ერთმან-ეთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მისითა გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი, მისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რ~ი~ა. და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ ერის-თავთ-ერის-თავი.

 

შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა კურაპალატისა გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა რ~ი~ვ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერის-თავთა-ერის-თავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერის-თავთა-ერის-თავი იყო.

 

და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ~კ~თ, თუესა აპრილსა კ~, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით.

 

გარდაიცვალა დავით ერის-თავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ~კ~ჱ, და არა დაუტევა შვილი.

 

აშოტ ერის-თავთა-ერის-თავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ჱ, და არა ესუა შვილი.

 

და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმის-წული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

 

გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~ბ, და დაუტევა ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.

 

გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რ~მ~გ და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომელი შემდგომად მამისა თჳსისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.

 

გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~გ, მას-ვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენ-ვე, სახელი მამისა თჳსისა.

 

გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქრონიკონსა რ~ნ~ზ, და არა ესუა ძე.

 

გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~ნ~თ, თუესა ივნისსა, და არა ესუა ძე.

 

გარდაიცვალა გურგენ დიდი ერის-თავთა-ერის-თავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ~ჲ~ა, თუესა თებერვალსა ი~დ. არა ესუა ძე.

 

გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ ართანუჯელისა მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რ~ჲ~გ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელი-იგი დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

 

გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ჲ~ე, თუესა მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნა და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა. მას-ვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.

 

გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ, და არა ესუა შვილი. და ამას-ვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა და არა ესუა ძე.

 

და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ. და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერის-თავთ-ერის-თავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.

 

გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა რ~პ~ა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა, და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერის-თავთა-ერის-თავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~პ~ვ, ხოლო ძმა მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად.

 

გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქრონიკონსა რ~პ~ჱ.

 

გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა ს~გ, და დაუტევა ძე დავით მცირე.

 

გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქრონიკონსა ს~ჱ და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ.

 

გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს~ი~ბ, და არა ესუა შვილი.

 

გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~ი~დ, და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთა-მეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დის-წული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა.

 

გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~კ~ა, და არა ესუა ძე.

 

და აოჴრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი - გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა ვითარ მტერ-ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა.

 

გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს~კ~ჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა,. ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთათჳს მეგობრად და ერთ-გულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.

 

და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დის-წულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს~ლ~ა. და ეგრეთ-ვე მას-ვე წელსა შინა გურგენ-ცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა ს~ლ~ბ ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამათ ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

 

ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა ს~ლ~დ, თუესა მაისსა ზ~, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი~ჱ.

 

ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი. მათ ქუეყანათ კუალად-ვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

 

და ამის გიორგის მეფობისა მეშჳდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთა-ვე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმან-ერთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. [და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა. და შეკრბეს რა უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრნეს ორ-კერძო-ვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერის-თავნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი. და ვითარცა მოესმა ჴმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფე-ცა სპითა დიდითა.

 

და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნი-ვე სულ-მოკლე იქმნეს რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო. ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთით კერძო, და მოაოჴრა ყოველი-ვე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა ბასილი-ცა თრიალეთად-ვე. და რა ეახლნეს ერთმან-ერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა, და კუალად უბოროტესადრე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთა-ვე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმან-ერთისა წინაშე და მშჳდობისა.

 

ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლეთით-კერძი ქუეყანა. ხოლო ღმერთმან ბასილის დიდად შეშინებულსა-ვე პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფენ წარვეზს, და ყოველნი-ვე ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუვნეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი.

 

და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმან-ცა ამიერ კიდესა ბასიანისასა, რე-ცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორ-კერძო-ვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშჳდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი ზავად და მშჳდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“.

 

და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: „უკეთუ მიმცე მე ჴელთა მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე“. და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მას-ვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს; და გამოვიდეს მიერ-კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთი-ცა პირველ მოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლად-ვე, და მოიკლნეს მათგანი მას დღესა შინა, რომელთა-ცა-იგი მშჳდობის-ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნეს ყოველნი. და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა და რომელნი-მე მეოტ იქმნეს. წარიღეს ბერძენთა ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

 

და წარმოიძრა მცირედ ბასილი მეფე და მოუდგა უკანა. და კუალად იწყო ზავად და მშჳდობად პირველისაებრ-ვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალად-ცა განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშჳდობა და დაიზავნეს.

 

და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისა ყრმა ჩჳლი, და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანა დავით კურაპალატისა ნაქონები ტაოს, ბასიანს, და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა ბერძენთა მეფე ბასილი, და თანა წარიტანა ბაგრატ ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინა-ვე წარმოგზავნა აღუთქუა გიორგის ბაგრატისი.

 

გარდაჴდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანა-მოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳვნეს მას მანდატურნი წიგნითა ესრეთ წერილითა, ვითარმედ: „მიიცვალა ბასილი მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმენ მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადა-ცა-ღა მოწევნულ იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით და წინაშე ჩუენსა მოგზავნე“. და ვითარცა აღმოიკითხა კატაბანმან, მსწრაფლ მოიქცა და დევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერ-ღა-რა ეძლო კატაბანსა მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალება ღმრთისავითარ-ღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა ს~მ~ე.

 

და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს იგინი მშჳდობით, და მისცეს დიდება და მადლობა ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა ესე-ვითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გარდაჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების მყინვარნი, ქრონიკონსა ს~მ~ზ, თუესა აგჳსტოსა ი~ვ. და დამარხეს იგი ქუთათისს.

 

და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე, და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნი-მე ციხოვანნი და რომელნი-მე უციხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო.

 

და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თჳსი მიუუწდომელისა ძალითა ლაშქრითა თჳსისათა და განძითა ურიცხჳთა ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისა-ცა. მოვლო და მოაოჴრა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოჴრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტეს-ცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს ციხესა ქუეშე კლდე-კართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, გარნა არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი, ჩანჩახამან, ერის-თავმან შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თჳთ წარვიდეს იგინი საბერძნეთს.

 

ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიასა და სახელ-სდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თჳსი და შევიდეს მას შინა თჳთ საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა.

 

ხოლო მოავლინა მუნ პარკიმანოსმან იოვანე ხარტულარი, სახელით ვალანგ, ლაშქრითა დიდ-ძალითა, და თანა-მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისა დემეტრე, რე-ცა შესატყუენელად ქუეყანისა მკჳდრთა, რომელი-ესე იქმნა ესრეთ. რამეთუ მიიქცეს ერნი, სოფელნი უგუნურ-უსუსურნი ცნობითა და გონებითა. და გამოადგინეს ლაშქარნი სუეტსა მას ტბეთისასა, და ჰბრძოდეს ძლიერად მრავალ-ღონედ. და ღმერთმან განაძლიერნა მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა და ლოცვითა წმიდათა ამათ მღდელთ-მოძღუართათა. და ვითარცა ერთ-გულნი და ჭეშმარიტნი მარტჳლნი საღმრთონი თავთა თჳსთა სიკუდილად განსწირვიდეს, და ჴორციელთა უფალთათჳს თავთა თჳსთა განსწირვიდეს, და სისხლთა დასთხევდეს სიტყჳსაებრ მოციქულთასა, და განძლიერდებოდეს. ყოველთა-ვე ეტყოდეს, ვითარმედ: „ნუ-მცა შეგჳტყუებენ ჩუენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გჳრგჳნი ახოვნებისა“. რამეთუ მბრძოლნი იგი გარე მოდგომილნი მათდა ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთათა:

 

ხოლო ესე-ვითარად რა ღელვად აღტეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსად-ვე ივლიანეს უსჯულოსა, უწყალოებისათჳს ბაგრატ მეფისა ჩუენისა, მოოჴრებისათჳს მამულისა მისისა, და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს პროედროსსა თჳსსა, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრით-ურთ თჳსით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წარვიდა იგი, ესმა რა ესე. და ვითარცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე, დაუტევა შემდგომად მისსა მეფობა რომანოზს, ნათესავსა და მიმდგომსა-ვე თჳსსა.

 

ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმჴნე და ახოვნება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა და წარვიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშჳდობა-ყოს აღმოსავლეთისათჳს და რათა არღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თჳსსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახლისა {მათისა}.

 

ცხოვრება და წარმომავლობა ბაგრატონიანთა, ჩვენ ქართველთა მეფეებისა, თუ საიდან მოვიდნენ და რა დროიდან უპყრიათ საქართველოს მეფობა, აღწერილი სუმბატ დავითის ძის (ბაგრატიონის) მიერ

 

(ვასილ ბურკაძის მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოტანილი)

 

 

 

 ბაგრატონიანთა შთამომავლობა ადამიდან შვიდ ძმამდე: ადამი, სეითი, ენოსი, კაინანი, მალელი, იარედი, ენოქი, მათუსალა, ლამექი, ნოე, სემი, არფაქსადი, კაინანი, სალა, ებერი, ფალეგი, რაგავი, სერუქი, ნაქორი, თარა, აბრაჰამი, ისააკი, იაკობი, იუდა, ფარეზი, ესრომი, არამი, ამინადაბი, ბოოსი, იობედი, იესე, დავით მეფე, სოლომონი, რობუამი, აბია, ასაფი, იოსაფატი, იორამი, ოზია, იოთამი, აქაზი, ეზეკია, მანასე, ამონი, იოსია, იოვაკიმი, იექონია, სალათაელი, ზორაბაბელი, აბიუდი, ელიაკიმი, აზორი, სადუკი, აქიმი, ელიუდი, ელიაზარი, მატათანი, იაკობი, იოსები - დამწინდველი მარიამისა და ძმა კლეოპასი, კლეოპა, ნაომი, სალა, რობუამი, მოხთარი, ელიაკიმი, ბენიამენი, იორობემი, მოსე, იუდა, ელიაზარი, ლევი, იორამი, მანასე, იაკობი, მიქია, იოვაკიმი, იერუბემი, აბრაჰამი, იობი, აქაბი, სვიმონი, იზაქარი, აბია, გაადი, ასერი, ისაკი, დანი, სოლომონი. სოლომონმა შვა შვიდნი ძმანი, რომელნიც ტყვეობაში მოსცა მას ღმერთმა.

 

ეს შვიდი ძმა - ტყვეობიდან წამოსული ებრაელები ფილისტიმის ქვეყნიდან ეკლეცში მოვიდნენ, რაქაელ დედოფალთან და მისგან მოინათლნენ, შემდეგ კი აქვე დარჩნენ, სომხითს, სადაც მათი შვილები დღემდე მთავრობენ.

 

მათგან ოთხი ძმა ქართლში მოვიდა: გუარამი დაადგინეს ერისთავად, და სწორედ მისი შვილისშვილნი და შთამომავალნი არიან ქართლის ბაგრატიონები; საჰაკი კახეთში წავიდა და ნერსეს დაუმოყვრდა; სხვა ორი ძმა - ასამი და ვარაზ-ვარდი კამბეჩოვანს წავიდნენ, მოკლეს იქ სპარსელების სპასალარი და თვითონ გაბატონდნენ, ხორნაბუჯში დასახლდნენ და დღემდე მათი შვილები მთავრობენ აქ.

 

და რადგანაც გორგასლის შთამომავალთა მეფობა დასრულდა (უმემკვიდრეობის გამო), ქართლის მმართველობა აქაურ აზნაურებს ეპყრათ ბაგრატონიანთა მოსვლამდე. მაგრამ აზნაურთა ბოროტი საქმეების გამო მათი ბატონობაც დასრულდა. იმხანად მცხეთის კათოლიკოსი იყო სვიმონ-პეტრე. მაშინ მცხეთა მცირდებოდა, ტფილისი კი შენდებოდა; არმაზი კნინდებოდა, კალა კი - განდიდდებოდა. ქართლში, კახეთში, ჰერეთში, სომხეთში, სივნიეთსა და ასპურაგანში სპარსელები ბატონობდნენ.

 

მცხეთაში სამოელის კათოლიკოსობის დროს შეიკრიბნენ ყოველნი ქართლელნი და აირჩიეს ერისთავად დავით მეფის შთამომავალი, გუარამი - შვიდ ებრაელ ძმათაგანი, რომელნიც ეკლეცში რაქაელ დედოფალმა მონათლა და სამ მათგანს სახელებიც შეუცვალა: ერთს მუშელი უწოდა, მეორეს - ბაგრატი, რომელიც ბაგრატონიანთა მამაა, მესამეს კი - აბგავარი; ერთი სიძედ მიიყვანა, ორნი კი სომხითის მეფეს დაუმოყვრა.

 

როგორც ვთქვით, ოთხნი ამ შვიდ ებრაელ ძმათაგან ქართლში მოვიდნენ, სადაც გუარამი ქართლის ერისთავად აირჩიეს, ხოლო ბერძენთა მეფემ მას კურატპალატის წოდება მოანიჭა და მცხეთას წარმოგზავნა, სადაც მან ჯვარის ეკლესიას ჩაუყარა საფუძველი...

 

სამოელ კათალიკოზის დროს ტფილისის მკვიდრთა ეკლესიის აშენება დაიწყეს - ნახევარი მთელმა ერმა აღაშენა, ნახევარი კი - ვინმე დედაკაცმა.

 

შემდეგ მცხეთას კათალიკოსი იყო ბართლომე.

 

გუარამის შემდეგ ერისთაობდა მისი ძე სტეფანოზი, ძმა დემეტრესი. და მათ ააშენეს ჯვარის ეკლესია მცხეთაში.

 

მისი ზეობისას ჰერაკლე - ბერძენთა მეფე - მოვიდა ტფილისს და დადგა ლაშქრით კალას ციხესთან. ციხისთავმა გამოსძახა - ჰაი, შენ, ვაცისწვერიანო და ბოტის კისერავო! მაშინ განრისხდა ჰერაკლე მეფე, და ამოიკითხა დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში, რომ აღმოვალს დასავლეთიდან ვაცი და შემუსრავს აღმოსავლელი ვაცების რქებს (შდრ. დანიელი 8, 1-8). ამიტომ ასე უთხრა ციხისთავს: "თუკი ჩემზე იყო ნათქვამი ეგ სიტყვები, ორმაგად მოგიზღავ კადნიერებისთვის!"ტფილისს ჯიბღუ ერისთავი დატოვა ციხის ასაღებად, თვითონ კი ბაღდადს წარემართა. გზად მივიდა გარდაბანს, ვარაზ-გრიგოლთან და იმ ადგილას დაბანაკდა, რომელსაც ხუზაშენი ჰქვია; მონათლა ვარაზ-გრიგოლი და მთელი მისი ერი, და იწყო ყველაზე დიდებული ეკლესიის მშენებლობა. აქედან ბერდუჯს წავიდა, ქვის ჯვარი აღმართა იქ, საფუძველი ჩაუყარა ღვთისმშობლის ეკლესიას და დაასრულა მისი გუმბათის აგება. ჯიბღუმ კი ტფილისის ციხე აიღო, ციხისთავი შეიპყრა და დრაჰკანებით (ოქროს მონეტებით) აღუვსო პირი ჰერაკლე მეფის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისათვის; მაგრამ კადნიერებისათვის ცოცხლად გაატყავა და მეფეს გაუგზავნა გარდაბანს. გარდაბნიდან ჰერაკლე მეფე ლალს გადავიდა, მოუწოდა მეწეკევნელთა მთავარს და მონათლა იგი. შემდეგ ბაღდადს გაემართა, აიღო იგი, შეიპყრო ხოსროვ სპარსთა მეფე (591-628), დააბრუნებინა გატაცებული ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა და იწყო იერუსალიმის აღშენება, სადაც პატრიარქად მოდისტოსი დასვა, თვითონ კი მეშვიდე წელიწადს ქართლს დაბრუნდა; ტფილისში მის მოსვლამდე სიონის ეკლესია უკვე აშენებული იყო, ჯვარის ეკლესიას კი მცირედი აკლდა.

 

ჰერაკლე მეფემ მქადაგებელნი წარგზავნა ტფილისს, მცხეთას და უჯარმას, რათა ყოველნი ქრისტიანნი ეკლესიებში შესულიყვნენ და ყველა ის მოგვნი და ცეცხლის თაყვანისმცემელნი, რომლებიც არ მოინათლებოდნენ, მოეკლათ. მათ კი არ ისურვეს მონათვლა და უნდოდათ მოტყუებით შერეოდნენ ქრისტიანებს, მაგრამ არ გამოუვიდათ: ყველა მათგანს მახვილი ეწია და ეკლესიებში სისხლის მდინარეები დადგა. განიწმინდა ჩვენი ღმერთის - ქრისტეს სჯული, და ჰერაკლე მეფეც თავის სამეფოში დაბრუნდა.

 

ქართლში იგივე სტეფანოს დიდი მთავრობდა, გუარამის ძე, ხოლო კათოლიკოსად ბართლომე მეორე იყო.

 

მის შემდგომ ადარნასე მთავრობდა, სტეფანოზის ძე. მისი ზეობისას სამი კათოლიკოსი შეიცვალა: იოვანე, ბაბილა და თაბორი. ამის შემდეგ აღესრულა ადარნასე მთავარი და მის ნაცვლად სტეფანოზი დაჯდა, ძე მისი, რომელმაც განასრულა ჯვარის ეკლესია, დააწესა იქ ჯვარის კრება და თვითონ ტფილისს გადავიდა საცხოვრებლად. კათოლიკოსად იყვნენ ჯერ სამოელი, შემდეგ ენონი. მის დროს ქართლი აღწერეს და საბერძნეთს შეუერთეს. ამბავიც მოვიდა, ბაღდადი აგარის შთამომავლობამ (არაბებმა) დაიპყრესო. სტეფანოზის შემდეგ ერისთავობდა მისი ძე გუარამ კურაპალატი; მერმე - ვარაზ-ბაკური, მისი ძე, ანთიპატოს-პატრიკიოსი, რომელმაც გარდაბნელები მოაქცია. შემდეგში კი ნერსე და მისი ძეები ერისმთავრობდნენ - ფილიპე, სტეფანოზი და ადარნასე, მერმე კი ადარნასეს ძენი გურგენ ერისთავი და აშოტ კურატპალატი.

 

აშოტ კურატპალატის სამყოფელი ბარდავი და ტფილისი იყო. მის დროს გაძლიერდნენ აგარიანნი (არაბები) და იწყეს მის წინააღმდეგ ბრძოლა, რათა შეეპყროთ. აშოტ კურატპალატი ვეღარ აღუდგა მათ წინ და ივლტოდა, რათა საბერძნეთს წასულიყო. თან დედა, ცოლი და ორი ჩვილი ძე - ადარნასე და ბაგრატი მიჰყავდა (უმცროსი გუარამი ჯერ არ ჰყავდა). თან ახლდა მცირერიცხოვანი ამალა, მათი სახლეულებითურთ. მოვიდნენ ჯავახეთის მთას, ფარავნის დიდი ტბის ნაპირას, და მგზავრობით დაღლილნი მოსასვენებლად შეჩერდნენ, პური ჭამეს და მცირე ხნით მიერულათ. და აი, მძინარეთ, სარკინოზთა დიდი რაზმი დაეცათ თავს. მაშინ ღმერთი შეეწია აშოტ კურატპალატს და მის მცირერიცხოვან მხედრობას. ძლევა მოანიჭა არაბთა დიდ რაზმზე - ძალზე ბევრნი დახოცეს, წამოვიდნენ და მოიწიეს შავშეთის ხევს, რომელიც მაშინ, მცირერიცხოვან სოფელთა გარდა, უშენებელი იყო, რადგან ბაღდადელ ყრუს (მურვანს) შეემუსრა ყოველნი ციხენი, შავშეთიცა და ღადონიც. მის შემდგომ მუცელას სენმა (დიზენტერიამ) მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი, ისე რომ მცირედღა დარჩნენ კაცნი ალაგ-ალაგ. და ამ გადარჩენილებმა მკვიდრებმა შავშეთისა სიხარულითა და სიყვარულით შეიწყნარეს აშოტი, და იგიც აქ დაემკვიდრა. ღმერთმა გამარჯვება მოანიჭა მას და ახელმწიფა შავშეთსა და კლარჯეთში. ზოგიერთი სოფელი საფასურით იყიდა, სხვანი - მოოხრებულნი - აღაშენა და ასე განამრავლა აქ დაბა-სოფელნი. და ღმერთმაც განამტკიცა მისი ხელმწიფობა ბერძენთა მეფის ნებითაც.

 

კლარჯეთის ტყეში აშოტ კურატპალატმა ერთი კლდე ჰპოვა, სადაც ვახტანგ გორგასალს ციხე ჰქონდა აშენებული, სახელწოდებით არტანუჯი; ისიც მოოხრებული იყო ბაღდადელი ყრუსაგან. ეს ციხე განაახლა აშოტმა, და მასში წმინდა მოციქულთა პეტრესი და პავლეს ეკლესია აღაშენა, მასში განიმზადა საფლავიც თავისთვის და საცხოვრებლად ამ ციხეში დაემკვიდრა, რომლის ძირსაც ქალაქი გაშენდა. მერმე კვლავ ეუფლა თავის ქვეყანას - ქართლს - და ბარდავის ქალაქამდე გაბატონდა. ღმერთმა მრავალგზის მოანიჭა ძლევა ბრძოლებში აშოტ კურაპალატს.

 

ერთხელ აშოტ კურაპალატი ლაშქრის შესაკრებად წავიდა, რათა სარკინოზებს შებრძოლებოდა. მივიდა რომელიღაც ადგილას და სხვადასხვა მხარეს დაგზავნა მაწვეველი მხედრები. და სანამ ლაშქარი შეგროვდებოდა, მოულოდნელად დაესხნენ თავს სარკინოზნი და გააქციეს. მოვიდა ნიგალის ხევს, და იწყო თავისი მხედრების ძიება, რომელნიც ლაშქრის შესაკრებად ჰყავდა გაგზავნილი; მათ კი მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული; აშოტმა არ უწყოდა მათი ზაკვა, სანამ კარს არ მოადგნენ, და როცა მოეჭრნენ, მაშინღა მიხვდა, რასაც უპირებდნენ. ამ დროს მხოლოდ მცირედნი ჰყავდა გვერდით თავისი ერისაგან. და ვერ გაუწევდა მომხვდურთ წინააღმდეგობას. ამისთვის ეკლესიას მიაშურა, და იქ მოკლეს იგი მახვილით საკურთხეველში და სისხლით შეიღება წმინდა ალაგი; დაკლეს იგი, როგორც ცხვარი, აღსავლის კართან და მისი დათხეული სისხლის ნაკვალევი დღესაც სჩანს.

 

როცა მისი მოკვლის ამბავი აშოტის მხედრობას მიუვიდა დოლისყანას, მათ დევნა უყვეს მკვლელთ - ოროზ-მოროზის ძეთ, დაეწივნენ ჭოროხის სანავეზე და ერთიანად ამოწყვიტეს. შემდეგ წამოიღეს მკვდარი აშოტ კურატპალატი და დაფლეს არტანუჯის ციხეში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესიაში, იმ საფლავში, რომელიც აშოტს თვითვე განემზადებინა თავისთვის. იგი აღესრულა დასაბამითგან ხვლ წელს (6430, ანუ 826 წელს), 29 იანვარს. მას სამი ძე დარჩა: ადარნასე, ბაგრატი და უმცროსი გუარამი, რომელიც არტანუჯს მოსვლის შემდეგ შეეძინა.

 

მამის სიკვდილის შემდეგ არასრულწლოვან ძმებს სარკინოზებმა წაართვეს ყველა ის მხარე, რომელნიც შავშეთს გარეთ ჰქონდათ, ხოლო ოდეს სრულ ასაკად მიიწივნენ, ღმერთმა კვლავ დაუბრუნა ყოველივე. სანამ არასრულწლოვანნი იყვნენ, არტანუჯის ციხეში იზრდებოდნენ, და შავშეთის, კლარჯეთისა და ნიგალის ხევები სარკინოზებს აძლევდნენ ხარკს. მერმე კი დაიპყრეს მათი მამის ნაქონი ყველა მხარე, კურატპალატად ბაგრატი დასვეს, და ღმერთმა კეთილად წარუმართა მათ ხელმწიფება.

 

უფროს ძმას - ადარნასეს - სამი ძე ჰყავდა: გურგენი, რომელიც სიბერეში დასვეს კურატპალატად, აშოტ კეკელა და სუმბატ არტანუჯელი, რომელიც მისი მთავრობის ჟამს დასვეს ანთიპატოს-პატრიკიოსად. ბაგრატ კურატპალატსაც სამი ძე ჰყავდა: დავითი, რომელიც თავისი მამის შემდგომ დასვეს კურატპალატად, ადარნასე და აშოტი. ხოლო უმცროს ძმას გუარამს ორი ძე ჰყავდა: ნასრა და აშოტი.

 

აშოტ კეკელა, ადარნასეს ძე, გარდაიცვალა ქორონიკონსა კზ (857 წელს), და დასტოვა გურგენი, რომელიც შემდგომ კურატპალატად დასვეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატოს-პატრიკიოსი.

 

გუარამის ძე აშოტი თავის მამაზე უწინარეს გარდაიცვალა (859 წ.) და მას ძე არ დარჩენია.

 

ადარნასე, ბაგრატ კურატპალატის ძე გარდაიცვალა 874 წელს, მამის სიცოცხლეშივე, და მასაც არა ჰყოლია შვილი. ბაგრატი, აშოტის ძე, გარდაიცვალა 876 წელს და დატოვა ძენი: დავითი, შემდგომში კურატპალატი. იგი თავისი მამის ძმისწულის ნასრა გუარამის ძის ხელით მოიკლა, გუარამის სიცოცხლეშივე, 881 წელს. გუარამი უდანაშაულო იყო მის სისხლში. და ამ დავითმა დასტოვა მცირეწლოვანი ადარნასე. მკველი ნასრა კონსტანტინოპოლს გაიქცა და მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა იქ. ამის შემდგომ კურატპალატად დასვეს გურგენ ადარნასეს ძე, დიდი აშოტ კურატპალატის შვილიშვილი.

 

გუარამი, ნასრას მამა და აშოტ დიდის ძე გარდაიცვალა 882 წელს.

 

აშოტი, ბაგრატ კურატპალატის ძე გარდაიცვალა 885 წელს.

 

ამის შემდეგ ნასრა წამოვიდა სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლიდან და მოვიდა აფხაზეთს. აფხაზთა მეფე მაშინ ბაგრატი იყო, ნასრას სიძე, რომელიც დიდი ლაშქრით დაეხმარა მას. აფხაზეთიდან ნასრა სამცხეს გადმოვიდა ამ ლაშქრით და აქაც ურიცხვი მხედრობა შეჰკრიბა. მის წინააღმდეგ საბრძოლველად მოკლული კურატპალატის ძე ადარნასე გამოვიდა; მას შეეწივნენ გურგენ კურატპალატი და შვილნი მისნი; იქმნა დიდი ბრძოლა, რომელშიც ღმერთი მცირერიცხოვან ადარნასეს ლაშქარს შეეწია: დაამარცხეს ნასრა, გააქციეს, შემდეგ სამცხეში, სოფელ ასპინძას შეიპყრეს იგი და მოკლეს 888 წელს. შვილი არ დარჩენია ნასრას და აღიხოცა მისი სახსენებელი.

 

ქართველთა მეფედ, ნაცვლად მოკლულისა, დასვეს ადარნასე, დავით კურატპალატის ძე. მან აღაშენა ბანა კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც პირველი ბანელი ეპისკოპოსი გახდა.

 

ხოლო მამფალი სუმბატ ადარნასეს ძე, არტანუჯელი, შვილისშვილი აშოტ დიდისა გარდაიცვალა 889 წელს და დატოვა ორი ძე: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი და დავით მამფალი.

 

სუმბატ არტანუჯელის სიცოცხლეშივე მოიკლა ნასრი, და მისი ქვეყანა სხვა ამ მთავრებმა (ბაგრატონიანებმა) დაიპყრეს.

 

ხოლო გურგენ კურატპალატი წამოვიდა ტაოდან, თავის მამულ კალმახიდან და შავშეთს - არტანს დასახლდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ ერთმანეთს გადაემტერნენ გურგენ კურაპალატი თავისი ერითურთ, ერთის მხრივ, და ადარნასე ქართველთა მეფე და ბაგრატ არტანუჯელი, მეორეს მხრივ; შეკრიბეს ლაშქარი, მოვიდეს არტანის ხევს, სოფელ მგლინავში და შეებრძოლნენ ერთმანეთს. დამარცხდა გურგენ კურატპალატი, დაჭრილი გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს, და მოკვდა ჭრილობათაგან 891 წელს. დარჩა ორი ძე - ადარნასე და აშოტ, რომელიც შემდეგში ერისთავთერისთავად დასვეს.

 

შემდგომად მამისა გარდაიცვალა ადარნასე 896 წელს და დატოვა ორნი მცირეწლოვანი ძენი: დავით ერისთავთერისთავი და გურგენ, რომელიც შემდგომში დიდი ერისთავთერისთავი იყო.

 

ბაგრატ მამფალი, არტანუჯელი, სუმბატის ძე გარდაიცვალა 909 წლის 20 აპრილს, აღვსების დღეს. მას ოთხი ძე დარჩა: ადარნასე, რომელიც ბერად აღიკვეცა ბასილის სახელით, გურგენ ერისთავი, აშოტი და დავითი.

 

დავით ერისთავი, ადარნასეს ძე და შვილიშვილი გურგენ კურატპალატისა, ძმა დიდი გურგენისა, გარდაიცვალა 908 წელს და მას შვილი არ დარჩენია.

 

აშოტ ერისთავთ ერისთავმა, გურგენ კურატპალატის ძემ, კუხად წოდებულმა, ტბეთი აღაშენა შავშეთში და პირველ ეპისკოპოსად, სულიწმიდის უწყებით, სანატრელი სტეფანე დასვა. აშოტ კუხი გარდაიცვალა 918 წელს ისე, რომ შვილი არ ჰყოლია. მის შემდგომ ერისთავთერისთავად დასვეს მისი ძმისწული გურგენი, ადარნასეს ძე.

 

დავითი, ბაგრატ არტანუჯელის ძე, გარდაიცვალა 922 წელს, და ორსული ცოლი დატოვა; იშვა ძე, რომელსაც ბაგრატი უწოდეს.

 

ადარნასე ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, გარდაიცვალა 923 წელს და ოთხი ძე დატოვა: დავითი, რომელიც მამის შემდგომ ქართველთა მეფე შეიქნა, აშოტ კურატპალატი, ბაგრატ მაგისტროსი და სუმბატი, რომელიც ძმათა შემდგომ კურატპალატად დასვეს.

 

გურგენ ერისთავიც, ბაგრატ არტანუჯელის ძეც, 923 წელს გარდაიცვალა და ცოლი ორსული დატოვა: იშვა ძე, რომელსაც მამისავე სახელი - გურგენ უწოდეს.

 

დავით ქართველთა მეფე, ადარნასე მეფის ძე, გარდაიცვალა 937 წელს ისე, რომ ძე არ ჰყოლია.

 

აშოტ ბაგრატ არტანუჯელის ძე გარდაიცვალა 939 წელს, ივნისის თვეში; ძე არ ჰყოლია.

 

941 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა გურგენ დიდი, ერისთავთერისთავი, ადარნასეს ძე, რომელმაც სიმხნითა და ძლევამოსილი ბრძოლებით მამა-პაპათ გადაამეტა და ყოველნი გარემო მხარეები დაიმორჩილა. ამასაც არ ჰყავდა ძე.

 

მამფალი დავითი, ძე სუმბატ არტანუჯელისა, გარდაიცვალა ბერად აღკვეცის შემდეგ, 943 წლის 20 თებერვალს, და დასტოვა ძე სუმბატი, რომელიც ერისთავთერისთავად დასვეს.

 

ბაგრატ მაგისტროსი, ადარნასე ქართველთა მეფის ძე, გარდაიცვალა 945 წლის მარტში, და დატოვა თავისი ძე ადარნასე, რომელიც მამის შემდეგ მაგისტროსი გახდა, შემდეგში კი - კურატპალატიც. ამავე წელს გარდაიცვალა ბასილი მონაზონი, კლარჯი, ბაგრატ მამფლის ძე.

 

აშოტ კურატპალატი, ადარნასე ქართველთა მეფის ძე გარდაიცვალა 954 წელს, ძე არ ჰყოლია. ამავე წელს ასევე უძეოდ აღესრულა აშოტ სუმბატის ძეც.

 

აშოტ კურატპალატის შემდეგ მისი ძმა სუმბატი დასვეს კურატპალატად, რომელიც გარდაიცვალა 958 წელს და დატოვა ორი ძე: ბაგრატ ერისთავთ ერისთავი, რეგვენად წოდებული, რომელიც ქართველთა მეფედ დასვეს, და ადარნასე კურატპალატი.

 

ადარნასე კურატპალატი, ძე ბაგრატ მაგისტროსისა, გარდაიცვალა 961 წელს, მას შემდეგ, რაც მისმავე ძეებმა შეიპყრეს და ბერად აღკვეცეს, მოკვდა ძაძით იძულებით შემოსილი, და დატოვა ორი ძე: ბაგრატი და დავით ერისთავთერისთავი. ბაგრატი გარდაიცვალა 966 წელს, დავითი კი დიდი კურატპალატი შეიქნა.

 

გურგენი, ბაგრატ მამფლის ძე, შვილიშვილი გურგენისა, გარდაიცვალა 968 წელს.

 

ადარნასე სუმბატის ძე, ბაგრატ რეგვენის ძმა, გარდაიცვალა 983 წელს და დატოვა ერთი ძე - დავით მცირე.

 

სუმბატ ერისთავთერისთავი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, კაცი მართალი, გარდაიცვალა 988 წელს და დატოვა ორი ძე: დავითი და ბაგრატი. მისი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს აღესრულა მისი ძეც - ბაგრატი, რომელმაც ორი ძე დატოვა: სუმბატი და გურგენი.

 

სუმბატი, ბაგრატ რეგვენის - ქართველთა მეფის ძე გარდაიცვალა 992 წელს. შვილი არ ჰყოლია.

 

გარდაიცვალა დავითიც, სუმბატ ერისთავთერისთავის, დიდებულისა და მართალი კაცის ძეც. 994 წელს გარდაიცვალა ბაგრატ რეგვენი, ქართველთა მეფე, კურთხეული სუმბატ კურაპალატის ძე, და დატოვა თავისი უფროსი ძე გურგენი, რომელსაც მეფეთ მეფე უწოდეს. ამ გურგენს ჰყავდა ძე ბაგრატი, დედით აფხაზთა მეფეების ნათესავი (დისწული) - დემეტრესი და თეოდორესი. გურგენის გამეფებამდე იგი აფხაზეთის მეფე გახდა, რის გამოც მალე გამეფებულ გურგენს მეფეთ მეფე ეწოდა.

 

დავით დიდი კურატპალატი, ადარნასე კურატპალატის ძე, გარდაიცვალა 1001 წელს; ძე არ ჰყოლია. მაშინ აოხრდა იმიერტაო. მოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცეს მას ციხეები დავითის აზნაურებმა, ასე რომ დავით კურატპალატის მთელი მამული ბასილი მეფემ დაიპყრო. მოვიდნენ მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მისი მამა გურგენი, რომელთაც ბასილიმ პატივი უბოძა - გურგენს მაგისტროსობა მიანიჭა, ბაგრატს კი კურატპალატობა, რათა ერთმანეთისათვის გადაემტერებინა ეს მამა-შვილი და ამ ხერხით დაემორჩილებინა. მაგრამ გურგენი ჭეშმარიტად მართალი კაცი იყო და მისი გული არ აღვსებულა ზაკვით ამის გამო.

 

ეს გურგენი, მეფეთ მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა გარდაიცვალა 1008 წელს და დატოვა ეს ძე თვისი - ბაგრატ აფხაზთა მეფე, დიდი კურატპალატი, რომელიც ეუფლა თავის მამულს ტაოს და მთელი კავკასიაც დაიპყრო ჯიქეთიდან გურგენის ზღვამდე, ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკედ გაიხადა, და ნებისაებრ განაგებდა სომხითის მთავრის ხელმწიფებით. სპარსთა მეფეც თავის მეგობრად და ერთგულად აქცია სიბრძნითა და ძლიერებით, რაშიც თავის სახლეულთ გადააჭარბა; ბერძენთა მეფესაც მისი შიში ჰქონდა.

 

ამ ბაგრატ კურატპალატმა ფანასკერტის ციხეში დარბაზობად მოიწვია კლარჯეთის ხელმწიფენი - სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, თავისი მამიდაშვილები, და აქ შეიპყრო, თმოგვის ციხეში დაამწყვდია, მათი ქვეყანა და ციხეები კი თავის სამეფოს შეუერთა. თმოგვის ციხეში გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი 1011 წელს, მომდევნო წელს კი გურგენიც აღესრულა. მათი ძენი - ბაგრატ სუმბატის ძე და დემეტრე გურგენის ძე კონსტანტინოპოლს წავიდნენ ბასილი მეფის წინაშე, მათი შვილები კი პყრობილებაში დაიხოცნენ.

 

ამის შემდგომ მოვლო ბაგრატ მეფემ მთელი თავისი სამეფო - აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მივიდა ტაოს და იქ დაიზამთრა. ზაფხულში ფანასკერტის ციხეს მოვიდა და მესამე წელს იქ აღესრულა, 1014 წლის 7 მაისს, პარასკევ დღეს, მეფედ კი თავისი 18 წლის ძე - გიორგი დატოვა.

 

გიორგის გამეფებისთანავე განუდგა მას ჰერეთ-კახეთი, და აზნაურთა დაუნდობლობით შეპყრობილ იქნენ ერისთავნი. ამ მხარეებს მათი უწინდელი ბატონები დაეუფლნენ.

 

გიორგის მეფობის მეშვიდე წელს წამოვიდა მის წინააღმდეგ ბერძენთა მეფე ბასილი. გიორგი დიდი ლაშქრით გავიდა მის შესახვედრად, და ორთავემ ბასიანს დაიბანაკეს მრავალი დღის განმავლობაში და არ იწყებდნენ ბრძოლას. მერმე გამოერიდა გიორგი, მივიდა ქალაქ ოლთისად და დაწვა იგი, იქიდან კი კოლასკენ გაემართა; ბერძენთა მეფე უკან გამოუდგა. და როცა ერთურთს შეეჯახნენ მისი წინამავალნი და გიორგი მეფის უკანმავალნი, დიდი ბრძოლა შეიქნა სოფელ შირიმში. ორივე მხრივ მრავალი დაიხოცა; ამ დროს მოიკლნენ დიდნი ერისთავნი - რატი ლიპარიტის ძე და ხურსი. და როცა ბრძოლის ხმა ესმათ, გიორგი მეფის ლაშქარიც აღბორგდა და იმ ადგილს მივიდა; მალე ბასილი მეფეც გამოჩნდა დიდძალი სპით. ორივე მხრიდან შეიკრიბნენ ყველანი და იქმნა ბრძოლა დიდი, რომელშიც უამრავი ბერძენი დაიხოცა. გიორგის ლაშქარმა ალაფი წამოიღო; ბრძოლა ისე გამძაფრდა, რომ ბასილი მეფემ გაქცევა დააპირა, მაგრამ გიორგის მხედრობამ სულმოკლეობა გამოიჩინა და ბრძოლას გამოერიდა. ბასილი მათ უკან გამოუდგა, მოვიდა არტანს და დაწვა იგი, ხოლო ვინც ნახა იქ, დაატყვევა. გიორგი მეფე კი ნიალიდან სამცხეს გაეშურა; ბასილი მეფე უკან გამოუდგა და ჯავახეთი მოაოხრა. გადავიდა გიორგი თრიალეთს, და ბასილიც მიჰყვა. და როცა ერთმანეთს მიეახლნენ, გიორგი კვლავ გაძლიერებული იყო ლაშქრით, რადგან წანარნი და შაქნი მოეწვია. ამის ხილვაზე ბასილი თრიალეთისკენვე მიიქცა და ჯავახეთი და არტანი მოვლო, რომელნიც კიდევ უფრო ბოროტად მოაოხრა ზამთარში; შემდეგ წავიდა ხალდიას მხარეს და ქალაქ ტრაპიზონში გამოიზამთრა. ორივე მეფე ერთმანეთს მოციქულებს უგზავნიდა, რათა ზავი დაედოთ და მშვიდობა დაემყარებინათ.

 

ამ ხანებში საბერძნეთში დიდი განდგომილება იქმნა, რადგან შეითქვნენ ბასილის მხედართმთავარი და წარვეზი, განდგომილი ფოკას ძე, რომელთაც ქსიფი გაამეფეს და მთელი აღმოსავლეთის მხარე გადაიბირეს. მაგრამ ღმერთმა პატივი მიაგო დიდად შეშინებულ ბასილი მეფეს, რამეთუ ქსიფი განუდგა წარვეზს თავისი ერითურთ, ციხეში შეიტყუა, შეიპყრო და ბასილის წინაშე წარგზავნა, რომელმაც კუნძულზე გადაასახლა იგი, ხოლო მრავალ მის თანამდგომს თავი მოჰკვეთა. მათ შორის იყო ქართველი ფერის ჯორჯიკის ძეც.

 

კვლავ შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. იგი ციხეებსა და მიმდებარე ალაგთ ითხოვდა გიორგი მეფისაგან, რის სანაცვლოდაც ზავსა და მშვიდობას აღუთქვამდა. გიორგი მეფემ თავისზე წინ ზვიადი (მარუშიანი) გაგზავნა დიდი ლაშქრით, რომელმაც ზამთრის დადგომამდე დალაშქრა ბასიანის მიდამოები. გიორგი მეფე კი, ზავის მოწადინე, უკან მიჰყვა დიდი და ძლიერი ლაშქრით. მაგრამ ყველანაირად მზაკვარმა აზნაურებმა არ დაუშვეს ზავის დადება, რადგან არ სურდათ მშვიდობა, ბრძოლა ურჩიეს გიორგის, საბრძოლველად დაძრეს იგი ბასილის წინააღმდეგ, რომელიც ფიქრობდა, ზავის დასადებად მოდიანო. გიორგის ლაშქარმა კი ბრძოლა დაუწყო და ბასილის ლაშქრის ნახევარი გააქცია კიდეც. მაშინ ბრძანა ბასილი მეფემ შუბის წვერზე დაეკიდათ გიორგი მეფის მიერ მოწერილი საზავო წერილი. შუბი მაღლა შემართეს და ბასილიმ ღმერთს მიმართა: "აჰა, იხილე, უფალო, მათი წერილი და მათი საქმე, რომელსაც აწ სჩადიან!" შემდეგ აიღო ძელი ცხოვრებისა (ჯვარი) წმიდა მანდილით, დადო მიწაზე და თქვა: "თუკი მტრის ხელში ჩამაგდებ, უკუნისამდე აღარ გცე თაყვანი!" და როგორც კი ეს თქვა და მოიმოქმედა, უმალვე იძლივნენ და გაიქცნენ გიორგის წინამავალნი სპანი. გამოენთნენ მათ მეფის რაზმები - რუსები, რომელთაც იმ წინამავალთაგან ძალზე მცირენი გადაურჩნენ, რადგან გიორგი მეფე უმთავრესი ძალებითურთ ჯერ არ მოსულიყო. ყველანი, ვისაც მშვიდობა არ სურდა, იმ დღეს მოიკლნენ და მეოტ-იქმნენ; მახვილით მოწყდნენ ურიცხვნი სპანი, და მხოლოდ მცირენი გაიქცნენ. ბერძნებმა კი დიდძალი ალაფი და მთელი სამეფო განძი წარიღეს, რომელიც მაშინ გიორგი მეფეს ჰქონდა.

 

კვლავ დაიძრა ბასილი მეფე და უკან გამოუდგა გიორგი მეფეს. კვლავ ზავსა და მშვიდობას ითხოვდა, როგორც თავიდან, რადგან ისევ განდგომილებისა ეშინოდა საბერძნეთში. და მართლაც მშვიდობა ჰყვეს მაშინ და დაზავდნენ. გიორგი მეფემ მძევლად თავისი ძე - სამი წლის ბაგრატი მისცა, აგრეთვე თორმეტი ციხე და დავით კურაპალატის ნაქონი მხარეები ტაოს, ბასიანს, ჯავახეთს და შავშეთს. ასე წავიდა ბასილი ბერძენთა მეფე და თან წარიყვანა ყრმა ბაგრატი, რომლის უკან დაბრუნებაც სამი წლის შემდეგ აღუთქვა გიორგი მეფეს.

 

სამი წლის შემდეგ მართლაც, დაპირებისამებრ, უკანვე გამოგზავნა კონსტანტინოპოლიდან ბაგრატ გიორგის ძე, კატაბანის თანხლებით, რომელიც ბაგრატის მამულის საზღვრებამდე მოჰყვა მას, ტაომდე, შემდეგ კი უკანვე მიიქცა და აქ მანდატურნი მიეგებნენ წერილით, რომელშიც ეწერა: "ძმა ჩემი, ბასილი, გარდაიცვალა, მეფედ ყოვლისა საბერძნეთისა მე ვიქმენ, კონსტანტინე. აწ, სადაც მისული იყოს გიორგის ძე ბაგრატი, სწრაფად მოაბრუნე და ჩემთან გამოგზავნე". როგორც კი წაიკითხა კატაბანმა მეფის ბრძანება, უმალვე გამოეკიდა ბაგრატს, მაგრამ ვეღარ დაეწია, რადგან უკვე თავის მამულად მისულიყო. და ძლიერი ლაშქარიც თან ახლდა, რომელთან შებრძოლებაც კატაბანს არ შეეძლო. ამიტომ გაბრუნდა და წავიდა! ჰოი, დიდო და საკვირველო მოწყალებაო ღმრთისა! აი, როგორ დააღწია თავი მტრებს და შემპყრობთ ყრმა ბაგრატმა. ეს იყო 1025 წელს

 

და მოვიდა ბაგრატი თავის მამასთან გიორგისთან და დედასთან მარიამთან მათს ქალაქ ქუთათისს; ასე მშვიდობით შეიყარნენ, ღმერთი განადიდეს და მადლობა შესწირეს მას ასეთი სიკეთის მომადლებისათვის... ორი წლის შემდეგ გიორგი მეფე გარდაიცვალა თრიალეთს, იმ ადგილას, რომელსაც ეწოდება მყინვარნი, 1027 წლის 16 აგვისტოს, და დამარხეს იგი ქუთათისს.

 

გიორგის შემდეგ მეფედ დაჯდა მისი 9 წლის ძე ბაგრატი. ხოლო ტაოელი აზნაურები - ვაჩე კარიჭისძე და ბანელი ეპისკოპოსი იოანე, და მათთან ერთად მრავალი ტაოელი აზნაური - ზოგნი ციხე-სიმაგრის მქონენი, ზოგნი კი - უციხონი, განუდგნენ ბაგრატს და კონსტანტინეს დაემორჩილნენ, ბასილი მეფის ძმას, რომელიც მის შემდეგ იყო ბერძენთა მეფედ. ისინი საბერძნეთს წავიდნენ.

 

მეორე წელს კონსტანტინე მეფემ პარკიმანოსი გამოგზავნა უდიდესი ლაშქრითა და ურიცხვი განძით, ბევრად აღმატებულით ბასილისაზე; პარკიმანოსმა მოვლო და კვლავ მოაოხრა ბასილის მიერ მოოხრებული მხარეები, და სხვანიც, მათს გარდა. მოიწივნენ თრიალეთს, კლდეკარის ციხეს, სადაც მაშინ ბაგრატის აზნაურნი იდგნენ და შეებრძოლნენ, ოღონდ არც თუ ძლიერად. რამეთუ განუდგნენ აზნაურნი მეფეს და მისცეს ციხენი: ჩანჩახ ერისთავმა მისცა გარყლობის ციხე, ხოლო არჯევან ჰოლოლასძემ წეფთის ციხე, თვითონ კი საბერძნეთს წავიდნენ...

 

მტბევარმა ეპისკოპოსმა საბამ ციხე-სიმაგრე აღაშენა ტბეთის ეკლესიის მახლობლად და უწოდა სვეტი, სადაც შეკრიბა თავისი ერი: შევიდნენ შიგ მტბევარი ეპისკოპოსი საბა, ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა და შავშეთის აზნაურნი, და გამაგრდნენ მასში. პარკიმანოსმა კი იოვანე ხარტულარი მოავლინა მათთან დიდძალი ლაშქრით და გამოაყოლა გურგენ კლარჯის ძე დემეტრე, რათა მიეტყუებინათ ქვეყნის მკვიდრნი; და ასეც მოხდა, რადგან ცნობითა და გონებით უსუსურ-უგუნური გლეხკაცნი ადვილად მიიქცნენ მათკენ. ტბეთის სვეტიდან კი ლაშქარი გამოავლინეს და ძლიერად შეებრძოლნენ ბერძნებს. ღმერთმა განაძლიერა სვეტის ციხე-სიმაგრეში მყოფნი მადლითა და მეოხებითა წმინდა მოციქულებისა და ამ მღვდელმთავართა ლოცვით, რამეთუ როგორც ერთგულნი და ჭეშმარიტნი მოწამენი ღვთისა საკუთარ თავს სწირავდნენ ხორციელ (ამქვეყნიურ) პატრონთათვის და მოციქულთა სიტყვისაებრ, სისხლს დასთხევდეს მათთვის, და ამ ღვაწლში განძლიერდნენ სულითაც და სხეულითაც. ყველას ეუბნებოდნენ: ნუ გვაცთუნებს ეს დაპირებანი და წარმავალი სიმდიდრე, არამედ აღვივსოთ ერთგულების მადლით და დავიდგათ გვირგვინი მხნეობისა. რამეთუ გარემომცველნი მხედარნი მრავალი სიკეთისა და სიმდიდრის დაპირებით ცდილობდნენ მათს გადაბირებას.

 

და ოდეს ამგვარი მღელვარებით იგვემებოდა აღმოსავლეთი, მალე ღვთის რისხვა ეწია განუსჯელ მეფე კონსტანტინეს (როგორც ერთ დროს უსჯულო იულიანეს) ჩვენი ბაგრატ მეფის მიმართ უმოწყალობისათვის და მისი მამულის მოოხრებისათვის. და აი, სასწრაფოდ მოუწერა თავის პარკიმანოსს, დაუყოვნებლივ კონსტანტინოპოლს დაბრუნდი შენი ლაშქრითურთო. ისიც უმალ გაემართა. კონსტანტინე მეფე მალე გარდაიცვალა და მეფობა თავის შემდგომ რომანოზს დაუტოვა, თავის ნათესავსა და უახლოეს თანამდგომს.

 

ამის შემდეგ მესამე წელს სანატრელმა დედოფალმა მარიამმა, ბაგრატ მეფის დედამ, შეიმოსა სიმხნევე და გაბედულება, რამეთუ შთამომავალი იყო ბრწყინვალე და დიდი არშაკუნიანი მეფეებისა, და კონსტანტინოპოლს გაემართა რომანოზ მეფის წინაშე, რათა აღმოსავლეთისათვის მშვიდობის მონიჭებას შევედრებოდა, და აღარ ყოფილიყო ბრძოლა ქართველებსა და ბერძნებს შორის; რათა გლახაკნი დაბინავებულნი ყოფილიყვნენ და წყნარად ეცხოვრათ, და რათა ბაგრატ მეფესაც, მის ძეს, ჯეროვანი პატივი მიეღო ქვეშევრდომთაგან წესისამებრ თავისი სახლისა (ბაგრატონიანთა გვარისა).

 

ეს ბაგრატი იყო დავით აღმაშენებლის პაპა (გიორგის მამა)].   

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq