საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები დღეს

რა გეგმები აქვს იოანე ბაგრატიონს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და როგორ მიიღეს ქრისტინე ძიძიგური ბაგრატიონების ოჯახში რძლად
ნინო კანდელაკი

იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა  და მისმა რჩეულმა, ცნობილმა მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა, ორი წლის წინ ესპანეთში იქორწინეს. წყვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და ისინი სამშობლოში საცხოვრებლად დარჩენას გეგმავენ. 


იოანე ბაგრატიონი: ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დავიბადე. ჩემი ბავშვობაც ისეთივე იყო, როგორიც ყველა სხვა ბავშვის. ის წლები ძალიან ბედნიერად მახსენდება. დედასთან და მამასთან ერთად ვიზრდებოდი. მჭიდრო ურთიერთობა მქონდა ჩემს ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. 12 წლამდე ვცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად. შემდეგ მშობლებმა შვეიცარიაში სკოლა „ბო სოლეიში” გამიშვეს სასწავლებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მადრიდის ამერიკულ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და კომუნიკაციების ფაკულტეტზე. საქართველოში პირველად ჩამოსვლის შესაძლებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საზღვრების გახსნის შემდეგ მოგვეცა. ამის შემდეგ უკვე ხშირად ჩამოვდიოდი ჩემს ოჯახთან ერთად. ახლა საქართველოსთან დაკავშირებით უკვე გრძელვადიანი გეგმები მაქვს. 


– რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა?


– როდესაც ხარ  ბაგრატიონი, სად უნდა იცხოვრო და იმოღვაწეო, თუ არა აქ, სამშობლოში?! მე მიმოგზაურია ძალიან ბევრ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და, გულწრფელად ვამბობ, რომ არ არსებობს საქართველოზე უკეთესი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა ყველაზე ლამაზია და, რაც მთავარია, აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. დიდ პატივს ვცემ ჩვენს რელიგიას. 2008 წელს, როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული ნათლისღების დღესასწაულზე, მამა ლევანთან, წმიდა გიორგის კარის ეკლესიაში, მართლმადიდებლურად მოვინათლე. 


– ეკლესიურად ცხოვრობთ?


– როცა საქართველოში ვარ, ყოველთვის ვესწრები წირვას სამების საკათედრო ტაძარში, უწმიდესთან და უნეტარესთან, ჩვენს პატრიარქ ილია მეორესთან და ვეზიარები. მე მქონდა ბედნიერება, რომ მის უწმიდესობას შევხვედროდი, როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში. ჩვენი პატრიარქი არის პიროვნება, რომელსაც ყველაზე მეტად ვცემ თაყვანს. მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანასა და რელიგიას, მე მჯერა მისი როლის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველამ იაროს ეკლესიაში, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჩვენი რწმენა ქვეყანას აძლიერებს. ჩემი აზრით, რელიგია ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.


– თითქმის ერთი საუკუნეა გასული მას შემდეგ, რაც თქვენს ბაბუას იძულებით დაატოვებინეს საქართველო. თქვენ, როგორც მის შვილიშვილს, რა გეგმები გაქვთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ? 


– მინდა, დავფუძნდე საქართველოში და უკეთესად მოვახდინო ადაპტირება; მქონდეს კარგი ქართული ოჯახი და ქართული ტრადიციებით აღვზარდო შვილები. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და  მაქსიმალურად ვიყო მის გვერდით, რითაც ეს შესაძლებელი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ უკვე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, საზოგადოების ყველა ნაწილიდან, თუმცა, მინდა, კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდე ქართველ ხალხს. 


– როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება საქართველოში?


– ჩემი ძირითადი საქმიანობა ბიზნესია, საქართველოში გადმოსვლის შემდეგ ესპანეთში ჩემს კომპანიასთან ძირითადად ინტერნეტით ვმუშაობ. ხშირად მიწევს წასვლა და მოგზაურობა, მაგრამ, რადგან საქართველოში მაქვს გადაწყვეტილი ცხოვრება, ძირითად დროს მაინც აქ ვატარებ. აქ  ხშირად ჩამომყავს ინვესტორები სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. გარდა ამისა, მინდა ქართული ღვინის წარმოება და ვავითარებ ქართულ ბრენდს. ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, სპორტული აქტივობისთვის დავრბივარ ხოლმე. რაც მთავარია, აქტიურად ვეუფლები ქართულ ენას. 


ქრისტინე ძიძიგური: მე ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობს უნივერსიტეტში, სამაგიტრო პროგრამას, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების მიმართულებით. ასევე, იოანეს ვეხმარები საქართველოში უკეთესად ადაპტაციასა და ქართული ენის შესწავლაში.


– როგორ გაიცანით ერთმანეთი?


– პარიზში ვიყა

ვი, როდესაც თბილისიდან ჩემი და იოანეს საერთო მეგობარმა დამირეკა. ჩვენი პირველი კონტაქტი ტელეფონით შედგა. თვე-ნახევრის შემდეგ თვითონ მომწერა და მითხრა, რომ საქართველოში იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. შემდეგ კი ბელგიის დელეგაციას მასპინძლობდა. მე მეორე დღეს მოვდიოდი საქართველოში ჩემი ოჯახის სანახავად, მხოლოდ ერთი კვირით. როცა თბილისში ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ იოანე სწორედ იმ ქუჩაზე იყო სასტუმროში დაბინავებული, სადაც მე ვცხოვრობდი – ზუსტად ჩემი სახლის გვერდით, ძველ თბილისში. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მან არ იცოდა ჩემი მისამართი. მაშინ იოანემ ვახშამზე დამპატიჟა, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. იმ დღის შემდეგ მეგობრული ურთიერთობები გვქონდა, თუმცა ძალიან მალე მეგობრობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და რამდენიმე თვეში ვიქორწინეთ.


იოანე: ქრისტინა არის ქალი, რომელთან შეხვედრაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. მნიშვნელოვანია, რომ ის ქართველია და უდიდესი სიყვარული აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. მე მჯერა, რომ ჩემი და ქრისტინას შეხვედრა ბედისწერა იყო, რამაც ჩვენი ცხოვრება მხოლოდ უკეთესობისაკენ შეცვალა. იმ დღის შემდეგ ყოველთვის ერთად ვართ. 


– ქორწილი სად გადაიხადეთ და ვისი შექმნილი სამოსი გეცვათ?


ქრისტინე: ჩვენი სამოქალაქო ქორწილი იყო ესპანეთის ქალაქ რონდაში, მხოლოდ ოჯახურ გარემოში. ქორწილს ესწრებოდნენ იოანეს რამდენიმე მეგობარი და ჩემი და მისი ოჯახის წევრები. ჩემი საქორწინო კაბა „კრისტიან დიორის” მოდის სახლის მიერ იყო შექმნილი. იოანეს საქორწინო სამოსი – „არმანის”.


– როგორ მიგიღეს სამეფო გვარის ოჯახში?


– იოანეს ოჯახის წევრები არიან უთბილესი და ძალიან ყურადღებიანი ადამიანები. მყავს ძალიან ძვირფასი დედამთილი და მამამთილი. ისინი დიდ პატივს სცემენ სიყვარულით შექმნილ ოჯახს და ძალიან მოსწონთ ჩემი და იოანეს ერთობა. მე მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ესპანეთში სულ ერთად ვართ. საქართველოდან კი ძალიან ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ჩემს ოჯახთან ერთად. იოანეს ოჯახში, როგორც ქართული, ასევე ესპანური ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ყველა ტრადიციას იცავენ და ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ხშირად აწყობენ ოჯახურ შეკრებებს და ერთად აღნიშნავენ დღესასწაულებს. ამას ყველაზე ხშირად იოანეს ბებია აკეთებს, რომელიც მასპინძლობს დიდ ოჯახურ შეკრებებს, სადაც ოთხი თაობა ერთად იყრის თავს. 


– იოანე, რა აზრის ხართ საქართველოში მონარქიის აღდგენაზე?


იოანე: საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე დიდხანს – ათი საუკუნის განმავლობაში იყო ერთი დინასტია მმართველობაში. ჩვენი მეფეები და წმიდანები ყოველთვის იდგნენ საქართველოს კეთილდღეობის სადარაჯოზე და ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ქართველი ხალხის გაერთიანებას. მე მჯერა, რომ კონსტიტუციური მონარქია შესაძლოა იყოს საუკეთესო ალტერნატივა ქვეყნისათვის. მაგალითად, მე მომსწრე ვარ იმ დიდი როლის, რომელიც ჩემმა დიდმა ბიძამ – ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველმა შეასრულა ესპანეთისათვის; იმ ტრანსფორმაციისა, რაც მან გააკეთა ესპანელი ხალხის გაერთიანებისათვის. მისი მეფობის შედეგად, დღეს ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში. კონსტიტუციურ მონარქიას მოაქვს გაერთიანება და სტაბილურობა ქვეყნისთვის. კონსტიტუციური მონარქია გარანტირებულს ხდის ქვეყნის დამოუკიდებლობას; ეხმარება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას; კავშირსა და მეგობრობას ამყარებს სხვა ქვეყნებთან. დღევანდელი წარმატებული და განვითარებული ქვეყნების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სწორედ ის ქვეყნები, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბელგია, დანია, ჰოლანდია, იაპონია, მონაკო, ნორვეგია, შვედეთი. ყველა ეს ქვეყანა იზიარებს დიდ და ძლიერ ეკონომიკასა და დემოკრატიას. მმართველი მონარქის ვალდებულებაა, რომ ემსახუროს ქვეყანასა და ხალხს, და არა პირიქით – ემსახურონ მას. მე მჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება!


ნინო კანდელაკი 

ჟურნალი "თბილისელები"

2016-06-27

http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=268448038 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-21
ღირსისა ექვთიმესი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1804); წმ. ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (815-820); წმ. მირონ საკვირველთმოქმედისა, კრეტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდესი; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq