საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები დღეს

გერმანიის უკანასკნელი იმპერატორისა და ქართველი ემიგრანტების ფიქრები საქართველის სამეფოზე
გაიოზ მამალაძე
იმპერატორი ვილჰელმ მეორე
რუსეთის სამეფო ოჯახის მეთაური მარია ვლადიმერის ასული რომანოვა, როგორც ცნობილია, დედით არის ქართველი. აწ გარდაცვლილი რუსეთის ქვრივი დე იურე იმპერატრიცა ლეონიდა გიორგის ასულის ქალიშვილობისას იყო ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი. მისი მამა გახლდათ მუხრანის (ქართლის) ბაგრატიონთა შტოს მეთაური გიორგი ალექსანდრეს ძე მუხრანბატონი, რომელიც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში იძულებული გახდა ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო.

მარია რომანოვას ქმარი გახლდათ გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის ვილჰელმ II-ის ძის, პრინც იოაჰიმის შთამომავალი ფრანც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნი. მართლმადიდებლურად მონათვლის მერე მას უწოდეს რუსეთის დიდი მთავარი მიხეილ პავლე ძე.

პრუსიელი პრინცი, ფრანც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნი, სხვაგვარადაცაა ქართველებთან დაკავშირებული. მისი წინაპარი იოაჰიმი საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლას აპირებდა.

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობა ბევრ დიდ სტრატეგსა და განათლებულ ადამიანს ესმოდა სხვადასხვა ეპოქაში, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც სამეფოს, როგორც მონარქისტული სახელმწიფოს მნიშვნელობასაც გრძნობდნენ ბევრნი. არა მარტო საკუთარი ინტერესების გამო, არამედ ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნის წყალობით.

1914 წელს გაჩაღდა პირველი მსოფლიო ომი, მასში ჩაერთო რუსეთის იმპერიაც. ქართველი პატრიოტები, რომლებიც საქართველოს გამოხსნას ოცნებობდნენ რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან, მსწრაფლ ჩაერთვნენ დიდ პოლიტიკაში.

ქართველი გენერლის, დიდი ნაციონალისტისა და მონარქისტის, შალვა მაღლაკელიძის გადმოცემით, გერმანიის იმპერატორმა, ვილჰელმ მეორემ მოაძებნინა ქართველი პატრიოტები და გადაწყვიტა საქართველოს ფაქტორი გამოეყენებინა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

ამ მიზნით გერმანიაში შეიქმნა

პრინცი იოაჰიმი
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ხუთი კაცი: ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, ანდრო დეკანოზიშვილი, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. კომიტეტის თავმჯდომარე გახდა გიორგი მაჩაბელი, ივანე მაჩაბლის ძმისშვილი.

გიორგი მაჩაბელი გერმანიაში სწავლობდა და იქ დაუახლოვდა ჰოჰენცოლერნებს, ვიტელსბახებს (ამაზე სხვა დროს).

 გერმანული პოლიტიკის მიზანი საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის შექმნის დროს, თავისთავად ცხადია, იყო საკუთარი ინტერესების რეალიზება, ანუ რუსეთის იმპერიაში მოკავშირეების მოძებნა და მათი რესურსების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

გარდა ამისა, გერმანიის იმპერატორს, ვილჰელმს II-ს კარგად ესმოდა საქართველოს ფასი, როგორც სტრატეგიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ გადაწყდა, რომ გერმანიის დახმარებით მომხდარიყო საქართველოს გათავისუფლება. ქართველებისაგან იქმნებოდა სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც გერმანიის მხარეს იბრძოლებდნენ.

 ვილჰელმ II-ის გეგმით უნდა აღმდგარიყო საქართველოს სამეფო. ტახტზე ბაგრატიონების აყვანას ვილჰელმი, რასაკვირველია, არ ფიქრობდა.

შალვა მაღლაკელიძის თქმით, იმპერატორს გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს მეფე გამხდარიყო მისი უფროსი ვაჟი, გერმანიის იმპერიის ტახტის მემკვიდრე იოახიმი. ეს ცნობა ზუსტი არ არის, იოახიმი არ იყო ტახტის მემკვიდრე, კრონპრინცი გახლდათ მისი უფროსი ძმა ფრიდრიჰი.

 თუმცა მთავარი არის ის, რომ გერმანიის მესვეურები საქართველოს მუდამ დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ.

 იოახიმს საქართველოში გამეფების მიზნით დიდის ძალისხმევით ამზადებდნენ. იგი ხშირად ქართული ჩოხით დადიოდა, ეცნობოდა ქართულ კულტურას, ქართველებს. ერთი

პრინც ფრანც ვილჰელმისა და ლეონიდა ბაგრატიონის ქალიშვილის, მარიას ქორწინება
პერიოდი ჩასული ყოფილა ტრაპიზონში და იქ ხვდებოდა ქართველ მოკავშირეებს.

იოახიმს უნდა შეერთო ქართველი ქალი ცოლად. შალვა მაღლაკელიძის თქმით, ქალიც შერჩეული იყო. ის გახლდათ მარინე მაჩაბელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წარმომადგენლის, მიშა მაჩაბლის ასული.

თუმცა, სხვა, გერმანული წყაროს მიხედვით, ამ დროისათვის იოაჰიმს უკვე ჰყავდა ცოლ-შვილი. ალბათ, ქართველთან დაქორწინებისათვის რაღაც დათმობები იქნებოდა გათვალისწინებული მისი მხრიდან.

გერმანიის იმპერატორის გეგმით, როგორც კი მოხდებოდა საქართველოს გათავისუფლება, იგი გამოცხადდებოდა სამეფოდ. ტახტზე ავიდოდა იოახიმი, დაქორწინდებოდა მარინე მაჩაბელზე და შეიქმნებოდა ახალი დინასტია. ამ გეგმაში კარგად ჩანს რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გერმანიის საიმპერატორო კარი და საერთოდ, იმ დროინდელი გერმანული პოლიტიკა საქართველოს.

ერთ-ერთ ამოცანად დასახულ იქნა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, რაც თავის თავზე აიღო ლეო კერესელიძემ, შემდგომში ვერმახტის გენერალმა, რომელიც დიდი პატრიოტი იყო და ებრძოდა საბჭოთა არმიას. იგი დაიღუპა მეორე მსოფილო ომში, დაბომბვის დროს. ერთი პერიოდი ლეო კერესელიძე იოახიმთან ერთად იმყოფებოდა ტრაპიზონში. როგორც ცნობილია, თურქეთი გერმანიის მოკავშირე იყო იმ ომში. მათთან ერთად იყო ლადო სიამაშვილი, რომელსაც თან ჰყოლია ქართველთაგან შექმნილი ათასეული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, და სხვები.

1918 წელს რუსეთი დამარცხდა მსოფლიო ომში. გერმანიის იმედით და ხელშეწყობით, ასევე თურქეთის სურვილით, რათა ბუფერი ჰყოლოდა რუსეთთან, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ძალაუ

ფლება, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანული ჯარები შემოვიდნენ საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთგვარად საოკუპაციო, მეორე მხრივ კი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ჯარი იყო ჩვენთვის.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მენშევიკი სოციალ-დემოკრატები განაგებდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთგვარად იძულებითი ნაბიჯიც კი იყო მენშევიკების მხრიდან. იმ დროს, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ყველაზე პოპულარულები იყვნენ სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები თუ ბოლშევიკები). ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოხვდნენ ისინი.

საქართველოსთვის ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მონარქია, ევროპული, თანამედროვე, თვალსაზრისით, კონსტიტუციური მონარქია. მაგრამ მონარქისტული ძალები ძალიან სუსტი იყო მაშინდელ საქართველოში. თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილა ერთგვარი შეთქმულებაც კი სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ, ვარლამ ჩიქოვანი, კალანდარიშვილი, მაღლაკელიძე და სხვები, რომელთაც საქართველო წარმოედგინათ როგორც სამეფო. მაგრამ, ვინაიდან გერმანელების გარდა სხვას ვერავის დაეყრდნობოდნენ, იოახიმის გამეფებას უჭერდნენ მხარს.

1918 წლის ნოემბერში გერმანიაში მოხდა რევოლუცია და ვილჰელმ II-ის ხელისუფლება დაემხო. მოწინააღმდეგე სახელწიფოებმა კატეგორიულად მოითხოვეს, როგორც იმპერატორის, ასევე, გერმანიის ყველა მეფე-მთავრის, ასეთები კი ბევრი იყო, გადადგომა. გერმანია იძულებული გახდა საქართველოდან ჯარი გაეყვანა.

 რომ არა რევოლუცია, რომელსაც შემდგომში ჰიტლერი ებრაელებს აბრალებდა, გერმანია არ დამარცხდებოდა ამ ომში და საქართველოს ბოლშევიკური საფრთხე ასცილდებოდა. ამაზე შეიძლება ითქვას, ციხე შიგნ

ავტორი - გია მამალაძე
იდან გატყდაო.

ალბათ, ღმერთმა არ დაუშვა სხვა გვარის მეფის ასვლა ბაგრატიონთა ტახტზე. გვინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ბაგრატიონების გარდა სხვა გვარი ვერ დამკვიდრდა მათ ტახტზე. თამარ მეფეს პირველი ქმრისგან, გიორგი რუსისგან შვილი არ შეეძინა. თორემ ახლა ბოგოლუბსკების დინასტია გვეყოლებოდა. როგორც ჩანს, უფალმა არ ინება ასე.

თამარ მეფეს მხოლოდ მაშინ აჩუქა ღმერთმა შვილები, რაც დაქორწინდა ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელზე - დავით სოსლანზე.

რუსუდან დედოფალმა საქართველოს მეფის ტახტზე აიყვანა თავისი შვილი დავით „ნარინი“, რომელიც დიდი მეომერი და იმპერატორი გამოდგა. თუმცა, დავით ნარინის შთამომავლობა, სამწუხაროდ, სამი თაობის მერე შეწყდა, დავით ნარინი იყო დედით ბაგრატიონი. ქართული ლეგიტიმიზმის წესები არ ითვალისწინებს დედით გვარის, მით უმეტეს სამეფო გვარის გადაცემას. ასევე ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპებით სამეფო გვარის დედით გადაცემა გამორიცხულია.

იმერეთში, გვიან შუა საუკუნეებში იყო მცდელობა არაბაგრატიონის ასვლისა სამეფო ტახტზე, მაგრამ სხვა გვარი ბაგრატიონთა სამეფო ტახტზე ვერ დამკვიდრდა.

ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფის, ჯონ თოლანდის ცნობით, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში იოახიმი ნაციონალ-სოციალისტების პარტიის წევრი გახდა.

შალვა მაღლაკელიძის ცნობით, რომელიც მან მიაწოდა ვიქტორ რცხილაძეს, მარინე მაჩაბელი იტალიაში გათხოვდა.

1921 წლის 25 თებერვალს, გერმანელების შემცვლელი ინგლისელების გულგრილობით და თურქეთის თანხმობით საქართველო რუსეთმა დაიპყრო.

ასე დაამარცხა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა 1918 წლის გერმანიის რევოლუციამ.

 ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, რუსეთის საწინააღმდ

ეგოდ, გეგმები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, ან მინიმუმ ქართული ფაქტორის გამოყენების თაობაზე, ნაცისტების ხელისუფლებაშიც შემუშავდა.

თუმცა, ქართველ მონარქისტებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებოდნენ ხელები გულზე არ დაუკრეფიათ. მათ მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დროს და ომის დასრულების მერეც ჰქონდა რამდენიმე მონარქისტული ორგანიზაცია შექმნილი საზღვარგარეთ. ჰყავდათ სამეფო ტახტის პრეტენდენტიც, თუმცა ამჯერად უკვე არა უცხო საგვარეულოდან, არამედ ბაგრატიონი. ისინი დაუღალავად იღვწოდნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის.

ერთ-ერთი ორგანიზაციის პროგრამაში ეწერა: „საქართველოში უნდა აღმოიფხვრას რუსეთი“.

1922 წელს მეტეხის ციხეში ყოფნისას გრიგოლ ლორთქიფანიძემ წამოაყენა „თეთრი გიორგის“ ორგანიზაციის შექმნის იდეა. იმავე წელს ემიგრაციაში მოხერხდა ამ ორგანიზაციის დაარსება. მას ლეო კერესელიძე მეთაურობდა. 1934 წლიდან ახალი, გაერთიანებული „თეთრი გიორგის“ მეთაური გახდა შალვა მაღლაკელიძე. შემდეგ იგი სხვა მონარქისტულ ორგანიზაციას „ქართლოსს“ ხელმძღვანელობდა. თუმცა 1938 წელს გავიდა ამ ორგანიზაციიდან.

სამშობლოდან ემიგრირების მერე, რიგაში იაპონიის ატაშეს უთქვამს შალვა მაღლაკელიძისათვის: „რად გჭირდებათ რომ მთელს მსოფლიოს წარმოუდგენთ რაღაც მთავრობას (იგულისხმება ბოლშევიკების მიერ განდევნილი საქართველოს ხელისუფლება), რომელსაც არც ტერიტორია აღარ აქვს და აღარც ხალხი ჰყავს. წარმოუდგენელია მთავრობა ხალხისა და ტერიტორიის გარეშე. მიკვირს, რად დაგჭრდათ ეყრდნობოდეთ მენშევიკურ თუ ბოლშევიკურ მთავრობას, თითქოს ახლა გაჩნდით ამ ქვეყნად.

მსოფლიოში არ არის არცერთი დინასტია, რომელსაც ჰყავდა ამდენი მეფე, კულტურული, განათლებული, როგორც ქართველებს,

ბაგრატიონების დინასტიას.

თქვენ უნგრელების მსგავსად უნდა მოქცეულიყავით. მათ აღადგინეს წმიდა სტეფანის გვირგვინი, მიუხედავად იმისა, რომ მეთერთმეტე საუკუნიდან, ცხრა საუკუნეა, მეფე არ ჰყოლიათ. თქვენ კი სულ ახლახანს, 1801 წელს დაკარდეთ სამეფო. თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ აღდგეს ტახტი ბაგრატიონებისა“.

 ქართველ მონარქისტ-მამულიშვილებს ადრე ვილჰელმ II-ის იმედი ჰქონდათ და ამიტომ თანახმა იყვნენ ქართულ სამეფო ტახტზე აეყვანათ ჰოჰენცოლერნი იოახიმი.

 ახალ სინამდვილეში, ოცდაათიანი წლების დასაწყისიდან ისინი უკვე თავისუფალი იყვნენ არჩევანში და საქართველოს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადეს ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი. ლეგიტიმიზმის საკითხზე მსჯელობას არ შევუდგებით, თუმცა მაშინდელი და დღევანდელი ლეგიტიმიზმის მდგომარეობა განსხვავებულია განსხვავებული ბუნებრივი მონაცემების გამო.

აღნიშნულ ფაქტს, ჩვენი აზრით, საფუძვლად დაედო ის, რომ 1919 წლიდან, მას მერე რაც უძეოდ გარდაიცვალა უკანასკნელი წარმომადგენელი ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო შტოსი, ვახტანგ V-ს შთამომავალი დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ირაკლი ბაგრატიონის მამა, ვახტანგ V-ს ძმის შთამომავალი გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ -მუხრანბატონი გახდა ქართლის ბაგრატიონთა შორის უფროსი.

 ირაკლი ბაგრატიონი საკმაოდ პოპულარული იყო ქართველ ემიგრანტებს შორის. ასევე რუსეთის სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელთა შორისაც.

ქართველ ემიგრანტ მონარქისტებს სურდათ ირაკლი ბაგრატიონს ცოლად მოეყვანა შესაბამისი წარმოშობისა და მატერიალურად შეძლებული ქალი.

ირაკლი მუხრანბატონიშვილი შეუყვარდა იტალიელი გრაფის უგო პასკვინის ასულ მარია ანტუანეტას, რომელსაც თავს ევლებოდა არა ერთი არისტოკრატი

, მათ შორის რუსეთის დიდი მთავარი ანდრეი ანდრეის ძე რომანოვი. თუ არ ვცდებით, იგი იყო ტახტის მემკვიდრის კირილე ვლადიმერის ძის ძმის, ანდრეი ვლადიმერის ძის ვაჟი. 1940 წელს ირაკლი ბაგრატიონმა და მარია ანტუანეტა პასკვინიმ იქორწინეს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომში. მეჯვარეები იყვნენ ანდრეი ანდრეის ძე რომანოვი, ქალაქ ტრიპოლის გენერალ-გუბერნატორი და შალვა მაღლაკელიძე.

ომის დროს მაღლაკელიძეს სამხედრო ნაწილში სტუმრად ეწვია ირაკლი ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად. მათ გენერალი და რუსეთის იმპერიისაგან საქართველოს გასათავისუფლებლად მიმავალი ქართველი ჯარისკაცები ჩერნიგორიამდე გააცილეს. ეგონათ ქართველებს სამშობლოში დაბრუნდებოდნენ ყველანი, მალე...

თუმცა მაშინ არაფერი გამოვიდა, საბჭოთა კავშირი არ დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში. ქართველებმა ვერც დამოუკიდებლობას მიაღწიეს და რა თქმა უნდა, ვერც ქართული ტახტი ვერ აღადგინეს.

1944 წელს ირაკლი ბაგრატიონი დაქვრივდა, მარია ანტუანეტა მშობიარობას გადაყვა, როდესაც სიცოცხლე აჩუქა მუხრანბატონების (ქართლის) შტოს მომავალ მემკვიდრეს, აწ გარდაცვლილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონს.               

1946 წელს რუსეთის დიდმა მთავარმა ვლადიმერ კირილეს ძემ ცნო ბაგრატიონთა სამეფო ღირსება. ორი წლის მერე, 1948 წელს იგი დაქორწინდა ირაკლი ბაგრატიონის დაზე, ლეონიდა გიორგის ასულზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი მარია, რომლის მეუღლეც გახდა საქართველოს სამეფო ტახტის ყოფილი პრეტენდენტის პრინც იოახიმის შთამომავალი.

  გავიდა წლები, გადავიდა თაობები. ვილჰელ მეორის ვაჟი იოახიმი თუ ვერ დაეუფლა ბაგრატიონების ტახტს, მისი შთამომავალი ფრანც ვილჰელმი მაინც გახდა ლეონიდა გიორგის ასულ ბაგრატიონის-მუხრანბატონიშვილის სიძე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq