საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

განხილვისათვის - კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დადებითი მხარეები

საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: qne556@yahoo.com ან royalclubofgeorgia@gmail.com

4 ნაწილი განხილვისა

კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დადებითი მხარეები

მეფის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში ქვეყანა თავისუფლდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მისი ხარჯებიდან და სხვა თანმდევი მოვლენებიდან. 


  ძალიან მნიშვნელოვანია "პირველი კაცობის" საკითხი. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.

  ძალიან ბევრისთვის "პირველკაცობა" არის ცხოვრების მიზანი. ქვეყანაში მეფის არსებობის დროს სხვა ვერ იქნება პირველი. რაც უნდა ბევრი ფული ჰქონდეს და რაც უნდა ძლიერ პოლიტიკოსად გრძნობდეს თავს ნებისმიერი, მას უსათუოდ ეცოდინება, რომ მასზე მაღლა, საერო იერარქიაში, არის მეფე, რომელიც მას განიხილავს, როგორც ზრუნვის ობიექტს (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე).

  მეფისთვის პირველკაცობის, პირველობის პრობლემა არ დგას. მისთვის განგებაა, ვალდებულებაა ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე. ეს ადგილი მას კარიერისადმი სწრაფვით არ მოუპოვებია, არჩევნებში მონაწილეობა, პიარი, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მომხრეობა და შესაბამისად, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მოწინააღმდეგეობა მას არ დასჭირვებია. ეს ნებელური არ არის, ეს ფატალურია. იგი, უბრალოდ, მეფობისთვის დაიბადა და სამეფოდ გაზარდეს. იმთა
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ვითვე ყველაფერი გარკვეულია. მეფე და მისი ოჯახის წევრები არ იქნებიან რომელიმე პარტიის წევრები (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე)

მეფის შენახვა სახელმწიფოსათვის გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე პრეზიდენტისა (მით უმეტეს, საპრეზიდენტო საარჩევნო ხარჯებს თუ ჩავთვლით). ამას კონსტიტუცია დაარეგულირებს. მეფეს, დედოფალს, ტახტის მემკვიდრეს აკრძალული ექნებათ საბანკო ანგარიშების, ბიზნესის და სხვა შემოსავლების ქონა, ასევე მეფის სხვა შვილებსა და მეფის დედმამიშვილებს სრულწლოვანობამდე.

მეფისა და მისი ოჯახის დროებითი ქონება (და ფინანსები) იქნება მხოლოდ ის, რაც გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ მეფის მხრიდან სახელმწიფოსათვის აუცილებელი მოვალეობებისა და ცერემონიების შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ მეფის ინსტიტუტი გაუქმდება, ქონება დაუბრუნდება სახელმწიფოს (ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში).

ევროპის სახალხო მონარქიის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთის გარდა, მონარქების წლიური ხარჯები საკმაოდ მცირეა (ბრიტანეთის მონარქია არისტოკრატიული მონარქიის ზოგიერთ ნიშანს ატარებს, თუმცა სახალხო მინარქიის პრინციპები სულ უფრო და უფრო მატულობს ბრიტანეთში). ევროპის სახალხო მონარქიების მაგალითით იხელმძღვანელებს საქართველოც. მაგალითი აქვეც გვაქვს, ჩვენი მეფეები ისტორიულად ფუფუნების მოყვარულობით არ გამოირჩეოდნენ.
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-24
მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი (I); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“ („მოწყალე“; X).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq