საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

განხილვისათვის - საქართველოს სამეფო, და აფხაზებისა და ოსების საკითხი
გაიოზ მამალაძე

საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: qne556@yahoo.com

განხილვა 4

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხში მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეფის ფიგურა (თუმცა, აფხაზებთან და ოსებთან პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი გარე ძალების მიერ). ისტორიულად ცნობილია, რომ ბაგრატიონები აფხაზთა მეფეებიც იყვნენ (ზოგიერთი დღევანდელ და ისტორიულ აფხაზებს ასხვავებს, ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათვის, აფხაზებად მთელი მსოფლიოსთვის მოიაზრება ის ხალხი, რომლებიც თავს აფსუას უწოდებს (ქვეყანას კი აფსნის). მთელი მსოფლიოსათვის აფხაზი ერი ქართველთაგან განცალკევებულად არის მიჩნეული, ასეთია რეალობა დღეს). ბაგრატიონების დინასტია იყო აფხაზეთის მეფეთა დინასტია საუკუნეების მანძილზე, სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონებმა საქართველოს გაერთიანება. 

ასეა თუ ისე, აფხაზეთისა და ასევე ჩრდილო ქართლის მიწა-წყალი არის ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმური ტერიტორია. ამას აღიარებს ყველა დინასტია. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ვენის კონგრესის მერე (1815 წ.). 

სწორედ მთელი პროგრესული მსოფლიოსათვის საკმაოდ დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი იქნება ისეთი სახელისუფლო მოწყობა, სადაც ქვეყნის მეთაური, მეფე, იქნება ორივე ერის, როგორც აფხაზების, ისე ქართველების ისტორიული დ
ინასტიის შთამომავალი, ორივე ერის შვილი, ორივე ერის ინტერესების დამცველი, ერთგვარად, არბიტრიც კი მათ შორის (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი _ საქართველოს მეფე).

საქართველოს მეფისათვის აუცილებელი იქნება ქართული და აფხაზური ენების კარგად ცოდნა. აფხაზეთში, შესაძლოა დაარსდეს მეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეზიდენცია. მეფე, ტახტზე ასვლის წინ, აფხაზი ერის ინტერესების დაცვის გარანტიას მისცემს ჩვენს მოძმე ხალხს, აფხაზეთში (კონსტიტუცია, პრეამბულა და თავი _ საქართველოს მეფე).

ასევე, საქართველოს მეფე იქნება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სათვიტომოთა ინტერესების დამცველი ქვეყანაში, როგორც იყო ისტორიულად (კონსტიტუცია, თავი _ საქართველოს მეფე).

შესაძლოა, აფხაზეთი გამოცხადდეს სამთავროდ საქართველოს შემადგენლობაში, რომელსაც ეყოლება თავისი მთავარი _ საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მეფის უფროსი ვაჟი (დაახლოებით დიდი ბრიტანეთის მაგალითის მიხედვით, სადაც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე არის უელსის პრინცი).

შესაძლოა ტახტის მემკვიდრე იზრდებოდეს აფხაზეთში. ეს შეიძლება დარეგულირდეს კონსტიტუციით.

ცნობილია, რომ ბაგრატიონები არიან მემკვიდრე თამარ მეფის დედის, მზეთუნახავი ბურდუხანისა, რომელიც იყო ასული ოსთა მეფის, ხუდანისა. თამარის ქმარი დავით სოსლანი გახლდათ ბაგრატოვანთა ოსეთის (რა თქმა უნდა, ჩრდილო კავკასიის, რადგან სამხრეთ კავკასიაში ოსეთი არ არსებობდ
ა) შტოს წარმომადგენელი, რომლის ძარღვებში გარდა ბაგრატოვანთა სისხლისა, ოსი მეფეების სისხლიც ჩქეფდა. ამგვარად, ბაგრატიონები ჩვენი ქვეყნის ოსი ეროვნების მოქალაქეებისთვისაც ახლობლები არიან. ბაგრატიონები არიან ასევე სომეხი მეფეების შთამომავლებიც (აგრეთვე ქალთა მხრიდან). ასევე ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ ალბანელი (შირვანელი) ხალხის (რომელთა მემკვიდრეები დღეს აზერბაიჯანელები არიან), დინასტიასთან, შარვან-შაჰებთან. ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ კავკასიის სხვა ხალხებთანაც, რომელთა სათვისტომოები არის წარმოდგენილი საქართველოში.

საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სათვისტომოების წარმომადგენლები საკმაოდ ტრადიციული და რელიგიური პიროვნებები არიან, მათთვის, როგორც აღვნიშნე, მეფის ინსტიტუტი ტრადიციულად და რელიგიურად სავსებით მისაღებია. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები, ყოველთვის ლოიალურად იყვნენ განწყობილნი ბაგრატიონების ხელისუფლების მიმართ, რაც მათ მახსოვრობაში კარგადაა შემონახული.

კონსტიტუცია დაარეგულირებს საქართველოს მეფის აღზრდის საკითხს. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური _ მეფე, თავისი ქმედებებით უნდა აკმაყოფილებდეს ტრადიციული მორალის, ცივილიზაციურობისა და კულტურის ნორმებს. მეფობა იქნება მსახურება, მოვალეობა და არა ფუფუნების წყარო. ამას დაარეგულირებს კონსტიტუცია.
ცხინვალი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq