საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

თვალსაზრისი - საქართველოს მომავალი მეფე აფხაზეთის პარლამენტთან მიმართებაში (პროექტი)
სოლომონ ლებანიძე
ბრიტანეთის დედოფალი შოტლანდიის პარლამენტში


  შოტლანდიის პარლამენტი 1997 წლის შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგად ჩამოყალიბდა. მისი პირველი სესია 1999 წლის 12 მაისს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის პარლამენტის პირველი სესია ბრიტანეთის მონარქმა გახსნა ედინბურგში.

შოტლანდიის პარლამენტის ახალი შენობაც დედოფლის მიერ იყო საზეიმოდ გახსნილი 2004 წლის ოქტომბერში, ედინბურგში.

რეგიონის პარლამენტი 129 დეპუტატისგან შედგება და აირჩევა 4 წელიწადში ერთხელ. მის კომპეტენციაში საკითხების ფართო სპექტრი შედის. ესენია განათლების, ჯანმრთელობის, მართლმსაჯულების, გარემოს, ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმართველობის და პოლიციის საკითხები. შოტლანდიის პარლამენტი აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გადასახადების ოდენობა.

შოტლანდიის პარლამენტის ახლად არჩეული დეპუტატები დებენ საზეიმო ერთგულების ფიცს ბრიტანეთის მონარქის წინაშე.

მონარქი აგრეთვე ყოველ კვირას იღებს  შოტლანდიის პარლამენტისგან ანგარიშს მისი საქმიანობის შესახებ.

მონარქის უფლებამოსილება შოტლანდიის პირველი მინისტრის დანიშვნაზედაც ვრცელდება, რომელთანაც დედოფალი პერიოდულად ატარებს შეხვედრებს, „შოტლანდიური საქმეებისთვის“ განკუთვნილ  დროს.

ანალოგიურთან დაახლოებული მოდელი ურთიერთობისა შეიძლება გამოვიყენოთ აფხაზეთის მიმართაც, საქართველოში მონარქიული წყობის აღდგენის შემთხვევაში.

სოლომონ ლებანიძე
 თეზისების სახით, ასე წარმომიდგენია აღნიშნული მოდელი - „მეფე-აფხაზეთის“ ურთიერთობის კონტექსტში.

1.საქართველოს მეფე ნიშნავს საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთში აფხაზეთის სტატუტის/კონსტიტუციის მიერ დადგენილ ვადებში.

 2.აფხაზეთის ახლადარჩეული პარლამენტის (სახალხო კრების) პირველი სესიის გახსნა საზეიმო ვითარებაში ხდება მონარქის მიერ აფხაზურ ენაზე.

3. აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები საზეიმოდ ერთგულების ფიცს დებენ მონარქის წინაშე.

4.  გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად მონარქი აფხაზეთის ადგილობრივ პარლამენტს სთავაზობს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ აყალიბებს ადგილობრივ მთავრობას.

 სოლომონ ლებანიძე

 პოლიტოლოგი, სამეფო კლუბის წევრი

განხილვისათვის...    qne556@yahoo.com

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq