საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

სამეფო კლუბის ნეიტრალიტეტის შესახებ ბაგრატიონთა ოჯახებს შორის კამათში
გია მამალაძე
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ეს დოკუმენტი გამოცხადებულია კარგა ხნის წინ, უბრალოდ არ ვასაჯაროებდით, მაგრამ, სჯობს საზოგადოაბამ იცოდეს სამეფო კლუბის პოზიციის შესახებ

გ. მ.

სამეფო კლუბის ნეიტრალიტეტის შესახებ ბაგრატიონთა ოჯახებს შორის კამათში

საქართველოში რამდენიმე სამეფო ოჯახი ეკამათება ერთმანეთს ტახტის მემკვიდრეობის გამო.

როცა ჩვენ ვამბობთ, რამდენიმე სამეფო ოჯახს, ეს განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

სახელმწიფოებრიობის გაუქმებამდე არსებობდა ქართლ-კახეთის გაერთანებული სამეფო, რომელიც მთლიანად მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ბოლო მეფის პირდაპირი შთამომავალი და მემკვიდრეა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ამგვარად, ბატონიშვილ ნუგზარის ოჯახი, ნამდვილად არის სამეფო ოჯახი. 

გიორგი XII-ის მემკვიდრე - ნუგზრ ბაგრატიონ-გრუზინსკი თავს აცხადებს სრულიად საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაურად.

1940-იანი წლებიდან საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაურობაზე პრეტენზიას აცხადებს ბაგრატიონ-მუხრანბატონთა შთამომავლობა. ეს ოჯახი, კერძოდ ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვდრემ აღიარა უფროს შტოდ და დინასტიის მეთაურად.

ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილი - დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავს აცხადებს სრულიად საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაურად.

იმერეთის სამეფო იყო ცალკე სახელმწიფო, ამიტომ ეს იყო სხვა სამართალმემკვიდრეობა. ამგვარად, იმერეთის ბეგრატიონების ერთდადერთი შემორჩენილი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ოჯახი, რომელიც მამრობითი ხაზით გრძელდება, თავს მიიჩნევს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ, და ითხოვს საქართველოს ტახტის მემკვდრეობაში მისი ღირსებაც გაითვალისწინონ და ამ ოჯახის თანხმობაც მიიღონ, ტახტის აღდგენის შემთხვევაში.

არსებობს კიდევ ერთი ოჯახი, მუხრანელი ბაგრატიონების ოჯახის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილი ბაგრატი და შვილიშვილი იოანე, რომლებიც არიან ბავარიისა და ესპანეთის მეფეების შთამომავლები, რადგან ირაკლი ბაგრატიონი, მეორედ, დაქორწინებული იყო ბავარიის პრინცესაზე, რომელიც დედით იყო ესპანეთის მეფის დისშვილი.

სამეფო კლუბის მიზანი არ არის, და არც დანიშნულება, რომელიმე ოჯახის წარმომადგენელს უთხრას, არ ხარ სამეფო ოჯახის შვილიო. 

ამ ოჯახებს შორის არ არის შეთანხმება. თითოეულ ოჯახს ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები. სამეფო კლუბი ითხოვს შეთანხმებას, რადგან შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება საზოგადოების დარწმუნება.

სამეფო კლუბი არ თვლის თავის მიზნად რომელიმე ოჯახის გამორიცხვას სამეფო ოჯახების სიიდან, თუნდაც რიგითობა დადგინდეს და შეთანხმდეს.

თუ თვითონ დაადგენენ რიგითობას, ან თუ თვითონ შეთანხმდებიან, რომ რომელიმე ოჯახი არის სამეფო, ხოლო სხვები არა, ეს მათი საქმეა.

სამეფო კლუბი ვერ გამოაცხადებს რომელიმე ოჯახს სამეფო ღირსება არ აქვსო (ზოგიერთები ამას ითხოვდნენ).

აქედან გამომდინარე, საქართველოს სამეფო კლუბი ვერ ჩაერევა ამ კამათ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ში, რადგან ჩვენი აზრით, იდეოლოგიისათვის მთავარი არ არის პერსონები, არამედ მთავარია ტექნოლოგია, ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება გამოადგეს ქვეყანას. ამიტომ სამეფო კლუბი აცხადებს სრულ ნეიტრალიტეტს ოჯახებს შორის მიმდინარე კამათში.

საქართველოს სამეფო კლუბი არ ექვემდებარება არც ერთ ოჯახს და არც ერთ ბაგრატიონს. მით უმეტეს, რომ ერთიანი საქართველოს სამეფო ოჯახის მეთაურად აღიარებას სჭირდება უდიდესი დამსახურება და  საზოგადოების აღიარება (ქართული ენის, ისტორიის, ლიტერეტურის და ა. შ. ბრწყინვალე ცოდნა, მორალური კატეგორიები, საზოგადოებრივ-ეროვნული აქტიურობა და სხვა). 

თითოეული ეს ოჯახი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი! და თითოეული ამ ოჯახის ღირსებას სამეფო კლუბი იცავს. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, სადაც სამეფო კლუბი აცხადებდეს, რომ ესე თუ ის ოჯახი არ არის სამეფო, ან ნაკლები ღირსებისააო, თუ სხვა.

სამეფო კლუბი მოქმედებს პატრიარქის კურთხევითა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად. 

თვითონ პატრიარქსაც არსად არ დაუფიქსირებია, ეს ოჯახი სამეფო ღირსებისაა, ხოლო  ის არაო... 

როცა ეროვნულ ბარიკადებზე დადგება რომელიმე ბაგრატიონი, მსგავსაც თავისი წმიდა და გმირი წინაპრებისა,  როგორც ლიდერი და როგორც თავდადებული მებრძოლი, მაშინ შეიძლება სხვა რამეზე ვიფიქროთ. 


სამეფო კლუბის სპიკერი
გია მამალაძე

ეს პოზიცია გაზიარებულია სამეფო კლუბის მიერ, არაერთ შეხვედრაზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq