საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

თვალსაზრისი - მეფეო, შენსა გვირგვინსა, ოთხკუთხივ ჯვარი სწერია
ნინო ტარყაშვილი


 ისტორიულად ცნობილია, როდესაც წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელს დაუპირეს მღვდლად კურთხევა, ის შეეცადა ამ პატივისათვის თავი აერიდებინა: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო" -  ასეთი იყო მისი პასუხი. ასევე წმინდა მამები გაურბოდნენ და არიდებდნენ თავს ეპისკოპოსად კურთხევას, რადგან კარგად უწყოდნენ, რომ ამით მათი პასუხისმგებლობა იზრდებოდა.

 მეფე, იგივე საერო ეპისკოპოსია და მეფობის მსურველმა, ამიტომაც ის პასუხისმგებლობაც უნდა გაითვალისწინოს, რაც მას დაეკისრება, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმძიმეს ვითარებაში.

მეფე უნდა იყოს ხალხის იმედი და მისი გული, ხალხისთვის სასიკეთო აზრთა შესაკრებელი. მისი მაჯა ამსახველი ერის საერთო გულისცემისა. მისი გონება უფლის ნების ამსახველი და ერის მომავალზე მოფიქრალი. მისი ხელი აღმასრულებელი ღვთისა და ერის საუკეთესო ზრახვებისა. მეფე უნდა იყოს ღვთისმოსავი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. მეფემ კარგად უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, ქართული სამეცნიერო მიღწევები. გააზრებული ჰქონდეს უფლის წინაშე ქართველი ერის მისია და დანიშნულება.

ქართველთა როლი მსოფლიო სარბიელზე, მეფე უნდა ერკვეოდეს ქართველი კაცის ფსიქიკაში და ჩაწვდეს ეროვნული სულის ხილულ და უხილავ მდინარებას. 

  მოთხოვნები მეფის მიმართ, დამეთანხმებით, საკმაოდ მძიმეა და საპასუხისმგებლო. ეს უნდა გაიაზროს სამეფო ოჯახის თითოეულმა წარმომადგენელმა და უფრო მეტიც, ისინი ამ ყოველივეს გააზრებაში ერთმანეთს უნდა დაეხმარნენ. ქართველი ერი კი როდესაც დაინახავს ერთ მუშტად შეკრულ, ქართული სულით ანთებულ ბაგრატიონებს, იქნებ მართლაც ისურვოს სამეფო ტახტის აღდგენა, რაც წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ოცნებაც იყო. და ამ შემთხვევაშიც, ვინ იქნება მეფე, თავად ბაგრატიონებმაც უფალს უნდა მიანდონ, თავისი ლოცვით და ნებელობით. მხოლოდ უფალს შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება უმჯობესი ერისთვის და საკუთარი თავისთვის. და აქ წმინდა მეფის, დავი
ნინო ტარყაშვილი
თ წინასწარმეტყველის მაგალითიც გამოდგება, რომელსაც ბაგრატიონები თავის წინაპრად მიიჩნევენ, რამეთუ "ძმანი მისნი იყვნენ კეთილ და დიდ, და არა სთნდეს იგინი უფალსა", რამეთუ უფალმან `გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისათა და მცხო მე ზეთითა ცხებულებისა მისისაითა,~ მიუხედავად იმისა, რომ წმინდა დავითი, როგორც თავად ბრძანებს: უმცირეს იყო ძმათა მისთა შორის და უმრწემეს სახლსა შინა მამისა მისისა. გვაქვს ასეთი მშვენიერი მაგალითი ბაგრატოვანთა მეფობის ისტორიიდანაც: წმინდა მეფე აშოტ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, შვილებმა ტახტისთვის კი არ დაიწყეს ბრძოლა, არამედ, უფროსმა ძმამ, ადარნასემ და უმცროსმა ძმამ, გვარამმა მათზე ღირსებით აღმატებული ბაგრატი გაამეფეს და ერთად გააგრძელეს მამის მიერ დაწყებული საქმე, საქართველოს გაერთიანება და არაბთა მიერ დაპყრობილი მიწების განთავისუფლება.

 მეფე უნდა იყოს ერის სიყვარულის მტვირთველი და თავად მთესველი და განმავრცობელი უფლის, სამშობლოს, ადამიანის სიყვარულისა. 

 ქართველმა ხალხმა ერთადერთ ადამიანს, წმინდა ილია მართალს უწოდა საქართველოს უგვირგვინო მეფე, რომელიც ბრძანებდა: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის". დიახ, ღვთივრჩეულის მეფედ კურთხევა უფალმა უნდა ინებოს და ერმა უნდა აღზარდოს. მხოლოდ ასეთი მეფე იქნება ჩემთვის და მრავალისთვის მისაღები.

ამიტომაც მიუღებელია ბაგრატიონთა შორის ურთიერთქვასროლა, რადგან ჩვენ, ქართველებმა, დროა ქვები ერთმანეთს კი არა, შურს, ვნებას, გაუტანლობას ვესროლოთ და მით, უმეტეს ბაგრატიონებმა. ამას ითხოვს მათგან უფალი. Aამას ითხოვს მათგან სამშობლო. ამას ითხოვს მათგან მორალურ-ზნეობრივი კაცობრიობა. ამას მოელის მათგან ქართველი ხალხი.  
მაშ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დე, იყოს რჩეული საქართველოს მონარქი უფლისა და ქართველი ერისა, ხოლო ბაგრატიონებისგან ჩვენ მხოლოდ ამ არჩევანის დასტურს მოველით. 

პატივისცემით მხევალი ღვთისა ნინო ტარყაშვილი

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-13
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI); ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq