საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

სახელმწიფო მართვის მონარქიული მოდელები
გოდერძი ბოლქვაძე

საზოგადოების განვითარების ისტორიაში უძველესი სახელმწიფო მმართველობის ფორმა მონარქიაა (ბერძნ. μονάρχης: μόνος „მონოს" — ერთი, ერთადერთი; ἀρχων „არქონ" — მმართველი, ლიდერი). წარსულში უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მონარქი, ანუ მეფე, მართავდა. მეფის ძალაუფლება ტრადიციულად თანამედროვეობამდე შეუზღუდავი და თვითმპყრობელური იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ძალაუფლების სამივე შტო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, მის ხელში იყო. თუმცა , ყველა ქვეყანაში მონარქის უფლებები განუსაზღვრელი არ ყოფილა, 

მაგალითად, შუმერების მმართველის ძალაუფლება ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ იზღუდებოდა . თანამედროვე ეპოქაში მონარქიამ არსობრივად ფერი იცვალა, დაიხვეწა მმართველობის ფორმები და მეტი დემოკრატიული ელემენტებით გაჯერდა. სახელმწიფოს მონარქიული მმართველობის ფორმასთან ერთად წარმოიშვა და განვითარდა რესპუბლიკური მოდელი. რესპუბლიკის ნიშნები ათენსა და რომში („ათენის დემოკრატია" - ძვ.წ. V-IV საუკუნეები და „რომის რესპუბლიკა"- ძვ.წ. 510 წ.) შეინიშნებოდა . ჯუჯა სახელმწიფო , სან-მარინო, რომელიც მე-4 საუკუნეში დააარსდა, ერთ-ერთ უძველეს რეპუბლიკად ითვლება . ამრიგად, მმართველობის ფორმის მიხედვით მსოფლიოს ყოფენ ორ ჯგუფად: რესპუბლიკებად და მონარქიებად. გამომდინარე იქიდან , რომ ,,მმართველობის ფორმის არჩევას განაპირობებს მთელი რიგი ფაქტორები: სახელმწიფოში არსებული ტრადიციები, კონკრეტული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკურ ძალთა რეალური თანაფარდობა საზოგადოებაში და სხვა“.1 

ხალხის არცთუ მცირე ნაწილი, თანამედროვე ეპოქაშიც, სახელმწიფოს მმართველობია ფორმად ირჩევს მონარქიას. თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია მონარქიის ორი მოდელი. 
ესენია: 
1) შეზღუდული და 2) შეუზღუდავი (ანუ აბსოლუტური). ასევე განასხვავებენ არჩევით (მაგ: მალაიზია, არაბთა გაერთიანებული საამიროები) და მემკვიდრეობით (მაგ: ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია...) მონარქიებს. 

აბსოლუტურ მონარქიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია მმართველობის სამი შტოს, აღმასრულებელის, სკანონმდებლოსა და სასამართლოს, ერთი პირის მიერ თვითმპყრობელობა. მონარქი უფლებამოსილია დანიშნოს მთავრობა, გამოსცეს კანონები და ამ უფლებებში ის თითქმის შეუზღუდავია. აბსოლუტური მონარქიის მმართველობის სპეციფიკიდან გამომდინარე ამგვარი სახელმწიფოების რიცხვი შეზღუდულია. სულ შვიდია: ბუტანი,არაბთა გაერთიანებული საემიროები,ბრუნეი,სვაზილენდი,ომანი,კატარი და საუდის არაბეთი.

მართველობის ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით აბსოლიტური მონარქიის მსგავსია თეოკრატიული სახელმწიფოს მოდელი. ,,იოსებ ფლავიოსის მიერ შექმნილი ტერმინი, „თეოკრატია“, ანუ „ღმრთის მმართველობა“, აღნიშნავს სახელმწიფოს ისეთ ფორმას, რომელშიც საერო და რელიგიური ატრიბუტიკა ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. მართვის ძალაუფლება უშუალოდ ღმრთისგან მომდინარეობს და არჩეული წარმომადგენლის, (მღვდელმსახურის) , მიერ აღსრულდება. თეოკრატიის დამახასიათებელი ელემენტია მმართველის სამღვდელმსახურებო კავშირი ღმრთაებრიობასთან. ამგვარი მმართველის პროტოტიპად მოსე მიიჩნევა. შუა საუკუნეებში ცალკეულმა პაპებმა (გრიგოლ VII, ინოკენტი III, ბონიფაციუს VIII) ღმრთის ქალაქის ავგუსტინესეული იდეის საფუძველზე სცადეს თეოკრატიული იდეალის განხორციელება, თუმცა, იმპერიის წინაღმდეგობის გამო ,მათი მცდელობანი ფუჭი აღმოჩნდა.“ 2
თანამედროვე მსოფლიოში თეოკრატიული სახელმწიფო ორია , ერთი ქრისტიანულ სამყაროში - ვატიკანი და მეორე ისლამურ სამყაროში - საუდის არაბეთი.

აბსოლუტური მონარქიისგან განსხვავებით მეტად გავრცელებული ფორმაა კონსტიტუციური ე.წ შეზღუდული მონარქია. კონსტიტუციური მონარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელშიც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია არჩევითი ორგანოების მიერ. თუმცა, ამ დროს მონარქი როგორც იურიდიულად, ისე ფაქტობრივად, საკმაო გავლენას ახდენს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე, ხოლო, თავის მხრივ, პარლამენტი საკონტროლო ფუნქციების შეძენით აიძულებს მონარქს ანგარიში გაუწიოს მას. შეზღუდული მონარქია, თავის მხრივ, ორ მოდელად იყოფა: ა) წოდებრივ-წარმომადგენლობითად (დუალისტური) და ბ) კონსტიტუციურად (საპარლამენტო).

ა) წოდებრივ-წარმომადგენლობითი ანუ ე. წ. დუალისტური მონარქია იმით განსხვავდება კონსტიტუციური მონარქიისგან რომ ამგვარ სისტემაში მონარქის როლი უფრო ძლიერია. მონარქის ძალაუფლება მხოლოდ საკანონმდებლო სფეროშია შეზღუდული, თუმცა, მას აქვს პარლამენტის ინიციატივების ბლოკირების შესაძლ
გოდერძი ბოლქვაძე
ებლობები. აღმასრულებელი ხელისუფლება მონარქისა და მის მიერ დანიშნული მთავრობის ხელშია თავმოყრილი. მონარქიის დუალისტური ხასიათი ისაა, რომ აქ ერთდროულად ორი ძლიერი ხელისუფლებაა: მონარქის მემკვიდრეობითი ხელისუფლება და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. მონარქი და პარლამენტი აკონტროლებენ ერთმანეთს. სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება დამოუკიდებელიც იყოს. დუალისტური მონარქიის დროს მონარქს აქვს კანონებზე ხელის მოწერის უფლება, იგი სარგებლობს აბსოლუტური ვეტოს უფლებით. მეფეს უფლება აქვს მიიღოს ბრძანების სახის აქტები, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებული ბრძანებებით. ხელმწიფეს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. მონარქი ნიშნავს მინისტრებს, აყალიბებს მთავრობას და ამაში იგი არ უწევს ანგარიშს პარლამენტს, მთავრობა კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მხოლოდ მონარქის წინაშე. მსგავსი მოდელი დღეს აღარ გვხვდება. სახელმწიფოთა უმრავლესობა მოწყობილია კონსტიტუციური მონარქიის პრინციპით, სადაც მონარქი მეტად შეზღუდულია და ჩამოშორებულია აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას .

ბ) კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქია სისტემურად ძალზედ გავს საპარლამენტო რესპუბლიკას. ,,საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების სიმბოლო, ერთგვარად ატრიბუტიც კი. ასევე, მეფე არის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო. თუმცა მონარქის ინსტიტუტი უფრო მეტად ძველი და ტრადიციულია და ხაზს უსვამს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან არსებობას და დამოუკიდებლობას”.3 
როგორც ვთქვით, მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია და ის ჩამოშორებულია აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. მართალია, მეფე ნიშნავს მთავრობას, მაგრამ ეს უკანასკნელი პასუხს აგებს არა მონარქიის, არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ გამოიყენება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, ე.ი მონარქის აქტები სისრულეში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის მიერ ვიზირების შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი მთლიანად დამოუკიდებელია. ამრიგად, მონარქის ხელისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია იმდენად, რომ მონარქის პირადი ცხოვრების ზოგიერთ საკითხსაც მოიცავს. მაგალითად, ქორწინება, სასახლის სამსახური და სხვა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. სწორედ ამიტომ, არსებობს გამოთქმა ,,მეფობს, მაგრამ არ მართავს“. 

აღნიშნული, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ მონარქი მხოლოდ დეკორატიული ფიგურაა სახელმწიფოში. ამას ნათლად ადასტურებს ირ. სურგულაძის მოსაზრება, რომლის მიხედვით, „მონარქის თანხმობის გარეშე შეუძლებელია რაიმე ცვლილება შევიდეს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებაში. ეს მომენტი აუცილებლად იგულისხმება მონარქის ცნებაში, ვინაიდან, იქ, სადაც სახელმწიფოს ძირითადი კანონი შეიცვალა მონარქის თანხმობის გარეშე, არ არსებობს მონარქია“. მონარქი წარმოადგენს ერის სახელმწიფო სიმბოლოს და არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მონარქია შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი და არჩევითი. მემკვიდრეობითი მონარქიის დროს მონარქის მოწვევა ხდება ტახტის მემკვიდრეობის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით, განსაზღვრული ოჯახიდან ან დინასტიიდან. არჩევით მონარქიას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა ტახტის გადაცემა ერთი პირისაგან მეორეზე ხდება არჩევნების, როგორც განსაზღვრული იურიდიული აქტის, საფუძველზე. 
   კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფოებია:  
ევროპა: 
გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, მონაკო. სკანდინავიის ქვეყნებიდან: ნორვეგია, დანია, შვედეთი. ბენილუქსის ქვეყნები: ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი. 
აფრიკა: მაროკო.ლესოთო და სვაზილენდი. აზია: იაპონია, კამბოჯა, ტაილანდი, ნეპალი, მალაიზია, იორდანია, კუვეიტი.

ავსტრალია და ოკეანეთი: ახალი ზელანდია,პაპუა ახალი გვინეა,სოლომონის კუნძულები, ტონგა, ტუვალუ. 
ამერიკა: ანტიგუა და ბარბუდა, ბარბადოსი, ბაჰამის კ-ები, ბელიზი, გრენადა, კანადა, სენტ-ვინსენტი და გრენადირები, სენტ-კიტსი და ნევიტსი, სენტ-ლუსია.

------------------

1 -  ,,კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო“ - ზაზა რუხაძე 2 - (ქრისტიანული ლექსიკონი)  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=25513 - ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური სახალხო მონარქიული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის-გაიოზ მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq