საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

თვალსაზრისი - დავით ხიზანიშვილი - როგორი უნდა იყოს მმართველობა საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში
დავით ხიზანიშვილი
წარმოგიდგენთ საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის, დავით ხიზანიშვილის პირად  მოსაზრებას "როგორი უნდა იყოს მმართველობა საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში (ჩემი ხედვა სახელმწიფო წყობაზე)". 

სამეფო კლუბის წევრთა უმრავლესობა შესაძლოა არ ეთანხმება  წინამდებარე წერილის ავტორს, თუმცა, სამეფო კლუბში ყველას აქვს თავისი აზრის გამოტქმისა და გამოქვეყნების უფლება.

წერილი ქვეყნდება მსჯელობის გასამართავად. მკითხვენს ვთხოვთ კომენტარებში გამოთქვას თავისი აზრი ან მოგვწეროს qne556@yahoo.com.

georoyal.ge

თვალსაზრისი

დავით ხიზანიშვილი - როგორი უნდა იყოს მმართველობა საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში (ჩემი ხედვა სახელმწიფო წყობაზე)

ჩემს წინა 2 წერილში უამრავი არგუმენტი მოვიყვანე, თუ რატომ უნდა აღდგეს მონარქია საქართველოში, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა. ამჟამად მე შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას (თეზისებს) თუ როგორი უნდა იყოს მმართველობა მონარქიულ საქართველოში, როგორც ცენტრალური, ისე ადგლილობრივი მმართველობის მხრივ.

ცენტრალური ხელისუფლება დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით იქნება:    
         1) მეფე - სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და არბიტრი სხვა სახელისუფლებო შტოებზე, რათა მათ არ გადააჭარბონ თავიანთ კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; 2) საკანონმდებლო ხელისუფლება - სახელმწიფო დარბაზი თავისი 2 პალატით; 3) აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც მეფის, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე; 4) სასამართლო ხელისუფლება;  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

1) მეფე

მეფე უნდა იყოს  მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი, გვარად ბაგრატიონ-ბაგრატიონი, რომლის კურთხევაც შედგება მხოლოდ სვეტიცხოველში. მას უფლება ექნება დანიშნოს და ჩაატაროს არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი. ექნება საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ორგვარი ვეტოს (ამკრძალავი და შეყოვნების) გამოყენების უფლება. ამკრძალავი  ვეტოს გამოყენების უფლება ექნება მხოლოდ ისეთ კანონპროექტებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პრინციპების დონეზე ეწინააღმდეგება კანონპროექტი ზოგადად სამართლის და ზნეობის საყოველთაოდ დამკვდრებულ ნორმებს, დანიშნავს მეფის ადმინისტრაციის მოხელეებს.

მეფის ადმინისტრაციაში შევლენ: 1) ადმინისტრაციის უფროსი; 2) მისი მოადგილეები (რომელთა რაოდენობაც განისაზღვრება კანონით), რომელთა შორის აუცილებლად უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე, ეროვნული საგამოძიებო სამსახურის (ესს)  დირექტორი და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (ეუს) დირექტორი;  3) მართლმსაჯულების (იუსტიციის) უმაღლესი საბჭოს მდივანი - ეს საბჭო იქნება მეფის საკონსულტაციო ორგანო მართლმსაჯულების სფეროში;  4) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი - ეს საბჭო იქნება მეფის საკონსულტაციო ორგანო კოორდინირებული საქმიანობისთვის თავდაცვაში, მართლწესრიგში და ეროვნულ უსაფრთხოებაში (საგარეო და კონტრდაზვერვა). მათლმსაჯულების და უშიშროების მდივნები შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები თუ ასე გადაწყვეტს კანონი და სხვა მოხელეები.

მეფეს ექნება უფლება დაითხოვოს სახელმწიფო დარბაზი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შემოიღოს პირდაპირი მმართველობა თუ ეს ორგანოები საფრთხეს შეუქმნიან საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას - ამისთვის მეფე გამოსცემს ნორმატიულ აქტს - ბრძანებულებას. მეფეს ბრძანებულებით ექნება უფლება გაატაროს კალენდრის რეფორმა და დროის (ზაფხულის და ზამთრის დროს) ცვლილება. 

მეფის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ერთგულების ფიცს დადებს ყველა შეიარაღებული ფორმირების (არმია, ფლოტი, პოლიცია) წევრი. მეფეს ექნება უფლება გამოაცხადოს ომი, დადოს ზავი და შემოიღოს საგანგებო სიტუაცია სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე - არეულობისას, სტიქიური უბედურებისას, ეპიდემიებისას ან ეპიზოდებისას. რამდენადაც მეფე იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვის გარანტი. მას შეთავსებული ექნება სახალხო დამცველის ფუნქციები და შესაბამისად მეფის ადმინისტრაციაში იქნება შესაბამისი განყოფილებაც, სადაც დასაქმდებიან შესაბამისი უფლება-დამცველები. მეფეს ექნება უფლება შეიწყალოს მსჯავრდებული ინდივიდუალური აქტით - განკარგულებით. მეფე დანიშნავს თავის რწმუნებულებს (მოურავებს) ისტორიულად ჩამოყალიბებულ მხარეებში სამართლებრივი ზედამხედველობის განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე. მეფის ტიტული იქნება - ,,მეფე აფხაზთა და ქართველთა, მფარველი ყოველთა იბერიელთა, იესეან-დავითიან, სოლომონიან-ფარნავაზიან-ბაგრატიონ-ბაგრატიონი (სახელი)“.

მეფე იქნება ვალდებული იცოდეს ქართული (საერთო სახელმწიფო ენა) და აფხაზური (ადგილობრივი სახელმწიფო ენა ქართულთან ერთად აფხაზეთის სამთავროში) ენები. სამეფო ტახტის მემკვიდრეს ექნება ,,აფხაზეთის უფლისწულის“ ტიტული. მეფეს ექნება ხელფასი და ამავ დროულად ექნება საკუთრების უფლებაც. მეფეს და მისი ოჯახის წევრს აკრძალული ექნებათ განაცხადონ თუ ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებისას. მეფე იქნება საჯარო სამსახურის სისტემის უფროსი, საჯარო სამსახურის ბიუროს მდივანი, იქნება მეფის ადმინისტრაციის უფროსი.

2) სახელმწიფო დარბაზი

სახელმწიფო დარბაზი შედგენილი იქნება 2 პალატისაგან: 1) ქვედა - სახელმწიფო საბჭო და 2) ზედა - სამეფო დარბაზი.

სახელმწიფო საბჭო შეიქმნება საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებისგან. საარჩევნო ოლქები შეიძლება შედგეს არა უმცირეს 28000 და არა უმეტეს 30000 ამომრჩევლისგან. ეს დეპუტატები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი ამომრჩევლის წინაშე და თავიანთი დანაპირების შეუსრულებლობისათვის იმ ოლქის ამომრჩევლებს უფლება ექნებათ გაიწვიონ იგი. არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება და არჩეულად ჩაითვლება ის პიროვნება, ვინც მოიპოვებს 50% + 1 ხმას, გაწვევისთვის კი საჭირო იქნება ამომრჩეველთა 70%-ის ხელმოწერა. სამეფო დარბაზში იქნებიან მეფის მიერ დანიშნული 5 და ისტორიულად ჩამოყალიბებულ მხარეებში, ასევე დიდ თვითმმართველ ქალაქებში (თბილისი-დედაქალაქი, სოხუმი, ქუთაისი, ბათუმი, რისთავი, ფოთი) არჩეული ორ-ორი დარბაისელისგან.

არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით. არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება დაისჯება ჯარიმით, გამონაკლისი იქნება თუ არჩევნების დღეს მოქალაქე იქნება უგონო მდგომარეობაში ან ვერ შეძლებს გადაადგილებას. ანუ იქნება ცესკოს მიერ სერტიფიცირებული აპარატები იმის მსგავსი, როგორიცაა ამჟამად სწრაფი გადახდის აპარატები, მოქალაქე შეიყვანს თავის პირად ნომერს და  ეკრანზე აღიბეჭდება თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მის ოლქში კანდიდატად და აქედან გამომდინარე იგი მისცემს ხმას მის არჩეულ კანდიდატს. ყველა მოქალაქე იქნება რეგისტრირებული მისი საკუთრების მიხედვით, ხოლო თუ საკუთრება არ გააჩნია, შემოღებული იქნება დროებითი საარჩევნო რეგისტრაცია, აღნიშნული მოქალაქე ყველა არჩევნებისას ვალდებული იქნება გაიაროს რეგისტრაცია იმ საუბნო საარჩევნო კომისიაში, სადაც იგი ამჟამად
იცხოვრებს.

მეფე სახელმწიფო საბჭოს უმრავლესობასთან გაივლის კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით და დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრი დააკომპლექტებს მთავრობას და მეფე პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ნდობის მისაღებად წარუდგენს სახელმწიფოს საბჭოს. სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან და უნდა ცხოვრობდეს თავის საარჩევნო ოლქში სულ მცირე ბოლო 5 წელი მაინც. სახელმწიფო საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით.

სახელმწიფო საბჭოს უფლება ექნება გამოსცეს დადგენილებები და მიიღოს კანონები, ხოლო სამეფო დარბაზთან ერთად გაერთიანებულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონები და მოახდინოს რატიფიცირება საკონსტიტუციო შეთანხმების ეკლესიასთან და საერთაშორისო ხელშეკრულებების და მიიღოს ბიუჯეტის შესახებ კანონი.

სამეფო დარბაზის დარბაისელი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელიც იცხოვრებს თავის საარჩევნო ოლქში სულ მცირე ბოლო 10 წელი მაინც, ხოლო მეფის მიერ დანიშნული კი ზოგადად საქართველოში სულ მცირე 25 წელი მაინც და აქედან ბოლო 5 წელი მაინც.

სამეფო დარბაზს უფლება ექნება გამოსცეს დადგენილებები და მიიღოს ორგანული კანონები. სამეფო დარბაზიც აირჩევა 4 წლის ვადით, მაგრამ პირველი მოწვევა 2 წლის ვადით. არჩევითი წესი ისეთივეა, როგორც სახელმწიფო საბჭოში. სახელმწიფო დარბაზის წევრები დადებენ მეფის ერთგულების ფიცს საჯაროდ. სახელმწიფო დარბაზის ნებისმიერი პალატის დათხოვის შემთხვევაში არჩევნები ტარდება 8 კვირაში.

3) მთავრობა

მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისგან და მინისტრებისგან. აფხაზეთის პირველი მინისტრი თანამდებობრივად იქნება საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი.

პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მეფის ერთგულების, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვის ფიცს დადებს საჯაროდ. პრემიერ-მინისტრი ყოველი კვირის სამშაბათს წარდგება მოხსენებით მეფის წინაშე თუ რა განხორციელდა გასულ კვირას და თუ რა გეგმები აქვთ მიმდინარე კვირას. თუ ორშაბათი (ან სამშაბათი) დღე იქნება უქმე დღე, ეს მოხსენება გაკეთდება ოთხშაბათს.

მთავრობა შეიკრიბება ყოველ ორშაბათს, მოისმენს მინისტრებისაგან თუ რა განხორციელდა წინა კვირას და დასახავს იმ კვირის გეგმას თუ რა უნდა განახორციელონ.

4) სასამართლო
სასამართლო ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო და საერთო სასამართლოები. სამხედრო სასამართლოები შეიქმნება ომიანობის დროს საერთო სასამართლოების სისტემაში.

საერთო სასამართლოებს შეადგენენ საქალაქო (სათემო) სასამართლოები და სააპელაციო (თბილისის, სოხუმის, ქუთაისის) სასამართლოები.

უზენაეს სასამართლოში შეიქმნება საკონსტიტუციო პალატა, რომელიც განიხილავს სარჩელებს და საჩივრებს სხვა ნორმატიული თუ ინდივიდუალური აქტის შესაბამისობის თაობაზე კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო შეთანხმებასთან. მოსამართლეებს დანიშნავს მეფე.

მოსამართლე შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, ვისაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრატურა ან მასთან გათანაბრებული). უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს მეფე წარუდგენს სამეფო დარბაზს და ის დადგენილებით თანხმობას მისცემს მეფეს მათ დანიშვნაზე, ასევე მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს წევრებზეც. პროკურატურა იქნება სასამართლო ხელისუფლების ორგანო, რომელსაც მხოლოდ ბრალდების მხარდაჭერის ფუნქცია ექნება. პროკურორები აირჩევა 8 წლის ვადით ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებთან ერთად.

5) ადგილობრივი თვითმმართველობა
ადგილობრივ თვითმმართველობას განახორციელებენ საკრებულოები (წარმომადგენლობითი ორგანო) და გამგებელი (მერი - თვითმმართველ ქალაქში) - თვითმმართველ თემში. იმისთვის, რომ თემმა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის - მუნიციპალიტეტის სტატუსი, ადგილობრივი ამომრჩევლების რიცხვი უნდა იყოს სულ მცირე 15000 მაინც. იმ თემში, სადაც 15000-მდე ამომრჩეველია და იმავდროულად რთულია  მიებას სხვა თემს გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, მაგალითად წელიწადში 3 თვე მაინც არის ჩაკეტილი, განხორციელდება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა და მეფე დანიშნავს გამგებელს.

მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი საარჩევნო ოქლები  შეიძლება შედგებოდეს არა უმცირეს  3000 ამომრჩევლისგან და არა უმეტეს 15000 ამომრჩევლისა. საქართველოში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება აკრძალული იქნება. საკრებულოს დეპუტატები აირჩევა შესაბამისი ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მაცხოვრებელთაგან ისეთივე წესით, როგორც სახელმწიფო დარბაზის წევრი, ხოლო გამგებელი (მერი) არჩევნებისას მთელი მუნიციპალიტეტი 1 ოლქად ჩაითვლება და არჩეულად ჩაითვლება ის გამგებელი (მერი), ვინც მიიღებს ხმების უმრავლესობას.

ისტორიულად ჩამოყალიბებულ მხარეებში შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო (კოლეგია), რომლებშიც შევლენ იმ მხარეში არჩეული გამგებლები, საკრებულოს წარმომადგენლები და რომელსაც უხელმძღვანელებს მეფის მიერ დანიშნული რწმუნებული (მოურავი). კოლეგია განიხილავს იმ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც ამ მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტთათვის საერთო საჭიროებას წარმოადგენს. 6) აფხაზეთის სამთავრო

აფხაზეთის სამთავროში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს - მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს პირველი მინისტრი და რომელსაც პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შედეგად დანიშნავს მეფე, ხოლო მინისტრთა კაბინეტს კი მეფე პირველ მინისტრთან შეთანხმებით ნდობისათვის წარუდგენს აფხაზეთის სამთავროს დარბაზს, რომელიც მაჟორიტარული წესით აირჩევა ადგილობრივი (სამთავრო) საარჩევნო ოლქების მიხედვით, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რიცხვი არ უნდა იყოს 5000-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10000-ს. აფხაზეთის სამთავროს პირველი მინისტრი, მინისტრები და დარბაზის დეპუტატები ფიცს დადებენ მეფის ერთგულებაზე. მეფეს უფლება ექნება დაითხოვოს დარბაზი და მინისტრთა კაბინეტი თუ მათი საქმიანობით საფრთხე ექმნება საქართველოს დამოუკიდებლობას ან ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სამთავროში სახელმწიფო ენა იქნება ქართული და აფხაზური.

აფხაზეთის სამთავროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეიქმნება იმავე წესით, რაც დანარჩენ საქართველოში, ოღონდ ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 8000-ს.

მეფე დადებს ახალ საკონსტიტუციო შეთანხმებას საქართველოს სამოციქული ეკლესიასთან და კურთხევისას მეფე დადებს ფიცს იყოს ერთგული წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებისა  (მართლმადიდებლური ქრისტიანობის) და იყოს მორჩილი ღმრთისა. ამასთან კონსტიტუციით იქნება განსაზღვრული, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი რეგისტრირებული შესაბამის ორგანოში და ასევე მასთან გათანაბრებული იქნება რელიგიური რიტუალიც, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობას, ამასთანავე აკრძალული იქნება ისეთი რელიგიური გაერთიანების შექმნა ან მასში გაწევრიანება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან თავდაცვის უნარიანობას. ეს ყველაფერი იქნება ასახული კონსტიტუციაში.

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები განლაგებული იქნება დედაქალაქში. მეფე და პრემიერ-მინისტრი იქნება აუცილებლად მართლმადიდებელი ქრისტიანი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-23
ღირ. თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსელი ეპისკოპოსისა (351-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა (363); წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსისა (409).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq