საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

სამეფო კლუბის წევრთა აზრით, ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამეფო დინასტიის წევრად

ეს დოკუმენტი მიღებულია სამეფო კლუბის შეხვედრაზე 2017 წლის 18 მაისს. გადავწყვიტეთ, ერთი თვე კიდევ დაველოდოთ, იქნებ კიდევ დაიხვეწოს, და მერე გამოქვეყნდეს საჯაროდ. ჯერ-ჯერობით განკუთვნილია მხოლოდ სამეფო კლუბის წევრებისათვის და სამეფო კლუბთან დაახლოებული ადამიანებისათვის, სამეფო კლუბის საპატიო და დინასტიური საპატიო წევრებისათვის - სამსჯელოდ.

სამეფო კლუბი

სამეფო კლუბის წევრთა აზრით, ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამეფო დინასტიის წევრად


სამეფო დინასტიის წარმომადგენლად დაბადება ადამიანს ბევრ მოვალეობას აკისრებს.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საქართველოში წოდება ბატონიშვილი (პრინცი, პრინცესა (რა თქმა უნდა სამეფო) არის სიმბოლური ხასიათის, ტრადიციული და არა იურიდიული და კონსტიტუციური. ვფიქრობთ, მისი ხშირი გამოყენება მედიასა და პროპაგანდაში, ნაკლებად მიზანშეწონილია, რათა ხალხი არ გაღიზიანდეს.

მომავალში, როცა საქართველო იქნება საპარლამენტო, სახალხო, კონსტიტუციური მონარქიის ქვეყანა, წოდებები ოფიციალურად ექნება მეფეს, დედოფალს (დედა-დედოფალს), ტახტის მემკვიდრეს, ტახტის მემკვიდრის დედმამიშვილებს და ტახტის მემკვიდრის დედმამიშვილების შთამომავლებს ორი (ან სამი) თაობის განმავლობაში.

საქართველოს სამეფო ტახტს, როგორც ყველგან, შეიძლება ჰყავდეს პირველი რიგის, მეორე რიგის, 3, 4, 5, 6 და ა. შ. მემკვიდრეები. თუმცა, ყველა ვერ ჩაითვლება ბატონიშვილად.  

სხვა ტიტულების იურიდიულად, ოფიციალურად და სოციალურად არსებობის აუცილებლობა არ არსებობს, თანამედოვე სოციალ-პოლიტიკური ვითარების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად და პოლიტ-კორექტულობის გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარ წრეში ერთმანეთს როგორც უნდათ, ისე მიმართონ. შიდა გამოყენება ნებისმიერი ტიტულისა თუ წოდებისა, არავისთვის არ უნდა იყოს აკრძალული. ჩვენი მხრიდან სხვაგვარი პროექტის შემთხვევაში, მონარქისტული იდეა ვერ მიიღებს მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერას და მონარქია ვერ აღდგება.

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს - სამეფო საგვარეულოდ საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ბაგრატიონთა გვარი, რა თქმა უნდა, ის ოჯახიშვილები, რომლებმაც გვარი მიიღეს მამრობითი სქესის მშობლისგან (მშობელმაც მამრობითი სქესის მშობლისგან და ასე აღმავალი ხაზით).

ქართლ-კახეთის ბოლო მეფის, გიორგი XII ტახტის მემკვიდრეს, დავით უფლისწულს (ბატონიშვილს), თავის ნაშრომში „საქართველოს სამართლისა და კანონების მიმოხილვა“ (მეორე თავი, „მეფე და სამეფო სახლი“), ტახტის მემკვიდრეობის შესახებ უწერია:

„საქართველოში სამეფო ხელისუფლება თვითმპყრობელური და მემკვიდრეობითია... ძველი დროიდან დაწესებულია, რომ სამეფო ტახტი გადადის მამიდან უფროს ვაჟზე, თუ მეფეს ვაჟი არ ჰყავს ძმის ვაჟზე და ა. შ. ... დაქვრივებულ დედოფალსა და პრინცესებს არ შეიძლება ტახტი გადაეცეს“ (დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონმთცოდნეობის მიმოხილვა, აპოლონ როგავას რედაქციითა და  გამოკვლევებით, თბილისი 1959).

ისინი, ვინც დაიბადნენ ბაგრატიონთა ოჯახში, გვარად ბაგრატიონი დედისგან მიიღეს გვარი, ვინაიდან მათი ოჯახი სამეფო ოჯახია, ჩვენი აზრით, ერთი თაობის მანძილზე ბატონიშვილებად ჩაითვლებიან, თუმცა შემდეგ თაობას, დავით ბატონიშვილის სამართლის მიხედვით, ვერ გადასცემენ ბატონიშვილობას (დემოკრატიული კანონებით კი შეუძლიათ შთამომავლობას მისცენ გვარი ბაგრატიონი, მაგრამ, ლეგიტიმურად და სამეფო კანონებით მათი შთამომავლები, ჩვენი აზრით, ვერ ჩაითვლებიან სამეფო საგვარეულოსა და მისი განშტოებების წევრებად, ანუ ბატონიშვილებად).

გარდა ამისა, დამატებით, აუცილებელია აღინიშნოს რომ, ჩვენი აზრით, ქალბატონს, ბატონიშვილს, რომელიც მამით ხაზით არის ბაგრატიონი, თუ ქორწინების შედეგად ეყოლება სხვა შტოს წარმომადგენელი ბაგრატიონისგან ვაჟი, შეუძლია მამის მემკვიდრეობის მიღება და თავისი ძისთვის გადაცემა. ამგვარად, სალიკური ლეგიტიმიზმის წესი, დავით ბატონიშვილის სამართლის შესაბამისად, რომლის მიხედვით მემკვიდრეობა გადადის მხოლოდ მამრობითი ხაზით, მამრობითი გენეტიკით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამგვარ შემთხვევაში, პრინციპში, დაცული იქნება.

სამეფო დინასტიის წევრი, ჩვენი აზრით, ვალდებულია იყოს კანონმორჩილი მოქალაქე. სამეფო დინასტიის წარმომადგენლის მხრიდან მიუღებელია აზარტული თამაშებით გატაცება. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პიროვნება ან ადამიანი, რომელიც მხილებული იქნება ნარკოტიკების მოხმარებაში ვერ ჩაითვლება დინასტიის წევრად და ბატონიშვილად. მით უმეტეს, ჩვენი აზრით, ასეთი ადამიანი შეუძლებელია იყოს ტახტის მემკვიდეობის სიაში.

ჩვენ ვთვლით, რომ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი ვალდებულია დაიცვას საქართველოში საყოველთაოდ აღიარებული მორალური წესები, ქრისტიანობის პრინციპები და დემოკრატიული ფასეულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მემკვიდრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მეტიც, სამეფო დინასტიის წევრი (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ) და უნდა იყოს მართლმადიდებლობის, ქართული ეროვნული ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული თვითმყოფადობის, ქართული ცხოვრების წესის და ზნეობრივი პრინციპების უპირობო მცველი და მაგალითი.  

გარდა ამისა, ჩვენი აზრით, ყოველი ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ითვლებოდეს სამეფო დინასტიის წევრად და ბატონიშვილად, უნდა იყოს გაწონასწორებული პიროვნება, უნდა ჰქონდეს გავლილი სამხედრო სამსახური ქართულ არმიაში ან არმიასთან გათანაბრებულ შენაერთებში (ეს პრინციპი ეხება ახალი თაობის წარმომადგენლებს), ვალდებულია იყოს განათლებული პიროვნება, სასურველია ჰქონდეს უმაღლეს განათლება (ან ოჯახში მიღებული განათლება, როგორც მაგ. დედოფალ ელისაბედ II), კარგად უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია, უნდა იცნობდეს ქართულ ლიტერატურას და ხელოვნებას, აუცილებლად გამართულად უნდა ლაპარაკობდეს ქართულად, უნდა ჰქონდეს მყარი წარმოდგენა ქართულის, მეგრულის, ლაზურისა და სვანურის საერთო წარმომავლობის შესახებ. ჩვენი აზრით, სასურველია, გარკვეულ დონეზე შეისწავლოს აფსარული ენაც (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აქვს ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია).

ადამიანი, რომელიც გამართულად ვერ საუბრობს ქართულად, რომელმაც არ იცის საქართველოს ისტორია და რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ქართულ ლიტერატურაზე, ჩვენი აზრით, ვერ ჩაითვლება დინასტიის წევრად და ბატონიშვილად. თუ საჭირო იქნება, შეიძლება დადგინდეს კიდეც გარკვეული კრიტერიუმებით გარკვეული გამოცდები.

საქართველოს სამეფო დინასტიის სახელით გამოსვლა, განსაკუთრებით უცხოეთში, ჩვენი აზრით, უნდა იყოს გამყარებული დინასტიური სამართლით და ტრადიციით. აუცილებელია, გარკვეული წესების დაცვა ამ საკითხში და უზურპაციის გამორიცხვა, უცხოელების დაბნევა და საზღვარგარეთ ქართული დინასტიის  დისკრედიტაციის შესაძლებლობაც უნდა აღმოიფხვრას. შესაძლებელია, ამ საკითხის გადასაჭრელად შეიქმნას გარკვეული კომისია, დინასტიის წევრების, საპატრიარქოს წარმომადგენლების, ისტორიკოსების, სამეფო კლუბის ლეგიტიმისტებისა და სხვათა შემადგენლობით.

თუ ზემოთ მოყვანილი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, შესაძლებელია გაგრძელდეს სახალხო კონსტიტუციური მონარქისტული იდეისა და საერთოდ ბაგრატიონთა დინასტიის დისკრედიტაციის მცდელობანი არაკეთილმოსურნეების მხრიდან.

მეფობა და სამეფო დინასტიის წევრობა არის ერის მსახურება და არა ბატონობა. პატივი დიდია, თუმცა საშინლად პასუხსაგები, როგორც ერის, ისე ღვთის წინაშე.

დაბოლოს, ჩვენი აზრით, საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლისათვის ლეგიტმიზმის პრინციპებთან ერთად, და შესაძლოა მასზე მეტად, საჭირო იქნება მორალურად კრისტალური სახელი, მამულიშვილობა და რაც მთავარია,დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე.

საქართველოს სამეფო კლუბის წევრები:

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-12
მღვდელმოწამისა აბიბოსისა, ნეკრესელი ეპისკოპოსისა (VI); მოწამისა პარამონისა და მისთანა 370-თა მოწამეთა (250); მოწამისა ფილუმენისა (დაახლ. 274); ღირსისა აკაკი სინელისა (VI).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq