საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

სამეფო კლუბის დადგენილება - სამეფო და არისტოკრატიული ტიტულების ოფიციალურად გამოყენების თაობაზე, სახალხო მონარქიის დამკვიდრებამდე (17/04/19)
სამეფო კლუბი

სამეფო კლუბის დადგენილება - სამეფო და არისტოკრატიული ტიტულების ოფიციალურად გამოყენების თაობაზე, სახალხო მონარქიის დამკვიდრებამდე (17/04/19)

 

საქართველოს სამეფო კლუბმა დიდი ხანია იმსჯელა, მომავალ კონსტიტუციურ მონარქისტულ სახელმწიფოში იურიდიულად უნდა იარსებოს თუ არა არისტოკრატიულმა ტიტულებმა, რომლებიც გადავა მემკვიდრეობით და მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენი აზრით, არისტოკრატიული ტიტულების იურიდიული არსებობა საქართველოს სახელმწიფოში ხელს შეუშლის ადამიანის თანასწორობის პრინციპებს, უარყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, პოლიტკორექტულობის პრინციპებს და სამეფო კლუბის წევრებმა პირადი ხელმოწერით უარყვეს არისტოკრატიული ტიტულების არსებობის საჭიროება მომავალ ქართულ კონსტიტუციურ მონარქიაში.

მართლაც, არისტოკრატიული ტიტულები აღიზიანებს მოსახლეობას და შეიძლება ამის გამო დიდმა ნაწილმა მხარი არ დაგვიჭიროს მონარქიის აღდგენის საქმეში. ამიტომ, ჩვენს პროექტში: „ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური სახალხო მონარქიული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის“, რომელიც მომავალი მონარქისტული სახელმწიფოს კონსტიტუციის წინასახე-პროექტია, თავი „კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმა“ ასე ჩამოყალიბდა:

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმას.

საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა და მისი წინაპრების სოციალური სტატუსისა, იქნება თანასწორი უფლებებითა და ღირსებით. ქართული სამეფო დაიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნორმებს განუხრელად და პოლიტკორექტულობას.

            სამეფოში იურიდიულად იარსებებს საპატიო წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს დამსახურებულ პიროვნებებს, ოღონდ ისინი არ იქნება არისტოკრატიული შინაარსისა და არ გადავა შთამომავლობით (მაგალითად -  სამეფოს რაინდი, ვარგი, დამსახურებული მანდილოსანი და სხვა).

საკუთარ წრეში და ერთმანეთთან მიმართებაში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ეტიკეტით, თუ არ ირღვევა სხვა ადამიანების ღირსება და პოლიტკორექტულობის პრინციპი. თუმცა ეს კონტიტუციურ და იურიდიულ ნორმად ვერ იქცევა მეფისა და სახელმწიფოსათვის. (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით)“.

გარდა ამისა, მონარქისტულ იდეოლოგიაში გაურკვეველ ადამიანებს, ასევე, აღიაზიანებს რესპუბლიკურ სახელმწიფოში ბატონიშვილისა თუ სამეფო პრინცის ტიტულები და განაწყობს მათ მონარქიის წინაღმდეგ.

ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის წარმოებულმა სასამართლო პროცესმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, როგორც სახალხო მონარქიის იდეა, ასევე, ორივე ოჯახი და გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება.

დღევანდელი მდგომარეობით, 1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო არის რესპუბლიკა, რომელიც, რეფერენდუმის მიხედვით, არის მემკვიდრე 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკამ, თავად-აზნაურთა თანხმობით, გააუქმდა არისტოკრატიული ტიტულები (წოდებანი), რომლებიც მემკვდრეობით გადაეცემოდა. მაშინვე თავადაზნაურობამ, ასევე საკუთარი სურვილით, თავისი ქონება გადასცა სახელმწიფოს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის კონსტიტუციით აკრძალა არისტოკრატიული ტიტულები (წოდებანი): „თავი 3. მოქალაქის უფლებანი / მუხლი 16. / მოქალაქენი კანონის წინაშე ყველა თანასწორნი არიან. / მუხლი 17. წოდებრივი განსხვავება არ არსებობს. მუხლი 18. ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა, აკრძალულია“.

ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ სამეფო კლუბი, - არსებული სახელმწიფო წყობილებიდან და მოქმედი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ასევე, ხალხის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და ბაგრატიონთა ზოგი წარმომადგენლის ზოგიერთი ქმედების გამო, სამეფოს აღდგენამდე, რომელიც დადგინდება, აუცილებლად, სახალხო, კონსტიტუციურ, საპარლამენტო, თანამედროვე და არა ფეოდალური ტიპის მონარქიად, - უარს ამბობს ტიტულების (წოდებების): მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი, პრინცი, პრინცესა, თავადი, აზნაური  და ა. შ. გამოყენებაზე და ნებისმიერი გვარის წარმომადგენელს განიხილავს ჩვეულებრივ მოქალაქედ, როგორც კონსტიტუციის მიხედვით არიან კიდეც დღევანდელ რესპუბლიკაში (ძირითადად, ასეც იყო სამეფო კლუბის სინამვილეში).

ეს იქნება, ფაქტობრივი მორატორიუმი, იმ აღიარებებზე, რომელიც გაუკეთებია სამეფო კლუბს, როცა სცნო ბატონიშვილად ბაგრატიონთა ზოგი ოჯახის წარმომადგენელი.

ჩვენი პროექტით, თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს სამეფო ტახტის აღდგენას, ეს არ იქნება რესპუბლიკის პრინციპებზე უარის თქმა. ეს იქნება იგივე რესპუბლიკა (თავისი სახალხოდ არჩეული პარლამენტით, პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობით და ა. შ.), რომელსაც სიმბოლურ მეთაურად ეყოლება მეფე, პატრიარქის მიერ გახმოვანებული პრინციპით: „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“.

მეფის ხელისუფლების წყარო იქნება ხალხი, როგორც ეს რესპუბლიკურ სახელმწიფოებშია და საკონსტიტუციო მონარქიის ქვეყნებში, მეფეს დაამტკიცებს პარლამენტი (და აკურთხებს ეკლესია), მისი უფლება-მოვალეობანი ზედმიწევნით იქნება გაწერილი კონსტიტუციაში და რაც მთავარია, მეფობა იქნება თანამდებობა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ქვეყნისა და ხალხის სამსახურისთვის.

ამგვარად, საქართველოს სამეფო კლუბის ქართული სახალხო, კონსტიტუციური, საპარლამენტო, თანამედროვე მონარქისტული პროექტი ითვალისწინებს 1921 წლის კონსტიტუციას და 1991 წელს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ აღდგენილი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ პრინციპებს და რეალურად არის საპარლამენტო რესპუბლიკური მონარქიის პროექტი.

როცა აღდგება მონარქია და დადგინდება სახალხო, კონსტიტუციურ, ჰორიზონტალურ, საარლამენტო, რესპუბლიკურ მონარქიად, მხოლოდ მეფეს და მისი ოჯახის წევრებს ექნებათ ტიტულები, მეფე, დედოფალი, დედა-დედოფალი, უფლისწული, მეფისწული, მეფის ასული (სამეფო ოჯახის წევრების წოდება მეფის ძმას და დას ექნებათ მხოლოდ ერთი თაობა) და რეალურად ეს იქნება სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურის თანამდებობანი და ისინი შეასრულებენ სახელმწიფოს მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს (კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონების დარღვვევის შემთხვევაში ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება დაკარგოს ტიტული-თანამდებობა).

სხვა ყველა ადამიანი, მათ შორის მეფის ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი და სხვები, მიუხედავად მათი გვარისა და წინაპრების ტიტულებისა (წოდებისა), ოფიციალურად და იურიდიულად არ იქნებიან წოდებულნი არც ბატონიშვილად, არც თავადად, არც აზნაურად, არც სხვა არისტოკრატიული შინაარსის წოდებით. ეს დარეგულირდება კონსტიტუციით.

თუმცა, არისტოკრატების შთამომავლებს, საკუთარ წრეში ვერავინ აუკრძალავს ერთმანეთთან ურთიერთობისას გამოიყენენ ის ეტიკეტი, რაც უნდათ. თუ ეს არ დაარღვევს პოლიტკორექტულობის პრინციპს და თუ მორალურ შეურაცხყოფას არ მიაყენებს სხვა ადამიანებს.

ამგვარად, სანამ, მონარქია აღდგება ქვეყანაში, ხალხის გაღიაზიანების თავიდან ასაცილებლად და ბაგრატიონთა სხვადასხვა ოჯახებს შორის კამათიდან თავის აცილების მიზნით, სამეფო კლუბი ოფიციალურად ყველას, ბაგრატიონ-გრუზინსკებს, ბაგრატიონ-მუხრანელებს და სხვა ბაგრატიონებს მოიხსენიებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციას, რესპუბლიკურ სახელმწიფოს - ბატონად და ქალბატონად.

ჩვენთვის მხოლოდამხოლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებზე მაღლა ვერანაირად ვერ დადგება რომელიმე გვარის, ფენის, ოჯახის, პარტიის თუ სხვა ინტერესი.

საქართველოს სამეფო კლუბის წევრები:

 

გიორგი ბურჯანაძე

გაიოზ მეხრიშვილი

კახა კვარაცხელია

გიორგი გეგეჭკორი

ანა მიქაუტაძე

თეა ლაკირბაია

დარეჯან ბრეგვაძე

გივი ტუხაშვილი

გია (გივი) აბაზაძე

ბელა შალვაშვილი

ბელა წიქორიძე

გელა გელაშვილი

ირაკლი დათუკიშვილი

ალექსანდრე კოკაია

გიორგი გაფრინდაშვილი

რობერტ პეტრიაშვილი

სოსო მამალაძე

თამარ ზურაშვილი

გიორგი თევზაძე

გიორგი რაქვიაშვილი

დავით მაისია

ირაკლი უშვერიძე

თენგიზ მამალაძე

დავით კლდიაშვილი

დავით ხიზანიშვილი

თამაზ ბიბილური

ირაკლი დათუკიშვილი

დიმიტრი დათუკიშვილი

ნინო ხაჩიძე

დარეჯან რობაქიძე

დიმიტრი ჭიკაძე

გიორგი ნასიძე

გაიოზ მამალაძე

ლადო ჭელიძე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq