საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

ესპანეთის კონსტიტუციის მონარქისტული ნაწილი
georoyal.ge

მკითხველს ვთავაზობთ ესპანეთის კონსტიტუციის იმ ნაწილს, სადაც განსაზღვრულია ესპანეთის მეფის მოვალეობანი. ვფიქრობთ, საინტერესოა გავეცნოთ სახალხო კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც სახელმწიფოებრივი და სოციალური სტაბილურობით გამოირჩევიან. ამასთან, მათი გამოცდილების გაცნობით ბევრ რამეს ვისწავლით, გავითვალისწინებთ და მზად ვიქნებით, თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს დაამყაროს საქართველოში სახალხო კონსტიტუციური მონარქია და ტახტზე აიყვანოს ბაგრატიონი უფლისწული.


ესპანეთის კონსტიტუცია

 

(ნაწყვეტი)


თავი II მონარქი

 

მუხლი 56  (სახელმწიფოს მეთაური)

 

(1) მეფე არის სახელმწიფოს მეთაური, სიმბოლო ერთიანობისა და მუდმივობისა. მეფე შუამავლობს და მედიატორობს სახელმწიფო ინსტიტუტების წესიერად ფუნქციონირებას. იღებს ვალდებულებას, რომ იყოს ესპანეთის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებულად წარმოადგენს ესპანელ ერს, გარკვეულ გავლენას ახდენს მათ ფუნქციონირებაზე, რომელიც მას მიკუთვნებული აქვს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

 

(2) მისი წოდება არის ,,ესპანეთის მეფე'' და მას შეუძლია გამოიყენოს სხვა ტიტულები, რომელიც მიეკუთვნება სამეფო ტახტს.

 

მუხლი 57

 

(1) სამეფო გვირგვინი მემკვიდრეობით გადაეცა მის უდიდებულესობას, ბატონ ხუან კარლოს I ბურბონს, როგორც ლეგიტიმურ მე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მკვიდრეს ისტორიული დინასტიისა. თანმიმდევრობა სამეფო ტახტზე ასვლისა მიეკუთვნება სამეფო ოჯახის პირველ მემკვიდრეს, პირველ მემკვიდრეობით შტოს ენიჭება ყოველთვის უპირატესობა მომდევნო შტოსთან შედარებით ერთ გვარში, ახლო მემკვიდრე უფრო უპირატესია ვიდრე შორეული ერთ გვარში, მამრობით სქესს ენიჭება უპირატესობა ვიდრე მდედრობითს ერთ შტოში და უფროსს – ვიდრე უმცროსს ერთ შტოში.

 

(2) მემკვიდრე პრინცი, მისი დაბადების დღიდან და უფლებების შეძენის დღიდან, იწოდება შემდეგი ტიტულით ,,პრინცი ასტურიისა'' და სხვა ტიტულები ტრადიციული წყობით ესპანეთის გვირგვინისა.

 

(3) თუ ყველა შტო დარჩება უმემკვიდრეოდ, მაშინ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება მემკვიდრეობით გვირგვინის მფლობელი ესპანეთის ინტერესების შესაბამისად.

 

მუხლი 58 (დედოფალი-მეუღლე)

 

დედოფალს, მეფის მეუღლეს ან მეუღლეს დედოფლისას არ აქვს უფლება შეასრულოს კონსტიტუციით დაწესებული რეგენტის მოვალეობა (აღნიშვნა, ეს მუხლი მოქმედებს მაშინ, როდესაც ტახტის მემკვიდრე არის არასრულწლოვანი და მანამდე მეფის მოვალეობას რეგენტი ასრულებს).

 

მუხლი 59 (არასრულწლოვანება, უუნარობა)

 

(1) როდესაც მეფე არის არასრულწლოვანი, მისი მშობლების არ ყოფნის შემთხვევაში, ტახტის მემკვიდრის რეგენტად ცხადდება შტოს ყველაზე ახლო ნათესავი მემკვიდრეობით.

 

(2) თუ მეფე შეიქმნება უუნაროდ და ვერ გამოიყენებს თავის ხ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ელისუფლებას და მისი უუნარობა ცნობილი იქნება პარლამენტის მიერ, პრინცი მემკვიდრეობით ადის ტახტზე ან ცხადდება რეგენტი, თუ პრინცი არასრულწლოვანია.

 

(3) თუ არ არის პირი, რომელიც ისარგებლებს რეგენტის უფლებებით, მაშინ პარლამენტი დანიშნავს ერთ, სამ ან ხუთ პიროვნებას.

 

(4) პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას რომ შეასრულოს რეგენტის მოვალეობა, არ არის აუცილებელი იყოს ესპანელი და ხნიერი.

 

(5) რეგენტი იქცევა კონსტიტუციური მანდატის შესაბამისად და ყოველთვის მოქმედებს მეფის სახელით.

 

მუხლი 60 (რეპეტიტორი-მზრუნველი)

 

(1) არასრულწლოვანი მეფის მზრუნველი სახელდება გარდაცვლილი მეფის მიერ და არის სრულწლოვანი და ესპანელი. თუ ის არ არის დასახელებული, მეფის მამა ან დედა დაასახელებს მას. მათი არ ყოფნის ანუ გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტი გამოაცხადებს პიროვნებას, მაგრამ მზრუნველის და რეგენტის თანამდებობა არ შეიძლება ჰქონდეს ერთ პირს.

 

(2) ვალდებულება მზრუნველი პირისა ასევე შეუთავსებელია სხვა საქმიანობასთან ან პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან.

 

მუხლი 61 (ფიცი)

 

(1) მეფე აცხადებს ფიცის დადების დღესასწაულს პარლამენტში მისვლამდე, დებს ფიცს, რომ პირნათლად შეასრულებს თავის ფუნქციებს, რომ დაემორჩილება კონსტიტუციას და კანონებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას, და პატივს სცემს მოქალაქეთა უფლებებს და ავტონომიურ მხარეებს.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

 

მუხლი 62 (კომპეტენციები)

 

ეს არის მეფეზე დაკისრებული ვალდებულებანი:

 

ა) მოიწონოს და გამოაცხადოს კანონები;

 

ბ) მოიწვიოს და გაიწვიოს პარლამენტი და დანიშნოს არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრული წესის მიხედვით;

 

გ) დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციით განსაზღვრული წესის მიხედვით;

 

დ) წამოაყენოს მთავრობის მეთაურის კანდიდატურა და დანიშნოს, ან როდესაც საჭიროა შეუწყვიტოს მას ფუნქციები კონსტიტუციით დადგენილი წესის მიხედვით;

 

ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავრობის წევრები თუ ეს მისაღებია პრემიერ-მინისტრისათვის (აღნიშვნა: ინგლისურ ვარიანტში მითითებულია მთავრობის პრეზიდენტი, რომელიც რეალურად გახლავთ პრემიერ-მინისტრი);

 

ვ) გამოსცეს მინისტრთა კაბინეტის დეკრეტები, მიანიჭოს სამოქალაქო და სამხედრო წოდებები და ღირსების ჯილდოები კანონის მიხედვით;

 

ზ) მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო საქმეების შესახებ და უხელმძღვანელოს მთავრობის წლის შემაჯამებელ სხდომას, თუ ასეთი არის აუცილებელი მთავრობის მეთაურის თხოვნისას;

 

თ) წარმოადგენს შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს;

 

ი) მოახდინოს სამართლიანი შემწყნარებლობის კანონის მიხედვით, რომელიც არ ნიშნავს გენერალურ ამნისტიას;

 

კ) არის უმაღლესი მფარველი სამეფო აკადემიების.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-05-22
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087); მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა (VI); წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ქრისტეფორესი (დაახ. 250);
წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე)
9 (22) მაისს ,მარტლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ესაია წინასწარმეტყველის (VIII ს. ქრისტემდე) ხსენების დღეს.
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში
9 (22) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღინიშნება - აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087)
gaq