|
განხილვა - მონარქისტული კონსტიტუციის საკითხი გაიოზ მამალაძე
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მკითხველს ვთავაზობთ ნელ-ნელა განვიხილოთ მონარქისტული კონსტიტუციის პრინციპების პროექტის თავები. საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: contact@georoyal.ge 1 ნაწილი განხილვისა საკითხი
საქართველოში მეფობის აღდგენა და კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დამყარება დღეისათვის ბევრს სრულიად წარმოუდგენელ ამბად ეჩვენება, მაგრამ, საბოლოოდ რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი მომავალში, შესაძლოა ახლო მომავალშიც, უცნობია. არავის ძალუძს წინასწარ განჭვრიტოს ყველა გამოწვევა, რომლებიც მომავალში დადგება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე და როგორი იქნება ამ გამოწვევებზე პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან.
სახელმწიფოს მართვის ნებისმიერი ფორმა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ავტოქტონი და, ასევე, საუკუნეების მანძილზე ნატურალიზებული მოქალაქეების ინტერესებს, მათ სამომავლო გეგმებსა და გამომდინარე უნდა იყოს ისტორიაში თავს გადამხდარი საამაყო და ღირსეული მემკვიდრეობიდან, რაზეც, ძირითადად არის დაფუძნებული ყველა ქვეყნის საზოგადოების ფსიქოლოგიური და ზოგადად სასიცოცხლო ინტერესები.
დღეს, საქართველო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას, აღსადგენია საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლში (1922-1991 წლებში სამხრეთ ოსეთად წოდებულ ტერიტორიაზე1). მანამდე, აღსადგენია ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.
ქვეყ
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ანაში დასაძლევია სოციალური სიდუხჭირე, დასამკვიდრებელია სრულფასოვანი დემოკრატია და ა. შ. მაგრამ, რაც უმთავრესია, მოსახდენია ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. ანუ მისაღწევია სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა.
აქედან გამომდინარე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, როდესაც, სხვა საკითხებთან ერთად წყდება სახელისუფლო მოწყობის, სახელისუფლო მმართველობის მოწყობის საკითხი.
დიდი ხანია კამათი მიმდინარეობს როგორი სახელისუფლო მმართველობა უფრო გამოადგება საქართველოს. ზოგი, გარდამავალი ეტაპის გამო, ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების მომხრეა, ზოგი, დემოკრატიის განვითარების მიზნით, საპარლამენტო მმართველობას გვთავაზობს, ზოგიერთი მხარს უჭერს შერეულ, ნახევრად საპრეზიდენტო-ნახევრად საპარლამენტო მოდელს.
ქვეყნის მოსახლეობის ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოსურნეა საქართველოში კონსტიტუციური მონარქია არსებობდეს. მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის საკმაო ნაწილი ამ ვარიანტს უჭერს მხარს, ვინაიდან, ქართველთა ტრადიციული სარწმუნოება მეფის ხელისუფლებას ღვთით დადგენილად მიიჩნევს. მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებითაა აღნიშნული საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაში.
უნდა გავიხსენოთ, რომ ანალოგიურად აფასებს მეფის ხელისუფლებას სხვა, ტრადიციული რელიგიებიც: ისლამი, იუდაიზმი, კათოლიციზმი (ეს ყველაფერი, კონსტიტუციური სახალხო მონარქიი
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ს არსებობის შემთხვევაში აღინიშნება მოქმედ კონსტიტუციაში, პრეამბულა). |
|