საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები საზღვარგარეთ

საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალი
georoyal.ge

პეტრე გრუზინსკი (1837 -1892)

ბატალური ფერწერის აკადემიკოსი

პეტრე გრუზინსკი დაიბადა კურსკში. 1851 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში და 1863 წლამდე სწავლობდა პროფესორ ვილლევალდეს ხელმძღვანელობით.

1860 წელს მიიღო მცირე ოქროს მედალი ნამუშევრისათვის: „ბოშათა ბანაკი", ხოლო 1862 წელს - დიდი ოქროს მედალი ფერწერული ტილოსთვის: „გუნიბის უკანასკნელი შტურმი".

1863 წელს აკადემიამ ექვსი წლით წარგზავნა საზღვარგარეთ - იმყოფებოდა გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში. 1864 წელს გრუზინსკი აგზავნის პეტერბურგის აკადემიური გამოფენისთვის ჟანრული ხასიათის თავის სამ სურათს, მაგრამ აკადემიის საბჭო თავის პანსიონერს შეახსენებს, რომ მან არ უნდა უღალატოს ბატალურ ფერწერას.

აკადემიის მიერვე 1865 წელს გრუზინსკი იგზავნება კავკასიაში, მომავალი ნამუშევრებისათვის წინასწარი ჩანახატების გასაკეთებლად და შთაბეჭდილებების მისაღებად, საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით. აქ მან შექმნა ტილო: „მთიელთა მიერ აულების დატოვება რუსი სამხედროების მიახლოებისას", პარალელურად ხატავდა ყოფით სცენებს რუსეთისა და კავკასიის ცხოვრებიდან. ზემოხსენებული ნაწარმოებისათვის 1872 წელს მიენიჭა აკადემიკოსის წოდება. ერთი წლის შემდეგ ეს სურათი ექსპონირებული იყო მსოფლიო გამოფენაზე ვენაში, ხოლო 1882 წელს - სრულიად რუსეთის გამოფენაზე მოსკოვში.

1873 წლის ჟურნალ „ვსემირნაია

ილუსტრაციაში" არის ამ სურათის ხატოვანი აღწერა: „მხატვარი თავის მშვენიერ ნამუშევარში ჩვენს წინაშე აცოცხლებს კავკასიის დაპყრობის ცოტა ხნის წინანდელ დრამას...სურათის წინა პლანზე უწესრიგო მასაში ერთმანეთშია არეული ადამიანი და შინაური პირუტყვი. მძიმე ნაბიჯებით დაძრული ხარების მოშორებით ჩერქეზ ქალს ტანსაცმლის ბარგი მოუკიდნია ზურგზე და ხელჩაკიდებული მოჰყავს შავგვრემანი, ნახევრად შიშველი შვილი - ბიჭუნა, რომელიც შიშნეული უცქერს მისთვის უცნობ არევ-დარევისა და საყოველთაო ზარდაცემულობის სცენას... ლტოლვილების ზურგს უკან მოჩანს დანგრეული აული, ხოლო წინ - საშიში თავდაღმართი იწყება." ჟურნალი მხატვარს „ღრმა და ორიგინალური ტალანტის მქონე" შემოქმედს უწოდებს.

საომარ თემაზე შესრულებული ნამუშევრებით, რუსეთის დიდი პატრიოტი ხელოვანი - პეტრე გრუზინსკი - წარმოდგება მხატვარ-რეალისტად, რომელსაც ბატალურ ფერწერაში შემოაქვს გადმოცემის უბრალოება და ცხოვრებისეული სიმართლე.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-13
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI); ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq