საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

უნდა დამთავრდეს ანტიქართული სისულელე ქართულ მედიაში - არავითარი "დე ფაქტო ოსეთი", "დე ფაქტო აფხაზეთი", ან "დე ფაქტო პრეზიდენტი" არ არსებობს
გაიოზ მამალაძე

უნდა დამთავრდეს ანტიქართული სისულელე ქართულ მედიაში - არავითარი "დე ფაქტო ოსეთი", "დე ფაქტო აფხაზეთი", ან "დე ფაქტო პრეზიდენტი" არ არსებობს

 

 

სამეფო კლუბის სპიკერის განცხადება ანტიქართული და არაადეკვატური ტერმინების შესახებ

 

 

უკვე შეუძლებელია ამის ატანა!



ქართულ მედიაში ხშირად გაისმის ტერმინი „დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი". რა გამოდის, ფაქტიურად ანუ ნამდვილად ეს ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი არის სამხრეთ ოსეთი? „დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც“ არანაკლები სისულელეა.

 


უფრო მეტიც, იდეოლოგიური არაადეკვატურობა უფრო წინ წავიდა და გაჩნდა ტერმინი „დე-ფაქტო ოსეთი“. 

 


ტერმინი - დე ფაქტო პოლიტიკური ტერმინია და ოკუპირებულ ტეროტორიებს არაფრით არ მიესადაგება, არაფრით!




ქართულ მედიას უყვარს ტერმინი „დე-ფაქტო პრეზიდენტი“ და მერე სახელდება ხოლმე ოსი ან აფსუა-აფხაზი სეპარატისტ-ტერორისტი, მარიონეტული რეჟიმის ბელადი. ტერმინი - „დე-ფაქტო პრეზიდენტიც“ ვერ არის მთლად ჯანსაღად მოაზროვნის გამოგონილი ან გამოყენებული (ისე, რომ ვიცოდეთ რუსეთის შემოგდებულია).

 


„პრეზიდენტი“ არის კანონიერად არჩეული სახელმწიფოს მეთაურის ტიტული. ხოლო სოხუმისა და ცხინველის რეგიონის „პრეზიდენტები“ არიან უკანონო, სეპარატისტულ-ტერორისტული ბანდების მეთაურები, საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელები, რუსეთის იმპერიის მარიონეტები. ამიტომ მათ შესახებ უნდა ითქვას:

უნდა დამთავრდეს ანტიქართული სისულელე ქართულ მედიაში - არავითარი
"თვითმარქვია პრეზიდენტი", ან ე. წ. პრეზიდენტი, ან "უკანონო პრეზიდენტი“, ან „სეპარატისტულ-ტერორისტული სახელმწიფოს  ე. წ. პრეზიდენტი“, ან ე. წ. პრეზიდენტი, „მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტი", „საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტ-პრეზიდენტი“ და სხვა.

 


დანაშაულია რუსების მიერ შემოგდებული კიდევ ერთი ტერმინის, „თვითგამოცხადებული რესპუბლიკის“ გამოყენებაც. 



თვითგამოცხადებული ნიშნავს, რომ არ არის აღიარებული, მაგრამ კანონიერი საფუძვლები (იურიდიული, ისტორიული და სხვა) აქვს ამ „თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას“ და მომავალში მოხდება სხვათა მიერ მისი აღიარებაც. 

 


საერთოდ, ყველა სახელმწიფო თვითგამოცხადების საფუძველზეა შექმნილი, საკუთარი თავის მიერ (თვით) გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე. 

 

 

დანაშაულია ტერმინ „არაღიარებულის“ გამოყენება ტერორისტულ-სეპარატისტული რეჟიმების მიმართ. არაღიარებული, ანუ ჯერ არაღიარებული, კანონიერი?

 

მეგობრებო, მიმდინარეობს გააფთრებული ომი, მათ შორის, ტერმინოლოგიურ-პროპაგანდისტული ომიც ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. ამ ომში დიდი მნიშვნელობა აქვს იდეოლოგიურ მომზადებასა და ადეკვატურობას. ჩვენ არ გვაქვს შეცდომისა და დაუკვირვებლობის უფლება!

 

იმედია, ყველა გაითვალისწინებს ზემოთ ნათქვამს და დასრულდება პოლიტიკურად არაადკვატური და დანაშაულებრივი ტერმინების გამოყენება ქართულ მედიაში!

 


პატივისცემით,

სამეფო კლუბის სპიკერი

გაიოზ მამალაძე

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq