საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

ბაგრატიონთა დაქორწინების იდეის ავტორი - ლერი სიხარულიძე
გაიოზ მამალაძე
ლერი სიხარულიძე

(მონარქისტის მოგონებებიდან)

2004 წელს სამეფო (მონარქისტული) კლუბი გამოცხადდა ოფიციალურად არსებულ ორგანიზაციად თუმცა, კონსერვატიზმისა და მონარქიის საკითხებზე დიდი ხნით ადრე ვმუშაობდით.

სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ ცნობილი კინორეჟისორი, კონსერბატორი და მონარქისტი ლერი სიხარულიძე.

ჯერ კიდევ კომუნისტური ხელისუფლების დროს, ლერი სიხარულიძე ეძებდა და აგროვებდა ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ქალიშვილების, ანასი და მაიას და ესპანეთში მცხოვრები გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ვაჟების, ირაკლისა და დავითის ფოტოებს (გურამ უგო გვიან დაიბადა).

ლერი სიხარულიძე ოცნებობდა ეს ორი დინასტია გაეერთიანებინა.

საქართველოში ყველამ იცოდა, რომ მეფე გიორგი მეთორმეტის მემკვიდრე გახლავთ ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახი. თუმცა, ლერი სიხარულიძე, როგორც ტრადიციონალისტი და ლეგიტიმისტი თვლიდა, რომ ქალის ხაზით ტახტის მემკვიდრეობა საქართველოში არ გადადის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის კი მხოლოდ ქალიშვილები ჰყავს (თამარისა და რუსუდანის მაგალითები გამონაკლისია. თამარის ბიძაშვილის, ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრის, დიმიტრი (დემნა) უფლისწულის გარდაცვალების გამო, თამარის გარდა, სამეფო ოჯახს სხვა მემკვიდრე არ დარჩა. რუსუდანმა კი იძალადა, ტახტზე დროებით ასულმა გადაწყვიტა მისი მითვისება და ძმისწულის მოკვლა სცადა (იხ. ჩემი წერილები: "გიორგი მესამეს ლეგიტიმიზმის ეშინოდა და ამიტომ დასაჯა

დემნა განსაკუთრებული სასჯელით"; "ლაშა-გიორგის ანდერძი (რისი ეშინოდა მომაკვდავ მეფეს)"; აღთქმა დავითიანთა (ბაგრატიონთა) გვარისადმი (ძველი და ახალი აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი); :"მამიდის მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ლაშა-გიორგის ობოლი ვაჟი"; "ლაშა-გიორგი (მონღოლებთან ბრძოლა და ანდერძის მნიშვნელობა ლეგიტიმიზმის საკითხისათვის)"; ). საქართველოში, მანამდე და მას მერე, ტახტზე ქალი არც ასულა).

ევროპაში, 1946 წლიდან, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ აღიარებული იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ოჯახი (რამდენად სამართლებრივი მოხდა ეს, სხვა საქმეა, თუმცა, ფაქტია). ისინი არიან ესპანეთის, ბავარიისა და რუსეთის სამეფო ოჯახების ნათესავები.

ამგვარად, გამოსავალი იყო დინასტიური ქორწინება. ამით, გადაწყდებოდა ორი საკითხი. 1. გრუზინსკებისა და მუხრანელების ოჯახები ტახტის მემკვიდრეობაზე აღარ იკამათებდნენ და 2. ტახტის მემკვიდრეობა გაგრძელდებოდა ბაგრატიონთა საგვარეულოს ხაზით. 

მოგეხსენებათ, გვარი გადადის მამრობითი ხაზით (დემოკრატიულად, ვისაც როგორ უნდა, მაგრამ, ქართული ტრადიციით კი მხოლოდ მამრობითი ხაზით). სხვა დინასტიებში, სადაც ქალის ასვლა დაშვებულია ტახტზე, სამეფო დინასტიის გვარი იცვლება და გრძელდება დედოფლის ქმრის გვარით (იხ. ჩემი წერილი: "სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან").

ამ ოცნებებში გაატარა წლები ლერი სიხა

რულიძემ. მისთვის ძალიან საწყენი გახდა, როცა ნუგზარ ბაგრატიონის ასული ანა, არადინასტიურად, ანუ არაბაგრატიონზე გათხოვდა. ამაზე ხშირად სინანულით საუბრობდა იგი.

ამასობაში საქართველოში დაბრუნდა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის მეორე ვაჟი, დავითი. მან სამეფო კლუბს აცნობა, რომ მისი უფროსი ძმა, ირაკლი უარს აცხადებდა ტახტის მემკვიდრეობაზე და მას უთმობდა.

სამეფო კლუბმა, ლერის სიხარულიძის ინიციატივით, შესთავაზა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს დინასტიური ქორწინება ბაგრატიონის ასულზე. იგი დაგვთანხმდა.

ამისთვის შეირჩა ბაგრატიონთა ერთ-ერთი ოჯახის ერთ-ერთი ასული.

ლერი სიხარულიძის იდეა ხორცშესხმას იწყებდა. ძალიან უხაროდა ძველ მონარქისტს და მამულიშვილს.

ამ იდეით შევხვდით საქართველოს პატრიარქს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი, გიორგი ანდრიაძე და მე. უნდა გენახათ როგორ გაუხარდა მის უწმინდესობას, როცა ვაცნობე, რომ დავით ბაგრატიონი თანახმა იყო სამშობლოსა და დინასტიის ინტერესების გამო დაქორწინებულიყო ბაგრატიონის ასულზე.

კათალიკოსმა სთხოვა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს, რაც შეიძლება მალე იქორწინეთო.

გადავედით საორგანიზაციო საკითხებზე. ამ საქმეში, ასევე, ჩართული იყვნენ: მეუფე იობი, არქიმანდრტი იოანე კიკვაძე და სამეფო კლუბის წევრები (ომარ მხეიძე, ლევან ფრუიძე, გიორგი ბურჯანაძე, ვახტანგ ბახტაძე, ალექსანდრე ყიფიანი. დავით კლდიაშვილი და სხვები).

ყოველ დი

უგო ბაგრატიონ-მუხრანბატონი, დამანა მდივნიშვილი და ლერის სიხარულიძე სამეფო კლუბში
ლით, ლერი სიხარულიძე მირეკავდა და საქმის დაჩქარებას მთხოვდა, თითქოს გრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო. უნდა გავიხსნენო აქვე, რომ ლერი სიხარულიძე, თავისი ქმედებებითა და რჩევებით, ზოგჯერ კი საყვედურებით და მეტი აქტიურობის მოთხოვნით, დიდი ენერგიას გვაძლევდა სამეფო კლუბის წევრებს, განსაკუთრებით მე. არ მაძლევდა უფლებას არც დაღლისა და არც გულგატეხილობისა, რაც ადამიანს ხანდახაბ ახასიათებს.

ვინ ვერ გაიმეტა დინასტიური ქორწინებისთვის თანხები თუ ბინა, ამას სხვა დროს გიამბობთ. ასევე, სხვა დროს გიამბობთ სხვა დეტალებსაც, რაც ახლდა დინასტიური ქორწინების იდეაზე მუშაობას.

ამასობაში, ვითარება შეიცვალა. ბაგრატიონთა წარმამადგენელმა ასულმა აღარ ინდომა, გადაიფიქრა დინასტიური ქორწინება. ის იყო საქმე ჩაშლილი გვეგონა, რამაც ძალიან გაანაწყენა ლერი სიხარულიძე, რომ ჯერ ჩემთან და მერე რეზო ჩხეიძესთან, რომელიც ასევე გახლდათ სამეფო კლუბის წევრი და ის აგვარებდა ხოლმე ჩვენს შეხვედრებს პატრიარქთან, მოვიდნენ ადამიანები და გვაცნობეს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროსი ასული, ანა, გაშორებოდა ქმარს. ასეთი რამ ხშირად ხდება ცხოვრებაში. გვითხრეს ისიც, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მზად იყო დინასტიის ინტერესებიდან გამომდინარე დაქორწინებულიყო ბაგრატიონზე.

დინასტიური ქორწინება არის დიდი შეგნებისა და სამშობლოსადმი სამსახურის გამოხატულება. ასე იქცეოდნენ მეფეთა ასულები და ძეები, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და  ბა

ლერი სიხარულიძე. უგო ბაგრატიონი, დამანა მდივნიშვილი და გაიოზ მამალაძე სამეფო კლუბში
გრატიონ-მუხრანბატონის წინაპრები, საუკუნეების განმავლობაში. დინასტიური ქორწინება იყო და არის ქვეყნისა და დინასტიის სამსახური. გარდა ამისა, აქვე გავიხსენოთ, რომ ქართველი ადამიანების დიდი ნაწილი წარმოდგება გარიგებითა და საგანგებოდ გაცნობის მერე დაქორწინებულთაგან, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ადრეც და ახლაც ხდება.

სასწრაფოდ გავეშურე საპატრიარქოში, შევხვდი მის უწმინდეობას და ვაცნობე, რომ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკი გაშორდა ქმარს და მზად იყო გაჰყოლოდა დავით ბაგრატიონს ცოლად. არასდროს დამავიწყდება კათალიკოსის სახე, როცა მან ეს ინფორმაცია მიიღო. მივხვდი, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდებოდა, ძალან დაინტერესდა პატრიარქი.

ანა ბაგრატიონ გრუზინსკის დაქორწინება დავით ბაგრატიონზე, დინასტიისთვის, ბაგრატიონთა გვარისთვის და საერთოდ, ტახტის მემკვიდრეობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე ბაგრატიონის ასულის დაქორწინება. ვფიქრობ, ყველაფერი უფალმა დაალაგა, და ამას იმ წუთში მიხვდა პატრიარქი.

მის უწმინდესობას ეს ინფორმაცია ძალიან გაუხარდა. როგორც კი მან გამოაცხადა, რომ აქორწინებდა ბაგრატიონებს, უმალ გამოჩნდნენ დამფინანსებლებიც და „გულშემატკივრებიც“, მათ შორის ისინიც, ვინც ადრე გულგრილად ხვდებოდა ამ იდეას. თუმცა, პატრიარქისა და დინასტიური ქორწინების მეშვეობთ, გადაწყვიტეს ხელის მოთბობა და საზოგადოების თვალში თავის მოწონება. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ბაგრატიონთა წყვილის პოლი

ტიკაში ჩათრევა სცადა და ხელისუფლების ცვლილებაში მათი, ნაგრატიონთანაჰ უნებლიედ, ჩართვა. თუმცა,არ გამოუვდათ (შემდეგში ამასაც გიამბობთ).  

რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა იდეის ავტორსაც, ლერი სიხარულიძეს.

მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ხანებში ლერი სიხარულიძის ჯანმრთელობა გაუარესდა და მან ვერ  მოახერხა ბაგრატიონთა ჯვრისწერას დასწრებოდა. მალე კი გარდაიცვალა კიდეც.

მართალია, ბაგრატიონთა ოჯახი დღეისათვის დაშლილია, მაგრამ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს შეეძინათ ვაჟი, გიორგი, რომელიც არის საქართველოს სამეფო ტახტის ყველაზე რეალური პრეტენდენტი, გრუზინსკებისა და მუხრანელი ბაგრატიონების შტოების გამგრძელებელი და რაც მთავარია, ერთი პატარა ქართველი, რომელიც, ღმერთმა ქნას, ჩვენი სამშობლოს კარგი მოქალაქე იქნება და მოემსახურება სახელმწიფოს, მეფე გახდება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში.

გიორგი ანასა და დავითის ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონის არსებობაში, მისი მშობლების დაქორწინებისა და დინასტიის მამრობითი მემკვიდრით გაგრძელების საქმეში, დიდი წვლილი მიუძღვის ლერი სიხარულიძეს, რომლის იდეითაც დაქორწინდნენ მისი მშობლები.

ღმერთმა აცხონის ბატონი ლერის სული.

სამეფო კლუბს მინდა შევთავაზო წინადადება, დაწესდეს ლერი სიხარულიძის სახელობის სიგელი, რომელიც წელიწადში ერთხელ გადაეცემა მონარქიის ადგენის სამშეშე შეტანილი წვილისათვის დამსახურებულ ადამიანს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq