საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში" (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ მამალაძე

  რუსთველისეული აფორიზმი, – "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", – დიდი ხნის მანძილზე "ვეფხისტყაოსნის" ავტორის მხოლოდ გენდერული, ფემინისტური თანასწორობის შეგნების გამომხატველ, მაშასადამე ქართული იდეოლოგიისა და ტრადიციის "პროგრესულობის", "დემოკრეტიულობის" დამამტკიცებელ საბუთად ცხადდებოდა.

 

  რუსთველი, თავისთავად, იმ და ამ ეპოქებისათვის ფრიად დაწინაურებული პიროვნება, უდიდესი მოაზროვნე გახლავთ. იგი არავის არ ამცირებს თავის გენიალურ პოემაში. ყველა ადამიანი მისთვის ძვირფასია. ყველა ადამიანი მისთვის თანაბარია, ქალი იქნება თუ კაცი, მეფე იქნება თუ მიწყივ მომუშაკე, და შესაძლოა ეს ფრაზა ასეც გავიგოთ, თავისთავად ცხადია, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ქალის პატივისცემა და დაფასება ძალიან კარგად იცოდნენ, დიდი შემოქმედის ფრაზა ხშირ შემთხვევაში რამდენიმე შინაარს იტევს, მაგრამ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა რამეზეა ლაპარაკი.

 

 რუსთველი, აღწერს რა არაბეთის სამეფოს მდგომარეობას, წერს: `სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული~. პოემის მიხედვით, მეფეს არც ძმა ჰყავს, არც ძმისწული და არც მოგვარე. მის დინასტიაში როსტევანი ბოლო მამაკაცია.

 

    როსტევანი ეთათბირება რა ვაზირებს, ამბობს: "ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ". ამ ფრაზაში  "ძე" ნიშნავს მემკვიდრეს. როსტევანის შვილი თინათინი სამეფოდაა აღზრდილი.

 

 ვაზირების პასუხი ასეთია, "თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; / არ გათნევთ, იცის მეფობა... ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია". 

 

 აქ ვაზირები ამბობენ, რომ თინათინი მეფის შვილია, ხელმწიფედ არის დანაბადი. "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", ნიშნავს – მეფის შვილი, მამრობითი თუ მდედრობითი, არის თანაბარი. რუსთველს რომ სდომოდა ეთქვა, ყველა მდედრობითი და მამრობითი ადამიანი თანაბარიაო, იტყოდა სულ სხვაგვარად და სხვა კონტექსტში. როგორც იტყოდა ხოლმე  აწ გარდაცვლილი კინორეჟისორი და მონარქისტი ლერი სიხარულიძე ჩემთან საუბარში, რუსთველი სულაც არ ამბობს ყველა ლეკვი (ტურების, კურდღლების, ძაღლების და ა. შ.) სწორიაო, ყოველი ადამიანი სწორიაო (აქ ლაპარაკია ფეოდალურ იერარქიაზე, რომელიც მაშინ არსებობდა).

 

      რადგან ნახსენებია ლო

მი, უნდა ვიცოდეთ, რომ ლომი ნიშნავს მეფეს.  

 

  რუსთველმა კარგად იცის, რომ, ვთქვათ, ფატმანი ან თუნდაც ასმათი არ არიან სწორნი როსტევანისა, ან ნურადინ-ფრიდონისა, ან თუნდაც თინათინისა და ნესტან-დარეჯანისა (რა თქმა უნდა, ფეოდალურ იერარქიაში და არა ღვთის წინაშე).

 

  თინათინი მხოლოდ იმიტომ ადის ტახტზე, რადგან სხვა "ძე", ვაჟი დინასტიას, გვარს არ ჰყავს.

 

  მთავარი გმირი "ვეფხისტყაოსნისა" არის ტარიელი. გაუცხოების ხერხის მეშვეობით ("ესე ამბავი სპარსული"), როგორც არაბეთი, ისე ინდოეთი არის საქართველო. "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტი სრულიად დაფუძნებულია საქართველოს რეალობაზე. ამის მტკიცება შორს წაგვიყვანს.

 

  გავიხსენოთ, რომ ინდოეთი არის შვიდი სამეფო. ქართული წყაროებით ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის "შვიდ სამეფოდ განწესებული".

 

   ინდოეთის ექვსი ნაწილის მეფეა ფარსადანი. ტარიელი ამბობს: `ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი; / ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი... მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი~.

 

  ტარიელის მამამ, სარიდანმა გადაწყვიტა სამშობლოს გაერთიანება და თავისი სამეფო შეუერთა გაერთიანებულ ინდოეთს.

 

  გახარებულმა ფარსადანმა სარიდანს:

 

"ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა.

თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.

მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;

სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა".

 

   ანუ ფარსადანმა სარიდანს `საკარგავად~, საგამგეოდ უბოძა, ჩვენი წყაროების ენით რომ ვთქვათ, `მეფეთა ადგილი საჯდომად~, მხოლოდ `კეისრობის~, ანუ სრული სუვერენიტეტისა და სუზერენობის  გარეშე. სარიდანი გახდა ამირბარი (სახლთუხუცესი), რომელსაც აქვს ამირ-სპასალარის, მხედართმთავრის, სამხედრო მინისტრის სახელო, თანამდებობა. სარიდანი ფარსადანმა `დაიჭირად სწორად თავსა~, რადგან მისი მოგვარე იყო.

 

  "ძე არა ესვა მეფესა", ამიტომ, ფარსადანმა იშვილა ტარიელი: "შვილად გ

ავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა". ტარიელი, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელი, სამეფოდ იზრდება. შემდეგ სიუჟეტის განვითარება როგორიცაა, ყველამ იცის.

 

 ერთი უნდა ითქვას, რომ ტარიელისა და ფარსადანის დამოკიდებულება ძალიან ჰგავს საქართველოს მეფის, გიორგი III-ისა და დემნა უფლისწულის ურთიერთობას. თუ არ ტყუიან, სომხური წყაროებით ვიცით, რომ გიორგი მეფეს უნდა აღეზარდა მეფედ დემნა დავითის ძე და დაეთმო მისთვის ტახტი. მაგრამ, მეფე არ აპირებდა ანდერძის შესრულებას. რომც ტყუოდეს სომხური წყარო, მაინც, ცხადია, ტახტი დემნას ეკუთვნოდა, ვითარცა გიორგის უფროსი ძმის შვილს, მით უმეტეს, რომ გიორგის მხოლოდ ქალები ჰყავდა.

 

  მანამდე ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფარნავაზიანთა ნათესაობა თითქოს გადადიოდა ქალითაც. მაგრამ ბაგრატიონებში, როგორც იესეან, სოლომონიან, დავითიანებში, მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ მამრობითი ხაზით.

  "ვეფხისტყაოსნიდან" ვიცით, რომ ფარსადანმა დაივიწყა ტარიელის მემკვიდრეობა და გადაწყვიტა თავისი ასულისათვის, ნესტან-დარეჯანისათვის ქმრად მოეყვანა ხვარაზმშას ვაჟი. საინტერესოა მისი თათბირი ავთანდილთან:

 

  "აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, / რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, / სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ"... ამ სტრიქონებიდან ჩანს ინდოეთის ტრადიცია, რომ მეფედ, სამეფოს პატრონად მიჩნეულია მხოლოდ ვაჟი – `მივსცეთ ტახტი~ და სხვა.

 

  ტარიელის თათბირზე დასწრება არ არის შემთხვევითი. იგი არის ამირბარი, ამირ-სპასალარი და, რაც მთავარია, დინასტიის წარმომადგენელი. საჭიროა მისი თანხმობა, "მოწმობა დავრთე", ამბობს ტარიელი. მან ვერ გაბედა შეკამათებოდა მეფესა და დედოფალს, რომელთაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ საქმე.

 

  საინტერესოა წერილი ფარსადანისა ხვარაზმშას წინაშე:

 

"გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;

არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი".

 

  ამ სიტყვებით ჩანს, რომ ფარსადანს თავისი სამეფო უმკვიდროდ მიაჩნია, ვინაიდან ჰყავს მხოლოდ

ქალი. და ამ ქალისთვის მხოლოდ მეფის ძე უნდა და არა ვინმე უგვარო ან თავისი ქვეშევრდომი. ძველ დროში სამეფო ოჯახის წევრებს ქვეშევრდომზე ქორწინება ეკრძალებოდათ.

 

   იმ დროისათვის სარიდანი, ყოფილი მეფე ინდოეთის ერთი ნაწილისა, გარდაცვლილია და ტარიელი უკვე ქვეშევრდომად ითვლება და არა მეფური ღირსების მატარებლად. ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

 

  მეფისთვის მიცემული თანხმობისთვის ტარიელს ნესტან-დარეჯანი საყვედურობს. ტარიელი პასუხობს:

 

"მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა?

არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?

ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა,

ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?".

 

 ამ სტროფის შინაარსი ასეთია: მე როგორ მეკადრა დაშლა მეფისთვის, თვითონ ვერ უნდა ხვდებოდეს? განა მეფემ არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონო არ არის? მე, ტარიელი, ვარ ინდოეთის მემამულე, ანუ ინდოეთი ჩემია, სხვას არაფრით არ ეკუთვნის ინდოეთი. ტყუილად მოცდება ყველა, ვინც მოინდომებს სხვის გამეფებას.

 

 ტარიელის სიტყვები არ არის მხოლოდ შეყვარებულისთვის ერთგულების მტკიცება. მას კარგად აქვს შეგნებული, რომ სამეფო საგვარეულოს შვილია, ინდოეთის პატრონია, ტახტის მემკვიდრეა, მიუხედავად იმისა, რომ მეფის ძე არ არის და გვერდითი შტოს წარმომადგენელია.

 

  შემდგომი სიუჟეტი ყველასათვის ცნობილია. ნესტან-დარეჯანი და ტარიელი გადაწყვეტენ, მინიმალური მსხვერპლით ააცილონ ინდოეთში სხვა დინასტიის გაბატონება, რა

ც, მათი აზრით, ქვეყნის დაპყრობის ტოლფასია*

"სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, / ჩემია მკვიდრი მამული, არ მივცემ არცა დრამასა, / არ დამეხსნები (მეფეო), გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა".

 

  ფარსადანი რომ გაიგებს ხვარაზმშას ძის მოკვლის ამბავს, დიდად განიცდის და საყვედურს შეუთვლის ტარიელს, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არ მითხარი, ცოდვა რად დამადე კისერზეო.

 

  ძალიან მნიშვნელოვანია ტარიელის პასუხი. იგი ამბობს, მე შენი ქალი არ მინდა, ინდოეთი ჩემიაო:

 

"იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! –

ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, _ ყველაი თქვენ მოგხდომია:

ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;

დღესამდი ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია!

 

ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:

ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,

ხვარაზმშა დავსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?

სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!

 

შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!

ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე.

ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,

სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!".

 

  ტარიელის პასუხი ასე უნდა გავიგოთ: ახლა ინდოეთი მთლიანად თქვენს ხელთაა, მაგრამ ერთადერთი მემკვიდრე ვარ მე, ტარიელი. ტახტი ჩემია, ვერავინ შემეცილება, არ იქნება სამართალიანი, ლეგიტიმური რადგან ღმერთმა არ მოგცა ვაჟი. სხვა დაჯდეს მეფედ ჩემს ქვეყანაში, სანამ ხმალი მარტყია?! შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, როგორც გინდა. ინდოეთი კი ჩემ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ია, ვერავინ შემეცილება, ვინც გაბედავს, გავანადგურებო.

 

  "ვეფხისტყაოსანი" ერთმნიშვნელოვნად გადმოგვცემს იმ დროინდელი საქართველოს ტრადიციას. თუ მეფეს მხოლოდ ასული ჰყავს, ხოლო დინასტიას ჰყავს მამრობითი წარმომადგენელი, თუნდაც გვერდითი შტოდან, მაშინ ტახტი ეკუთვნის ვაჟს, თუმცა სასურველია (ეს მხატვრულად არის გადმოცემული), გვერდითი შტოს ვაჟი დაქორწინდეს მეფის ასულზე.

 

 სხვა დინასტიის წარმომადგენლის მოყვანა მეფის ასულის ქმრად და მისი გამეფება არალეგიტიმურია და სამეფოს სხვა დინასტიის მიერ დაპყრობის ტოლფასია, ანუ დინასტია იცვლება, რაც წარმოუდგენლად ითვლებოდა საქართველოში და ეროვნულ–რელიგიური და კულტურული თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის საშიშროებაც რეალურია

.

 

 რაც შეეხება არაბეთის ამბავს, როდესაც გარდა ქალისა არ არსებობს სხვა "ძე", მემკვიდრე დინასტიაში, არ არსებობს გვერდითი შტო სამეფო გვარისა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ტახტზე ავიდეს ქალი

 

 

    უფლის აღთქმა დავითიანთა (იესეან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა) გვარისადმი ანუ ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი

 

  ძველი აღთქმის მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ მამრობითი ხაზით. მამრობითი ხაზით გრძელდებოდა გვარიც. ასეა ძველი აღთქმის რჩეულ ერში, ისრაელში: `იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაÁს ცოლისაგან; სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია~ და ა. შ. და ა. შ. (ძველ აღთქმაში უამრავი მაგალითია ამისა).

 

    ახალი აღთქმის მიხედვითაც გვარი გადადის მამრობითი ხაზით.

 

  ამგვარადვე იყო ახალი აღთქმის რჩეულ ერში, საქართველოში, სადაც ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის რჩეული გვარი  –დავითიანები (იესეან, დავითიან, სოლომონიან-ბაგრატიონები) გამოაგზავნა უფალმა: "იაკობ შვა იოსებ ქმარი მარიამისი და ძმაÁ კლეოპასი; კლეოპა შვა ნაომ; ნაომ შვა სალა;... ასერ შვა ისაკ; ისაკ შვა დან; დან შვა სოლომონ; სოლომონ შვა გუარამ (პირველი დავითიანი ერისმთავარი საქართველოში) და ექვსნი ძმანი მისნი".

 

  დავითიან-ბაგრატიონების შთამომავალთა ჩამონათვალში არსად, არც ძველი აღთქმა, არც სახარება და არც `ქართლის ცხოვრება~ არ მოიხსენიებს ქალის ხაზით გვარის, მით უმეტეს დავითიანების, გაგრძელების, არც ერთ პრეცედენტს, არც ისრაელში და არც საქართველოში. არ არის ქალის სამეფო ტახტზე ასვლის პრეცედენტიც.

 

  თამარ მეფისა და

რუსუდან მეფის მაგალითები საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებს.

 

  კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ თამარის მამამ, მეფე გიორგიმ დაასაჭურისა (მოკლა) საკუთარი ძმისწული, საქართველოს სამეფო სახლის ერთადერთი მამრობითი მემკვიდრე, დიმიტრი დავითის ძე და ტახტზე აიყვანა თავისი ასული.

 

  თამარის მეუღლე დავით სოსლანი იყო `ტომით~, გვარით ბაგრატიონი და დავითიან-ბაგრატიონთა დინასტიის გვარი გაგრძელდა.

 

   ვინმე შეიძლემა შეგვეკამათოს, რომ თამარის პირველი ქმარი არ იყო ბაგრატიონი და თუ მისგან გაგრძელდებოდა ქართული დინასტია, მაშინ ქალით გადავიდოდაო გვარი, ბაგრატიონი, ისევე, როგორც ხდება რუსეთში.

 

  მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში სამეფო გვარი არ გადადის ქალის ხაზით. ევროპაში თუ ტახტზე ადის ქალი, იქ დინასტიის გვარი იცვლება (იხ. ჩემი წერილი `სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან~). რუსეთი საერთოდ განსხვავებული მოვლენაა ამ მხრივ და მადლობა ღმერთს, საქართველო რუსეთი არ არის.

 

  საქმე ისაა, რომ თამარისთვის პირველი ქორწინება იყო ნაძალადევად თავსმოხვეული. ამ საქმის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ძველი და ახალი აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი (ისინი უფრო საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ). ვფიქრობ, უფლის ნება იყო, რომ არადავითიანი, არააღთქმისეული, არაგამორჩეული, არაკურთხეული გვარი ვერ დამკვიდრდა საქართველოს ტახტზე.

 

  დიახ, შემთხვევით არ მომხდარა, რომ გიორგი რუსი უშვილო იყო. სანამ გააგდებდნენ, მან ვერ შეძლო მემკვიდრის დატოვება. რომ ჰყოლოდა თამარ მეფესთან შვილი, მის შვილს არავინ გააგდებდა საქართველოდან.

 

  გიორგი რუსის პირველი შემოსევისა და ქართველი მოღალატეების მიერ მისი მეფედ გამოცხადების ამბავს რომ აღწერს `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის~ უცნობი ავტორი, შეძრწუნებული ამბობს:

 

   "ჰოჲ, ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?".

 

  რუსუდანის მაგალითიც არაფრის მთქმელია, ვინაიდან იგი დროებითი მეფე იყო.

 

   `ჟამთააღმწერელი~ გადმოგვცემს ლაშა-გიორგის ანდერძს:

 

   "ვითარცა ცნ

ა აღსასრული თვისი მეფემან ლაშა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თვისისათა, შევედრა დაჲ თვისი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქვა:

 

  – უწყი უმანკოება და ერთგულება მეფეთა ნათესავისაგან თქვენ _ მკვიდრთა საქართველოსათა. შეხედვებითა ღმრთისათა მიგითვალავ დასა ჩემსა რუსუდანს, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ, ვითარ არს ჩვეულება ნათესავისა თქვენისა. ერთგულებით მონებდით და სიმხნითა თქვენითა დაიცევით ტახტი მეფობისა მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. თქვენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გახსოვს წყალობა და ნიჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოხსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქვენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქვენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მხედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკვიდრედ მეფობისა ჩემისა. დაღათუ ყრმა არს აწ, არამედ ინებოს თუ ღმერთმან აღზრდა მისი, ვგონებ, რომელ შემძლებელ იყოს პყრობად მეფობისა, რამეთუ კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან."

 

 რუსუდანს უნდა აღეზარდა დავით ლაშას ძე და მისთვის დაეთმო ტახტი. რუსუდანმა კი ძმისშვილის მოკვლა და თავისი ვაჟის გამეფება გადაწყვიტა. უფალმა არ დაუშვა ნამდვილი ბაგრატიონების გადაშენება და სელჯუკიანთა ჩამომავლების გვარის დამკვიდრება საქართველოს ტახტზე (რუსუდანის ქმრის, მოღის ედდინის მამა იყო არზრუმის სულთანი, რუმის სელჯუკიან სულთანთა შთამომავალი) და გადაარჩინა დავით გიორგის ძე (მომავალი დავით ულუ), რომელიც ტყვედ იყო წლების მანძილზე, ხაროში ჩაგდებული.

 

   საქართველოში ლაშას ძე მკვდარი ეგონათ და ამიტომ ყველა თანახმა იყო რუსუდანის ძე გამეფებულიყო. იგი მეფედ დასამტკიცებლად ურდოში გააგზავნეს, ყაენთან. რადგან მონღოლებთან შეთანხმებით მეფე მონღოლთა ყაენს უნდა დაემტკიცებინა.

 

   როდესაც გაირკვა, რომ გიორგი-ლაშას ძე ცოცხალი იყო, მყის გაეშურნენ დიდებულები რუმის (იკონიის) სასულთნოში მის გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად. მერე მონღოლთა ურდოში წაიყვანეს საქართველოს მეფედ დასამტკიცებლად.

 

  ყა

ენის კარზე დავით რუსუდანის ძეს მხარს უჭერდნენ მისი თანააღზრდილები, გურკლელი მახუნჯაგის ძე, ქართლის ერისთავის გრიგოლ სურამელის ძე ბეგა, ამირეჯიბი ბეშქენ.

 

 დავით ლაშას ძის მხარეს იყვნენ სარგის თმოგველი, "კაცი ფილასოფოსი", "ენა-დაუშრომელი", ვარამ გაგელის ძე აღბუღა, შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელი.

 

   `ჟამთააღმწერელი” წერს: "თმოგველი სარგის ძლიერად წინააღუდგებოდა თვით ნარინ დავითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს თანააღზრდილნი მისნი, რამეთუ ეტყოდა:

 

– არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თვითმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან.

 

ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარმედ:

 

– დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი იყო, არამედ მეფევე იყო გვირგვინოსანი რუსუდან, ძმისა მისისა დატევებული, და მეფისავე ძე არის ნარინ დავით”.

 

    მართალია, რუსუდანი დროებით იყო გამეფებული, დავით ლაშას ძის სრულწლოვანებამდე, მაგრამ მეფის შვილი ზოგს მეფური ღირსებისად მიაჩნდათ (აქ თანააღზრდილთა მერკანტილური ინტერესიც ჩანს). რუსუდანის ძის თანააღზრდილებმა მაინც შეძლეს და ნარინი `უმცროს~ მეფედ დაამტკიცებინეს მონღოლებს.

 

   ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპები კარგად ჩანს სარგის თმოგველის სიტყვებში. თუმცა, რუსუდანის მეფობაც არგუმენტი იყო. ამასთან, მისი ძე ხომ პირველად მივიდა მონღოლებთან, როცა ლაშას ძე მკვდარი ეგონათ, ამიტომ მისი მთლად განაწყენებაც არ შეიძლებოდა, რუსუდანისთვის ფიცი ჰქონდათ მიცემული მონღოლებს.

 

    მონღოლებმა მეფედ სცნეს ორივე დავითი, `უპირატესი პატივი და ზედაჯდომა ლაშას ძეს ეპყრა ლაშას ძეობისათვის, დაღაცათუ უხუცესობისათვის.” ლაშას ძეს ულუ (უფროსი), რუსუდანის ძეს (ნარინი) უწოდეს.

 

     ჟამთააღმწერელი წერს, სხვა ჟამთააღმწერელმა დაწერა, ნარინისთვის არ მიუციათ მეფობა, ის გამოეპარა მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გამეფდაო, თუმცა, ამ თვალსაზრისს თავადვე არ შეიწყნარებს.

 

  უნდა აღინიშნოს, რომ დავით ნარინი შესანიშნავი ხელმწიფე და ადამიანი იყო.

სამწუხაროდ, დიდებული მეფე დავით ნარინის შთამომავლობის ხაზი სამი თაობის მერე შეწყდა. ესეც უფლის ნებაა, ალბათ.

 

  ამის მერე არც საქარ

თველოს ერთიანი სამეფოს, არც ქართლის, არც კახეთის, არც ქართლ-კახეთის, არც იმერეთის სამეფო ტახტზე ქალი არასოდეს არ ასულა. არც გვარი გადასულა ქალის (დედის, მით უმეტეს ბებიის) მხრიდან, მით უმეტეს ბაგრატიონებში.

 

  მეტიც, მეფის ან ბატონიშვილის უკანონოდ შობილ ვაჟს შეეძლო ტახტზე ასვლა, თუნდაც ჰყოლოდა კანონიერად შობილი ნახევარდა. მაგალითად, იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-ს, რომელიც უკანონოდ შობილი იყო, ჰყავდა კანონიერად შობილი ორი ნახევარდა, მაგრამ მაინც ის გაამეფეს.

 

  ქართული ლეგიტიმიზმი უფლის აღთქმისეულია, ხოლო ევროპული _ არა. ევროპული კანონები ადამიანების დადგენილია. ევროპელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა გვარის მეფე ეყოლებათ, ვინაიდან მათი დინასტიები არ არის დავითიანთა გვარისა და არც მათი ქვეყნებია ახალი ისრაელი.

 

  არსებობს ძველი აღთქმა ჭეშმარიტების შემმეცნებელი, მონოთეისტი, უფლის რჩეული ხალხისადმი, ისრაელისადმი. არსებობს ახალი აღთქმაც ჭეშმარიტების შემმეცნებლებისადმი, უფლის რჩეულებისადმი, ახალი ისრაელისადმი, ქრისტიანებისადმი (ქრისტიანთა შორის ქართველობა, ალბათ, სხვებზე არანაკლებ იმსახურებს ახალი ისრაელის წოდებას).

 

  ასევე, თუ დავაკვირდებით, არსებობს აღთქმა დავითიანთა გვარისადმი:

 

    "დავდევ შეწევნაჲ ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. ვპოვე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას. რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი. არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა. და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე. და წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი; და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯვენე მისი. მან მხადოს მე: მამაჲ ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაჲ. და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროჲს მეფეთა ქუეყანისათა. უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქუმაჲ ჩემი ერწმუნოს მას. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი. და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან. სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ. განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსა

მართლოებანი მათნი; ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა. არცა შევაგინო აღთქუმაჲ ჩემი და რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო. ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა"... (ფს. 88, 19-36)

 

  თუ კარგად დავაკვირდებით, ოთხმოცდამერვე ფსალმუნი გვამცნობს (სხვაგანაც შეიმჩნევა), რომ უფალმა აღთქმა დაუდო დავითს, რომ მისი თესლი და საყდარი (ტახტი) უკუნითი უკუნისამდე იქნება. აქედან გამომდინარე, დავითის შთამომავლობა, მისი თესლი ანუ მისი ძეები (თესლი მამრობითი ხაზის მემკვიდრეობას ნიშნავს) იმეფებენ სამყაროს დასასრულამდე. თუ ისინი დაივიწყებენ უფლის სიტყვას, დაისჯებიან, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის აღთქმას. სამართლიანობისა და უფლის გზით სიარულის შემთხვევაში ღმერთი წყალობას მოუვლენს მათ.

 

 თუ აღთქმისეული, რჩეული ხალხისათვის, ისრაელისათვის (ძველი თუ ახალი) უფლის სამართლით ცხოვრებაა აუცილებელი, ასევე აღთქმისეული, რჩეული გვარისათვის (ძველი და ახალი ისრაელის მეფეთათვის) უფლისავე სამართალი, ლეგიტიმიზმია გარდაუვალი.

 

  ვერავინ შეცვლის უფლის აღთქმისეულ, უფლის დადგენილ ლეგიტიმიზმს. ეს ვერ შეძლეს თამარ მეფის დიდებულებმა და გიორგი რუსმა.

 

  ეს ვერც რუსუდან მეფემ შეძლო. როგორც ჩანს, თავად უფლის ნებაა ასეთი.


–––––

განმარტება

* – უცხო დინასტიის წარმომადგენლის ასვლა ტახტზე, მით უმეტეს თუ ეს პირი იყო უახლოეს რეგიონში, მეზობლად არსებული დიდი ქვეყნის წარმომადგენელი, საკმაოდ სახიფათო იქნებოდა სახელმწიფოსათვის, რადგან მას ახალ სამეფოში თან შემოჰყვებოდა თავისი ქვეყნის, ანუ უცხო არისტოკრატიის წარმომადგენლები და თავისი სამშობლოს ინტერესების გატარებაც შეიძლება მოენდომებინა.

 

     რუსთველის ეპოქაში ხორეზმი (ცენტრით დღევანდელი უზბეკეთი, მისი ერთ–ერთი რეგიონი ხორეზმი) და ინდოეთი ერთი დიდი რეგიონის ქვეყნები იყო. ხორეზმის მზარდი მადა კი ცნობილი გახლდათ. თამარის მეფობის ბოლო წლებში და ლაშას მეფობის დასაწყისში ხორეზმის სახელმწიფოში შედიოდა, დღევანდელი პოლიტიკური გეოგრაფიით რომ ვიმსჯელოთ, უზბეკეთის ერთ–ერთი რეგიონის – ხორეზმისა და უზბეკეთის გარდა სამხრეთი ყაზახეთი, თურქმენეთი, ავღანეთის დიდი ნაწილი, ირანის უდიდესი ნაწილი (მათ შორის ირანის ანუ სამხ

რეთ აზერბაიჯანი) და სხვა ტერიტორიები (ხორეზმ–შაჰ მუჰამედ II-ს უნდოდა ბაღდადის დაპყრობა და თავისი თავის მაჰმადიანთა სულიერ ლიდერად გამოცხადება, მაგრამ გზად ბუნებრივმა კატაკლიზმამ შეუშალა ხელი). მუჰამედ II ხორეზმ–შაჰი თავს მაჰმადიენების უმთავრეს პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევდა და სხვებისგანაც ითხოვდა ამის აღიარებას,

 

   ამგვარად, ხორეზმი ფაქტიურად მეზობელი იყო ინდოეთის (ასევე საქართველოსი) და საფრთხე მომდინარეობდა მისგან.

 

    სხვათა შორის, თამარის მეფობის ბოლო წლებში ინდოეთში მაჰმადიანები შეიჭრნენ და დაიმორჩილეს მისი ნაწილები. დელიში გაბატონდა თურქული მოდგმის მაჰმადიანური დინასტია. ასე რომ, ინდოეთს ჰქონდა ეს პრობლემა.

 

    როგორც ჩანს, ეს ვითარება აქვს გამოყენებული რუსთველს (ამასაც გულისხმობს ტარიელი) –  როდესაც კონკურენტი დიდი სახელმწიფოს სამეფო პრინცი ადის გეოგრაფიულად ახლოს მყოფი სახელმწიფოს ტახტზე, ეს უკანასკნელი სახელმწიფოსთვის საშიშია...

 

    მით უმეტეს, თუ რელიგიური სხვაობაცაა..

 

    ასე რომ, რუსთველს რეალისტური სურათი აქვს დახატული.

 

     სხვათა შორის, თამარის პირველ ქმრად გიორგი რუსის არჩევის დროს დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ბოგოლიუბსკი არ იყო არც მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი, არც დიდი ძალაუფლების მქონე მამა ჰყავდა. პირიქით, იყო სამეფო (სამთავრო) პრინცი, რაც აუცილებელი გახლდათ სამეფო ოჯახში შესასვლელად, თან გამოძევებული იყო საკუთარი სამთავროდან ბიძის მიერ და ყივჩაღებთან იყო თავშეფარებული, ანუ თავისი ქვეყნის ინტერესებს ქართულ სახელმწიფოს თავს ვერ მოახვევდა.

 

    რუსთველის დიდებულ პოემაში შესაძლოა ეს ამბებიც ვიგულისხმოთ, დიდი პოეტი მოწინააღმდეგეა სხვა დინასტიის გამეფებისა (ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ ბოგოლიუბსკისა), ამ ვითარებებისა და ლეგიტიმიზმის წესების ერთგულების გამო... ჩვენ ვიცით, როდესაც თამარი გასცილდა იურის, „უბედურმა რუსმა“ მოინდომა ტახტის ხელში ჩაგდება, რითიც  არეულობა გამოიწვია ქვეყანაში და სისხლისღვრა...

 

     რუსის გაძევების მერე, ლეგიტიმისტებმა თამარს ქმრად მოუყვანეს ყმადნაფიც ოვსთა ერთ-ერთი სამეფო ოჯახის წევრი, ბაგრატიონთა გვარის გვერდითი შტოს წარმომადგენელი - დავით სოსლანი, რომლის ამორჩე

ვაში დიდი როლი ითამაშა მისმა ბაგრატიონობამ, ანუ დავით სოსლანზე თამარის დაქორწინებით სხვა გვარი ვერ დამკვიდრდებოდა ტახტზე, არ შეიცვლებოდა დინასტიის გვარი. დავით სოსლანი  იყო „ტომით ბაგრატიონი“ (გვარად ბაგრატიონი), ქართული წარმოშობის, საქართველოში აღზრდილი, საქართველოს ვასალი მცირე სამთავროს ოჯახიდან და ამგვარად, პატარა, ოსური სახელმწიფოს ინტერესებს ვერ და არ მოახვევდა თავს საქართველოს სამეფოს.

 

   ვარაუდი:

 

    შესაძლოა, დემნა უფლისწულის უფლებების გამოძახილიც იყოს რუსთველის სწორუპოვარ პოემაში, – რადგან ტახტი დემნას ეკუთვნოდა და არა თამარს, მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფე ჩვენი უსაყვარლესი დედა და წმინდანია, – კერძოდ, ტარიელის პოზიციაში, როდესაც ქვეყნის პატრონად, ტახტის მემკვიდრედ თავისი თავი მიაჩნია, როგორც სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს, რადგან მეფეს ჰყავს მხოლოდ ქალიშვილი. მეფეც, ფარსადანიც, არ თვლის თავის ქალიშვილს ტახტის მემკვიდრედ, რადგან ქალია და სიძეს, ანუ მამაკაცს, ტახტის ნამდვილ მფლობელს ეძებს გარეთ, უცხოეთში.

 

   ესეც იმდროინდელ საქართველოში არსებული წესის გამოძახილია – უცხოეთში იმიტომ, რომ ერთიანი საქართველოს დროს მეფეები არ უნდა დაქორწინებულიყვნენ ქვეშევრდომებზე და მათთვის უცხოელი სამეფო ან სამთავრო ოჯახის პრინცესები მოჰყავდათ რძლად. თამარისთვისაც ეს წესი გამოიყენეს და უცხო სამეფოს პრინცი მოჰგვარეს ქმრად. ამგვარად იქცევა ფარსადანიც. თუმცა, ფარსადანი არღვევს ლეგიტიმიზმის კანონს, რადგან ტახტი ეკუთვნის მოგვარე მამაკაცს – ტარიელს, ისევე, როგორც გიორგი მესამე აპირებდა დაერღვია ლეგიტიმიზმის კანონები და გაემეფებინა თავის ასული და არა ძმისწული, დემნა.

 

   სხვათა შორის, დემნას აჯანყება, ერთგვარად, „გამოსავლად“ იქცა გიორგი მესამისათვის. ამ აჯანყებით  მას გაუჩნდა საბაბი, მოტივი ნამდვილი მემკვიდრის მოცილებისათვის – აჯანყება, დანაშაული მისი, მეფის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეს საბაბი გიორგი მეფემ სწორედ ლეგიტიმური ქვეტექსტების მატარებელი სასჯელით აღასრულა, დემნას თვალები დათხარა, რათა ვერ ემეფა, და დაკოდა, რათა შთამომავლობა ვერ მოეცა, რადგან დემნას შთამომავლობა თამარზე და თამარის შთამომავლობაზე წინ იქნებოდა ტახტის მემკვიდრეობაში, ლეგიტიმიზმის წესების მიხედვით.

 

   რუსთველის დამოკიდებულებებზე სხვადასხვა საკითხებისადმი სხვაგან კიდევ ვისაუბრებთ.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq