საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

აღთქმა დავითიანთა (ბაგრატიონთა) გვარისადმი (ძველი და ახალი აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი) (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ მამალაძე

უფლის აღთქმა დავითიანთა (იესეან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა) გვარისადმი ანუ ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი 

  ძველი აღთქმის მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ მამრობითი ხაზით. მამრობითი ხაზით გრძელდებოდა გვარიც. ასეა ძველი აღთქმის რჩეულ ერში, ისრაელში: "იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია" და ა. შ. და ა. შ. (ძველ აღთქმაში უამრავი მაგალითია ამისა).

ახალი აღთქმის მიხედვითაც გვარი გადადის მამრობითი ხაზით.

  ამგვარადვე იყო ახალი აღთქმის რჩეულ ერში, საქართველოში, სადაც ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის რჩეული გვარი - დავითიანები (იესეან, დავითიან, სოლომონიან-ბაგრატიონები) გამოაგზავნა უფალმა: "იაკობ შვა იოსებ ქმარი მარიამისი და ძმაჲ კლეოპასი; კლეოპა შვა ნაომ; ნაომ შვა სალა;... ასერ შვა ისაკ; ისაკ შვა დან; დან შვა სოლომონ; სოლომონ შვა გუარამ (პირველი დავითიანი ერისმთავარი საქართველოში) და ექვსნი ძმანი მისნი".

 

  დავითიან-ბაგრატიონების შთამომავალთა ჩამონათვალში არსად, არც ძველი აღთქმა, არც სახარება და არც "ქართლის ცხოვრება" არ მოიხსენიებს ქალის ხაზით გვარის, მით უმეტეს დავითიანების, გაგრძელების, არც ერთ პრეცედენტს, არც ისრაელში და არც საქართველოში. არ არის ქალის სამეფო ტახტზე ასვლის პრეცედენტიც.


თამარ მეფისა და რუსუდან მეფის მაგალითები საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებს.


კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ თამარის მამამ, მეფე გიორგიმ დაასაჭურისა (მოკლა) საკუთარი ძმისწული, საქართველოს სამეფო სახლის ერთადერთი მამრობითი მემკვიდრე, დიმიტრი დავითის ძე და ტახტზე აიყვანა თავისი ასული.


  თამარის მეუღლე დავით სოსლანი იყო "ტომით", გვარით ბაგრატიონი და დავითიან-ბაგრატიონთა დინასტიის გვარი გაგრძელდა.


ვინმე შეიძლემა შეგვეკამათოს, რომ თამარის პირველი ქმარი არ იყო ბაგრატიონი და თუ მისგან გაგრძელდებოდა ქართული დინასტია, მაშინ ქალით გადავიდოდაო გვარი, ბაგრატიონი, ისევე, როგორც ხდება რუსეთში.


  მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში სამეფო გვარი არ გადადის ქალის ხაზით. ევროპაში თუ ტახტზე ადის ქალი, იქ დინასტიის გვარი იცვლება (იხ. ჩემი წერილი "სამეფო გვართა ცვლილებანი ევროპულ დინასტიებში ანუ ქართული დინასტიის განსხვავება ევროპულისგან"). რუსეთი საერთოდ განსხვავებული მოვლენაა ამ მხრივ და მადლობა ღმერთს, საქართველო რუსეთი არ არის.


საქმე ისაა, რომ თამარისთვის პირველი ქორწინება იყო ნაძალადევად თავსმოხვეული. ამ საქმის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ძველი და ახალი აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი. ვფიქრობ, უფლის ნება იყო, რომ არადავითიანი, არააღთქმისეული, არაგამორჩეული, არაკურთხეული გვარი ვერ დამკვი

დრდა საქართველოს ტახტზე.


დიახ, შემთხვევით არ მომხდარა, რომ გიორგი რუსი უშვილო იყო. სანამ გააგდებდნენ, მან ვერ შეძლო მემკვიდრის დატოვება. რომ ჰყოლოდა თამარ მეფესთან შვილი, მის შვილს არავინ გააგდებდა საქართველოდან.


  გიორგი რუსის პირველი შემოსევისა და ქართველი მოღალატეების მიერ მისი მეფედ გამოცხადების ამბავს რომ აღწერს "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" უცნობი ავტორი, შეძრწუნებული ამბობს: "ჰოჲ, ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?".


  რუსუდანის მაგალითიც არაფრის მთქმელია, ვინაიდან იგი დროებითი მეფე იყო. "ჟამთააღმწერელი" გადმოგვცემს ლაშა-გიორგის ანდერძს: "ვითარცა ცნა აღსასრული თვისი მეფემან ლაშა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსა თვისისათა, შევედრა დაჲ თვისი რუსუდან ცრემლითა მომდინარემან და თქვა:

  - უწყი უმანკოება და ერთგულება მეფეთა ნათესავისაგან თქვენ - მკვიდრთა საქართველოსათა. შეხედვებითა ღმრთისათა მიგითვალავ დასა ჩემსა რუსუდანს, რათა შემდგომად ჩემსა მეფე ჰყოთ, ვითარ არს ჩვეულება ნათესავისა თქვენისა. ერთგულებით მონებდით და სიმხნითა თქვენითა დაიცევით ტახტი მეფობისა მტერთაგან უვნებელად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, არა აკლია სიბრძნესა და სამეფოთა საქმისა ცნობასა. თქვენ, წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იცით და გახსოვს წყალობა და ნი

ჭი და პატივი სანატრელისა და კეთილად მოხსენებულისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა, დედისა ჩემისა. ეგრეთვე, თუ ღმერთსა უნდეს, დამანცა ჩემმან იცის პატივი თქვენი. აწ შეგვედრებ წინაშე ღმრთისა, რათა მეფე ჰყოთ იგი შემდგომად ჩემსა. ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვამცნებ წინაშე ღმრთისა და სასმენელად თქვენდა ყოველთა, რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით, ხოლო რაჟამს ეძლოს მეფობა და მხედრობა, რომელ დავით მეფე ყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ და მემკვიდრედ მეფობისა ჩემისა. დაღათუ ყრმა არს აწ, არამედ ინებოს თუ ღმერთმან აღზრდა მისი, ვგონებ, რომელ შემძლებელ იყოს პყრობად მეფობისა, რამეთუ კეთილითა ასაკითა არს და ჰაეროვან."


რუსუდანს უნდა აღეზარდა დავით ლაშას ძე და მისთვის დაეთმო ტახტი. რუსუდანმა კი ძმისშვილის მოკვლა და თავისი ვაჟის გამეფება გადაწყვიტა. უფალმა არ დაუშვა ნამდვილი ბაგრატიონების გადაშენება და არზრუმის სულთანთა (რუსუდანის ქმრის, მოღის ედდინის მამა იყო არზრუმის სულთანი) ჩამომავლების გვარის დამკვიდრება საქართველოს ტახტზე და გადაარჩინა დავით გიორგის ძე (მომავალი დავით ულუ), რომელიც ტყვედ იყო წლების მანძილზე, ხაროში ჩაგდებული.


საქართველოში ლაშას ძე მკვდარი ეგონათ და ამიტომ ყველა თანახმა იყო რუსუდანის ძე გამეფებულიყო. იგი მეფედ დასამტკიცებლად ურდოში გააგზავნეს, ყაენთან. რადგან მონღოლებთან შეთანხმებით მეფე მონღოლთა ყაენს უნდა დაემტკიცებინა.


როდესაც გაირკვა, რომ გიორგი-ლაშას
ძე ცოცხალი იყო, მყის გაეშურნენ დიდებულები რუმის (იკონიის) სასულთნოში მის გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად. მერე მონღოლთა ურდოში წაიყვანეს საქართველოს მეფედ დასამტკიცებლად.


ყაენის კარზე დავით რუსუდანის ძეს მხარს უჭერდნენ მისი თანააღზრდილები, გურკლელი მახუნჯაგის ძე, ქართლის ერისთავის გრიგოლ სურამელის ძე ბეგა, ამირეჯიბი ბეშქენ.


 დავით ლაშას ძის მხარეს იყვნენ სარგის თმოგველი, "კაცი ფილასოფოსი”, "ენა-დაუშრომელი", ვარამ გაგელის ძე აღბუღა, შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელი.


"ჟამთააღმწერელი” წერს: "თმოგველი სარგის ძლიერად წინააღუდგებოდა თვით ნარინ დავითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს თანააღზრდილნი მისნი, რამეთუ ეტყოდა:

- არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თვითმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან.

ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარმედ:


- დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი იყო, არამედ მეფევე იყო გვირგვინოსანი რუსუდან, ძმისა მისისა დატევებული, და მეფისავე ძე არის ნარინ დავით”.


მართალია, რუსუდანი დროებით იყო გამეფებული, დავით ლაშას ძის სრულწლოვანებამდე, მაგრამ მეფის შვილი ზოგს მეფური ღირსებისად მიაჩნდათ (აქ თანააღზრდილთა მერკანტილური ინტერესიც ჩანს). რუსუდანის ძის თანააღზრდილებმა მაინც შეძლეს და ნარინი "უმცროს" მეფედ დაამტკიცებინეს მონღოლებს.


ქართული ლ
ეგიტიმიზმის პრინციპები კარგად ჩანს სარგის თმოგველის სიტყვებში. თუმცა, რუსუდანის მეფობაც არგუმენტი იყო. ამასთან, მისი ძე ხომ პირველად მივიდა მონღოლებთან, როცა ლაშას ძე მკვდარი ეგონათ, ამიტომ მისი მთლად განაწყენებაც არ შეიძლებოდა, რუსუდანისთვის ფიცი ჰქონდათ მიცემული მონღოლებს.


მონღოლებმა მეფედ სცნეს ორივე დავითი, "უპირატესი პატივი და ზედაჯდომა ლაშას ძეს ეპყრა ლაშას ძეობისათვის, დაღაცათუ უხუცესობისათვის.” ლაშას ძეს ულუ (უფროსი), რუსუდანის ძეს (ნარინი) უწოდეს.

ჟამთააღმწერელი წერს, სხვა ჟამთააღმწერელმა დაწერა, ნარინისთვის არ მიუციათ მეფობა, ის გამოეპარა მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გამეფდაო, თუმცა, ამ თვალსაზრისს თავადვე არ შეიწყნარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დავით ნარინი შესანიშნავი ხელმწიფე და ადამიანი იყო.

სამწუხაროდ, დიდებული მეფე დავით ნარინის შთამომავლობის ხაზი სამი თაობის მერე შეწყდა. ესეც უფლის ნებაა, ალბათ.

ამის მერე არც საქართველოს ერთიანი სამეფოს, არც ქართლის, არც კახეთის, არც ქართლ-კახეთის, არც იმერეთის სამეფო ტახტზე ქალი არასოდეს არ ასულა. არც გვარი გადასულა ქალის (დედის, მით უმეტეს ბებიის) მხრიდან, მით უმეტეს ბაგრატიონებში.

მეტიც, მეფის ან ბატონიშვილის უკანონოდ შობილ ვაჟს შეეძლო ტახტზე ასვლა, თუნდაც ჰყოლოდა კანონიერად შობილი ნახევარდა. მაგალითად, იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-ს, რომელიც უკანონოდ შობილი იყ

ო, ჰყავდა კანონიერად შობილი ორი ნახევარდა, მაგრამ მაინც ის გაამეფეს.

  ქართული ლეგიტიმიზმი უფლის აღთქმისეულია, ხოლო ევროპული - არა. ევროპული კანონები ადამიანების დადგენილია. ევროპელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა გვარის მეფე ეყოლებათ, ვინაიდან მათი დინასტიები არ არის დავითიანთა გვარისა და არც მათი ქვეყნებია ახალი ისრაელი.

რსებობს ძველი აღთქმა ჭეშმარიტების შემმეცნებელი, მონოთეისტი, უფლის რჩეული ხალხისადმი, ისრაელისადმი. არსებობს ახალი აღთქმაც ჭეშმარიტების შემმეცნებლებისადმი, უფლის რჩეულებისადმი, ახალი ისრაელისადმი, ქრისტიანებისადმი (ქრისტიანთა შორის ქართველობა, ალბათ, სხვებზე არანაკლებ იმსახურებს ახალი ისრაელის წოდებას). 

  ასევე, თუ დავაკვირდებით, არსებობს აღთქმა დავითიანთა გვარისადმი: 

"დავდევ შეწევნაჲ ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. ვპოვე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას. რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი. არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა. და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე. და წყალობაჲ  ჩემი და ჭეშმარიტებაჲ  ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ  მისი; და დავდვა ზღუასა ზედა  ჴელი მის

ი და მდინარეთა ზედა მარჯვენე მისი. მან მხადოს მე: მამაჲ  ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა. და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროჲ ს მეფეთა ქუეყანისათა. უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ  ჩემი, და აღთქუმაჲ  ჩემი ერწმუნოს მას. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი. და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან. სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ. განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლოებანი მათნი; ხოლო წყალობაჲ  ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა. არცა შევაგინო აღთქუმაჲ  ჩემი და რაჲ -იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო. ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა"... (ფს. 88, 19-36)

თუ კარგად დავაკვირდებით, ოთხმოცდამერვე ფსალმუნი გვამცნობს (სხვაგანაც შეიმჩნევა), რომ უფალმა აღთქმა დაუდო დავითს, რომ მისი თესლი და საყდარი (ტახტი) უკუნითი უკუნისამდე იქნება. აქედან გამომდინარე, დავითის შთამომავლობა, მისი თესლი ანუ მისი ძეები (თესლი მამრობითი ხაზის მემკვიდრეობას ნიშნავს) იმეფებენ სამყაროს დასასრულამდე. თუ ისინი დაივიწყებენ უფლის სიტყვას, დაისჯებიან, მაგრამ უფალი არ დ

აივიწყებს თავის აღთქმას. სამართლიანობისა და უფლის გზით სიარულის შემთხვევაში ღმერთი წყალობას მოუვლენს მათ.

თუ აღთქმისეული, რჩეული ხალხისათვის, ისრაელისათვის (ძველი თუ ახალი) უფლის სამართლით ცხოვრებაა აუცილებელი, ასევე აღთქმისეული, რჩეული გვარისათვის (ძველი და ახალი ისრაელის მეფეთათვის) უფლისავე სამართალი, ლეგიტიმიზმია გარდაუვალი.

ვერავინ შეცვლის უფლის აღთქმისეულ, უფლის დადგენილ ლეგიტიმიზმს. ეს ვერ შეძლეს თამარ მეფის დიდებულებმა და გიორგი რუსმა.

ეს ვერც რუსუდან მეფემ შეძლო. როგორც ჩანს, თავად უფლის ნებაა ასეთი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-21
ღირსისა ექვთიმესი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1804); წმ. ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (815-820); წმ. მირონ საკვირველთმოქმედისა, კრეტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდესი; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq