საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები კონსტიტუციაში (განხილვის განმარტება - I)
გაიოზ მამალაძე
ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დღემდე საზოგადოებისათვის უცნობი საკითხია და ამიტომ ცოტა ვრცლად მომიწევს მისი განხილვა.
  ბაგრატიონები ითვლებოდნენ ძველი ღვთის რჩეული ხალხის, ისრაელის მეფეების, დავითისა და სოლომონის შთამომავლებად, ამას აღიარებდა ქართული ეკლესია, მთელი ქართული საზოგადოება. ეს ლეგენდა გავრცელებული იყო უცხოეთში და მრავალი უცხოელი მას ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. ამ ვითარებაზე იყო დაფუძნებული სამეფო ლეგიტიმიზმის კანონიც საქართველოში (იხ. ჩემი წიგნი "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007 წ. თბილისი).
  ძველი აღთქმის მიხედვით სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ მამრობითი ხაზით. მამრობითი ხაზით გრძელდებოდა გვარიც. ასეა ძველ ისრაელში: "იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ; სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია" და ა. შ. და ა. შ. (ძველ აღთქმაში უამრავი მაგალითია ამისა).
ახალი აღთქმის მიხედვითაც გვარი გადადის მხოლოდ მამრობითი ხაზით. 
  ასევე საქართველოში, ბაგრატიონების შთამომავალთა ჩამონათვალში არსად, არც ძველი აღთქმა, არც სახარება და არც "ქართლის ცხოვრება" არ მოიხსენიებს ქალის ხაზით გვარის, მით უმეტეს ბაგრატიონების, გაგრძელების არც ერთ პრეცედენტს, არც ისრაელში და არც საქართველოში. არ არის ქალის სამეფო ტახტზე ასვლის პრეცედენტიც.
თამარ მეფისა და რუსუდან მეფის მაგალითები საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებს. უნდა გავიხსენოთ, რომ თამარის მამამ, მეფე გიორგი III-მ დაასაჭურისა (მოკლა) საკუთარი ძმისწული, საქართველოს სამეფო სახლის ერთადერთი მამრობითი მემკვიდრე, დიმიტრი დავით V-ის ძე და ტახტზე აიყვანა თავისი ასული. ამ დროს სხვა მამრობითი მემკვიდრე სამეფო ოჯახს აღარ ჰყავდა.
ავხსნათ კარგად. 1177 წელს გიორგი III-ს აუჯანყდნენ. დიდებულების საკმაოდ დიდი ნაწილი განუდგა მას. სომხური წყაროები იუწყებიან, რომ გიორგის III-ეს ტახტზე ასვლისას, თავისი ძმის, დავით V-ის, ძე, დიმიტრი (დემნა) თავის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული და დიმიტრის სრულწლოვანების მიღწევისას მისთვის უნდა დაეთმო ტახტი (დროებითი მეფის, ევროპულად რეგენტის ფუნქცია). ლეგიტიმურად ტახტი დემნას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე გიორგის. მით უმეტეს, გიორგი III-ეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა, ორი კანონიერი, თამარი და რუსუდანი და ერთიც ქორწინების გარეშე შობილი (სახელი უცნობია). ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი მანამდე საქართველოში არ ყოფილა. 
  არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ სომხურ წყაროებს (ამჯერად). იმ დროის ქართული წყაროები, ძირითადად პანეგირიკულია, გაჟღენთილია თამარისა და მისი ოჯახის სიყვარულით (რა თქმა უნდა ობიექტური, რომელსაც ყველა ვიზიარებთ) და ამიტომ ყველაფერი მთლიანად გადმოცემული არ არის. ასე იყო "მონღოლთდროინდელ" მემატიანემდე.
როგორც ჩანს, გიორგი არ აპირებდა აღთქმის შესრულებას და დიმიტრის გამეფებას (თუ სომხური წყაროები სწორია). 
თუ აღთქმა არ ჰქონდა დადებული და სომხური წყაროები ტყუის, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, ტახტი მაინც დემნას ეკუთვნოდა, ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპით.
როგორც ჩანს, გიორგის უნდოდა დაემცირებინა დემნა და ცოლად შერთო ქვეშევრდომის, ორბელის (თანაც, იქნებ მამის, დავით V-ის მკვლელის) ასული. საქართველოს მეფეს კი ქვეშევრდომი არ უნდა მოეყვანა. ზოგს ჰგონია, რომ ქვეშევრდომის ცოლად მოყვანით დემნამ დაკარგა ტახტზე ასვლის უფლება, მაგრამ ეს ასე არა არის. სამეფო ოჯახს სხვა უფლისწული ვაჟი არ ჰყავდა. ასე რომ, დემნა გიორგი მეფის ასულებზე გაცილებით ლეგიტიმური მემკვიდრე იყო, თუნდაც ქვეშევრდომის ცოლად მოეყვანის შემდგომ. ქვეშევრდომზე დაქორწინების მიუღებლობა სამეფო კანონების კატეგორიული ნორმა არ ჩანს. ამას უფრო ტექნოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რათა ქვეშევრდომები (სიმამრი და ცოლისძმები, ცოლისდები, ცოლის ბიძაშვილები, მამიდაშვილები) არ გამორჩეულიყვნენ სხვა დიდებულებისაგან, არ დარღვეულიყო ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბალანსი და დედოფალი განსაკუთრებული ყოფილიყო. 
  ქვეშევრდომი იყო, მაგალითად, შირვან-შაჰი, რომელსაც დავით აღმაშენებელმა ქალიშვილი მიათხოვა. თავად გიორგი III-ს ქვეშევრდომის (ყმადნაფიცის), ოსი მეფის ასული ჰყავდა ცოლად. მონარქის ცოლს უნდა ჰქონოდა მეფური, მთავრული (თავადებზე, იმ დროისათვის დიდებულ აზნაურებზე აღმატებული) სისხლი. თუმცა, ვიმეორებ, ეს არ ჩანს კატეგორიულ მოთხოვნად, რომლის შეუსრულებლობა აკარგვინებს უფლისწულს ტახტის მემკვიდრეობას (ამის დამამტკიცებელია შემდეგში დავით ულუს, დემეტრე I-ის, და სხვების, ცხოვრებაც). მით უმეტეს, ორბელები ითვლებოდნენ "ჭინთა" მეფეების შთამომავლებად.
დიდებულებმა შეატყვეს, რომ გიორგი III არ აპირებდა დემნას გამეფებას, მისთვის ტახტის დათმობას. ქართველებისთვის კი ქალი მეფედ წარმოუდგენელი იყო. მათ მეომარი ვაჟკაცი უნდოდათ ხელმწიფედ. ლეგიტიმისტებს კი ბაგრატოვანთა გვარის გაგრძელება.
არ ჩანს მართალი, თითქოს ორბელების ამბიციის გამო დაიწყო ეს აჯანყება. მხოლოდ ორბელების ინტერესების გამო სხვა დიდებულები არ აჯანყდებოდნენ და თავს არ ჩაიგდებდნენ საფრთხეში. მით უმეტეს, აჯანყებას მიემხრო სამოხელეო არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი. აჯანყებას მეფის ხელისუფლების დასუსტება და არისტოკრატიის გაძლიერება არ ჰქონია მიზნად, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. ვაზირებს და ერისთავთ-ერისთავებს რაღა გაძლიერება სჭირდებოდათ ისეთი, რომ სასიკვდილო რისკზე წასულიყვნენ. 
როგორც ჩანს, არსებობდა ლეგიტიმიზმის მომხრეობის ძლიერი იდეოლოგია.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ გიორგი III-ს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ეკლესიასთან. მას, როგორც ჩანს, საგადასახადო შეუვალობა გაუუქმებია ეკლესიისათვის.
გიორგი მეფე, პირველ ეტაპზე, ძირითადად არაქართულ ძალებს დაეყრდნო (ყუბასარს და ყივჩაღებს, მხარგრძელებს და სომხებს). მერე დემნას მომხრეების ერთი ნაწილი შიშით მის მხარეზე გადავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აჯანყებულები გადამწყვეტ, აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე თითქმის არც გადასულან. ესეც არგუმენტია მათი ლეგიტიმისტური, და არა დესტრუქციული განწყობებისა. აჯანყება დამარცხდა. ძმისშვილი, სინანულის ნიშნად ყელზე საბელშებმული ეახლა ბიძას, მოქმედ მეფეს. 
  გიორგი III-ზე ამბობდნენ მრისხანე იყოო. მაგრამ დემნას დასჯა მხოლოდ მრისხანება არ ყოფილა. ყველაფერი კარგად იყო გათვლილი, ჯერ თვალები დასთხარეს, რომ ვეღარ ემეფა (ვისაც ტახტს ართმევენ, ასე ექცევიან). მერე დაკოდეს, რომ შთამომავლობა არ დაეტოვებინა. სასჯელის ამ მეორე ნაწილში კარგად სჩანს ქართული ლეგიტიმიზმის აუცილებელი ნორმა - ტახტზე მხოლოდ ვაჟი შეიძლება ავიდეს.
გიორგი III-მ კარგად იცოდა, თუ დემნას შეეძინებოდა შთამომავლობა, ისინი თამარზე გაცილებით ლეგიტიმურნი იქნებოდნენ. ამიტომ, შვილს შესაძლო კონკურენტები მოაცილა.
იმ დროს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტი მიატოვა და იერუსალიმში გადაიხვეწა ნიკოლოზ I გულაბერისძე (ალბათ, როგორ ეხვეწებოდა კათალიკოსი გიორგი III-ს, არ დაესაჯა ასე სასტიკად ძმიშვილი, ერთადერთი ნამდვილი მემკვიდრე სამეფო ტახტისა).
დიდებულებმა იძულებით დაითმინეს, ძალა აღმართს ხნავს. ეკლესია გამოვიდა მეფის წინააღმდეგ და მოითხოვა უსამართლო ბეგარისგან გათავისუფლება. ამბოხით დაშინებულ გიორგის გაახსენდა ღმერთი და ეკლესია გაათავისუფლა ბეგარისაგან. 
დავით სოსლანისა და თამარის დაქორწინებით ლეგიტიმიზმი აღდგა, სამეფო ოჯახის შვილი, თამარი გახდა მეფე, ხოლო გვარი ბაგრატიონი გაგრძელდა დავით სოსლანისაგან. 
  თამარის მეუღლე დავით სოსლანი იყო "ტომით", გვარით ბაგრატიონი (მამრობითი ხაზით შთამომავალი საქართველოს მეფე გიორგი I-ისა) და დავითიან-ბაგრატიონთა დინასტიის გვარი გაგრძელდა.
ვინმე შეიძლება შეგვეკამათოს, რომ თამარის პირველი ქმარი არ იყო ბაგრატიონი და თუ მისგან გაგრძელდებოდა ქართული დინასტია, მაშინ ქალით გადავიდოდაო გვარი, ბაგრატიონი, ისევე, როგორც ხდება რუსეთში.
  მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში სამეფო გვარი არ გადადის ქალის ხაზით. ევროპაში თუ ტახტზე ადის ქალი, იქ დინასტიის გვარი იცვლება (ამაზე ოდნავ ქვემოთ, გაგრძელებაში). რუსეთი საერთოდ განსხვავებული მოვლენაა ამ მხრივ და მადლობა ღმერთს, საქართველო რუსეთი არ არის. მაშასადამე, რეალურად გვარი შეიცვლებოდა.
  საქმე ისაა, რომ თამარისთვის პირველი ქორწინება იყო ნაძალადევად თავსმოხვეული. ამ საქმის ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ძველი და ახალი აღთქმის ლეგიტიმიზმის პრინციპი. გიორგი რუსი უშვილო იყო. სანამ გააგდებდნენ, მან ვერ შეძლო მემკვიდრის დატოვება. რომ ჰყოლოდა თამარ მეფესთან შვილი, მის შვილს არავინ გააგდებდა საქართველოდან.
  გიორგი რუსის პირველი შემოსევისა და ქართველი მოღალატეების მიერ მისი "მეფედ" გამოცხადების ამბავს რომ აღწერს "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" უცნობი ავტორი, შეძრწუნებული ამბობს: `ჰოჲ, ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?".
(გაგრძელება იქნება)

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818)
ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485)
29 (11.01) დეკემბერს აღინიშნება ღირსი მარკელეს, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარის (+485) ხსენების დღე.
gaq