საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

დამატებები > მსოფლიო მოვლენათა ქრონიკა

კიეველი ფეხბურთის ფანატები ქმნიან დედაქალაქის თავდაცვით ჯგუფებს!
georoyal.ge

უკრაინელმა ფეხბურთის ფანატიკოსებმა თავიანთ ინტერნეტ-გვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც 18 წელზე მეტი ხნის ფეხბურთის ყველა ფანატიკოსს და დედაქალაქის რიგით მცხოვრებთ მოუწოდეს, გამოვიდნენ ქუჩებში საკუთარი დედაქალაქის დასაცავად!

”გუშინ ღამით - წერია განცხადებაში - მოქმედი ხელისუფლების დაქირავებულმა ”ხელის ბიჭებმა” ქუჩებში გამოიყვანეს ერის გამყიდველი ”ტიტუშკები”, რომელთა მიზანიც იყო ”მოქალაქე იანუკოვიჩის”  რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანების ცემა, მათი მანქანების მსხვრევა და ქალაქისათვის ზიანის მიყენება. ის, რომ მილიცია იცავს საზოგადოებრივ დაწესებულებებს - ერთია. მაგრამ ის, რომ უკრაინის დედაქალაქში, დიად კიევში ღამით დაიარებიან დაქირავებულ ნაძირალათა ბანდები - ეს სულ სხვა რამ გახლავთ.”

ფეხბურთის ფანატები მოუწოდებენ თანამემამულეებს: შეკრიბონ თავდაცვითი ეკიპაჟები ავტომობილებში, მოახდინონ ურთიერთკოორდინაცია, იქონიონ თან თავდაცვითი საშუალებანი, მოუხმონ მეგობრებსა და ახლობლებს.

”აუხსენით, რომ ჩვენ გამოვდივართ არა იმისათვის, რათა მიგვიღონ ევროკავშირში, არა იულიასათვის, ვიტალისათვის, არსენისა და ოლეგისათვის, არა რუსეთისა და რუსების წინააღმდეგ! ჩვენ გამოვდივართ კიევისათვის, ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ღირსების დასაცავად! დამთავრდა ხუმრობა: კიევი დაიცავს საკუთარ სიცოცხლეს!” - ხაზგასმით არის ნათქვამი განცხადებაში.

კიევის ფეხბურთის ფანატთა მთავარი ულტრა დაჯგუფება ”WBC” – იძლევა დაპირებას, რომ ფანატთა ყველა ავტომობილი, რომელიც მიიღებს დაზიანებას ღამის მორიგეობის დროს, გარემონტდება დაჯგუფების საერთო ანგარიშიდან.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq