საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი - 3. დარბაზის როლი საგარეო საქმეების გადაწყვეტაში (წიგნიდან ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი


წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

ფეოდალურ საქართველოში საგარეო ურთიერთობის საქმეში განსაკუთრებული როლი ჰქონდა სახელმწიფო დარბაზს. ეს უმაღლესი სათათბირო ორგანო, რომელიც თავისი მნიშვნელობით ზოგჯერ (თუმცა იშვიათად) წარმომადგენლობითი მონარქიის შესაბამის მაღალავტორიტეტულ სეიმს წააგავდა, ფაქტიურად წარმართავდა განმსაზღვრელ დიპლომატიურ მიმართულებებს, ორიენტაციის პრობლემას, სწყვეტდა ომისა და ზავის საკითხებს. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვიხელმძღვანელოთ, შეიძლება დავასკვნათ: დარბაზი ახდენდა უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ შეთანხმება-გარიგებათა რატიფიკაციას. უკანასკნელ ხანებში გამოითქვა მოსაზრება, დარბაზის სამეფო კართან, დარბაზობის აუდიენციასთან გაიგივების შესახებ. (ნ. შოშიაშვილის ზეპირი თვალსაზრისი ამ საკითხის შესახებ დააფიქსირა ილ. ანთელავამ). ამჯერად საშუალება არა გვაქვს ვრცლად შევეხოთ ამ მცდარ შეხედულებას. აღვნიშნავთ მხოლოდ ილ. ანთელავას არასწორ საყრდენ არგუმენტს - ის ფაქტი, რომ არაიშვიათად დარბაზი სასახლეს აღნიშნავს, ხოლო დარბაზობა აუდიენციას, არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება ამ ტექნიკური ტერმინის მიღმა განსხვავებული პოლიტიკური ცნება დავინახოთ. ეს ყველაზე ნათლად ჩანს სწორედ საგარეო ურთიერთობის რომელიმე პრობლემის გადაწყვეტის ფორმიდან...

სამეფო დარბაზმა გადაწყვიტა ბაგრატ IV-ის გამგზავრება ბიზანტიაში, გიორგი II-ის თავმდაბალი ელჩობა სულტნის კარზე ისპაჰანში, თამარის I და II ქორწინების სანქცია დარბაზის მიერ იქნა გაცემული. ასეთივე განხილვის საგნად იქცა დარბაზზე: ურთიერთობის მოგვარება აღმოსავლურ-თურქულ გაერთიანებასთან (აბუბაქრი), დასავლურ-თურქულ გაერთიანებასთან (რუკნადინი), არდებილთან, ირან-ხორეზმთან (იგულისხმება ქართველთა ლაშქრობა ირანში და მისი განხილვა სამეფო დარბაზზე). აღსანიშნავია, რომ ,,დარბაზი“ და ,,დარბაზობა“ ანალოგიური შინაარსით იხსენიება ,,ვეფხისტყაოსანში“.

მაშასადამე, ,,სახელმწიფო დარბაზი“ საგარეო ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის საბოლოო და უმაღლესი ინსტანცია იყო. აღსანიშნავია, რომ ცოტა უფრო განსხვავებული სახით ,,დარბაზმა“ ეს ფუნქცია ერთიანობის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნა (ყველაზე გამოკვეთილად ქართლის სამეფოში). ამის მაგალითია 1490 წლის ქართლის სამეფო დარბაზის ცნობილი გადაწყვეტილება, რომელმაც იურიდიულად სცნო საქართველოს დაშლა და ურჩია მეფე კონსტანტინეს შეეწყვიტა ბრძოლა ერთიანობის აღდგენისათვის და დალოდებოდა ხელსაყრელ, ,,მარჯვე ჟამს“.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-18
მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა (დაახ. 362); მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა და პამბონესი (305-311); ღირსისა თეოდორე საკვირველთმოქმედისა (დაახ. VI); ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა დოროთესი, აბბა სერიდის სავანის მკვიდრისა (დაახლ 620).
უებრო დამრიგებელი სულიერ ღვაწლზე შემდგართათვის (ღირსი აბბა დოროთე სურიდის სავანიდან)
ღირსი აბბა დოროთე (VI) სურიდის სავანიდან, ვისი ხსენების დღეც არის 18 ივნისი, წმიდა იოანეს (ხს. 6 თებერვალს) მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში. სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა - იგონებდა შემდგომ - წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსაგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა.
მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი
წმიდა მღვდელმოწამე დოროთე ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მთ. 10,23), მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. კონსტანტინე დიდის (306-307, ხს. 21 მაისს) მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს.
gaq