საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დავით აღმაშენებელის მიერ დარუბანდის სტრატეგიული გადმოსასვლელის დაკავება
გაიოზ მამალაძე

ქალაქი დარუბანდი (დერბენტი), ახლანდელი დაღესტნის სიდიდით მეორე ქალაქი, განსაკუთრებით აინტერესებდა დავით აღმაშნებელს. კავკასიის ქედზე, ჩრდილოეთიდან  სამხრეთისკენ სამი გადმოსასვლელი იყო ძველ დროს, სამი ბუნებრივი გზა. ერთი აფხაზეთის სანაპიროზე გადიოდა, მეორე დარიალის ხეობაში, დვალეთში, და მესამე ქალაქ დარუბანდზე.

ციხე-ქალაქი დარუბანდი დარუბანდის (კასპიის) ზღვასა და კავკასიის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოების შორის ვიწრობშია გაშენებული. მთაგრეხილსა და ზღვას შორის მხოლოდ სამი კილომეტრია ვაკე. დარუბანდი სპარსულ ენაზე ნიშნავს დახშულ კარს (აქვე გავხსენოთ: ამბობენ, რომ სახელწოდება დარიალი სპარსული დარი-ალანიდან არის ნაწარმოები და ალანთა კარს ნიშნავსო, თუმცა არის სხვა ვარაუდიც, ცნობილი მკვლევარი ბეჟან აბაშიძე ამ სახელწოდებას ძველქართულ პანთეონს უკავშირდებდა. დარიალს უფრო ადრე არაგვთა კარს უწოდებდნენ). სხვა ხალხების ენებზეც ქალაქ დარუბანდის სახელწოდებები კართან, ზღვის კართანაა დაკავშირებული. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დარუბანდს და დარიალს, ასევე აფხაზეთის გზას ჩრდილოეთისკენ.  

სტრატეგიული თვალსაზრისით, ასეთი გზების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რათა მარბიელი ტომების შემოსევებისგან დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა. გარდა ამისა, ამ გადასასვლელებს სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, ძველ დროში საქარავნე გზები დიდ შემოსავალს იძლე

ოდა.

ასეთი ვიწრობების გაკონტროლება ძალიან ადვილია, თუ ტერიტორიას ფლობ და ციხესიმაგრეები გაქვს დაკავებული. თითქმის, ყოველთვის, აფხაზეთისა და დარიალის ხეობის გადმოსასვლელები ქართველების ხელში იყო, მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფოებრიობა არსებობდა დასავლეთში და აღმოსავლეთში. დავით აღმაშენებელს აფხაზეთში, ნიკოფსიაში, და დვალეთში, დარიალის ხეობაში, ციხესიმაგრეები ჰქონდა და გარნიზონები ჰყავდა ჩაყენებული. ქართული სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ვერავინ გადმოვიდოდა ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში აფხაზეთიდან და დვალეთიდან.

დარუბანდის გადმოსასვლელს დიდი ხანი უმიზნებდა დავით მეფე. ამ მიზნით ჯერ შირვანი დაიკავა, საქართველოს მეზობელი აღმოსავლეთით, და დარუბანდის სამთავროს მეზობელი სამხრეთიდან. შირვან შაჰს თავისი ასული, თამარი მიათხოვა ცოლად. მერე ტერიტორია საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა.

ამგვარად, პონტოს ანუ შავი ზღვიდან დარუბანდის ანუ კასპიის ზღვამდე გადაჭიმული ტერიტორია ქართული სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა.

დადგა დარუბანდის ჯერი, რათა ვიწრობი (კარი) ქართულ სახელმწიფოს დამორჩლებოდა.

1124 წლის აპრილის თვეში დავით მეფემ გაილაშქრა დარუბანდის სამთავროზე და თავს დაესხა შაბურანის (შაბრანის) ციხეს. გაანადგურეს ვინც წინ აღუდგათ, ქურდნი, ლეკნი და დარუბანდის ყივჩაღები. შაბურანი დარუბანდის სამხრეთითაა და კავკასიის ქედის ერთ-ერთი განშტოები

ს დასასრულზე მდებარეობს, ზღვასთან. ამგვარად დაიკავა დარუბანდისკენ მიმავალი გზა და აიღო მისი მიმდგომი ტერიტორიები. შაბურანი, ალბათ, დარუბანდელ მთავარს ემორჩილებოდა.

შემდეგ, როგორც ჩანს, თვით დარუბანდიც აუღია ჩვენს სათაყვანებელ მეფეს.

დავით აღმაშენებელი ნიჭიერი სარდალი იყო. დარუბანდის ციხე-ქალაქის ხელში ჩასაგდებად მას სამხედრო ხერხი მოუფიქრებია და სპეცოპერაცია ჩაუტარებია, ვინაიდან დარუბანდის პირდაპირი იერიშით აღება დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა შემტევებსა და ქალაქის დამცველებს შორისაც, რადგან ციხე-ქალაქი კარგად იყო გამაგრებული. ერთ-ერთი გადმოცემა გვამცნობს, რომ დავით აღმაშენებელმა დაამზადებინა ორი ათასი კიდობანი. ეს კიდობნები აჰკიდეს ათას ცხენს, თითოს ორი ცალი. კიდობნებში ჩაიმალნენ დავითის მეომრები. თითო ცხენს მიუჩინეს თითო მეომარი, ვაჭრულად გადაცმული. შენიღბული ქარავანი გაემგზავრა დარუბანდისკენ. ქალაქში სიხარულით შეუშვეს „ვაჭრები“, რადგან ყოველი ქარავნის შესვლა დარუბანდელისთვის შემოსავალს ნიშნავდა, გადასახადის სახით, ხოლო მოქალაქეებისათვის კი ახალი სავაჭროს ნივთების შეძენისა და საკუთარის გაყიდვის შესაძლებლობას.

ამგვარად 3 000 სპეციალურად გაწვრთნილი მეომარი ქართველი ქალაქ დარუბანდში აღმოჩნდა. ღამით მათ მახვილები იშიშვლეს, განახვნეს დარუბანდის ჭიშკარი და დავით მეფე და მისი ჯარი შეუშვეს ქალაქში. მინიმალური მსხვერპლით აიღო ქალაქი  ქ

ართველთა მეფემ.

დარუბანდელი ტყვედ აიყვანეს. ლეგენდის მიხედვით, დავით მეფემ ჩამოახსნევინა დარუბანდის კარი და საქართველოში წამოიღო, მერე კი გელათს შესწირაო.

სავსებით შესაძლებელია ეს მართალი იყოს, რადგან სხვა გადმოცემებითაც დასტურდება დარუბანდის კარის მოხსნა და წამოღება. ესეთი პრეცედენტები არსებობდა და შემდეგშიც მომხდარა, დავით აღმაშენებლის ვაჟმა განძა აიღო, ჭიშკარი ჩამოხსნა და გელათს შესწირა მანაც. დღესაცაა განძის კარის ერთი ნაწილი შემორჩენილი გელათში. შესაძლოა იქვე იყო დარუბანდის კარიც.

გადმოცემა, დავით აღმაშენებლის მიერ დარუბანდის კარის წამოღების შესახებ, თუნდაც მართალი არ იყოს, მაინც სიმბოლურად აღნიშნავს, რომ გელათის აღმშენებლის ხელში გადავიდა დარუბანდის კარები, დარუბანდის სტრატეგიული ქალაქი. ანუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (და სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ) დარუბანდის გადასასვლელს ამიერიდან საქართველოს ხელმწიფე აკონტროლებდა, და კავკასიის ყველა გადასასვლელი მის ხელში იყო. მხოლოდ დავით მეფის ბრძანებით შეიძლებოდა ჩრდილოეთ კავკასიიდან დარუბანდის გზით გადმოსვლა სამხრეთში და პირიქით, სამხრეთიდან, შირვანისა და დარუბანდის გზით ჩრდილოეთში გადასვლა. გარდა ამისა, დარუბანდის საქარავნო გზის შემოსავლებიდან თავისი წილი საქართველოს ხაზინაშიც შემოვიდოდა.

ლეგენდის მიხედვით, დარუბანდის მთავარი მეფეს დაუტყვევებია, თუმცა მისი დასჯა არ უცდია. გახარ

ებულ დარუბანდელს უთხოვია მეფისთვის, რადგან არ მომკალი და სიკეთე მიყავი, ბარემ ერთი თხოვნაც შემისრულე: მომეცი ერთი ხარის ტყავის ტოლი მიწაო. მეფე დათანხმებულა. მოატანინა თურმე ლეკთა მთავარმა ხარის ტყავი, დაჭრა წვრილ-წვრილ თასმებად, გადააბა და ასე შემოსაზღვრა საკმაოდ დიდი ტერიტორია, თურმე, მთელი დარუბანდ-ქალაქი.

ქართველთა მეფეს სიტყვა არ გაუტეხავს, და დარუბანდი ისევ მისთვის ჩაუბარებია.

ამ ლეგენდაში კარგად იკვეთება სუზერენისა და ვასალის, პატრონისა და ყმის დამოკიდებულება, ანუ როგორც ჩანს, დარუბანდის მთავარმა სთხოვა დავით მეფეს, მიმიღე ვასალად, ყმად და დამიტოვე დარუბანდის მთავრობაო, რაც იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დარუბანდის მთავარი დავით აღმაშენებელმა ითაყვანა ყმად, ვასალად. ეს, როგორც ჩანს, იყო ერთგვარი ინვესტიტურა, სენიორის (ბატონის) მიერ ვასალისთვის (ყმისთვის) მიწის, ამ შემთხვევაში დარუბანდის სამთავროს გადაცემა. ასეთი ინვესტიტურის სიმბოლო შეიძლება იყო ხარის ტყავი. ე. ი. დავით აღმაშენებელს ახალმა ყმამ მიართვა ხარის ტყავი ნიშნად ყმობისა, ხოლო დავით აღმაშენებელმა ითაყვანა ახალი ყმა და სამართავად დაუთმო უკვე თავისი ახალი საკუთრება, მის მიერ დაპყრობილი დარუბანდი. შესაძლოა, ხარის ტყავზე ფორმდებოდა პატრონ-ყმობის ხელშეკრულება. ხარის ტყავი გადასახადის ერთ-ერთი ფორმა იყო, როგორც ვხედავთ ანისის მრევლსა და ხუცებს შორის კონფლიქტში, დაახლოებით საუკუნის მე

რე.

იმ დღიდან, დავით აღმაშენებლის სამეფო კარზე, ნაჭარმაგევში იქნებოდა თუ ტფილისში, დიდი დარბაზობის დროს, დარუბანდის მთავარი იჯდა დავით აღმაშენებლის თორმეტ ყმა-ვასალ მეფე-მთავართა შორის - „ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს“. "ხელმწიფის კარის გარიგების” თავში "ხელქვეშეთ მეფე-მთავართა დაჯდომის წესი”, წერია, რომ სხვა ვასალ მეფეთა შორის დავით აღმაშენებელს ემორჩილებოდნენ „შარვან შაჰენნი“, ერთი მათგანი იყო შარვანის შაჰი,  მეორე კი დარუბანდის მთავარი.

„ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღვადმდე“, ე. ი. ნიკოფსიის სასაზღვრო პუნქტიდან, - რომელიც აკონტროლებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს აზოვის ზღვამდე, - დარუბანდის სასაზღვრო პუნქტამდე, - რომელიც აკონტროლებდა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს კავკასიონისპირა მხარეს - გადაიჭიმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მთელი კავკასიონის ქედი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე საქართველოს ჩრდილო საზღვარად იქცა.

 

 



 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq