საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დავით აღმაშენებელთან იერუსალიმის მეფის სტუმრობის მიზეზები
გაიოზ მამალაძე

  1098 წელს ჯვაროსნებმა აიღეს ანტიოქია, 1099 წელს იერუსალიმი. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე დაარსდა იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლისა და ედესის საგრაფოები.

მაგრამ, იერუსალიმის აღებაზე არანალებ ძნელი მისი შენარჩუნება იყო. მალე მაჰმადიანურმა კოალიციამ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა ქრისტიანების გასადევნად და შურის საძიებლად.

  ამ დროს საქართველოში მეფობდა დავით IV, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. არცთუ დიდი ხნის წინ, დავით მეფის პაპისა და მამის, ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის მეფობის დროს საქართველომ გადაიტანა „დიდი თურქობა“.

  დავით მეფე საქართველოს ათავისუფლებდა, აერთიანებდა, აძლიერებდა. ჯვაროსანთა სასარგებლოდ და სასიხარულოდ თურქთა დიდი ძალა დაკავებული იყო კავკასიაში დავით IV-სთან ბრძოლით. ეს ძალიან აწყობდათ ჯვაროსნებს და ბიზანტიას.

  ზოგიერთი მკვლევარის აზრით ჯვაროსნული ომი წამოწყებული იყო იმიტომ, რომ ფრანკთა ძველი მეფეების, მეროვინგების შთამომავლებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, უნდოდათ დაებრუნებინათ თავისი ძალაუფლება, ჯერ აღმოსავლეთში და მერე დასავლეთშიც.

  751 წელს მეროვინგები დაამხეს კაროლინგებმა. თუმცა მათი ნათესავების შთამომავლები დიდგვაროვანთა ტიტულებს ატარებდნენ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მეროვინგები ტროას მეფეთა ჩამომავლები იყვნენ, ან ებრ

ბალდუინ მეორის მეფედ კურთხევა
აელთა მეფეებისა და დიდგვაროვანთა შთამომავლები და სხვა. ისინი მეფობის პერიოდში ატარებდნენ გრძელ თმას და თითქოს თმის სიგრძეში მათი ძალაუფლების წყარო იყო.

  შეუძლებელია დავიჯეროთ შეთქმულების ასეთი თეორიები.

  ამ თეორიის ავტორები უფრო მეტს ამბობენ. თითქოს იერუსალიმის ტაძრის ქვეშ დამარხული იყო აურაცხელი ქონება და ეს მეროვინგებმა იცოდნენ. ყვებიან ასეთ ამბავსაც: ამ პერიოდში დაარსდა ტაძრელთა, ტამპლიერების ორდენი. თავიდან ტაძრელთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო, სულ ცხრა ბერი. ბერებმა ბინა დაიდეს იერუსალიმის ძველ ტაძარში, მას შემდეგ რაც ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. მათ თითქოს მფარველობდნენ გრაფი  შამპანელი, გოტფრიდ ბულიონელი (იგივე გოდფრუა ბუიონელი, ჩვენთან ზოგჯერ წერენ: გოტფრიდ ბულონელის)  – იერუსალიმის პირველი ჯვაროსანი მეფე და მეროვინგთა სხვა შთამომავლები.

  ტაძრელმა ბერებმა შეიძინეს უამრავი ვირი. რამდენიმე წლის მანძილზე ისინი თითქმის არ გამოსულან ტაძრიდან. შემდეგ ტამპლიერების ორდენის წევრთა რიცხვი გაიზარდა, ხოლო მათი ქონება უზარმაზარი გახდა. ამის გამო ზოგიერთი მკვლევარი, შეთქმულების თეორიის მომხრე, თვლის რომ მეროვინგებმა იცოდნენ განძის ადგილმდებარეობა, დაიბრუნეს განძი და დაიბრუნეს იერუსალიმის ტახტი. მერე კი ევროპის ტახტებიც უნდა ჩაეგდოთ ხელში.

  კარგა ხნის მანძილზე ტაძრელთა ორდენი უმდიდრესი და უძლიერესი გაერთიანება

ბალდუინ მეფის დატყვევება მაჰმადიანთა მიერ
იყო იმდროინდელ სამყაროში. მათ აზიიდან მოყოლებული ევროპის ჩათვლით ჰქონდათ ბანკების მსგავსი დაწესებულებები, საბაჟოები, საფოსტო მომსახურება, მონასტრები, ტერიტორიები და სხვა. მერე ტაძრელთა გავლენის ზრდას წინ აღუდგნენ საფრანგეთის მეფე და რომის პაპი, თუმცა ეს სხვა ისტორიაა...

  რეალურად რომ მივუდგეთ, უნდა ითქვას, რომ ყველა ქრისტიანის, მათ შორის ჯვაროსნების ინტერესი იყო, მოკავშირეები ჰყოლოდათ.

   ამ დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა საქართველო. დავით აღმაშენებელმა 1099 წელს თურქებს ხარკი შეუწყვიტა. 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და მერე ერწუხში მცირერიცხოვანი შენაერთით დაამარცხა 100 000 თურქთა არმია. ეს იყო ყველაზე სახელგასმენილი ბრძოლა მთელს სამყაროში, მაშინ. 1110 წელს დავით მეფემ შემოიერთა სამშვილდე, 1115 წელს რუსთავი გაათავისუფლა. 1117 წელს გიში შემოიერთა. 1118 წელს საქართველოს დაუბრუნა უძველესი ქართული მხარე ლორე.

  1118 წელს იერუსალიმის მეფე გახდა გოტფრიდ ბულიონელისა და ბალდუინ I–ის ნათესავი – ბალდუინ II (დე ბურგი). მანამდე, 1100–1118 წლებში, ის ედესის გრაფი იყო. ბალდუინ პირველის გარდაცვალების მერე იერუსალიმის მეფედ აირჩიეს. მისი კორონაცია გაიმართა 14 აპრილს, აღდგომას, ბეთლემში, რადგან იერუსალიმი ქრისტეს სამეფო ქალაქად ითვლებოდა და იერუსალიმის მეფეები ამიტომ ბეთლემში ეკურთხებოდნენ. იმავე წელს თურქ–სელჩუკებმა შეუტიეს იერუსალიმი

ბალდუინ მეორის გარდაცვალება
ს სამეფოს. მეფემ მოახერხა მათი უკუგდება. ამ პერიოდში თურქებმა ნიჭიერი სარდლის, ამირა ნეჯმ-ად-დინ ილღაზის მეთაურობით დაამარცხეს ანტიოქიის მთავარი როჯერი, რომელიც არ დაელოდა იერუსალიმის მეფის დახმარებას და ისე ჩაება ბრძოლაში. მთავარი როჯერი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრ რაინდთან ერთად.

ბალდუინ მეფემ ტრიპოლის გრაფთან ერთად მოახერხა თურქების შეჩერება. თუმცა, კარგად იცოდა, რომ ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა. ბიზანტია ეჭვის თვალით უყურებდა ჯვაროსნების მიერ დაარსებულ სახელმწიფოებს და ცდილობდა ისინი ვასალიტეტში ჰყოლოდა. საქართველოს სამეფო ამ დროს გააფთრებული იბრძოდა თავისუფლებისათვის, თურქთა წინააღმდეგ.

1113 წელს იერუსალიმში შეიქმნა ჰოსპიტალიერების, ხოლო 1118 წელს ტაძრელების (ტამპლიერების) ორდენი, თუმცა საფუძველი ამ უკანასკნელს შესაძლოა უფრო ადრე ჩაეყარა. იმ დროს იერუსალიმში ბევრი ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა. იერუსალიმში მოღვაწე ქართველ ბერებს ნაცნობობა ჰქონდათ ამ ორდენების წარმომადგენლებთან.

  გამეფების წელსვე ბოლდუინ II საქართველოში ჩამოვიდა, „ესე ბალდვიონ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“ – წერს იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი).

  ლოგიკით ბალდუინის სტუმრობა საქართველოში გამოწვეული იყო მოკავშირის ძებნით. მაგრამ, საქართელო მთელ ჯარს იერუსალიმის მეფეს ვერ მიახმარდა. მტერი აქვე იყო. თანაც, დასაბრუნებელი იყო ტ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ფილისი, საქართველოს დედაქალაქი. საქართველოს ბრძოლა ისედაც მოკავშირეობა იყო იერუსალიმის სამეფოსი.

  ალბათ, ბოლდუინის ვიზიტს სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდა.  

  ვფიქრობ, ბოლდუინს შეეძლო წერილობით ეთხოვა დავით მეფისათვის დახმარება, ელჩი გამოეგზავნა. ის კი თავად ჩამოვიდა. ვფიქრობ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ვითარება იყო ის, რომ  წმიდა დავით აღმაშენებელი, მისი ისტორიკოსის თქმით, გახლდათ 78-ე შთამომავალი წმიდა დავით მეფსალმუნე მეფისა. გადმოცემა ბაგრატიონთა დავითიანობის შესახებ ცნობილი იყო იმდროინდელ სამყაროში. მას მერე, რაც ისრაელი ორად გაიყო, იქ სხვა დინასტიებიც გამეფდნენ. შესაძლოა, ამ რომელიმე დინასტიის მეფეების შთამომავლად თვლიდა თავს ბალდუინი. შესაძლოა, ბალდუინი ჩამოვიდა საქართველოში იესეან, დავითიან, სოლომონიანი მეფის სანახავად...

  ყოველ შემთხვევაში, ძველ პოლიტიკურ დიპლომატიაში ცნობილია, რომ უფრო ძლიერთან მიდიან ხოლმე, სუზერენი ზის ტახტზე, უფრო სუსტი ესტუმრება.

  ჯერ კიდევ დავით III კურაპალატი თავის მონეტაზე გამოსახავდა იერუსალიმურ ჯვარს, რაც იერუსალიმის მეფობაზე პრეტენზიას უნდა ნიშნავდეს. მის მიერ X საუკუნეში აშენებულ ოშკის შესანიშნავ ტაძარზეც არის ამგვარი სიმბოლო (ჯვარი ოთხ საფეხურზე). მანამდე ასე იქცეოდნენ ბიზანტიის იმპერატორები, რომლებიც ფლობდნენ იერუსალიმს.

 საქართველო მუდამ უმჭიდროეს

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ად იყო დაკავშირებული იერუსალემთან. ქართველთა მეფე-მთავრებმა მრავალი წმინდა სავანე ააგეს წმინდა მიწაზე.

 დავით IV გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღვთისმოსაობით და ამიტომ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. დავით აღმაშენებლის შესახებ იმდროინდელ სამყაროში ლეგენდები ვრცელდებოდა. ის გაიგივებული იყო მეფე-მღვდელმთავარ იოანესთან. დავით მეფე იყო მცველი უფლის კვართისა, მან იერუსალიმში გააგზავნა ძელი ცხოველის ჯვარი (ნაწილი იმ ჯვრიდან, რომელზეც ეწამა მაცხოვარი).

და ბოლოს, ბალდუინს სურდა თავისი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა და ენახა მესიის მახვილად წოდებული ხელმწიფე...

  1121 წელს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა უზარმაზარი ისლამური კოალიცია, რომელსაც ჯვაროსნების რისხვა - ილ-ღაზი მეთაურობდა. თვითონ ილღაზი თავში დაჭრილი ძლივს გაიქცა ბრძოლის ველიდან.

  დიდგორის ბრძოლაში, სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის თქმით, 560 000 მაჰმადიანი დაუპირისპირდა ქართულ ჯარს. ანტიოქიის კანცელერის – გოტიეს ცნობით კი 600 000.

  საქართველოს ჯარი 56 000 ჯარისკაცს თუ ითვლიდა - 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი, მათე ურჰაელის ცნობით 100 ფრანგი (ევროპელი, ჯვაროსანი), გოტიეს თქმით კი 200 ფრანგი. ცნობები მაჰმადიანთა ასეთი მრავალრიცხოვნობის შესახებ შესაძლოა გადაჭარბებულია, მაგრამ, ნათლად გამოხატავს მეზობელი ქრისტიანების დამოკიდებულებ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ას საქართველოსადმი – ისინი თვლიდნენ, მცირერიცხოვან ქართულ ჯარს შეუძლია ნახევარმილიონიანი არმიის დამარცხება

    მოკლედ, ბოლდუინი ტყუილად არ ჩამოსულა საქართველოში. დიდგორის ბრძოლით, რომელსაც „ძლევა საკჳრველი“ უწოდეს, მართლაც გადარჩა იერუსალიმის სამეფო კარგა ხნით, რადგან დიდგორში განადგურდა მაჰმადიანთა დიდი კოალიცია. ეს იყო უდიდესი დარტყმა მათთვის, როს გამოც წელში დიდხანს ვეღარ გასწორდნენ.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq