საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

განსხვავება დავით აღმაშენებელს, გიორგი მესამესა და თამარ მეფეს შორის
გაიოზ (გია) მამალაძე

მატიანეები, ანდერძები, მეფეთა ნაწარმოებები ბევრს გვეუბნება ცალკეულ ხელმწიფეთა პოლიტიკური კონცეფციების, ცხოვრებისეული მიზნისა და რწმენის შესახებ.

დავით აღმაშნებელმა მთელი თავისი ენერგია, მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს გათავისუფლებას, გაერთიანებასა და გაძლიერებას - ქართველი ხალხის ბედნიერებას. დაუღალავად იბრძოდა, იღვწოდა, არ ისვენებდა ნორმალურად, არ ილხენდა სხვათა მსგავსად, არამედ ემსახურებოდა თავის ერს. თუ ნადირობდა, ნანადირევსაც ჰყიდდა და მოგებულ ფულს ღატაკებს ურიგებდა. მუდამ მუშაობდა საკუთარ თავზე, მეტი ცოდნის შეძენას ცდილობდა, სარწმუნოებისა და მეცნიერების საკითხებში ჩაღრმავებისკენ ისწრაფვოდა, სხვათა სარწმუნოებებებს სწავლობდა, ფილოსოფოსებთან საუბრობდა...

სამხედრო და სახელმწიფო საქმეებში წინააღმდეგობას არ ითმენდა. იცოდა, დაუნდობელ სამყაროში, შუა საუკუნეების სისასტიკეში, ველური მომხვდურებისა და მეზობლების გარემოცვაში, მხოლოდ მკაცრი, აწყობილი სახელმწიფო შეძლებდა მოეხერხებინა ქართველი ერის არსებობის შენარჩუნება.

ქრისტიანებისთვის ცხოვრების მთავარ მიზნად ითვლება სულის ცხონება. სულის საცხონებლად, ყველაზე კარგ გზად მიჩნეულია დატევება ამქვეყნიური ამაოებისა და შემონაზვნება. დავით აღმაშენებელი ვერ დაუტევებდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ვერ შემონაზვნებოდა, ვერ ჩათვლიდა ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს ამაოებად. მას მოვალეობები ჰქონდა მეფისა - ებარა ქრისტიანები, ებარა ერი. ამ გზაზე, ბევრ რამ, რაც მან ჩაიდინა, შესაძლოა, ქრისტიანული თვალსაზრისით, ცოდვაც ყოფილიყო.

ყოველი ხელისუფლება ითვლებოდა უფლის დადგენილად, ან დაშვებულად მაინც. დავით აღმაშენებელი წავიდა „ცოდვებზე“. ჩამოართვა მეფობა კახეთ-ჰერეთის მეფეს და „თავის“ სამეფოს შეუერთა. „ტფილელ ბერებს“ წაართვა ხელისუფლება, სასტიკი მეთოდით დაიმორჩილა ტფილისი და კვლავ საქართველოს შემოუერთა. თითქოს ცოდვაა, მომხვეჭველობაა, მაგრამ, ერთიანი ქვეყანა სხვანაირად არ აშენდებოდა. შირვანის საშაჰოს არ აპატია ოდნავ „გვერდით გახედვა“, პრო-თურქული ორიენტაცია და მიუხედავად იმისა, რომ შირვანის შაჰის ოჯახში მისი ქალიშვილი იყო გათხოვილი, შირვანში ილაშქრა და საქართველოს შემოუერთა პირდაპირ. დაიპყრო დარუბანდიც, რადგან კავკასიის ყველა გადასასვლელი თუ ხელში არ ექნებოდა, საფრთხე დაემუქრებოდა ჩვენს სამშობლოს.

ანისის სომხური სამეფოს ყოფილი ტერიტორია დაიკავა და სომხური მმართველობა კი არ აღადგინა, არამედ პირდაპირ საქართველოს შემოუერთა. მართალია, ამ მიწის საქართველოსთვის შეერთება თვითონ სომეხთა დიდებულებმა სთხოვეს, რადგან ესმოდათ, სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენა შეუძლებელი იყო, მხოლოდ  ქართულ სახელმწიფოში შეძლებდნენ თავისი ეროვნული ინტერესების დაცვას მაჰმადიანი აგრესორებისგან, მაგრამ, მაინც ექსპანსიონიზმია.

ექსპანსიონიზმი ყოველი დიდი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, თუ რომელიმე ერს ძველ საუკუნეებში ექსპანსია არ უწარმოებია, მას დღეს დიდი და ძლიერი სახელმწიფო არ აქვს. თუმცა, გადამეტებულმა ექსპანსიამაც ბევრი დაღუპა. სხვა საკითხია, რომ თანამედროვე სამყაროში ექსპანსიონიზმი  აღარ შეიძლება.

დავით აღმაშენებლის პოლიტიკა ექსპანსიონისტური იყო...

ცხოვრების მიწურულს, ალბათ, გრძნობდა დიდი ხელმწიფე აღსასრულის მიახლოებას და დაწერა „გალობანი სინანულისანი“. ჩვენი ხელმწიფე აღიარებს რომ უამრავი ცოდვა აწევს და ითხოვს შეწევნასა და პატიებას უფლისგან. ამჯერად შევჩერდეთ ექსპანსიონიზმის თემაზე, დავით აღმაშენებელი წერს:


„სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად
და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ,
ვითარცა მცირეთა და უნდოთა
ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.

 ბოროტად გარდავჰჴედ
საზღვართა და შევჰრთე სახლი სახლსა,
და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა
მივჰხუეჭე ნაწილი მათი,
და ვიღუწიდ უმეზობლობასა,
ვითარცა მარტოჲ ვმკჳდრობდი ქუეყანასა ზედა.“

ანუ, სხვების ტერიტორიებს ვიპყრობდი, ღვთისგან დადგენილ საზღვრებს ვარღვევდი, სხვების სახლები (სამბრძანებლოები) და მიწები მივითვისეო...

თითქოს, დავით აღმაშენებლისა და თამარის მეფობის ხანა, ოქროს ხანა, ერთი და იგივე ეპოქაა, მაგრამ, არა, განსხვავება საკმაოდ დიდია... განსხვავებაა დავით აღმაშენებელსა და მისი მემკვიდრეების პოლიტიკას შორის.

გარკვეულწილად, ექსპანსიონიზმი გააგრძელა დავით აღმაშენებლის შვილიშვილმა, გიორგი მესამემ, რომელიც მუდმივად ბრძოლებში იყო, და ცდილობდა სომხური მიწების შეერთებას საქართველოსთვის, მოუსვენრად ცდილობდა.

სომეხ დიდებულებს უნდოდათ საქართველოს სამეფოში შეეკრიბათ თავისი მიწები, რომლებზეც თურქული თუ ქურთული წარმოშობის მაჰმადიანები ბატონობდნენ და ამით გადაერჩინათ თავისი ეთნოსი და სარწმუნოება. ქართული სახელმწიფოს მიზანი იყო სომხური ტერიტორიების სრულად შემოერთება, ყოველგვარი სამთავროებისა და ავტონომიურობის გარეშე. უნიტარულ საქართველოში მათი გაერთიანება. რა თქმა უნდა, სომხურ მიწებზე სომხურ ეკლესიას სრული თავისუფლება ჰქონდა და კულტურული ავტონომიაც არსებობდა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, დავით აღმაშენებელსა და გიორგი მესამეს შორის განსხვავება ისაა, რომ დავითი ასკეტური ხელმწიფე იყო, ხოლო გიორგი მესამე კი უფრო მორჭმული მეფე, უყვარდა ლხილი და დროსტარება. დავითი არასდროს მშვიდდებოდა და ყურადღებას არ ადუნებდა, გიორგი კი.

განსხვავებაა დავითსა და თამარს შორისაც. თამარ მეფე სამაგალითოა დღევანდელი ჰუმანური კაცობრიობისათვისაც კი. თამარ მეფის ბრძანებით სიკვდილით დასჯა ფაქტობრივად გაუქმებული გახლდათ. სახელმწიფოში იყო აღმსარებლობის სრული თავისუფლება. სხვა სარწმინოების ხალხს ამირსპასალარის (სამხედრო მინისტრის) თანამდებობაც ეკავათ. თამარ მეფემ რვა საუკუნით გაასწრო წინ ევროპას.

თამარ მეფის დროსაც შემოიერთეს სომხური მიწები, მაგრამ, ეს ექსპანსიონიზმი ნაკლებად იყო, ისევ სომხების სურვილითვე ხდებოდა ეს, რომელთაც მაჰმადიანებისგან გათავისუფლება უნდოდათ, ქართულ სახელმწიფოსაც აწყობდა. ეს იყო ინერცია, დავითის გზის გაგრძელება,  მაგრამ მხოლოდ სამხრეთით, აღმოსავლეთით ასეთი რამე არ მომხდარა, არც სამხრეთ-დასავლეთით.

თამარ მეფის დროს ყველაზე მასშტაბური ლაშქრობა მოხდა საქართველოს ისტორიაში, ჩვენმა წინაპრებმა გაილაშქრეს შუაგულ ირანამდე, თუმცა, ეს უფრო ძალის დემონსტრირება გახლდათ, ერთჯერადი ხარკის აღების სურვილი და არა ექსპანსიონიზმი.

მანამდე სამხრეთ-დასავლეთით გაილაშქრეს ქართველებმა და დაემუქრნენ კონსტანტინოპოლს, მაგრამ, ძველი ქართული ტერიტორია - ქალდეა-ტრაპიზონი კი არ შემოირთეს, არამედ დაარსეს ავტონომიური სამეფო. ტრაპიზონ-ლაზეთი საქართველოს გავლენის სფეროში შემოვიდა, თუმცა „საბერძნეთად“ გამოცხადდა და იქაური ქართული (ჭანური) მოსახლეობა გაბერძნებისთვის გაიწირა.

დავით აღმაშენებელი, ალბათ, სხვაგვარად მოიქცეოდა. მაგრამ, მისი იდეოლოგია, ფორმულა „თევზნი ამერთა წყალთაგან, იმერთა წყალთა შთამესხნეს“ ანუ ერის გაერთიანება, სხვადასხვა ნაწილების უფრო მეტად შერწყმისთვის ზრუნვა აღარ მიმდინარეობდა. ახლა სხვა დრო დამდგარიყო. თამარ მეფის ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი  ეკამათება დავით მეფეს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ტერიტორიების დაკავება უსამართლობაა: (თამარ მეფემ) „რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თჳსად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა...

...არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თჳსი მამული ძუელი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად“...

შეგნებით თამარ მეფემ რამდენიმე საუკუნით გაუსწრო წინ, არა მარტო ფრანგ განმანათლებლებსა და ენციკლოპედისტებს, რომლებიც ჰუმანიზმის დამკვდრებაზე ოცნებობდნენ, არამედ უახლესი ხანის ევროპელ პოლიტიკოსებსაც და დაამკვიდრა მშვიდობიანი რეგიონი,  სამეზობლო კავკასიაში, „ბჭედ ჯდა შორის თავისა თჳსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას“...

თამარის ქრისტიანულ-ჰუმანური პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ნაადრევი აღმოჩნდა. კაცობრიობა ჯერ მზად არ იყო მშვიდობიანობისათვის. პარტიკულარიზმიც ჯერ დაძლეული არ იყო, ჯერ სრული გაერთიანება არ მომხდარიყო ქართველი ერისა. მონათესავე კავკასიელი ხალხების გაქართველებაც არ გაგრძელდა, რაც ჩვენს დემოგრაფიულ რესურს ძალიან წაადგებოდა. თამარის მემკვიდრეებმა კეთილშობილური მმართველობაც ვერ გააგრძელეს და სახელმწიფოს ორგანიზებაც ვერ შეძლეს ახალი გამოწვევების შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq