საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ყივჩაღთა ჩამოყვანის მიზანი და მათი უკან დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი
გაიოზ მამალაძე

დავით აღმაშენებელსა და მის თანამებრძოლებს დიდი ამოცანები ჰქონდათ დასახული. მათ უნდა გაეერთიანებინათ საქართველო და დამპყრობლები გაეძევებინათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან.

საჭირო იყო მეტი სამხედრო რესურსი. ქვეყანას უნდა ჰყოლოდა მუდმივი და მრავალრიცხოვანი ჯარი. მტერი ყოველ წუთს შეიძლება შემოჭრილიყო ქვეყანაში დიდი არმიით. გარდა ამისა, ყოველდღიური ბრძოლებისათვის საჭირო იყო არმია, რომელიც ვერ იქნებოდა შედგენილი ლაშქრის პრინციპით, ანუ სხვადასხვა კუთხეებიდან გამოწვეული მოლაშქრეებით. ლაშქრის პრინციპით შეკრებილი ჯარი გამოდგებოდა ხოლმე გარკვეული ბრძოლებისათვის. საჭირო იყო ისეთი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მუდმივად საომრად იქნებოდა მზად და არ დასჭირდებოდა საკმაო დრო, საქართველოს კუთხეებიდან ჯარისკაცების ჩამოსვლისათვის... მტრისათვის წართმეულ ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში გარნიზონები იყო ჩასაყენებელი.

დავით მეფეს ჰყავდა მონასპა, რომელიც 5 000 მოლაშქრისგან შედგებოდა და ისინი მუდამ მის გვერდით იდგნენ. ეს იყო სპეციალურად გაწვრთნილი ჯარისკაცებისაგან შემდგარი ნაწილი. მონასპა შედგებოდა თავისუფალი მეთემეებისა და წვრილი აზნაურებისაგან, მათ ხელფასი ჰქონდათ დანიშნული და მეფის კმაყოფაზე იყვნენ, არ სჭირდებოდათ მიწაზე მუშაობა, ამისთვის ვერ მოცდებოდნენ. 

მათ გარდა, დავით აღმაშენებლის არმიას შეადგენდნენ, როგორც ვთქვით, პროვინციებიდან საომრად გამოძახებული მოლაშქრეები, რომლებიც ადგილობრივ ერისთავებს გამოჰყავდათ. ალბათ, სხვა ნაწილებიც იყო, მონასპასთან ერთად, უფრო მობილური, ვიდრე საერისთავოებიდან გამოსული ლაშქარიც. არსებობდა ასევე როქის სპა, უცხოელი დაქირავებული მეომრე

ორევი გადასცემს ათრაქას აბზინდას (ავშანს)
ბისგან შემდგარი ნაწილები. ასეთები, ჩანს დიდგორში, 500 ოსი. 

აღმაშენებელმა 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქებს. ამასთან, მეფემ არა ერთი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა დაექირავებინა უფრო მეტი უცხოელი მოლაშქრე, რათა გადაეწყვიტა ყველა პრობლემა, რაც მის წინაშე იდგა. სახარკო გადასახადი შესაძლებელი იყო დაქირავებული ჯარისათვის განკუთვნილი გადასახადით შეეცვალათ (მაგ. საყივჩაღო).

მეფე დავითი, ეტყობა ცდილობდა ქართველი ადამიანი არ მოწყვეტოდა მიწაზე საქმიანობას, რადგან, ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა, რაც მეფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, მოსავლის მოყვანაზე დიდად იყო დამოკიდებული. ალბათ, ჩვენი დიდი ხელმწიფე, ქართულ ეთნიკურ დემოგრაფიასაც უფრთხილდებოდა და ამიტომ გადაწყვიტა დიდი რაოდენობის უცხო მოლაშქრეების დაქირავება.

ამ მიზნით, გარკვეული ხნით ადრე, მან იქორწინა ჩრდილო კავკასიაში და მის მოსაზღვრედ, ახლანდელი რუსეთის ველებზე მომთაბარე ყოვჩაღების ერთ-ერთი ტომის მთავრის, ათრაქა შარაღანიძის ასულზე, გურანდუხტზე. ათრაქა ხანი ცნობილი მეომარი იყო, რუსებთან მებრძოლი ხანის, შარაღანის (შარუკანის) ვაჟი. შარაღანს ორი ვაჟი ჰყავდა, ათრაქა და სირჩანი, თითოეული თავ-თავის ტომს ხანობდა.

ყივჩაღების  ტომებს პრობლემები ჰქონდათ ჩრდილოეთში. კიევის მთავარმა ვლადიმერ მონომახმა რამდენიმეჯერ დაამარცხა ისინი, შეავიწროვა და ჩრდილოეთ კავკასიის ველებისკენ დაახევინა. ყივჩაღები მწარმოებელი ხალხი ნაკლებად იყო, მათი საქმიანობა ომი და რბევა გახლდათ და ამიტომ, მათთვისაც საქართველოში გადმოსვლა და დავით მეფის სამსახურში შესვლა, მიმზიდველი ჩანდა.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

ყივჩაღებთან გააგზავნა მეფე დავითმა ელჩები და თავის სიმამრს შესთავაზა მის სამსახურში შემოსვლა. გაუხარდათ ყივჩაღებს, მაგრამ ოსებისგან მშვიდობიანი გზა ითხოვეს. იმ დროს ოსებსა და ყივჩაღებს შორის მტრობა იყო. ყივჩაღებს შევიწროვებული ჰყავდათ ოსები. ყველამ ვიცით, რომ ნამდვილი ოსეთი ყოველთვის ჩრდილო კავკასიაში იყო, უფრო ველებზე, მთებში ისინი მერე ამოვიდნენ, საუკუნეების განმავლობაში. ყივჩაღებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებიც. მათი ტერიტორიების ნაწილიც ჰქონდათ დაკავებული.

იმ დროს ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე ოსური სამეფო-სამთავრო არსებობდა. ოსების მთავართა შორის ყოველთვის დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ქართველ მეფეებს. ჩვენი ხელმწიფეები მათაც ქირაობდნენ ხოლმე მეომრებად.

დავით აღმაშენებელი პირადად გაემგზავრა ჩრდილო კავკასიაში. ხელმწიფეს თან ახლდა მისი გამზრდელი და თანამებრძოლი გიორგი ჭყონდიდელი, მწიგნობართუხუცესი.

„შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. აქ მარტო ოსები არ იგულისხმება, არამედ  მეზობლებიც.

ჩვენმა ხელმწიფემ ოსებისა და ყივჩაღთა მთავრებისგან მძევლები აიყვანა, რათა ბრძოლა არ წამოეწყოთ. მთელი გზის გასწვრივ, ჩრდილო კავკასიის ველებიდან არაგვის კარამდე, დარიალამდე, ციხეებში ჩააყენა თავისი ხალხი. ასე შეარიგა ორი ხალხი, მტრულად განწყობილნი ერთმანეთისადმი.

მშვიდობიანად გამოიარა 200 000 (შეიძლება ცოტა გადაჭარბებული რიცხვია) ყივჩაღმა ჩრდილო კავკასიის ველებიდან საქართველოსკენ. მთელი ტომი წამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ოჯახები დედაწულიანად. ჩვენი ხელმწიფის

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ყივჩაღი სიმამრი და ცოლის ძმები, მთელი ტომით ჩადგნენ საქართველოს სამსახურში. სიტუაცია ისეთი იყო, მარტო მეომრები ვერ ჩამოვიდოდნენ საქართველოში, ისედაც მარცხი განიცადეს, და თავის ოჯახებს ვერ დატოვებდნენ დაუცველად მტრულად განწყობილი ოსებისა და რუსების მეზობლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოსაც ასე აწყობდა. ყივჩაღთა ოჯახები, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოს მძევლები გახდნენ. ყივჩაღთა მეომრებს სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლებისა და ქვეყნის ხელში ჩაგდების მცდელობა რომ არ ჰქონოდათ. ყივჩაღებმა იცოდნენ, მათი ოჯახები მეფის ერთგული მსახურებისათვის ხელმისაწვდენი იქნებოდნენ. ეს იყო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ნაბიჯი.

ოსეთში ყოფნისას დიდი მწუხარება დაატყდა თავს ჩვენს ხელმწიფეს, გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი. გადმოასვენეს მისი წმინდა ნეშტი და დაკრძალეს გელათში. დიდხანს გლოვობდა მეფე, სანამ მისი ვაჟი, ვახტანგი არ დაიბადა. ვაჟის შეძენით გახარებულმა მიატოვა გლოვა.

ყივჩაღები დაასახლეს, გამოუყვეს ტერიტორია, შიდა ქართლში, და შემდეგ ჩრდილო სომხეთში. თითო ოჯახს უნდა გამოეყვანა თითო მეომარი. მოამარაგეს საბრძოლო ცხენებით, საჭურვლით. მეომრები დაყვეს ნაწილებად და მეთაურები დაუნიშნეს. შეგროვდა 40 000-იანი, დაქირავებული მუდმივი ჯარი, რომელიც დავით აღმაშენებლის სხვა ნაწილებთან ერთად შიშის ზარს სცემდა კავკასიის ტეროტორიაზე შემოჭრილ მაჰმადიანებს.

ბევრი ყივჩაღი თანდათანობით გაქრისტიანდა, რადგან მათ მიუჩინეს მოძღვრები. მაშინდელი სახელმწიფო ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე და არ ტოვებდა სულიერი საზრდოს გარეშე, განსხვავებით დღევანდელობისაგან. ქრისტიანად მოქცევა მათ უფრო მეტად ერთგულს გახდიდა სახე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ლმწიფოსადმი, საქართველოსადმი.

დავით აღმაშენებელს მკაცრი დისციპლინა ჰქონდა ჯარში. აკრძალული იყო სმა, ცეკვა-თამაში და გართობა.

ყივჩაღების სამხედრო ძალა კარგად გამოიყენა ჩვენმა ხელმწიფემ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყივჩაღებმა დიდი სამსახური გაუწიეს ქართულ არმიას შირვანის (დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო ნაწილის), დარუბანდისა და ჩრდილოეთ სომხეთის მიწების შემოერთების დროს. მეზობელი მთავრები საჩუქრებს უგზავნიდნენ დავით აღმაშენებელს და სთხოვდნენ „ყივჩაღთაგან არა რბევასა“.

დავითის გარდაცვალების შემდეგ ყივჩაღთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებისაკენ და ამგვარად, უდიდესი ნაწილი არ შერევია ქართულ მოსახლეობას.

არის ერთი საინტერესო რუსული გადმოცემა. ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე დარჩენილმა სირჩანმა, ათრაქას ძმამ, თავისი მელექსე, ვინმე ორევი გამოუგზავნა თურმე ათრაქას, რათა დაეთანხმებინა უკან დაბრუნებულიყო სტეპებში. ათრაქა ყოყმანობდა თურმე. ორევმა მშობლიური სიმღერები უმღერა. შემდეგ კი უბიდან ამოუღია სირჩანის მიერ გამოგზავნილი, სტეპებში გავრცელებული სურნელოვანი ბალახი ემშანი (ქართულად აბზინდა, იგივე ავშანი, ლათინურად Artemisia), რომლის სურნელებასაც ვეღარ გაუძლო ათრაქამ, წამოიძახა: „სჯობს მშობლიურ მიწაში ძვლები ჩააწვინო, ვიდრე უცხოეთში დიდება მოიპოვოო“ და გაემგზავრა თურმე სამშობლოში.

ათრაქას ერთ-ერთი ქართველი დიდებულის ქალიც მოუყვანია ცოლად. მისგან შეეძინა ვაჟი კონჩაკი, რომელიც მერე სათავეში ჩაუდგა ყივჩაღთა ტომებს და ებრძოდა რუს მთავრებს. კონჩაკის ვაჟი, იური მონღოლებთან ბრძოლისას დაიღუპა 1223 წელს, მდინარე კალკასთან.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq