საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

მძევლებად კონსტანტინოპოლში - საქართველოს მომავალი მეფე, ქართული ეკლესიის მომავალი მნათობი და ბიზანტიის მომავალი დედოფალი
გაიოზ (გია) მამალაძე
რუკაზე აღმოსავლეთით აღნიშნულია ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართული მიწები - ქალდიის თემი და ივერიის თემი


ძალიან ახალგაზრდა მეფე გიორგი პირველი გააფთრებით ებრძოდა ბიზანტიის იმპერიას, რადგან რომეებს 1001 წლიდან დაკავებული ჰქონდათ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი.


გიორგი პირველი შეუპოვარი, გონიერი პიროვნება იყო და გარშემოც კარგი პოლიტიკოსები და დიპლომატები ჰყავდა. შემთხვევით არაფერს ჩვენი ახალგაზრდა მეფე. ისარგებლა ბიზანტიის ვერაგი იმპერატორის, ბასილი მეორის წინააღმდეგ ბულგარელების აჯანყებით და დაიკავა ძველი ქართული მიწები. ამგვარად, ბულგარელები ჩვენი მოკავშირეები გახდნენ. შესაძლოა მიმოწერაც ჰქონდა მათთან. ბულგარელების დიდი იმედი ექნებოდა ჩვენს ხელმწიფეს, რადგან თავდადებით და ხშირ შემთხვევაში წარმატებით ებრძოდნენ ბასილის. მაგალითად, 986 წელს, დამარცხების მერე, მომავალმა ბულგართმმუსვრელმა ბასილიმ, ძლივს გაასწრო ბულგარელებს. ჩვენმა ჭაბუკმა ხელმწიფემ გააბა მიმოწერა მაჰმადიანთა ხალიფა ალ ჰაქიმთან, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისთვის ექიშპებოდა ბასილის. ქართველთა სამეფო კარმა ხალიფას შესთავაზა ორი მხრიდან ერთად დაგვერტყა რომეებისათვის, აქედან ქართველებს, იქიდან არაბებს... ჩვენი ხელმწიფე იმედოვნებდა, რომ ბულგარელების ფრონტი თუ ვერ გატეხდა მთლიანად ბიზანტიის იმპერატორს, დიდხანს გაძლებდა მაინც. პლიუს ამას, გონიერი ახალგაზრდა გვირგვინოსანი ყველანაირად ხელს უწყობდა ბასილის მტრებს თვით ბიზანტიაში, რომლებიც იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ.

ქართველთა ხელმწიფეს ცოლად ჰყავდა ვასპურაკანის სომხური სამეფოს ხელმწიფის, სენექერიმ არწრუნის ასული, მარიამი.  სომხეთის სამეფო-სამთავროებს ჩაყლავას უპირებდა ბიზანტია... ამგვარად, სომხური საომარი რესურსიც ქართველთა მხარეს გამოვიდოდა.

რამდენიმე წლით ადრე, 1014, გიორგი მეფეს, რომელიც მაშინ 13 ან 16 წლის იქნებოდა, ტყვეობიდან გაათავისუფლებინეს კახეთის ქორეპისკოპოსი, კვირიკე III. ასე ჩამოსცილდა გაერთიანებულ საქართველოს კახეთი. კვირიკემ ჰერეთიც შემოიმტკიცა და მეფედ გამოაცხადა თავი, სამაგიეროდ, გიორგი მეფემ ქართველთაშორისი სისხლისღვრა არ წამოიწყო

ბაგრატ IV, იერუსალიმის ჯვრის მონატსრის ფრესკა
, კვირიკე დიდთან, შესანიშნავ ქართველთან მოახერხა და სამხედრო კავშირი შეკრა ბიზანტიის წინააღმდეგ.

მაგრამ, ახალგაზრდა მეფეს და ჩვენს სამშობლოს არ გაუმართლა. ბულგარელები დამარცხდნენ ბასილისთან. ხალიფა ალ-ჰაქიმი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. შიდაბიზანტიური აჯანყება დამარცხდა. ქართული სახელმწიფო მარტო დარჩა ბიზანტიის უზარმაზარ სამხედრო ძალებთან, რომელთაც დაიქირავეს რუსები და სხვები. ტაქტიკური შეცდომების გამო ქართული არმია დამარცხდა. გიორგი მეფეს მოუხდა თავისი 3 წლის ვაჟის, უფლისწული ბაგრატის მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლში. იმავე ხანებში დამარცხდა შიდაბიზანტიური აჯანყება. სიკვდილით დასაჯეს აჯანყების ლიდერები. მათ შორის ჩვენი ხელმწიფის სიძე, დის ქმარი ფერის (ფერსი) ჯოჯიკის ძე, პატრიკიოსი, რომელიც იყო ერთ-ერთი მოთავე შიდაბიზანტიური აჯანყებისა და ოცნებობდა ძველ ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნებაზე. მეფის და კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. ფერის ჯოჯიკისძისა და მეფის ასულის ოჯახში ეზოსმოძღვრად მსახურობდა გამოჩენილი ქართველი მონაზონი გიორგი მწერალი, რომელსაც თან ახლდა თორმეტიოდე წლის ძმისწული, მორჩილი გიორგი, მომავალი მნათობი ქართული ეკლესიისა - გიორგი მთაწმინდელი. ისინი თან წაჰყვნენ მეფის დას.

მომავალ მეფეს, უფლისწულ ბაგრატს, და მომავალ წმინდანს, მორჩილ გიორგის ერთად მოუწიათ მძევლობაში ყოფნა. სამი წლის მერე, შეპირებისამებრ, ბასილი ბულგართმმუსვრელმა შინ გამოუშვა უფლისწული ბაგრატი.

ორიოდე წელიწადში, 1027 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა „უშიში, ვითარცა უხორცო“ გიორგი პირველი. მაშინ 27 ან 31 წლისა იქნებოდა. არის ვერსია, რომ ის მოაწამვლინეს ბიზანტიელებმა, რომლებიც ისევ ოცნებობდნენ ქართული მიწების  მიერთებაზე, როგორც უკეთებდნენ სომხებს.

ბაგრატ მეოთხე ტახტზე ასვლისას სულ 7–8 წლისა იყო. მეფის მცირეწლოვნობით  უნდოდა ესარგებლა ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე მერვეს, ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელის ძმას. მან საქართველოს წინააღმდეგ გააგრძელა აგრესიული პოლიტიკა. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, 1028 წელს

ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე III და მარიამ დედოფალი. 1078 წლის ხატი
ტახტზე ავიდა რომანოზ მესამე არგირი. რომელსაც რამდენიმე დღით ადრე ცოლად მოაყვანინეს კონსტანტინე იმპერატორის ასული, ზოია.

ბაგრატ მეფის დედა, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატი, დედოფალი მარიამი გაემგზავრა ბიზანტიაში და მოაგვარა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის. ბაგრატ მეოთხეს მიანიჭეს კურაპალატის წოდება და იმპერატორის, რომანოზ მესამის ძმის, ბასილის ასული – ელენე მოჰგვარეს ცოლად. ქორწილი გაიმართა 1030 წელს, ბანაში.

ელენე დედოფალი, სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა.

შემდეგში ბაგრატ მეფემ ცოლად ითხოვა ოსთა მეფის, ურდურეს ასული და მომავალი მეფის, დორღოლელის და – ბორენა. ეს ნაბიჯიც პოლიტიკური იყო, ოსური სამხედრო რესურსის გამოყენების მიზნით, რაც მერე მართლაც კარგად გამოიყენა საქართველომ განძასთან ბრძოლაში. მეფე-დედოფალს – ბაგრატს და ბორენას შეეძინათ უფლისწული გიორგი (მომავალი გიორგი მეორე) და პრინცესა მართა (და შეიძლება, კიდევ ერთი ასული მარიამი).

ბაგრატის პირველი ცოლის, დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ, ბიზანტიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. ბიზანტია მხარს უჭერდა და ეხმარებოდა მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალს, ლიპარიტ ბაღუაშს. დაახლოებით 1052 წელს, სახელმწიფოს საქმეების მოსაგვარებლად, ბაგრატ მეფე იძულებული გახდა,  ბიზანტიაში გამგზავრებულიყო კონსტანტინე მეცხრე – მონომახთან. ხელმწიფეს თან ახლა დედა-დედოფალიც. წასვლის წინ ბაგრატ მეოთხემ თავისი მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი მეორე ქუთათისში თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა. 

მეფე ბაგრატი და დედა-დედოფალი მარიამი კონსტანტინოპოლში სამი წელი „გააჩერეს“ „საპატიო“ მიზეზებით. ბიზანტიაშიც საკმაოდ არეული იყო სიტუაცია. ბაგრატ მეფისა და დედა-დედოფალის სანახავად ათონის წმიდა მთიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა გიორგი მთაწმინდელი. ხელმწიფემ და დედამისმა ძალიან გაიხარეს მისი ხილვით. ბაგრატ მეფეს ძალიან ეხმარებოდა საქართველოს ეკლესიის დიდი მნათობი. მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ბიზანტიაში.

ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ, – იმპერატო

გიორგი მთაწმიდელი (საბინინის მიხედვით)
რ კონსტანტინე მერვის ასულმა, თავისი განსვენებული დის, ზოიასა და მისი მესამე ქმრის, იმპერატორ კონსტანტინე მეცხრის თანამმართველმა, კონსტანტინე მეცხრის გარდაცვალების მერე კი ერთპიროვნულმა იმპერატრიცამ, შესთავაზა ბაგრატ მეფეს, ჩამომიყვანეთ თქვენი ასული, მართა და მე გავზრდიო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ეს შეთავაზება სიხარულით მიიღო ჩვენმა ხელმწიფემ. შესაძლოა, პატარა ქართველ პრინცესას, ერთგვარად, მძევლად დატოვება უნდოდათ ბერძნებს. როცა მცირეწლოვანი მეფის ასული კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს, იმ დღეს გარდაიცვალა იმპერატრიცა თეოდორა. იმ მომენტში მარიამ დედოფალი კონსტანტინოპოლის სასახლეში იყო. გიორგი მთაწმინდელიც იქვე ყოფილა. სწორედ იმ წუთებში 6 წლის მართა სასახლეში მიუყვანიათ პორტიდან. ეს რომ იხილა საქართველოს ეკლესიის მნათობმა, ყველას გასაგონად თქვა: „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“!

მართა ბატონიშვილი ცოტა ხანს გააჩერეს კონსტანტინოპოლში. ბაგრატ მეფეს იმპერიაში მიანიჭეს კურაპალატზე უფრო მაღალი ნობელისიმუსის, მერე კი სევასტოსის წოდება. ამ წოდებებს იმპერატორის ოჯახის წევრები ატარებდნენ. მალე ჩვენმა მეფემ დაამარცხა ლიპარიტი. 1059 წელს კონსტანტინოპოლის ტახტზე ავიდა კონსტანტინე მეათე დუკა. 1065 წელს იმპერატორმა თავისი მემკვიდრე ძისთვის, მიხეილისთვის მეფის ასული მართას ხელი ითხოვა. 1071 წელს იმპერატორად ეკურთხა მიხეილ მეშვიდე დუკა, ქართველების სიძე, მართას მეუღლე. ქართველთა მეფის ასული გახდა ბიზანტიის დედოფალი. იმპერატრიცად კურთხევისას მარიამი უწოდეს. ასე ახდა გიორგი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. მართა-მარიამ დედოფალი განსაკუთრებულად ლამაზი ყოფილა – ძალიან განათლებული და კეთილი, საქართველოს დიდი პატრიოტი.

1074 წელს, მარიამ დედოფალს და მიხეილ დუკას შეეძინათ ვაჟი კონსტანტინე, რომელსაც პორფიროგენეტი უწოდეს. შემდეგში დედოფალ მარიამს მეორედაც მოუწია პოლიტიკური ქორწინება, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-21
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: თბილისის, ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდადის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, რუსთავის, სეფიეთის (აბაშის რაიონი), ბერშუეთის (გორის რაიონი), აგარის (სიღნაღის რაიონი).
კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა
8 (21) ნოემბერი
gaq