საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დავით აღმაშენებლის ფულადი რეფორმის პირველი ნაწილის პოლიტიკური მიზანი
გაიოზ მამალაძე

არა ერთი რეფორმა განახორციელეს დავით აღმაშენებელმა და მისმა თანამებრძოლებმა, დავით აღმაშენებლის რეფორმებს შორის ძალიან საინტერესოა მისი ფინანსურ-ეკონომიკური რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - სამონეტო რეფორმა.

1092 წელს გარდაიცვალა მელიქ-შაჰ სულტანი და თურქ-სელჩუკთა იმპერიაში არეულობა დაიწყო.

1095 წელს ქალაქ კლერმონში გამოცხადდა ჯვაროსნული ლაშქრობა. ჯვაროსნებმა გადმოლახეს ევროპა-აზიის საზღვარი. თურქ-სელჩუკთა დიდი ძალები დაკავდა მათთან ომით. 1099 წელს ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. დავით აღმაშენებელმა ისარგებლა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს.

ამგვარად, საქართველომ უარი თქვა სელჩუკების ვასალობაზე. იმ მომენტიდან იმ ფულის ნაწილი ხაზინას დარჩებოდა. მოსახლეობაც აღარ დაზარალდებოდა დამპყრობლის მიერ შეწერილი გადასახადით. ქვეყანამ ეკონომიკურად მოძლიერება დაიწყო. პარალელურად, ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის იდგმებოდა სხვა ნაბიჯებიც.

ამ დროს დავით აღმაშენებლის სახელით გამოდიოდა ქართულ-ბიზანტიური ტიპის მონეტები. ასეთი მონეტები დავით კურაპალატის დროიდან გაჩნდა საქართველოში, მან იერუსალიმის, გოლგოთის ჯვარი გამოსახა თავის მონეტაზე ბიზანტიური მონეტების მსგავსად. ბაგრატ მეოთხის დროიდან მონეტებზე გამოისახებოდა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარის ეკლესიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატი, რომელიც ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელითაა ცნობილი.

ქართულ-ბიზანტიური ტიპის მონეტებს ზურგზე ეწერა ქართველი მეფის სახელი და მისი ბიზანტიური ტიტული. ეს ტიტულები, კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი, უკვე კარგა ხანი იყო, აღარ გამოხატავდა ქართველ მეფეთა ვასალურ  დამოკიდებულებას ბიზანტიის იმპერატორებზე. ეს, უფრო, ერთიანი მართლმადიდებლური სივრცის თანამონაწილეობის აღმნიშვნელი გახლდათ, თუმცა, ამგვარად, იმპერატორის მცირე, სიმბოლური უპირატესობა მაინც ჩანდა თავის მოკავშირეებზე.

მეფობის დასაწყისში, დავით აღმაშენებელიც უშვებდა მონეტებს, რომლებზეც გამოსახული იყო ვლაქერნის ღვთისმშობელი. მისი მეფობის პირველ პერიოდში მოიჭრა ვერცხლის მონეტების ორი ემისია. ორივე ემისიაზე გამოსახულია ვლაქერნის ღვთისმშობელი.

დავით აღმაშენებლის პირველი ემისია ასეთია - ვერცხლი, წონა - 0,43-0,87.

შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელსზევითი გამოსახულება, გვერდებზე ბერძნული წარწერა - ΜΡ – ΘΥ (დედა ღვთისა).

ზურგი: - ,,ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე“. ცენტრში სამ სტრიქონიანი ასომთავრული ზედწერილი - ႣႠ/ႱႤႥႱ/ႲႱ (და სევასტოსი).

ამბობენ, რომ იყო დავითის მიერ მოჭრილი სხვა მონეტაც, ასევე ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულებით. თუმცა, გადაჭრით ჯერ დადასტურებული არ არის აღნიშნული მონეტის კუთვნილება დავით აღმაშენებელთან. მეცნიერები ჯერ იკვლევენ. იმ მონეტაზე არ ჩანს ბიზანტიური ტიტული.

დავით აღმაშენებლის მეორე ემისიის შუბლი თითქმის იდენტურია პირველი ემისიისა, განსხვავებაა - ზურგის ცენტრში მოთავსებული ჯვარი.

ამ მონეტებზე დავით აღმაშენებელის ტიტული იყო მხოლოდ მეფე აფხაზთა, რადგან, ჯერ ჩვენი სახელმწიფო ქართლს და კახეთს ვერ აკონტროლებდა თურქ-სელჩუკების შემოსევების გამო.

მონეტაზე ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახვას და ბერძნულ წარწერას, ქვეყნის გარეთ მიმოქცევისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. ასეთ საფასეებს გასავალი ექნებოდა ბიზანტიის მთელ ტეროტორიაზე და სხვაგანაც,  ბიზანტიური მონეტები მთელ იმდრონდელ მსოფლიოში ფასობდა.

თუმცა, სახელმწიფოს ზრდისა და გაძლიერების კვალდაკვალ არ შეიძლებოდა არ განხორციელებულიყო საფასის რეფორმაც. იზრდებოდა სახელმწიფოებრივი თვითშეგნებაც, ეროვნული იდეოლოგიის მოთხოვნებიც. დავით მეფემ მოიშორა ბიზანტიური ტიტული და 1103 წელს,  რუის-ურბნისის კრების დროს, ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს ჩვენი საამაყო ხელმწიფე უკვე აღარ ატარებდა.

ამ ვითარების გამო, დავით აღმაშენებლის ახალი მონეტა მოიჭრა განსხვავებულად. შუბლის წრეში ჩაიხატა მეფის - დავით აღმაშენებლის გამოსახულება საიმპერატორო სამოსით. ხოლო ზურგზე, გამოისახა ჯვარი, რომელსაც ოთხი წრე აქვს ჩახატული ჯვრის მხრებთან.

აღნიშნული მონეტა სპილენძისაა. წონა - 10,73.

შუბლი: მეფის გამოსახულება საიმპერატორო სამოსში.  მარჯვენა ხელში კვერთხი უჭირავს, მარცხენაში - სფერო, რომელიც ჯვრითაა დაგვირგვინებული. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ასომთავრულად - ႣႧ/ႫႴ (დავით მეფე).

ზურგი: ირგვლივ ასომთავრულად - ႵႣႧႫႴႤႠႴႧႵႰႬႩႾႧႱႾႧ (ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).

დავით აღმაშენებლის ამ მონეტაზე გამოსახული ჯვარი განსხვავდება მეორე ემისიის მონეტაზე გამოსახული ჯვრისგან. ამ მონეტის ჯვარი წააგავს ბოლნურ ჯვარს, რომელსაც მხრებთან გამოსახული აქვს სფეროები (წრეები).

ოდნავ ადრე, 1098 წლამდე (გარდაცვალებამდე), ამგვარ ჯვარს, მხრებთან სფეროებით (თუ წრეებით) თავის მონეტაზე გამოსახავდა ტრაპიზონის დუკა თეოდორე გაბრასი (გაბრა). იგი ფაქტობრივად, არ ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლს. უნდა ვივარაუდოთ,

რომ ტრაპიზონში დავით აღმაშენებელმა გაავრცელა ჩვენი სახელმწიფოს გავლენა. ამის შესახებ გვეუბნება „ხელმწიფის კარის გარიგება“ - „ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს“. ამ თორმეტ ვასალ მეფეთა შორის იგულისხმება ტრაპიზონელი მთავარიც. გამოვთქვამ ფრთხილ ვარაუდს - შესაძლოა, ამიტომ, ამგვარი ჯვარი,  გამოისახა ქართულ  მონეტაზეც, რათა გასავალი ჰქონოდა ქალდეა-ტრაპიზონის მხარეში, იქნებ ამგვარი ჯვარი ერთგვარი სიმბოლო იყო ქალდეისა.

ამ მონეტის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. მისი აღწერილობა 1957 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა,  პროფესორმა დევიდ ლენგმა გამოაქვეყნა ჟურნალ Numismatic Chronicle-ში. მონეტა ლონდონის მუზეუმის საკუთრებაა. არც ამ მონეტაზე არის აღნიშნული თარიღი. როგორც ვთქვით, არ არის აღნიშნული ბიზანტიური ტიტული, რომელსაც მეფე უკვე კარგა ხანია აღარ ატარებდა. მისი დათარიღება წარწერების შინაარსითაა შესაძლებელი. მონეტა, სავარაუდოდ, 1118-1125 წლებში უნდა მოჭრილიყო. დავით აღმაშენებელმა სომეხთა მეფის ტიტული მიიღო 1118 წელს, როდესაც ტაშირ-ძორაკეტის ყოფილი სამეფოს ტერიტორია შემოიერთა. ლორე-ტაშირის მიწები ისტორიულად ქართული ტერიტორიაა, მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქართული იყო. მაგრამ, ბოლო პერიოდში, მეათე საუკუნიდან, მტერთა შემოსევების გამო, იქ სომხური წარმოშობის დინასტია მეფობდა (აფხაზთა მეფეების ვასალები). ამიტომ, ეს ტერიტორია, ლორე, სომეხთა მეფის საჯდომად გამოცხადდა და მის გარშემო ტერიტორიებს, ქვემო ქართლის ნაწილთან ერთად, ჩვენი წინაპრები სომხითს უწოდებდნენ, რა თქმა უნდა, შეცდომით (სომხები სრულიად ობიექტურად ამ ტერიტორიას „ქართველთა ველს“ უწოდებდნენ), ისევე როგორც ზოგი ჩვენი თანამემამულე ცხინვალის რეგიონს, შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილს, ანუ ჩრდილო ქართლს, ძირძველ ქართულ მიწას, სამხრეთ ოსეთს უწოდებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმდრონდელი ქართველები „სომხითს“ ქართველთა საკუთრებად მიიჩნევდნენ, ქართულ ტერიტორიად. დავით აღმაშენებელმა როცა „სომხითი“ შემოიერთა, იქ უკვე აღარ არსებობდა სომხური სამეფო, იქ თურქები იყვნენ გამაგრებულები და ისინი განდევნა ჩვენმა ხელმწიფემ.

რეალურად, სომეხთა მეფის ტიტული დავით აღმაშენებელს უნდა მიეღო 1123 წელს, როცა სომეხთა ერთ-ერთი სამეფოს დედაქალაქი ანისი გაათავისუფლა თურქთაგან და საქართველოს შემოუერთა.

დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტის შუბლზე გამოსახული მეფე საიმპერატორო სამოსით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიზანტიაში. იმპერატორები გამოისახებოდნენ მონეტებზე. დავით აღმაშენებელი იმ დროს უკვე მთელი კავკასიის სუზერენი, მეფეთა-მეფე გახლდათ. მონეტის შუბლზე ასეთივე სტილის გამოსახულებით, ცოტა ადრე, მონეტა მოჭრა ჰერცოგმა რობერტ გვისკარმა, რომელმაც იტალიის ტერიტორიებიდან გააძევა ბიზანტიელები და კონსტანტინოპოლის აღებაც უნდოდა... დავითის ეს მონეტაც ბიზანტიური ტიპის მონეტებს განეკუთვნება, რადგან ბიზანტიური ინსიგნიებია ზედ გამოსახული, მაგრამ აქ ჩვენი ხელმწიფე წარმოდგენილია არა როგორც ვასალი, ან მეგობარი, თანამმართველი (კესაროსი) ბიზანტიის კეისრისა, არამედ როგორც თავად კეისარი, იმპერატორი.

ეს ახალი რეალობის შესაბამისი ახალი რეფორმა იყო. ჯვაროსნებს, ბიზანტიელებს და ყველა ქრისტიანს, და მთელ სამყაროს უნდა სცოდნოდა, რომ კავკასიაში არის ძლიერი ქრისტიანული სამეფო, რომლის ხელმწიფეც საიმპერატორო სამოსშია გამოსახული, რომ ამ სახელმწიფოს დროშა არის ჯვრიანი, ჯვაროსნული...

მართლაც, იმ პერიოდს უკავშირდება ჯვაროსანთა შორის დავით აღმაშენებელზე და ჩვენს სამშობლოზე გავრცელებილი ლეგენდები, იერუსალიმის მეფის ბალდუინ II-ის ფარული ვიზიტი დავით აღმაშენებელთან და მათი შეხვედრა ნაჭარმაგევის სასახლეში.

თურქ-სელჩკები, არაბები და სხვა მაჰმადიანები უკვე გონს მოდიოდნენ  ჯვაროსნების მხრიდან პირველი დამარცხებებიდან და შეტევაზე გადასვლას, ქრისტიანების დამარცხებას გეგმავდნენ.

ამ მონეტით კარგად ჩანს დავით აღმაშენებლის და ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება ქრისტიანული გეოსტრატეგიისადმი და ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებაც საკუთარი სახელმწიფოსადმი. ჩვენმა ქვეყანამ სამხრეთ კავკასია გააერთიანა, სომხური და ალბანური მიწების შემოერთება დაიწყო, ჩრდილო კავკასიაშიც გაავრცელა გავლენა. ამიტომ, ჩვენი სამეფო არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ პრობიზანტიური სახელმწიფო. ის იქცა ბიზანტიისა და იერუსალიმის სამეფოების თანაბარი, შესაძლოა უფრო აღმატებული, უფრო ძლიერი სამხედრო ძალმოსილებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყნად.

ამიერიდან დავით აღმაშენებელი, მამამისივით, გიორგი მეორესავით ვეღარ იქნებოდა ბიზანტიის იმპერიის იმპერატორის კესაროსი, თანამეფე (ანუ მოადგილე), მემკვიდრე-ნათესავი (ასე აიხსნება ტიტული კესაროსი), ამ პერიოდიდან დავით აღმაშენებელი სრულიად სხვა, სრულიად განცალკევებული, სუვერენული, დიდი სახელმწიფოს, კავკასიის მბრძანებელია, და ერთიანი დიდი ქრისტიანული გეოპოლიტიკური სივრცის, რომელშიც შედის ბიზანტია, ჯვაროსნული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები, ერთ-ერთი სრულუფლებიანი სუზერენი. სწორედ ეს უნდა იყოს ასახული მის ახალ მონეტაზე.

ეს იყო სამონეტო რეფორმის პირველი ნაწილი.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-12
მღვდელმოწამისა აბიბოსისა, ნეკრესელი ეპისკოპოსისა (VI); მოწამისა პარამონისა და მისთანა 370-თა მოწამეთა (250); მოწამისა ფილუმენისა (დაახლ. 274); ღირსისა აკაკი სინელისა (VI).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq