საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რატომ გადაწყდა თამარის რუსზე დაქორწინება

ტფილისში მიმდინარეობდა საეკლესიო კრება. ახალგამეფებულ თამარ მეფეს სურდა გამოესწორებინა ვითარება ეკლესიაში და ახალი კათალიკოსი აერჩიათ.

ქვეყანა ჯერ დალაგებული არ ჰქონდა ქართველთა მზეთუნახავს. ჯერ იყო და დიდებულებმა ხელახლა აკურთხეს მეფედ, გიორგი მეფის თანამეფედ კურთხეული თამარი. მერე ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა მოხდა. შემდეგ დიდგვაროვნებმა აიძულეს  არაარისტოკრატული წარმოშობის დამსახურებული ადამიანები გადაეყენებინა დიდი თანამდებობებიდან. მეფის ხელისუფლება შეიზღუდა. ამიერიდან მეფის ბრძანება გამოდიოდა „თანხმობითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოს დიდებულთა“. შემდეგ, როგორც წერს მემატიანე, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა მიითვისა კათალიკოსმა მიქელ მირიანისძემ.

თამარის მამიდა რუსუდანი, დიდი არსიტოკრატების მოთხოვნით ერეოდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. ფაქტობრივად, ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ ახალგაზრდა მეფეს.

ახლაც ასე მოხდა. ძლივს მოახერხა ახალგაზრდა ხელმწიფე ქალმა ეკლესიისა და სავაზიროს საქმის გამოსწორებისთვის საეკლესიო კრების მოწვევა, მაგრამ ახალი გამოწვევა გაჩნდა - შევიდნენ საეკლესიო კრებაზე დიდებულები და კრებას მოსთხოვეს თამარის ქორწინებაზე ზრუნვა. მიზეზი - მეფეს არ ჰყავდა ქმარი, ქვეყანას არ ჰყავდა მეფე-მხედართმთავარი, თამარს არ ჰყავდა შვილი - მემკვიდრე.

თავისთავად ცხადია, საეკლესიო კრება მხარს დაუჭერდა თამარის დაქორწინების იდეას. ეს მართლა სჭირდებოდა ქვეყანას.

პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან ეს ქვეყანაზე ზრუნვა იყო. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ საკითხში გამორჩენის შესაძლებლობას ხედავდა.

შეიკრიბნენ თამარის დაქორწინების მოსურნე დიდებულები რუსუდან დედოფალთან და დაიწყეს მსჯელობა.

არა ერთი უფლისწული ითხოვდა თამარის ხელს. დედოფალ რუსუდანთან თათბირის დროს ქართლისა და ტფილისის ამირა აბულასანმა თქვა: „მე ვიცი შვილი  ხელმწიფე ანდრიასი, რუსთა მთავრისა, რომელსაც ემორჩილებოდა სამასი რუსი მთავარი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ბიძამისმა სავალათმა გამოაძევა სამთავროდან და ახლა ცხოვრობს ყივჩაღთა მეფე სევინჯის ქალაქში“.

პატრიოტებს თამარის ქმრად უნდოდათ მოეყვანათ აუცილებლად ხელმწიფის (მეფის ან დიდი მთავრის) შვილი. მხოლოდ ასეთი ადამიანი თუ იქნებოდა შესაფერისი მეფის ქმრობისა. ქვეშევრდომზე დაქორწინება საქართველოს მეფისთვის მიზანშეწონილი არ იყო.

პატრიოტებისთვის მთავარი იყო თამარის მეუღლეს ჰქონოდა სამეფო სისხლი. მათ სურდათ, დიდი ძალაუფლება არც ჰქონოდა თამარის ქმარს, რათა თავისი ქვეყნის არისტოკრატიის წარმომადგენლები არ მოეყვანა ქვეყანაში და ისედაც დიდი კონკურენცია დიდებულების გვარებს შორს კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო. პატრიოტებს უნდოდათ, ზედსიძეს არ მოესურვებინა ხელისუფლების ხელში აღება. მამულიშვილებს ქართველი მეფის ძალაუფლების შენარჩუნება სურდათ - მეფეთ-მეფედ უნდა დარჩენილიყო თამარი, ხოლო მის ქმარი კი მეფე-კონსორტი ყოფილიყო.

საკუთარი გამორჩენის მოსურნეებს კი უნდოდათ, თვითონ მიეღოთ გადაწყვეტილება მეფის ქმრის არჩევაში და ამით მეფის ქმრის გული მოეგოთ და მისი მეშვეობით თავისი საქმეები მოეგვარებინათ.

პატრიოტების (რუსუდან მამიდისა და სხვების) და დაინტერესებული პირების ინტერესები დაემთხვა. სწორედ ასეთი იყო იური (გიორგი) რუსი, რუსთა მთავრის შვილი კი იყო, მაგრამ არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდა, არ ჰყავდა ჯარი და არც ამალა. გამოძევებული იყო თავისი ქვეყნიდან.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რუსის მართლმადიდებლობას. სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს უარი ეთქვათ.

გადაწყდა. დარბაზმა თამარის შეუტყობინებლად დაიბარა დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი, როგორც ჩანს, წარმოშობით ებრაელი, დაავალეს მას გამგზავრება ყივჩაღეთში. დიდვაჭარმაც იჩქარა, გზადაგზა ცხენები გამოიცვალა და მალე ჩამოიყვანა უფლისწული იური ტფილისში. 

იური (გიორგი) ანდრიას ძე ყოფილა კარგი აღნაგობის, სიმპატიური და დიდი გვარიშვილობისო, წერენ მემატიანეები. იყო ვარიაგული (ვიკინგური?) წარმოშობის რიურიკოვიჩების გვარიდან, ძველრუსული (IX საუკუნე) სახელმწიფოს დამაარსებლის, რიურიკის მეცხრე შთამომავალი. იურის წინაპარი იყო წმიდა ოლღაც, რიურიკის

რძალი. რიურიკის შვილიშვილის შვილმა, გიორგი რუსის წინაპარმა, მოციქულთასწორმა ვლადიმერ (ნათლობის სახელი ბასილი) სვიატოსლავის ძემ, გააქრისტიანა კიევის რუსეთი. იურის დიდი პაპა გახლდათ კიევის დიდი მთავარი, წმინდა კეთილმსახური ხელმწიფე  ვლადიმერი, რომელსაც მონომახი უწოდეს, რადგან დედამისი იყო ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მეცხრე მონომახის ასული. ვლადიმერ მონომახის მეექვსე შვილს, იურის, თამარის საქმროს პაპას, მოსკოვის დამაარსებელს, დოლგორუკი უწოდეს. ქართველთა სასიძოს მამა, ანდრეი იურის ძე 1157 წლიდან სიკვდილამდე იყო ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავარი. მან მიიღო ზედწოდება ბოგოლუბსკი, ამავე სახელწოდების ქალაქისგან ან იმ ქალაქმა სახელი მიიღო მისგან, რადგან ერთ ადგილას, როცა ვიშგოროდიდან ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს მიაბრძანებდა სუზდალში, ძილში გამოცხადებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ყოვლადწმინდას მთავრისთვის უბრძანებია მისი ხატი გადაესვენებინა ვლადიმირში. იმ დროიდან იმ სახელგანთქმულ ხატს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ეწოდება. გამოცხადების ადგილას ანდრეის აუშენებია მონასტერი ბოგოლუბოვო და დაბა, და მეორე ვარიანტით, ამგვარად მიიღოო ბოგოლუბსკის სახელი. 1174 წელს მთავარი ანდრეი  მოკლეს მოღალატეებმა. 1702 წელს რუსულმა ეკლესიამ ანდრეი ბოგოლუბსკი წმიდა კეთილმსახურ მთავრად შერაცხა. თამარის საქმროს დედა იყო ყივჩაღთა მთავრის ასული. იური თავის მამის მესამე ვაჟი გახლდათ. უფროსი ძმები ადრე მოუკვდა. მისი უმცროსი ძმა, 20 წლის ასაკში გარდაცვლილი გლები წმინდანადაა შერაცხული რუსული ეკლესიის მიერ, რადგან 12 წლის ასაკიდან მონაზვნებთან ერთად და მათნაირი ცხოვრებით ცხოვრობდა სიკვდილამდე. გლების საფლავი გაუხსნიათ 1702 წელს და ცხედარი უხრწნელი დახვედრიათ. ასეთი საგვარეულოდან იყო ქართველთა სასიძო, თუმცა, მისი ხასიათისა და ზნე-ჩვეულებების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში.  

თამარის ისტორიკოსის გადმოცემით, იური საკუთარ ბიძას, ვსევოლოდ დიდბუდეს (ქართული წყაროთი სავალათს) გამოუგდია სამთავროდან და თავის დედის ნათესავებთან, ყივჩაღებთან აფარებდა თავს.

განდევნილ უფლისწულს მოულოდნელად თავს დაატყდა დიდი ბედნიერება, მიაკითხეს და შესთავაზეს მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს მეფის, ულამაზესი თამარის ქმრობა. მანაც იჩქარა საქართველოსკენ...

შეიკრიბნენ რუსუდან დედოფლის წინაშე პატრიარქი, დიდებულები, სარდლები, ერისთავები და მოახსენეს თამარს სასიძოს ჩამოყვანა.

თამარისგან ნებადაურთავად დანიშნეს ქორწილი. ზოგიერთი ცდილობდა დაეყოლიებინა დიდებულები და თამარი დაექორწინებინათ ალექსი კომნენზე, ბიზანტიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე, რომელიც მაშინ საქართველოში გახლდათ. თუმცა, ალექსი თამარს ნათესავად ეკუთვნოდა, დავით აღმაშენებელმა იმპერატორის ვაჟს, ისააკ კომნენს მიათხოვა თავისი ასული, ამიტომ ეს შეუძლებელი იყო.

თამარ მეფე ითხოვდა, ნუ მაძალებთ ქორწინებასო. საერთოდ არ უნდოდა გათხოვება. ალბათ იმიტომ, რომ ზოგი ნათესავთან დაქორწინებას აძალებდა, ზოგი კი სრულიად უცხო ადამიანთან, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა.

ძალით დაიყოლიეს მეფე. თუმცა, თამარი ამბობდა, ჯერ გავიცნოთ ეს კაცი, ვნახოთ როგორი ხასიათი აქვს, ნუ ვიჩქარებთო: „კაცნო, როგორ შეიძლება დაუფიქრებლად ამის გაკეთება? არაფერი ვიცით ამ უცხოელი კაცის ქცევის, მხედრობისა და ხასიათის შესახებ, მაცალეთ, გავიგოთ, დავაკვირდეთ კარგი ადამიანია თუ არაო.“ მაგრამ არ უსმინეს, წინაღუდგნენ მეფეს, შვილი არ გყავს, ჯარს წინამძღოლი არ ჰყავსო. ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ზედაპირულად უყურებდნენ. ვერც წარმოიდგენდნენ, რა შეიძლება მომხდარიყო.

როგორც შეეფერებოდა ქართულ-კავკასიური იმპერიას, ისეთი იგავ-მიუწდომელი ქორწილი გადაიხადეს. იყო ცეკვა-თამაში, სახიობობანი. უამრავი საჩუქარი მიიღო სამეფო წყვილმა - თვალი და მარგალიტი, ოქროჭედილი და უჭედელი, შეკერილი და უკერველი ძვირფასი ქსოვილები და სხვა.

ერთი კვირა გრძელდებოდა ლხინი. სამეფო ოჯახმა დიდი საბოძვარი გასცა მოქალაქეებისათვის.

თამარის გარდა, ვერავინ გრძნობდა, ან ჩვენ არ ვიცით, თუ იყო ისეთი, ვინც ხვდებოდა, რომ სამეფოში არსებულ კრიზისს ახალი პრობლემა დაემატა.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-18
ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
gaq