საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

საქართველოში რომაული ლეგიონების შემოსვლისა და ყოფნის დამადასტურებელი არქეოლოგიური და ისტორიული წყაროები
გოგა ჭანტურია
   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი: გოგა ჭანტურია     

 სამუშაო თემა: საქართველოში რომაული ლეგიონების შემოსვლისა და ყოფნის დამადასტურებელი არქეოლოგიური და ისტორიული წყაროები


   ძველი რომის გაძლიერება ძვ.წ. III საუკუნის ბოლოსა და II საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც მან დაიმორჩილა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები და გახდა ძლიერი სახელმწიფო, როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად. ამის შემდგომ ის იწყებს აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყნების დაპყრობაზე ფიქრს [1.99]. 

რომის საჯარისო ნაწილები საქართველოს ზღვისპირეთში (კოლხეთში) ძვ.წ. 65 წლიდან გამოჩნდნენ [2.6-7]. ჩვენთვის უცნობია კოლხეთის სანაპიროზე რომაული სამხედრო ნაწილების განლაგების ზუსტი თარიღი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მეცნიერების გარკვეული ნაწილი ოქტავიანე ავგუსტუსის დროს ვარაუდობს [10.41], მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რომს აღმოსავლეთ საზღვარზე მხოლოდ ოთხი ლეგიონი ჰყავდა დისლოცირებული ეს საეჭვო უნდა იყო [2.7]. მკვლევართა ნაწილის აზრით, რომაული ლეგიონების ჩადგომა კოლხეთში უფრო მოგვიანებით, ან ნერონის მმართველობის დროს [5.41-42; 1.112], ან მის შემდგომ, ვესპასიანეს პერიოდში უნდა მომხდარიყო  [9.75-76; 2.6].

წყაროებზე დაყრდნობით  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი განლაგება კოლხეთის სანაპირო ზოლზე ნერონის მმართველობის დროიდან უნდა იწყებოდეს. ამ მოსაზრებას გვიმყარებს ნერონის პოლიტიკური კურსი, მან შეცვალა წინამორბედი იმპერატორების პოლიტიკა აღმოსავლეთთან დაკავშირებით და მათი ლიკვიდაციისკენ აიღო კურსი. ახ. წ. 57 წელს კაპადოკია-მცირე არმენიის საზღვარზე გადმოისროლეს  XII და XV ლეგიონები. 60 წელს დაიმორჩილეს არმენია და 63 წელს გააუქმა პოლემონიდების სამეფო. ლეგიონების გადმოსროლასთან ერთად მათ ააშენეს რამოდენიმე სტრატეგიული პუნქტი და სასიმაგრო ნაგებობები [2.8]. ამის შემდეგ ნერონს კოლხეთში ფარ
თო ასპარეზი ეძლევა ფართმაშტაბიანი ოპერაციების საწარმოებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  უნდა ვივარაუდოთ რომ რომაული გარნიზონები კოლხეთის სანაპიროზე ახ.წ. 57-66 წწ. შორისაა დისლოცირებული. ყოველ შემთხვევაში ახ. წ. I საუკუნის დასასრულისათვის აფსაროსსა და სებასტოპოლისსში რომაული გარნიზონების ყოფნას ადასტურებს, როგორც წერილობითი წყაროები, ასევე არქეოლოგიური მასალებიც [2.10]. ბიჭვინთაში აღმოჩენილია რომის ლეგიონების ყოფნის დამადასტურებელი ნივთები: ჯილდო-ნიშანი ანუ ფალერა-ჯილდოები, ვერცხლის სამკლაური ღვთაება ფორტუნას გამოსახულებით, რომელსაც საჭე და სიუხვის ყანწი უპყრია ხელთ; გონიოსთან აღმოჩენილია ოქროს გარსაკრავი ლომისა და ჯიხვის ჭიდილის გამოსახულებით; კლდეეთში აღმოჩენილი მახვილის ტარზე გამოსახულია ღვთაება ვიქტორია და არწივი, რომელსაც ნისკარტით დიდების გვირგვინი უჭირავს [1. 115]. იმპერიის ეპოქაში ფალერებით აჯილდოვებდნენ არა მარტო ცალკეულ მეომრებსა და სამხედრო დანაყოფებს, არამედ პრორომაული ორიენტაციის ადგილობრივ მმართველებსაც. მაგალითად ტაციტუსის ცნობით, რომაელებმა სედოხეზების მეფეს ანიკეტის გადმოცემისათვის ჯილდო გადასცეს [3. 40-42]. 

  პონტო-კავკასიის სასაზღვრო თავდაცვითი სისიტემა ნერონის პერიოდში ჩამოყალიბების პროცესსში იყო, ამ მიმართულებით ნერონის დაწყებული საქმე ვესპასიანემ განაგრძო. მან 74-76 წლებში გარნიზონები განალაგა სირია პალესტინის ხაზზე, ეგვიპტესა და არაბეთში; ლეგიონური შენაერთები ჩააყენა, აგრეთვე, კომაგენაში, ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში - ზევგმასა და სურაში; მის დროს გარნიზონები ჩადგნენ ანკირასა და ევმენიაში, ხოლო სირიის ცნობილ ქალაქებში - პალმირაში, ბოსტრასა და ჰერასაში ციხესიმაგრეები აშენდა [2.12].  

არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვესპასიანეს დროს თითქოს რომაული გარნიზონები იდგნენ არა მარტო აფსაროსსა და ფაზისში, არამედ მცხეთაშიც [2.16], რაც არ დასტურდება არქეოლოგიური მასალებით. თუმცა მცხეთაში აღმოჩენილია ახ.წ. 75 წლით დათარიღებული ვესპასიანეს წარწერა, რაც ადასტურებს რომაელთა მონაწილეობას მცხეთაში ჩა
ტარებულ საფორტიფიკაციო სამუშაოებში. ვესპასიანეს წარწერაზე ვკითხულობთ: ,,თვითმპყრობელმა კეისარმა ვესპასიანე სებასტოსმა... იბერთა მეფეს, მითრიდატეს მეფე ფარსმანისა და ამაზასპის ძეს, კეისრის მეობარსა და რომაელთა მოყვარულ ხალხს ეს კედლები განუმტკიცეს“ [7.5-20]. ამ დროიდან ჩნდება იბერიასა და კოლხეთში რომაული ტიპის სამშენებლო და კერამიკული ნაწარმები [2.16].   

ეჭვს არ იწვევს რომაელების დაბანაკება დარიალის ხეობაში. პლინიუსის ცნობით, აქ მდებარეობდა ციხესინაგრე „Castellum Cumania“, რომელიც მომთაბარეების გასაკონტროლებლად იყო აგებული. მკვლევართა თვალსაზრისით, იგი დარიალის ციხეს უნდა წარმოადგენდეს [2.17]. ასეა თუ ისე, ერთი რამ აშკარაა, ვესპასიანეს დროიდან პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა საკმაოდ აქტიურად ფუნქციონირებს და მისი როლიც მნიშვნელოვნად ჩანს გაზრდილი. ამ სისტემის ციხესიმაგრეთა ქსელი იმპერატორ ადრიანეს დავალებით, 131 წელს საგანგებოდ მოინახულა და მათი თავდაცვისუნარიანობა შეამოწმა კაპადოკიის ლეგატმა ფლავიუს არიანემ. არიანეს, როგორც ეს მისი ,,პერიპლუსიდან“ ჩანს, პირველად აფსაროსის ციხესიმაგრე და აქ მდგომი გარნიზონის საბრძოლო მზადყოფნა შეუმოწმებია. არიანეს ცნობით, ,,აფსაროსში... დგას ხუთი სპეირა’’ (Arr, PPE, 6), რაც ხუთ კოჰორტად ანუ ნახევარლეგიონად მიაჩნდათ [9.77; 10.228; 6.5]. მკვლევართა უმრავლესობას კი აფსაროსის რომაული შენაერთები ლეგიონურ გარნიზონებად მიაჩნიათ და არა ნახევარლეგიონებად [6.1]. 

გონიოს ტერიტორიაზე ნაპოვნია რომაული სამხედრო შენაერთის არსებობის დამადასტურებელი მასალა: ტვიფრი, სამხედრო შენაერთების დამღები, რომლებზეც ვკითხულობთ: 1) COH (ors) II ; 2) (C) OH (ors) II . მეცნიერების აზრით, დამღები ასე იშიფრება _ Cohors II Claudiana [6.2-6; 2.19]. ამ მოსაზრებას, რომ რომაული ლეგიონები ახ.წ. II საუკუნეში გონიოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ამყარებს ფაიუმში (ეგვიპტე) ნაპოვნი პაპირუსი, სადაც მოხსენიებულია ამ ლეგიონის ლეგიონერი მარციალი: Mar]tialis vet (eranus)… [Omnium […].i Apsaro de [gen]re eius M Va[l]er […] Coh. I
I Claudiana […} etc. [6.2], რომლის კოჰორტაც ახ.წ. II საუკუნეში კაპადოკიაშია განლაგებული დამხმარე კოჰორტის სახით. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამ კოჰორტის ფუნქციაში არ შედიოდა ომის დროს მანევრები [6.6]. ფაიუმში აღმოჩენილმა პაპირუსის ფრაგმენტმა ნათელი მოჰფინა ამ საკითხს და ნათელი გახადა, რომ აფსაროსში დისოცირებული სამხედრო შენაერთები იყვნენ დამხმარე კოჰორტები, ნახევარლეგიონები და არა სრული ლეგიონები [2.19; 6.6]. 

როგორც ცნობილია, II ს-ში ლეგიონის ძირითადი ერთეული _ კოფორტა 600 მეომრისაგან შედგებოდა. ანუ გამოდის, რომ  აფსაროსში 3000 ჯარისკაცი იდგა. სამხედრო ძალის ამგვარი კონცენტრაცია კი საკმაოდ დიდია ნებისმიერი ციხესიმაგრისათვის. მისი ზომებიდან გამომდინარე (195x245მ) ფიზიკურად ვერ დაეტეოდა აფსაროსის ციხესიმაგრეში 3000 ჯარისკაცი. მას მხოლოდ 1200-დან 1400-მდე ჯარისკაცის დატევა შეეძლო [6.2]. ასევე  ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის აბელარის წარწერა ქ. ნოლას (იტალია) მახლობლად, რომლისგანაც ვგებულობთ, რომ მარციო პრეტორიო ცელერი დაუჯილდოვებია ტრაიანეს პართიის წინააღმდეგ (113-117)  ბრძოლაში მონაწილეობის გამო, რომელიც პონტოს აფსაროსში განლაგებული რომის დამხმარე ნაწილების სარდლის მოვალეობას ასრულებდა [6.1].   

შემდეგი ციხესიმაგრე, რომელიც არიანემ მოინახულა იყო სებასტოპოლისი. არიანე წერს: ,,მოხერხდა ჯარისკაცებისათვის ხელფასის მიცემა, ცხენებისა და იარაღის დათვალიერება, მხედრების გავარჯიშება ცხენზე შეხტომაში, ავადმყოფების მონახულება, პურის მარაგის შემოწმება, კედლებისა და თხრილების შემოვლა“ (Arr., PPE, 10). წყაროზე დაყრდნობით ვხვდებით, რომ სებასტოპოლისში მდგარი რაზმი ძირითადად კავალერიის ნაწილებისგან შედგებოდა და სებასტოპოლისის სიმაგრის ფართობით თუ ვიმსჯელებთ (0,6-0,8 ჰა) მისი გარნიზონი 200 ჯარისკაცს არ აღემატებოდა [2.23]. როგორც არიანეს ცნობებიდან ირკვევა, ახ.წ. II ს. პირველ ნახევარში რომაელთა ბატონობის ძირითადი საყრდენი პუნქტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში - სებასტოპოლისში ყოფილა [2.25]. 

&nb
sp;რომაელების აქტიურობა იბერიის ხელისუფალთ რასაკვირველია აწუხებდა, ამის გამო ფარსმან II-მ გახსნა ჩრდილოეთის გადმოსასვლელები და ალან-ოსები შეუსია კაპადოკიას, არმენიასა და ალბანეთს. შემდგონ ანტონინუს პიუსი აგვარებს ფარსმან II-სთან ურთიერთობას და მას კაპიტოლიუმში აძლევს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარებას უფლებას. ასევე მარსის მოედანზე უდგამს ძეგლს და უფართოებს საზღვრებს [2.23]. 

 რომაული სამხედრო შენაერთების პიტიუნტში ჩადგომის დროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის ლათინური წარწერა პიტიუნტის კასტელიუმიდან. ეს წარწერა მიეკუთვნება GL ჯგუფს, რომელიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება ლათინურში. ამ წარწერის მიხედვით პიტიუნტში რომაული გარნიზონი 135-152 წწ. შორის უნდა ჩამდგარიყო [8.56-57; 2.26]. საინტერესოა სატალაში აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი და კრამიტები, რომელიც წარმოადგენს ბიჭვინთის დამღების ზუსტ ანალოგს, რომელიც ეკუთვნის XV ლეგიონს [2.27]. ეჭვს არ იწვევს, რომ კოლხეთის ზღვისპირა პუნქტების გარნიზონები კაპადოკია-მცირე არმენიის საზღვარზე დაბანაკებული XII და XV ლეგიონების შენაერთებით იქნებოდნენ დაკომპლექტებული [2.28].   

ახ.წ. III ს. შუა ხაებიდან რომს გოთების წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. 252-267 წწ. გოთებმა მცირე აზიასა და შავიზღვისპირეთის სანაპიროზე საზღვაო ლაშქრობათა მთელი სერია მოაწყვეს. გოთების ლაშქრობათა ტალღამ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ცენტრებსაც გადაუარა, მათ ორჯერ დალაშქრეს ეს ტერიტორიები. პირველად მათ  255-256 წწ. მოაწყვეს თავდასხმა, ხოლო მეორე ლაშქრობა 257 წელს უნდა მომხდარიყო. საბოლოო ჯამში 270 წელს ნაისასთან რომაელებმა შეძლეს გოთების საბოლოოდ დამარცხება და დუნაის იქით გადარეკეს [2.30-33].   

გოთების შემოსევის მერე აღდგა სებასტოპოლის-აფსაროს-პიტიუნტის ციხესიმაგრეთა ქსელი, რომელთა ფუნქციონირება თითქმის მთელი IV ს. მანძილზე გრძელდებოდა. IV ს-ში აღმავლობის გზაზეა სებასტოპოლისი და აფსაროსი. მკვლევართა გარკვეული ჯგუფი კატეგორიულად უარყოფს IV ს. ბოლოსა და V ს. დასაწყისში რომაული გარნიზონებ
ის ყოფნას პიტიუნტში [11.382; 5.105; 4.70]. ამ ინფორმაციის ბრმად მიღება არადამაჯერებელია, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ III-IV სს-სთან შედარებით შემცირებულია კერამიკული ნაწარმისა და მონეტების რაოდენობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ შორს ყოველგვარი კავშირ-ურთიერთობა გაწყდა [2.36-37]. ამ თემაზე საინტერესო ცნობას გვაწვდის და თან ადასტურებს რომაული გარნიზონების ყოფნას პიტიუნტში ბიზანტიელი ავტორი - თეოდორიტე კვირელი (393-457 წწ.), რომელიც მოგვითხრობს იოანე ოქროპირის პიტიუნტში გადასახლებასთან დაკავშირებით: ,,პიტიუნტი არის უკიდურესი საზღვარი პონტოში და რომაელთა სამფლობელოისი, უველურესი ბარბაროსების მეზობლად“ [2. 37].

ამრიგად, კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რომის ლეგიონების (XII (Legio Fulminata) და XV (Legio Apollinaris)...) ცალკეული ვექსილაციების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც წერილობითი წყაროებით, ისე  არქეოლოგიური მასალებით დასტურედება.


გამოყენებული ლიტერატურა

1. გამყრელიძე გ., ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში, თბ., 2010.

2. თოდუა თ,. რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003.
3. თოდუა თ., ძველი კოლხეთი და გარე სამყარო (ძვ.წ.II - ახ.წ. VI), თბ., 2008.

 4. ლომოური ნ., `Notitia Dignitatum~-ის ზოგიერთი ცნობის გარკვევისათვის,  თსუ შრომები, 162, 1975.

5. ლორთქიფანიძე გ., ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბ., 1991.

6. მშვილდაძე მ., რომის ლეგიონები აფსაროსში - `Pro Georgia“, Journal of Kartvelological Studies,  Centre for East European Studies, Oriental Institute, University of  Warsaw,  t. 21, Warsaw

7. წერეთელი გ., მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ., 1968

8. Speidel M.P., Todua T.T., Threeinscriptions from Pityus on the Caucasus frontier. – SJ, 44, 1988.

9. Леквинадзе В.А., Понтийский лимес, ВДИ, 2, 1969.

10. Ломоури Н.Ю., Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.

11. Меликишвили Г.А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-21
ღირსისა ექვთიმესი, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა (1804); წმ. ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელი ეპისკოპოსისა (815-820); წმ. მირონ საკვირველთმოქმედისა, კრეტელი ეპისკოპოსისა (დაახ. 350); მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდესი; ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq