საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

რუსი იმპერიალისტებისთვის საყვარელი, ქართველი მამულიშვილებისთვის საძულველი თემურლენგის წარმოშობის ლეგენდა
გაიოზ მამალაძე

 

ბაგრატ მეხუთის დროს საქართველო ისევ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო იყო, რეგიონის ლიდერი. მცირე აზიაში თურქები ძლიერდებოდნენ და ავიწროებდნენ აღმოსავლეთის ქრისტიანობის ცენტრად მიჩნეულ ბიზანტიის იმპერიას. ბიზანტიის მომავალი ეჭვქვეშ იდგა.

ჩრდილო კავკასიის ველებზე და დღევანდელი რუსეთის სამხრეთ მხარეებში არსებობდა ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის შვილების მიერ დაარსებული ოქროს ურდო, რომელიც ძალიან ავიწროებდა რუსეთს.

ჩრდილოეთში რუსული სამეფო-სამთავროები სუსტები იყვნენ და თავდაცვით ბრძოლებს ეწეოდნენ.

საქართველოს შეიძლება დაეკავებინა მართლმადიდებლური ქვეყნების ლიდერის ადგილი.

1380 წელს ოქროს ურდოს ყაენი გახდა თოხთამიში, მას ტახტზე ასვლაში დაეხმარა გათურქებული მონღოლური ტომის, ბარასების ბეგის, თარაღაის შვილი, მრავალი ქვეყნის დაუნდობელი დამპყრობელი, თემური, რომელსაც კოჭლობის გამო თემურ ლენგს უწოდებდნენ. თოხთამიშმა გააძლიერა ოქროს ურდო და 1382 წელს აიღო მოსკოვი, გაძარცვა და გადაწვა.

თემურლენგმა ყაენის ტიტული ვერ მიიღო, რადგან არ იყო პირდაპირი შთამომავალი ჩინგიზ ყაენისა, მხოლოდ ჩინგიზიდი პრინცესა მოიყვანა ცოლად და „ზედსიძისა“ და დიდი ამირას წოდება მოიპოვა. თუმცა, ჩინგზიდ უფლისწულებს ბევრად გადააჭარბა სიძლიერეში.

„ახალი ქართლის ცხოვრება“ ზღაპრულ ამბავს გვიამბობს თემურლენგის წარმომავლობის შესახებს და არა შემთხვევით. თემურ ლენგი ყოფილა გვარტომობით ჩინყიზი, ანუ ჩინყიზის ტომიდან ან თემურ ლენგი იყოო გვარტომობით ჩინყიზ სამარყანდელი, ამიტომ უწოდეს მას ჩ

ქართული ქალაქის იერიში
ინყიზიო. თემურ ლენგის წინაპრების დროს მომხდარა უჩვეულო ამბავი. აღნიშნულ გათურქებულ მონღოლურ ულუსს ხელმძღვანელობდა ბელადის ასული. მრავალი ქვეშევრდომი ჰყოლია, ძლიერი ჯარი და ძალიან მდიდარი ყოფილა. 

დაორსულდა ის დედაკაცი, თურმე, არადა ქმარი არ ჰყავდა. გაიგეს ეს მისმა სარდლებმა და დიდებულებმა, ძალიან ეწყინათ, რადგან დიდ სირცხვილად ითვლებოდა უქორწინებლად დაორსულება, მიადგნენ სასახლეში და საყვედური უთხრეს: „რადგან ხარ ჩვენი მთავარი, გეკითხებით, რატომ ჩაიდინე ასეთი სასირცხვილო საქმეო“

დედაკაცი უპასუხა: „ჩემთან მამაკაცი არ ყოფილა და არც მიცხოვრია ხორციელ არსებასთან, თუ არ გჯერათ, დარაჯები დააყენეთ საიდუმლოდ და მე ვაჩვენებ ვინ დადის ჩემთანო“.

მართლაც, დააყენეს მცველები და ღამით მცველებმა იხილეს ნათლის მსგავსი რამ, ავი სული, რომელიც შევიდა და დაწვა იმ ქალთან. ასე ხდებოდა ყოველ ღამე. გავიდა ხანი და ულუსის მეთაურმა ქალმა გააჩინა წული, რომელსაც ძე ნათლისა უწოდეს და გაახელმწიფეს ულუსში. შემდეგში მისი შთამომავლების საგვარეულოს უწოდეს ჩინყიზი და დიდ გვარად ითვლებოდაო.

ბაგრატ მეფის კარზე იცოდნენ, დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები იყო მოსალოდნელი. ჩრდილოეთ კავკასიიდან საფრთხე ნაკლებად მოგველოდა, რადგან თოხთამიშს დიდად არ აინტერესებდა საქართველო. თემურლენგის ძალიან გაძლიერების ეშინოდა თოხთამიშს. ამიტომ, მოკავშირეს დაუწყეს ძებნა ჩვენმა მეფემაც და თოხთამიშმაც, თემურლენგის წინააღმდეგ.

1385 წელს, ყაენი თოხთამიში, 90 000 არმიით გადმოვიდა ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში,

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელებით. როგორ ჩანს, ბაგრატ მეფემ სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა თოხთამიშთან, რადგან, დარუბანდს და განსაკუთრებით დარიალს საქართველოს ხელმწიფის თანხმობის გარეშე თოხთამიშის ჯარი ვერ გამოივლიდა. თოხთამიშმა მოარბია ირანის ჩრდილოეთი მხარე, აიღო ქალაქი თავრიზი, გაძარცვა და 90 000 ადამიანი ტყვედ წაიყვანა. ამ ლაშქრობაში, ჩანს, ქართველებიც მონაწილეობდნენ.

ლენგი თემური დიდი ძალებით გამოემართა თავრიზისაკენ, აიღო და თოხთამიშის მეციხოვნეები და მოკავშირეები დახოცა. მერე გამოემართა საქართველოსკენ, რათა თოხთამიშის ახალი შემოჭრის შესაძლებლობა აღეკვეთა და ჩაეკეტა დარიალისა და დარუბანდის გადმოსასვლელები. 1385 წლის ბოლოს შემოვიდა საქართველოს სამეფოში, ჯერ სომხეთი დაარბია, შემდეგ კარი (ყარსი) აიღო. იქვე დაიზამთრა, რადგან დიდი სიცივეები ყოფილა და გაზაფხულზე ქართლში შემოიჭრა. სამცხის ათაბაგიც მიმხრობია დამპყრობელს და სხვებიც, ალბათ, შიშით. თემურს კარგად დაუსაჩუქრებია ათაბაგი. ჩვენი მეფე, ალბათ, თოხთამიშისგან ელოდა დახმარებას, თუმცა უშედეგოდ.

ბაგრატ მეფეს მისი თანამედროვე ქართველები დიდს, ტრაპიზონელი ბერძენი ისტორიკოსი დიდ სარდალს, სომხები კი ძლევამოსილს და ძლიერს უწოდებდნენ, მაგრამ გენერალური ბრძოლის გადახდა ლენგთემურის უზარმაზარ ჯართან შეუძლებელი იქნებოდა. სამაგიეროდ, ტფილისი და ციხეები კარგად ჰქონდა გამაგრებული მეფეს, ხალხიც გახიზნული ჰყავდა გარეშემო ტერიტორიებიდან. თითოეული ციხის აღება თემურლენგს დიდი წველებით უხდებოდა, მაგრამ ყველანაირი მეთოდით ცდილობდა და ახერხებდა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
, რადგან სამხედრო საქმეში დახელოვნებული იყო. საქართველოს დედაქალაქმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია ლენგს. ჩვენი წინაპრები გამოდიოდნენ გალავნის კარიდან და ებრძოდნენ დამპყრობელს. ძალიან დიდი ზარალიც მიაყენეს მსოფლიო დამპყრობელს. კარგა ხანს გაგრძელებულა ალყა. არის გადმოცემა, რომ თემურ ლენგს ცეცხლსასროლი იარაღიც გამოუყენებია. შემდეგ, რკინის ჩელტებით გადაფარებული საალყე მანქანები მიაყენეს ტფილისს, რათა ჩვენს წინაპრებს ცეცხლი არ მოეკიდებინათ მათთვის. მეომრებმაც იფარეს რკინის ჩელტები და სიმრავლისაგან აიღეს ჩვენი დედაქალაქი. მეფე, დედოფალი ანა და უმცროსი უფლისწული დავითი ტყვედ ჩაუვარდნენ  ლენგთემურს. დამპყრობელს თან წაუღია ტფილისის უმდიდრესი ბიბლიოთეკაც. ეს მომხდარა 1386 წლის 21 ნოემბერს. ტახტის მემკვიდრე გიორგი და მისი მომდევნო ძმა, კონსტანტინე, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდნენ.

შესთავაზა თემურლენგმა ბაგრატ მეფეს, გამაჰმადიანდი, ჩემი მოკავშირე გახდი და მეფობას დაგიბრუნებო, მაგრამ უარი მიიღო. ტყვეობაში ბაგრატ მეფემ მოიფიქრა გეგმა, რომელიც საქართველოში დარჩენილ თავის მემკვიდრეს, გიორგის აცნობა, რუს ეგნატაშვილის მეშვეობით. ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, თემურლენგისგან დაიმტკიცა მეფობა, ვითომდა, ქართველო ხალხის გასამაჰმადიანებლად და დარიალისა და დარუბანდის გადასასვლელების ჩასაკეტად, თან წამოიყვანა 12 000 გამაჰმადიანებული მონღოლი. ქართველები, უფლისწულ გიორგის ხელმძღვანელობით, ერთ ხეობაში დახვდნენ მონღოლ-თურქებს, გაჟუჟეს და გაათავისუფლეს ბაგრატ მეფე.

წარმოე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მართა თემურლენგი შურის საძიებლად და მოირთო შირვანის შაჰი. ჯარი შეყრილი ჰყავდა ბაგრატ დიდს, მაგრამ, მაინც დამარცხდა უზარმაზარ არმიასთან რამდენიმედღიან ბრძოლაში.

ამის შემდეგ ლენგმა კიდევ ექვსჯერ ილაშქრა საქართველოში, თითქოს ჩვენი ქვეყნის სრულად განადგურებას ცდილობდაო, რაღაც მიზეზით. დიდი ხარჯებიც ჰქონდა ამის გამო, დიდი სამხედრო ზარალიც მიიღო, მაგრამ, თითქოს რაღაც დავალებას ასრულებდაო.

თოხტამიშიც ორჯერ დაამარცხა ლენგთემურმა და გააქცია ოქროს ურდოდან. დამარცხებულ თოხტამიშს რომ მისდევდა, თემურლენგის ჯარი მიადგა მოსკოვს, მაგრამ, მოულოდნელად თემურის ლაშქარი მოტრიალდა და უკან გაბრუნდა. ზოგი ისტორიკოსის აზრით, რომელიღაც მხარეში აჯანყების ჩასაქრობად. ოქროს ურდო დასუსტდა და დაიწყო დაშლა. ამან ხელი შეუწყო მოსკოვის სამთავროს გათავისუფლებას მონღოლ-თათრების ყმობიდან და გაძლიერებას.

1405 წელს თემურ ლენგი გარდაიცვალა. საქართველო დაქცეული დარჩა, გარშემო კი ველური მეზობლები ძლიერდებოდნენ. რუსეთი, სამაგიეროდ, გათავისუფლდა ოქროს ურდოსგან და გარშემო სასტიკი მეზობლებიც არ ჰყავდა. ასე დაკარგა საქართველომ მართლმადიდებლური სამყაროს შესაძლო ლიდერად გახდომის შანსი და ის მოიპოვა რუსეთმა. თითქოს, ამის გამოძახილი იყოს ქართულ წყაროში არსებული გადმოცემა,  თემურლენგის ავი სულის, ბელიარის შთამომავალი იყოო.

რუს იმპერიალისტებს უყვართ თემურლენგი. დუგინი და მისი ხალხი ლენგთემურის სახელობის თარიღებსაც აღნიშნავს, მან ხომ რუსეთის გათავისუფლებას და გაძლიერებას შეუწყო ხელი.






მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq