მეოცე საუკუნე ძალიან საინტერესოა მსოფლიო ისტორიისათვის. ამ საუკუნეში მიმდინარეობდა მრავალი ისეთი პროცესი, რასაც ადგილი აქამდე არ ჰქონია მსოფლიო ისტორიაში. თუ კი მეოცე საუკუნემდე გამარჯვებული ქვეყნები აწყობდნენ კონფერენციებსა და კონგრესებს, სადაც წყდებოდა დამარცხებული ქვეყნების ბედი გამარჯვებული ქვეყნების მიერ, მეოცე საუკუნეში კი ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა. 1945 წლიდან საფუძველი ეყრება ახალ სისტემას რომელსაც საერთაშორისო სასამართლო ეწოდა. ამ სასამართლომ თავისი სამსახური დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პირველად გაასამართლა ნაცისტური გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა. ამ სასამართლო პროცესს ნიურბერგის პროცესი ეწოდა, რომელიც მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე. საყურადღებოა ამ ტრიბუნალის შექმნა და ის ფაქტი, თუ ვის მიერ ისჯება ნაცისტური გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა. ეს ტრიბუნალი იქმნება: სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით. ნიურბერგის პროცესი არის ყველასათვის ცნობილი პროცესი. მან ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო ელიტებს შორის. ჩვენი ყურადღება მიიქცია გენოციდმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო გერმანელი ნაცისტების მიმართ განხილულ პროცესზე. ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, რომ რაიმე სახით მოხდეს ნაციზმის წარმოჩენა დადებით კონტექსტში. ჩვენ გამოვდივართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან, რომლის თანახმადაც ყველა სახელმწიფო თანასწორია საერტაშორისო სასამართლის - პრიმატის წინაშე. 1945 წელს ჩატარებული ნიურბერგის პროცესიდან საფუძველი ეყრება ახალ სისტემას, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო ეწოდა. ამ სასამართლომ თავისი სამსახური დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პირველად გაასამართლა ნაცისტური გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა. ამ სასამართლო პროცესს ნიურბერგის პროცესი ეწოდა, რომელიც მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე. საყურადღებოა ამ ტრიბუნალის შექმნა და ის ფაქტი, თუ ვის მიერ ისჯება ნაცისტური გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური ელიტა. ეს ტრიბუნალი იქ მნება საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთანხმებით. ნიურბერგის პროცესზე დასჯილ იქნა მესამე რაიხის: პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, იდეოლოგიური და პროპაგანდისტული სტრუქტურის ხელმძღვანელები. სასამართლოზე ასევე განიხილებოდა დასჯილიყვნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტია, SS, SD, გესტაპო და გენშტაბი. საყურადღებოა გაერთიანებული ერების პირველი ინიციატივები 1946 წლიდან, რომ შეიქმნას საერთაშორისო სამართლის კომისია (სსკ), საერთაშორისო სამართლის შემუშავების და კოდიფიცრებისთვის, და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუსის მომზადებისთვის. 1948 წლის 9 დეკემბერს მიღებული კონვენცია, გენოციდისა და კრიმინალის თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, ასევე, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შექმნას, მაგრამ კიდევ ერთხელ პროექტი რჩება დაუსრულებელი. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის წევრების მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულ იქნა სსკ-ის სამუშაოები, რომელიც დაკავშირებული იყო საერთაშორისო სასამართლოს პროექტთან, რომლის განხორციელება მხოლოდ 1993 წელს მოხდა. ნიურბერგის პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ ნაცისტური პოლიტიკური ელიტა არ დასჯილა გერმანიის კანომდებლობით. ისინი გაასამართლეს და დასაჯეს როგორც საერთაშორისო დამნაშავეები, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. სწორედ ნიურბერგის პროცესი იყო დასაწყისი საერთაშორისო სამართლისა, როდესაც პირველად დაისაჯნენ დამნაშავეები საერთაშორისო სამართლით. მაგრამ იყო კი აქ დაცული ობიექტურობა? ამ კითხვას ბადებს გერინგის სიტყვები როდესაც ის ამბობს: ,,რატომ არ ზის ჩემ გვერდით ამერიკის პრეზიდენტი ტრუმენი, რომელმაც ახლახანს ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობისა და მშვიდობის წინააღმდეგ, როდესაც იაპონიის ქალაქების - ჰიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობას ატომური ბომბები დაუშინა?“ ba ჩვენი მოხსენების მიზანს არ წარმოადგენს მთლიანად ნიურბერგის პროცესი, არამედ ჩვენ გვსურს შევეხოთ ზოგიერთ ფაქტს და შევეცადოთ ის განვიხილოთ დღევანდელი საერთაშორისო მო თხოვნებისა და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ჩვენთვის საინტერესო და საყურადღებოა სტალინის ვარაუდები 1942 წელს როდესაც ის აღნიშნავს რომ ,,გერმანია დიდ ხანს ვერ გაუძლებს ასეთ დაძაბულობას, კიდევ რამდენიმე თვე, კიდევ ნახევარი წელიწადი, შეიძლება ერთი წელიც და მეტიც და ჰიტლერულ გერმანიას თავისი დანაშაულების სიმძიმე გასრეს.“ რა იყო ეს დანაშაულებები და რის გამო შეიკრიბა ტრიბუნალი? იყო ეს მართლაც სასამართლო პროცესი თუ უბრალოდ ტერიტორიების ახლებული გადანაწილება ევროპაში? მოკავშირეებმა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ელიტა გაასამართლეს არა გერმანული კანონმდებლობით, არამედ ახალ შემოღებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და მათ მიანიჭეს საერთაშორისო დამნაშავეების სტატუსი. გერმანული კანონმდებლობით ვერ მოხდებოდა მათი გასამართლება ერთი უბრალო მიზეზით, რადგანაც ამ კანონით მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ბევრი მკვლევრისა და ისტორიკოსის აზრით, ნიურბერგის პროცესი სულაც არ იყო სამართლიანობის აღდგენა და იგი შეფასებულია როგორც გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულების დასჯა. თუ კი საერთაშორისო სასამართლო მართლაც იმისთვის იყო მოწვეული დაესაჯა დამნაშავეები, რომლებსაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიუძღოდათ დანაშაული, მაშინ ბრალდებულის სკამზე ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ელიტის გვერდით უნდა მსხდარიყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი ტრუმენი და მისი უახლოესი გარემოცვა იაპონელი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისათვის. ასევე უნდა მსხდარიყვნენ სტალინი და პოლიტბიურო, უკრაინელი ხალხის შიმშილით ამოხოცვისა და კიდევ მრავალი სამხედრო დანაშაულისათვის, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. უპრიანი იქნება თუ გადავხედავთ ჰააგის სასამართლოს დადგენილებებსა და პოზიციას ნიურბერგის პროცესის შემდგომ წლებში. ჰააგის სასამართლომ ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორს ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში დასდო ბრალი. იგი პირველი სახელმწიფო პირია 1946 წლის ნიურბერგის პროცესის შემდეგ, ვინც საერთაშორისო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაჩენი მოიწონეს და განაცხადეს, რომ ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მაგალითი იქნება მათთვის, ვინც მომავალში ომის დანაშაულს ჩაიდენს. აღსანიშნავია, ასევე, ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანიის ლიდერები 1945-1949 წლებში ნიურბერგის სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, ხოლო იაპონელი ოფიციალური პირები ტოკიოში 1946-1948 წლებში გაასამართლეს, სლობოდან მილოშევიჩის საქმე გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა გაერომ სამხედრო დანაშაულების გამოძიების მიზნით საგანგებო ტრიბუნალი შექმნა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნიურბერგისა და ტოკიოს სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი ამოქმედდა, რომელიც ბოსნიაში მძვინვარე კონფლიქტის დროს შეიქმნა. ტრიბუნალის მიერ, განხილულ საქმეებს შორის დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანია ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმე. რომელსაც ბრალდებები წაუყენეს: გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის წარმართვის კანონების დარღვევის გამო. გერმანული პოლიტიკური და სამხედრო ელიტა დაისაჯა ებრალი ხალხის გენოციდისათვის. ეს გენოციდი მეოცე საუკუნეში არც პირველი ყოფილა და არც უკანასკენელი. მოხდა უამრავი ფაქტი დანაშაულებისა, რომელთა ნაწილი აღიარებულ იქნა გენოციდად, ხოლო ნაწილი არ აღიარებულა. ჩვენ ამ სტატიაში შევიტანეთ მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე გენოციდი, რომელთა ჩამდენნი დღემდე არ დასჯილან. 1. კონგოს "თავისუფალი" სახელმწიფო (1885-1908), სადაც ბელგიის მეფე ლეოპოლდ II–ს მძიმე პოლიტიკას 10 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. 2. გოლოდომორი (1932-1933) უკრაინელთა განადგურება მასობრივი შიმშილობის გამოწვევით საბჭოთა ხელისუფლების მიერ. შეეწირა 7, 500, 000 ადამიანი. 3. გენოციდი რუანდაში (1994), რუანდას გენოციდი მოეწყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა ჰუტუს ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ. შეეწირა 1 000 000 ადამიანი. 4. კამბოჯას გენოციდი (1975-1979) კამბოჯას გენოციდი განხორციელდა კომუნისტური პარტიის კამპუჩეას მიერ, რომელიც კავშირშია ქჰმერის რეჟიმთან, გენერალ პოლ პოტის მეთაურობით. მათ პოლიტიკას შეეწირა 1000000-3000000 ადამიანი. 5. თურქების მიერ ბერძენთა გენოციდი (1914-1923) ეთნიკური ბერძნების სისტემური განადგურება აღმოსავლეთ თრაკიასა და მცირე აზიაში. ეს ჩაიდინა თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ. სავარაუდოდ მოკლულია: 1400000-1700000 ადამიანი. 6. ნიგერიის სამოქალაქო ომი (1967-1970) ნიგერიის სამოქალაქო ომი იყო კონფლიქტი ეთნიკურ და პოლიტიკურ ნიადაგზე ჩრდილოეთში მცხოვრებ მუსლიმ ჰაუსას და სამხრეთში მოსახლე ქრისტიან იგბოს ხალხებს შორის. სავარაუდოდ მოკლულია: 1 000 000-3 000 000 ადამიანი. 9. ადგილობრივი ამერიკელების გენოციდი (1492-1900) ადგილობრივ ამერიკელთა გენოციდი, ცნობილი ასევე როგორც "500 წლიანი ომი" კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჰოლოკოსტია, რომელიც დაიწყო ევროპელთა მიერ "ახალი სამყაროს" კოლონიზაციით და რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ით შემცირება. სავარაუდოდ მოკლულია: 70 000 000-100 000 000 ადამიანი. ამ შემზარავი ფაქტების შემდეგ არცერთ შემთხვევაში არავის მოსვლია აზრად რომ დაესაჯათ დამნაშავეები სრული სიმკაცრით, მაშინ როდესაც გერმანელი ნაცისტები დაისაჯნენ ჩადენილი დანაშაულებებისათვის. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გერმანელი ნაცისტები დასჯას არ იმსახურებდნენ. უბრალოდ, თუ სამართლიანობის აღდგენა გვინდა და ვართ ობიექტური შემფასებლები, მაშინ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმ მრავალ დანაშაულზე, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ. არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. არცერთ ქვეყანას არ უნდა შერჩეს ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ყოველივე ამის შემდეგ საფუძლიანად გვეპარება ეჭვი, რომ ნიურბერგის პროცესი არ იყო მხოლოდ დამნაშავეების დასჯის ილუსტრაცია, არამედ გამარჯვებულმა ქვეყნება მოახდინეს ტერიტორიების ახლებული გადანაწილება.
20. 11. 18
|