საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლეონტი მროველმან აღწერა
ლადო ჭელიძე


(„მეფეთა ცხოვრების“ სიუჟეტური ერთიანობა და კომპოზიციური მთლიანობა)

 

„ქართლის ცხოვრება“ საისტორიო თხზულებათა კრებულია. თითოეული მათგანი იმგვარი თანმიმდევრობითაა განლაგებული, რომ უწყვეტად მოგვითხრობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. საისტორიო კრებულის ზოგი ავტორის სახელი შემორჩენილია, ზოგიც დავიწყებას მისცემია.

 

„ესე არჩილის წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა“ (1,244) - ამგვარად გვაცნობს პირველ ავტორს „ქართლის ცხოვრების“ სარედაქციო მინაწერი, რომელიც „არჩილ მეფის წამების“ წინ არის ჩართული ტექსტში. ამავე თხზულებას დართული აქვს მეორე სარედაქციო მინაწერი:

 

„წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღეწერა.

 

ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისითაგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმა, ძმისწულის ქმარმან წმინდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან. მიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ განბრძოლებისა“ (1,248).

 

ერთი შეხედვით, ეს ორი მინაწერი ურთიერთგამომრიცხავ ცნობას გვაწვდის, რაც დღემდე მკვლევართა შორის მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს (სადღეისოდ მეცნიერთა მიერ მიღებულია და გაზიარებულია კრებულში შესული თხზულებების ამგვარი თანმიმდევრობა: ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველ მეფეთა“, ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, ლეონტი მროველის „არჩილ მეფის წამება“, უცნობი ავტორის „მატიანე ქართლისა“ და სხვა).

 

ჩვენი აზრით, სარედაქციო მინაწერებს შორის შეუსაბამობას ადგილი არა აქვს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მეორე მინაწერი გამცნობს, თუ რა ლიტერატურული წყაროები დაედო საფუძვლად ლეონტი მროველის თხზულების სამ სხვადასხვა თემატურ ნაწილს - წამებას, ცხოვრებასა და მოქცევას:

 

1. რომ „წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აღეწერა“.

 

2. „მეფეთა ცხოვრება“ - თხზულების ამ ნაწილს კრებულის შემდგენელ-რედაქტორი ორ მონაკვეთად ყოფს: ა) „ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად“. ბ) „ხოლო ვახტანგ მეფისითაგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმა, ძმისწულის ქმარმან წმინდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან“.

 

3. ნაწილის ლიტერატურული წყაროს შესახებ ცნობას გვაწვდის არა ეს სარედაქციო მინაწერი, არამედ ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერის გადამწერის ანდერძის წინ დართული მინაწერი - „ცხოვრება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესაობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მოვიღეთ სჯული ქრისტეანობისა და ვიცანთ ღმერთი, ისმინეთ აღწერილი აბიათარისი“ (1,363).

 

ამავე დროს, ვერც ჯუანშრს, ისევე როგორც აბიათარს, ვერ მივიჩნევთ ცალკეულ ავტორებად, რადგანაც

ლადო ჭელიძე
ეს ისტორიული პირები ამ საისტორიო თხზულების ლიტერატურული პერსონაჟები არიან. „ქართლის ცხოვრების“ კრებულის რედაქტორ-შემდგენელმა ჯუანშერს ისევე მექანიკურად მიაკუთვნა საისტორიო თხზულების „ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე“ ავტორობა, როგორც აბიათარს - „ქართლის მოქცევისა“.

 

„ხოლო აქათგან, - გვაუწყებს ლეონტი მროველი ნაწარმოების დასაწყისში, - ვიწყოთ და წარმოვთქვათ ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩუენამდე“ (1,8).

 

ლეონტი მროველი XI სუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეა. გამოდის, რომ მას თხრობა თავისსავე ეპოქამდე მოუყვანია და, ამდენად, „მატიანე ქართლისას“ ავტორადაც გვევლინება, რომელიც, სადღეისოდ მიღებული თვალსაზრისით, ცალკე, დამოუკიდებელ საისტორიო თხზულებად ითვლება. ჩვენი აზრით, აქაც ისეთივე გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როგორც ეს სარედაქციო მინაწერებში გვქონდა. ცნობა „მატიანე ქართლისას“ შესახებ არასწორადაა გაგებული მკვლევართა მიერ.

 

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გადმოგვცემს: „ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგანვე თვისთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი“.

 

ამ ცნობის საფუძველზე მიჩნეულია, რომ „მატიანე ქართლისას“ თხზულებაში აღწერილია არჩილ მეფის შემდგომი ეპოქის დროს განვითარებული დრამატული ისტორიული მოვლენები. მაგრამ მკვლევარებს ყურადღების მიღმა დარჩათ ის გარემოება, რომ აქ საუბარია ადრეულ ხანაზე, კერძოდ, ისტორიულ პერიოდზე „პირველითგანვე თვისთა უფალთა“. ეს კი სწორედ ის ეპოქაა, რომელიც აღწერილი აქვს ლეონტი მროველს თავისი თხზულების დასაწყისში:

 

„ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისა: იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს, ძესა მცხეთოსისასა, არა ერჩდეს, არცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისათა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლობა ქართლოსიანთა. იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას, და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელ ჟამსამე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი შეეწეოდიან რომელნიმე მას; და რომელნიმე კუალად. სხუანი აღდგეს ერთმანეთსა ზედა და სხუანი შეეწეოდიან. რომელსამე ჟამსა იქმნის მშვიდობა მათ შორის და კუალად შეიშალნიან და ებრძოდიან“ (1,10).

 

ამავე დროს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობის თანახმად, აღმაშენებლის ეპოქამდე არსებული გრძელი პერიოდი აღწერილი იყო მხოლოდ ერთ თხზულებაში, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ „მატიანე ქართლისა“ და ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ერთიდაიგივე ნაწარმოებია.

 

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საისტორიო ტექსტის სხვა მონაცემებითაც.

 

„კუალად ვითარ წარხდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნიმე და ვითარ ვთქუ პირველვე, მოიწყუნა და განაგნა ყოველნი საქმენი“ (1,278), - გადმოგვცემს „ქართლის ცხოვრება“ ბაგრატ III-ზე.

 

ეს არის პირველი შემთხვევა, საისტორიო ამბის დასაწყისის შემდეგ, როცა ავტორი სათქმელს პირველ პირში გადმოგვცემს, ხ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ოლო ცოტა ქვემოთ კვლავ განაგრძობს:

 

„და უკეთუ ვინმე ინებოს თვითოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არა დავიწყებისათვის.

 

და ვთქუ ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო. გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათვის“ (1,282).

 

ეს მეორე ცნობა უკვე თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ ლეონტი მროველი როგორც ვახტანგ გორგასლის, ისე ბაგრატ III-ის ცხოვრებათა ავტორია, ხოლო უფრო დაწვრილებით და დეტალურად მოგვითხრობს ბაგრატ IV-ის შესახებ:

 

„და თუ ვისმე გენებოს განცდად ესევითართა, შეწევნითა ღმრთისა - მიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ხელის პყრობანი ღმრთისა - მიერნი ამას დიდსა ბაგრატს აფხაზთა მეფესა ზედა, რომელნი არავის ზედა მოწევნულ იყვნეს სხვისა მეფისა, რომლისათვის ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყუამან“ (1,290).

 

ეს ლეონტი მროველის თანამედროვე ეპოქაა. საისტორიო თხზულების დასაწყისი და დასასრული მთლიანდება ერთი ავტორის ხელში.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია დამატებით ერთი გარემოება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მეფეთა ცხოვრების“ ლიტერატურული სახის დასადგენად. „ქართლის ცხოვრების“ ჭალაშვილისეულ ნუსხას ტექსტის გარკვეულ ნაწილში შემორჩენილი აქვს მეფეთა ქრონოლოგიური სათვალავი ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის შემდგომ - მეთეთმეტე მეფიდან დაწყებული ოცდამეთერთმეტე მეფის ჩათვლით.

 

მეფეთა სათვალავი, ოღონდ რიცხვითი ნუმერაციით, შემორჩენილი აქვს ანასეულ ხელნაწერსაც (თერთმეტი, ცამეტი, თექუსმეტი, ჩვიდმეტი, თურამეტი, ცხრამეტსა, ოცსა, ოცდაერთსა, ოცდაორსა, ოცდასამსა - ათვლა მიმდინარეობს ფარნავაზიდან მირიანამდე, ხოლო მირიანის შემდგომ ტექსტშია ჩართული გაურკვევლად - ცხრასა, თორმეტ, ათცამეტ, ათოთხმეტ).

 

ამდენად, მეფეთა სათვალავი თავიდანვე ჰქონია საისტორიო ნაწარმოებს და იგი, როგორც ეს ტექსტის კომპოზიციური წყობითაა განპირობებული, მოცემულია თხზულების მესამე და მეხუთე თავებში. ამავე დროს, მეფეთა სათვალავი მოიცავს ქართლის ცხოვრების კრებულში სადღეისოდ ცალ-ცალკე გამოყოფილ, როგორც „მეფეთა ცხოვრებას“, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას“, ისე „მატიანე ქართლისას“ (ოცდამეერთე მეფენი, არჩილ II-ის შვილები იოანე და ჟუანშერია). ჭალაშვილისეული ხელნაწერის მონაცემები ერთხელ კიდევ, ამჯერად უკვე საფუძვლიანად, ადასტურებს მათ ერთიანობას, რომლის ავტორადაც ლეონტი მროველი უნდა ჩაითვალოს.

 

„ქართლის ცხოვრების“ სარედაქციო მინაწერები მიუთითებს და ეს „მეფეთა ცხოვრების“ ტექსტის გაცნობისას თვალსაჩინოდ ვლინდება, რომ ლეონტი მროველმა თავისი თხზულების შექმნისას გამოიყენა წინარე ეპოქის ამსახველი აღწერილობები, რომელიც სხვადასხვა ისტორიული დროის მიხედვით თანდათან იქმნებოდა. ეს ხანგრძლივი ლიტერატურული პროცესი თანმიმდევრულადაა ასახული ამ წერილობით ძეგლში.

 

წარსულის ხელმეორედ აღწერა, ბუნებრივია, გარკვეული მიზანდასახულებით იყო განპირობებული.

 

„დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე“ (1,382), - აღნიშნავს ბაგრატ III-ის შესახებ სუმბატ დავითის-ძე თავის საისტორიო თხზულებაში „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა“.

 

ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ახალი სამეფო დინასტიის - ბაგრატოვანთა მიერ იქმნება ახალი სახელმწიფო „ყოველი კავკასია“ - „ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე“.

 

ეს კი მიუთითებს, რომ ბაგრატიონები უპირისპირდებიან ძველ ქართულ სამეფო დინასტიას - ფარნავაზიანებს, რომელთაც შექმნეს სახელმწიფო „ყოველი ქართლი“ - „ხუნანითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა“.

 

ახლადშექმნილი სხაელმწიფოს ინტერესებში შედის ის, რომ თავისი გავლენა გაავრცელოს, როგორც კავკასიის ჩრდილოეთით, ისე სამხრეთითა და აღმოსავლეთით. სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მიზანდასახულობის შესაბამისად ყალიბდება ახალი იდეოლოგიური თვალსაზრისი, რომლის მიხედვით ლეონტი მროველი თავის საისტორიო თხზულებას ქმნის.

 

„პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ეს თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი“ (1,3), - მოგვითხრობს ავტორი თხზულების პირველი თავის დასაწყისიდანვე ბიბლიური ქარგის მიხედვით შეთხზულ მწიგნობრულ ლეგენდას.

 

კავკასიაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების ერთი საერთო წინაპრიდან წარმომავლობის იდეას საფუძვლად სწორედ პოლიტიკური და იდეოლოგიური მისწრაფებები უდევს.

 

თუმცა მკვლევართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ცნობა კავკასიელთა საერთო ეთნოგენეტიკაზე მიუთითებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს არ შეეფერება სინამდვილეს. ის ფაქტი, რომ თხზულების პირველ თავში მოთხრობილ ეპიზოდში ჩვენი ქვეყანა სამი პოლიტიკური ერთეულით (ქართლი, ეგრისი, ჰერეთი) და სამი ლეგენდარული ეთნარქ-ეპონიმით (ქართლოსი, ეგროსი, ჰეროსი) არის წარმოდგენილი (1,5), ხოლო კავკასიელთა შორის სომხებისა და მათი ეთნარქ-ეპონიმის (ჰაოსი) მოხსენიებაც, პოლიტიკურ მომენტს წამოსწევს წინ და არა ეთნოგენეტიკურ ფაქტორს.

 

გარდა ამისა, ლეონტი მროველმა, თავისი ეპოქის პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზანდასახულობიდან გამომდიანრე, ოროგინალურ ლიტერატურულ წყაროში, როგორც ეს მისსავე თხზულებაშია აღნიშნული, ჩაურთო ეპიზოდები უცხოური (სპარსული - „ცხოვრება სპარსთა“, ბერძნული - „ცხოვრება ბერძენთა“, სომხური - „ცხოვრება სომეხთა“) საისტორიო თხზულებებიდან, რომლებიც ქართლის ისტორიასთან მიმართებაში ანაქრონისტულია და, ამდენად, ისტორიულ სინამდვილესაა მოკლებული. ამგვარი შეუსაბამობა ერთი შეხედვითაც ვლინდება, როცა თხზულების ავტორი ცდილობს ქართლის ცხოვრების მისადაგებას მსოფლიო ისტორიისადმი (სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას ლეონტი მროველი საზღვრავს ნაბუქოდონოსორის, ალექსანდრე მაკედონელის, პართიის სამეფოს დაარსებისა და არშაკიდების დინასტიის მეფობით, სომხეთში არშაკის გამეფებით, ქართლში ფარნავაზიანთა გარდა უცხო ქვეყნების სამეფო დინასტიების - ნებროთიანთა, არშაკუნიანთა, ხოსროიანთა წარმომადგენლების მოღვაწეობით და სხვა). ეს გარემოება მხედველობაში უნდა გვქონდეს, როცა ლეონტი მროველის თხზულებას ვეცნობით.

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

ხოლო „მეფეთა ცხოვრების“ ორიგინალურ ლიტერატურულ წყაროში გადმოცემული ისტორიული მოვლენების შესაბამისი ეპოქის უცხოურ (ბერძნულ-რომაულ და აგრეთვე სომხურ) საისტორიო თხზულებებთან შედარებითა და შეპირისპირებით დასტურდება, რომ ქართული საისტორიო გადმოცემები ისტორიული სინამდვილის ამსახველია. შესაბამისად ხდება ქრონოლოგიურ მიმართებათა დადგენა, რის მიხედვითაც ვლინდება, ერთის მხრივ, ორიგინალური, ხოლო, მეორეს მხრივ, ჩანართი ტექსტები.

 

ორიგინალური და უცხოური წყაროების გამთლიანებით ახალი იდეოლოგიური მიზანდასახულობის შესაბამისად მწიგნობრული ლეგენდების (კავკასიის ხალხთა ერთი საერთო წინაპრიდან წარმომავლობისა, ქართლში ფარნავაზიანთა გარდა მეზობელი ქვეყნების სამეფო დინასტიების - ნებროთიანთა, არშაკუნიანთა, ხოსროიანთა წარმომადგენლობის მოღვაწეობისა) შეთხზვით, იქმნება ახალი, კომპოზიციურად ერთიანი ლიტერატურული ნაწარმოები.

 

ლეონტი მროველის საისტორიო თხზულება „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ ერთიან სიუჟეტურ ხაზზე აგებული ნაწარმოებია. იგი დაყოფილია ცალკე თავებად, რომლებიც თხრობის მიმდინარეობისა და ამბის გადმოცემის განვითარების შესაბამისად ორგანულად უკავშირდება ერთმანეთს. თხრობა სადა და თავისუფალია, ბუნებრივად და დახვეწილი მხატვრული ოსტატობითაა აღწერილი სხვადასხვა ისტორიული პირის - ქართველი მეფეების (ფარნავაზის, საურმაგის, ამაზასპის, ფარსმან ქველისა და სხვების) ცხოვრების გამორჩეული ეპიზოდები. მათი საქმიანობისა და ღვაწლის მიხედვით წარმოდგენილია თითოეული მათგანის ისტორიული პორტრეტი, ხაზგასმულია პიროვნული თავისებურებანი, დამახასიათებელი თვისებები. თხრობა ხან ეპიკურ ხასიათს იძენს, ხან მოკლე და ლაკონურია. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამა თუ იმ ისტორიულმა პირმა ქვეყნის წინაშე.

 

დამოწმებული ლიტერატურა: 1. ქართლის ცხოვრება (ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ), ტომი I, თბილისი, 1955 წელი.

 

 

Lado Chelidze

 

Leonti Mroveli Described...

 

The work assumes that the different parts of historic composition „Kartlis Cxovreba (History of Kartli)“ (namely: „The life of kings“, „The history of Vakhtang Gorgasali“, „Matiane Kartlisa (History of Kartli)“) belongs to one and the same author Leonti Mroveli. It is proved by editorial notes of „Kartlis Cxovreba“ as well as by author's indications that he describes events until his period - from the old era till the reign of Bagrat IV, and mostly by studying its literary structure and compositional order.

 

As a result we can freely argue that Leonti Mroveli's „Kartlis Cxovreba“ is one integral literary-historic composition. It is divided into several chapters, but these parts have organic connection between each other that is reflected in straight continuation of the plot of the composition.

 

Some chapters are big, some are small and laconic defended on the role of the described historic hero. However, it is evident that all of them belong to one author and have tight unity.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ლუკია
13 (26) დეკემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ლუკიას (+304) ხსენების დღე.
წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ანა წინასწარმეტყველის - სამოელ წინასწარმეტყველის დედის (1100 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq