დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მეფეზე წერს: „ხელი მაღლისაჲ შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა” და ეხმარებოდაო. თვითონ მეფეც აღნიშნავდა ანდერძში, რომ უფლის წყალობით იმარჯვებდა მტრებზე. ჯვაროსნული ომის წამოწყებაც, შეიძლება, ჩავთვალოთ დავით აღმაშენებლისა და ჩვენი სამშობლოსათვის ღვთის წყალობად, რადგან გამოგვიჩნდა მოკავშირე და ხელი შეუწყო მაჰმადიანთა დასუსტებას. დავით აღმაშენებლისა და მისი თანამებრძოლების თავგანწირულმა ბრძოლამ და დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, აღაშენეს საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდან სოერად და არეგაწამდე (ეს სამხრეთის საზღვრის წერტილებია). მეფემ, „სულტანი დასუა მოხარკედ თვისა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარ-ცა სახლეული თვისი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტვერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი“... საიდან ჰქონდა ისეთი მადლი დავით მეფეს, როგორ აღწევდა ბრძოლებში სასწაულებრივ გამარჯვებას და რა ფიქრებს აღძრავდა მის თანამედროვეებში ხელმწიფის ასეთი მადლიანობა, მისდამი ღვთის კეთილგანწყობა? პირველ კითხვაზე ერთი წინადადებით შეიძლება უპასუხოს ადამიანმა – მოვალეობის შეგრძნება, თავდაუზოგავი შრომა, თა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ვგანწირული ბრძოლა და რაც მთავარია, მორალური სახე, მორწმუნეობა, უფლის სიყვარული, რამაც გამოიწვია ღვთის მადლის გარდმოვლენა მასზე. დავით აღმაშენებელს ორი წლის ასაკიდან ჰყოლია მოძღვარი. მეფის შვილებს, მით უმეტეს, ტახტის მემკვიდრეებს საგანგებო წესით ზრდიდნენ. თუმცა, დავითის აღზრდა მაინც განსაკუთრებული ჩანს, ორი წლის ასაკიდან ბერსაა მიბარებული, მოძღვარს (მოძღვარი არ ნიშნავს მაინცდამაინც აღსარების ჩამბარებელს, ორი წლის ბავშვისგან აღსარებას არავინ ჩაიბარებდა). დავითიც ბავშვობიდან ოცნებობდა ბერად წასულიყო, მაგრამ მეფობის მოვალეობას ვერ გაექცეოდა. როცა უფლისწულს ორი წლიდან სულიერი მოძღვარი ჰყავს, v როცა ასეთი მცირე ასაკიდან ფიქრობენ მისთვის ღვთის სიყვარულის ჩანერგვაზე, შრომისმოყვარეობის გამომუშავებასა და გაწვრთნილ მეომრად აღზრდაზე, - თავისთავად ცხადია, ეს შედეგს გამოიღებს. მეფე გიორგი, დედოფალი ელენე, აღმზრდელი მეუფე გიორგი და დავითის მოძღვარი, რომელსაც შეიძლება, იოანე ერქვა, ასევე, ჩვენთვის უცნობი პირები, არიან ის ადამიანები, რომელთაც თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს და შესაბამისად აღზარდეს ჩვენი უდიდესი ხელმწიფე. თავად უფლისწულიც დიდებული ბუნების აღმოჩნდა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დავით მეოთხემ სახელმწიფო დაუქვემდებარა მორალს, ქრისტიანულ პრინციპებს, ბოროტებასთან ბრძოლას. სარწმუნოება იქცა ქვეყნის განვითარების საყრდენად.
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | დავით აღმაშნებელმა წამოიწყო არაერთი მონასტრის მშენებლობა. მათგან ორს განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევდა, შიომღვიმეს და გელათს (გაენათს). გელათი განათლების ცენტრად და თავის საძვალედ ჰქონდა ჩაფიქრებული. გელათი დაგეგმილი იყო „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღუარად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა“. გელათის აკადემიაში უნდა გამოზრდილიყვნენ საქართველოს მომავალი სასულიერო და საერო მმართველები, არა მარტო მეფეები, არამედ მათი თანამდგომნიც, ელიტა. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითის გამეორებას ახლა არავინ ფიქრობს. გელათის მონასტრის მშენებლობასთან დაკავშირებულია რამდენიმე გადმოცემა. ზოგი რეალურია, არსებობს ზღაპრულსიუჟეტიანი გადმოცემაც, ლეგენდა, რომელიც მოგვთხრობს: „დავით აღმაშნებელმა ერთ-ერთ ომში გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა აეგო დიდებული გელათის მონასტერი. დააყენა მუშები და დაიწყეს შენება. ეშმაკმა მოინდომა ხელი შეეშალა მეფისათვის ამ საქმეში. კედლები რამდენჯერაც ააცილეს ბალავერს, ის წყეული იმდენჯერ ანგრევდა ღამღამობით. დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ, და არ იქნა, კედლები ბალავერს ვერ ააშორეს. მეფე მიხვდა, რომ მისი ხელის მცარავი ეშმაკი იყო და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ეშმაკი ხელთ ეგდო. აიღო ჯამი, აავსო წყლით და დადგა ბალავერის მახლობლად. თვითონ კი კუთხეში მიიმალა და დაუდა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | რაჯდა. კარგად რომ დაბნელდა, სად იყო, სად არა, გაჩნდა ის წყეული და გულმოდგინედ შეუდგა თავის საქმეს. ამ დროს შენიშა წყლიანი ჯამი და ახლოს მივიდა. უცებ საფარიდან გამოხტა დავითი და ხელები სტაცა. ეშმაკი ჯორად იქცა, მაგრამ გულადი მეფე მაინც არ შეშინდა; ამოსდო ჯორს პირში ლაგამი და სწრაფად მოახტა ზედ. ამის შემდეგ ადვილად მოათავა გელათის მონასტერი. გელათის მონასტრის აგებაზე მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია. წყალწითელადან თავისი ხელით ამოუტანია ორი უზარმაზარი ქვა და მონასტრის სამხრეთ-დასავლეთის ყურეში დაუტანებია. ერთ მათგანზე დღემდე არის ვითომ დავითის მიერ გაკეთებული მზის საათი. დარუბანდიდან ჩამოუტანია უშველებელი კარი და მონასტრის გალავნისათვის შეუბამს. ეს ჯორ-ეშმაკა კი ისევ ემსახურებოდა დავითს. როცა მათრახი მოხვდებოდა, ისეთი სისწრაფით ადგამდა ჯორი ფეხს, რომ ყველგან კვალს ამჩნევდა. დღესაც იმერეთში უჩვენებენ ერთ კედელზე ნიშანს, რომელსაც „ჯორის კვალს“, ანუ „ეშმაკის ნაფეხურს“ ეძახიან. ის ორი ვეება ქვა და დარუბანდის კარიც თურმე ამ ჯორით მოიტანა დავითმა. დავითი ჯორს არ იშორებდა. თავისი ხელით უვლიდა, დაჰყავდა წყლის დასალევად და საძოვრად. რადგანაც სხვას არ ენდობოდა: ეშმაკია, მოატყუებს და გაექცევაო. ერთხელ მეფეს მოუცლელობის გამო არ შეეძლო თვითონ წაეყვანა წყალზე ჯორ-ეშმაკა. დაუძახა მეჯინიბეს და უბრძანა, ჯორი წყალზე წაეყვანა. ამასთანავე უ თხრა: არამც და არამც აღვირი არ წაჰყაროო. მეჯინიბემ მიიყვანა ჯორ-ეშმაკა წყალზე. ჯორმა დასუნა წყალი, თავი ისევ მაღლა ასწია, ტლინკები ჰყარა და მოჰყვა საშინელ ფრთხვენას. მეჯინიბემ იფიქრა: საწყალს იქნება აღვირი უშლისო, და წაჰყარა. ჯორ-ეშმაკამ სიხარულით დაიფრთხვინა, წყაროში ჩახტა და გაუჩინარდა.“ ამ ლეგენდაში, ზღაპრისთვის დამახასიათებელი ხერხით, გადმოცემულია ცნობა, როგორი დამოკიდებულება ჰქოდათ მეფის თანამედროვე ადამიანებსა, და მერე მომავალ თაობებს, ჩვენი დიდებული ხელმწიფისადმი. მათი აზრით, დავით აღმაშენებელმა ბევრი რამ შეძლო, ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახა. ლეგენდაში ჩანს რეალური ამბებიც, დარუბანდიდან ჭიშკრის ჩამოტანა, მეფის მიერ ქვების ზიდვა მშენებლობისათვის. |