საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

უბედური ვითარების გამო, ორი არმიის რიგებში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მეომრები
გაიოზ (გია) მამალაძე

ეძღვნება უბედური ვითარებების გამო, სხვადასხვა არმიებში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მეომრებს, მათ შორის, მსოფლიო ომში დაღუპულ ჯარისკაცებს


(შემოკლებული ვარიანტი)

 

გარნისის ბრძოლიდან დაახლოებით ათ წელიწადში მონღოლებმა თითქმის უბრძოლველად დაიკავეს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო. მეფე არ უვარგოდა ქვეყანას, ვერც ბრძოლის ორგანიზება მოხერხდა, ვერც ვასალობის გამოცხადება ორგანიზებულად. რუსუდანი ქუთათისში გახიზნულიყო. თუმცა, ზოგიერთი დიდებული არ შეგუებია ბედს და არ გამოუცხადებია მონღოლებისადმი მორჩილება. მათ შორის იყო შალვა ახალციხელის ვაჟი ფარადავლა და აფხაზი დარდინ შარვაშიძე. ისინი მოკავშირის მოძებნის მიზნით რუმის სასულთნოს დაუკავშირდნენ.

მონღოლების მიერ საქართველოს დაკავების დროს იკონიის (რუმის) სულთანი იყო ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ მეორე, ქართული წყაროთი – ყიასდინი, რუსუდან მეფის სიძე. რუმის სასულთნო საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. ყიასდინმა შეკრიბა დიდი ჯარი, მიიმხრო ვასალებიც – ალეპოს მმართველი და ტრაპიზონის იმპერატორი. დაიქირავა 2 000 ევროპელიც და 1 000 მეომარი ნიკეის იმპერიიდან. ჩვენი მემატიანე წერს, ყიასდინმა 400 000 მეომარი გამოიყვანაო. ევროპული წყარო 200 000-ს ამბობს, სომხური – 160 000 მეომარს, ყიასდინის თანამედროვე სელჩუკი ისტორიკოსი – 70 000-ს (რომელიც დაინტერესებული პირია, რადგან მის მშობელ ხალხზეა ლაპარაკი და ამცირებს რიცხვს, ალბათ, ამით გაამართლოს ბრძოლის შედეგი). 

მონღოლებმა გაიარეს არზრუმი და მიადგნენ ერზინკას (ერზინჯანს) და იქვე ახლოს, სივასის, ერზინჯანსა და არზრუმს შორის, ქოსე-დაღის (ქოსა მთის) მახლობლად დადგნენ. მათ ჩვენს რეგიონში 40 000 მეომარი ჰყავდათ. მაგრამ, ყიასდინის წინააღმდეგ მათთან ერთად საქართველოს ჯარის ნაწილებიც იყვნენ, როგორც ვასალები (მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე სომხებიც, სომხური მიწებიდან). სხვა, დაპყრობილი სამეფო-სამთავროების ჯარებიც იღებდნენ მონაწილეობას მონღოლთა ომებში.

ქართული წყაროს მიხედვით, ყიასდინმა თავისი არმიის სათავეში დააყენა ქართველი დარდინ შარვაშიძე, რომელიც სიმხნევესა და ნიჭის გამო აღზევებული ჰყავდა სულთანს. სულთნის ჯარში ასევე იყო შალვა ახალციხელის ვაჟი – ფარადავლა, „კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი“. შესაძლოა, დარდინ შარვაშიძე და ფარადავლა ახალციხელი თავიანთი სამხედრო შენაერთებით იყვნენ სელჩუკების დასახმარებლად მისულნი, რათა ამგვარად დაესუსტებინათ დამპყრობელი მონღოლები და საქართველოსთვის თავისუფლება მოეპოვებინათ. 

1243 წლის ივნისის ბოლო იყო. მონღოლებმა ქართველები წინამბრძოლებად დააყენეს. 

სულთანს თავისი სარდლები ურჩევდნენ, არ ეჩქარა შეტევაზე გადასვლა. მიუხედავად ამისა, ყიასდინმა ბრძანება გასცა და გამთენიისას საზარელი ყვირილით დაიწყო შეტევა  სულთნის მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა. 

სასტიკი ბრძოლა იყო. როგორც სჩვევიათ ხოლმე ქართველებს, სხვის ომში ყველაზე უკეთ იბრძოდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს სულთნის არმიის მარჯვენა ფრთას.

მონღოლებმა ამ ბრძოლაშიც გამოიყენეს ჩვეული ხერხი. ბრძოლა რომ გახურდა, ვითომ შეეშინდათ და გაიქცნენ. თურქები გამოეკიდნენ და გაიშალნენ. მონღოლებმა საფარიდან მოულოდნელად დაუშინეს ისრები გაშლილ მდევარს, „გაქცეულებიც“ მობრუნდნენ და ორი მხრიდან დასცხეს მტერს. ბრძოლაში დაიღუპა თურქ-სელჩუკთა არმიის მხედართმთავარი დარდინ შარვაშიძე. არეულობა დაიწყო სელჩუკთა ჯარში. სულთანი შეშინდა, იფიქრა, მოღალატე დიდებულებმა ტყვედ არ მიმგვარონ მონღოლებსო და გაიქცა. ყიასდინის ჯარიც გარბოდა. მონღოლები და ქართველები გამოეკიდნენ და ბევრი შეიპყრეს.  

გაცეცხლებული ყიასდინი ზიზღით აღივსო ქართველების მიმართ, ჩვენს წინაპრებს აბრალებდა მონღოლთა გამარჯვებას და მოაკვლევინა მის მხარეს მებრძოლი ფარადავლა ახალციხელი, შალვას ძე.

მე ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, ფარადავლა ახალციხელი და მისი ქართული შენაერთი, თუნდაც მცირერიცხოვანი, რომელიც მას უსათუოდ ეყოლებოდა თან წაყვანილი, შეიძლება ბრძოლის დროს გადააწყდნენ მონღოლთა მხარეს მებრძოლ თამამემამულეებს, ქართველებს, და იქნებ მათთან დაპირისპირებაში დიდი ენთუზიამი არ გამოიჩინეს, არ შეუტიეს თანამოძმეებს. შეიძლება, ეს შეამჩნია სულთნის ხალხმა და შეიძლება ამის გამო მოკლეს ფარადავლა შალვას ძე.

ასე დაიღუპნენ დიდი მეომრები, შალვა, ივანე, ფარადავლა ახალციხელები, დარდინ შარვაშიძე და მონღოლებისა თუ თურქების მხარეს, ერთმანეთის წინააღმდეგ მეომარი სხვა ქართველები. სახელმწიფო გამართული რომ ყოფილიყო, მათი ნიჭი და ვაჟკაცობა კიდევ დიდ სამსახურს გაუწევდა ქვეყანას.

ახალციხელების ოჯახის ტრაგედია ძალიან ჰგავს მაშინდელი საქართველოს ტრაგედიას და გამომდინარეა მისგან.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq