საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

უფლისწულისა და ზაზა ბორტიშვილის მიერ შერცხვენილი რუსთა გენერალი
გაიოზ გია მამალაძე


 

რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ოსმალეთს უნდოდა, განემტკიცებინა თავისი გავლენა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, პოლონეთისა და უკრაინის მიმართულებით, ასევე ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. რუსეთს უნდოდა გასასვლელი შავ ზღვაზე, ყირიმის სახანოს დაპყრობა, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ათვისება. რუსეთი ოსმალეთისთვის საბერძნეთისა და სხვა ტერიტორიების გამოტაცებასაც ვარაუდობდა. ამის გამო, რუსეთსა და ოსმალეთს შორის არაერთი ომი გაიმართა. რიგითი, 1735-1739 წლების ომი რუსეთისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გავიდა ხანი, ოსმალეთი რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილო იყო და 1768 წლის 25 სექტემბერს, ოსმალეთის სულთანმა მუსტაფა მესამემ, ომი გამოუცხადა რუსეთის იმპერიას.  იმ დროს რუსეთს მართავდა გერმანული წარმოშობის იმპერატრიცა, ეკატერინე მეორე, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ქმარი, პეტრე პირველის შვილიშვილი, პეტრე მესამე, და როგორც ჩანს, მოაკვლევინა.

 

რუსებს სურდათ, ოსმალეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი და შევიწროებული ხალხები თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინათ და ამ მიზნით, ცდილობდნენ მათ ჩაბმას ომში. უნდოდათ აეჯანყებინათ ბერძნები, დაეხმარებინათ სერბები, რუმინელები, ბულგარელები, ქართველები.

 

ჩვენი ხელმწიფეები, ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი იმედის თვალით უყურებდენ მოვლენებს და, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთის მხარეს აპირებდნენ ბრძოლას. ერეკლე მეორეს სურდა ოსმალეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გამოხსნა და ქართლ-კახეთის სამეფოსთვის შემოერთება. სოლომონ მეორეს უნდოდა დასავლეთ საქართველოს ციხეებიდან ოსმალთა გაყრა. ჩვენი მეფეები და რუსები შეთანხმდნენ. 1769 წლის 21 მაისს თბილისში რუსეთის წარმომადგენელმა ხვაბულოვმა (ყოფილი ქართველი, ქობულაშვილი) და ქართველმა მეფეებმა გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით შეეტიათ მტრისათვის. რუსებს უნდოდათ., ქართველებს კიდევ ერთი ფრონტი გაეხსნათ ოსმალებისათვის, ამით სხვა მიმართულებით ბრძოლა გაუადვილდებოდათ.

 

შეთანხმების საფუძველზე, 1769 წელს დარიალის მხრიდან, საქართველოში შემოვიდა რუსული სამხედრო ნაწილი, 480 კაცი, რომელთაც გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა. 1770 წელს ამ ნაწილს დაემატა 3762 კარისკაცი. რუსულ იმპერიას იმედი ჰქონდა, რომ ქართული საომარი ძალით მიაღწევდნენ მიზანს, თორემ 4242 ჯარისკაცი რას გახდებოდა მრავალრიცოვან ოსმალებთან. ეს იყო ქართველების ომში შეყვანის სურვილი და არა დახმარება. ოსმალებს ათი ათასობით მეომრის გამოყვანა შეეძლოთ.

 

1770 წლის მარტის ბოლოს რუსებისა და ქართველების საჯარისო ნაწილები ერთად დაიძრნენ მესხეთისკენ. ერეკლე მეფემ, რუსების იმედით ზარბაზნები თბილისში დატოვა. 14 აპრილს აიღეს სადგერის ციხე. 17 აპრილს აწყურის ციხეს მიადგნენ. ქართველთა ნიჭიერმა სარდალმა იცოდა, რომ მთავარი იყო საფაშოს ცენტრის, ახალციხის აღება, რის მერეც დეზორგანიზებული მტრის დამარცხება მთელ მესხეთში გაადვილდებოდა. ტოტლებენი აწყურის აღებას ითხოვდა. რა უნდა ექნა ქართველ მეფეს, დათანხმდა. დაბანაკდნენ აწყურთან ახლოს. ახალციხის ფაშამ 18 აპრილს აწყურის ციხეში გარნიზონს 2 000 ჯარისკაცი დაამატა.

მეორე დღეს, 19 აპრილს, მოულოდნელად, ტოტლებენმა რუსული ნაწილი აჰყარა და ბრძოლის ველიდან ასვლა დაიწყო.

ქართველი მეფე გარუსებულ გერმანელს ეხვეწა, მაგრამ ვერ დაარწმუნა დარჩენილიყო. ერეკლე მეორის შვილიშვილი, ალექსანდრე ორბელიანი წერს, ქართველმა მეფემ ცალი მუხლიც კი მოიყარა, თურმე, ავანტიურისტი გენერლის წინაშე, მაგრამ ვერაფერს გახდაო. ჩვენმა ხელმწიფემ იცოდა, ამის შემხედვარე, თურქები გათამამდებოდნენ, რა თქმა უნდა, და  მთელ ჯავრს ქართველებზე იყრიდნენ. ასეთ შემთხვევაში, მოკავშირის გარეშე დარჩენა ძალიან ძნელი იქნებოდა. გარდა ამისა, თუ ქართული ჯარი დამარცხდებოდა, ოსმალები ადვილად მიაღწევდნენ ტფილისამდე...

გამოვიდა რომ, რუსეთმა და გენერალ-მაიორმა ტოტლებენმა ომი გამოაცხადებინინეს ქართლ-კახეთის სამეფოს ოსმელეთის ძლიერი იმპერიისათვის და მიატოვა მ

არტო, რათა, განადგურებულიყო.

 ქართველთა ბანაკში იმყოფებოდა უფლისწული გიორგი, ტახტის მემვიდრე. მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდა ბატონიშვილ გიორგის, მუდამ თან დაჰყვებოდა მამას, ბრძოლებში გვერდით ედგა, საზღვრების დათვალიერებისას თუ სახელმწიფო საქმიანობისას. აწყურის კამპანიის დროს იგი 24 წლის იქნებოდა. როგორც პლატონ იოსელიანი გვიამბობს, როდესაც უფლისწულმა შეიტყო, რომ ტოტლებენი აპირებდა უომად გაცლოდა ბრძოლის ველს და ქართველთა ჯარს მარტო ტოვებდა, მიეჭრა გენერალს და გაცეცხლებულმა მიმართა:

–     „ღენერალო! სირცხვილია ამისთანა დროსა ღალატი მეფისა“.

– „არა მაქვს ბრძანება, იმპერატრიცისა რომ შევება ჯარითა ესრეთ მცირითა მტერსა დიდსა უსარგებლოდ“. – უპასუხა ტოტლებენმა.

 – „მაგითი, ღენერალო, არცხვენ რუსეთისა ჯარსა და უტეხ სახელსა დიდსა რუსეთსა. ღმერთი ჩვენკენ იქნება, ჩვენ შევებმით, გავიმარჯვებთ და მოვახსენებთ იმპერატრიცასა შენსა სიმხდალესა“. – უთხრა ბაგრატიონმა ავანტურისტ ტოტლებენს.

იქვე მდგარა თავადი ზაზა ბორტიშვილი. ბორტიშვილები თავად მაჩაბლების განაყოფი ყოფილან. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია გვამცნობს: „მაჩაბლების გვარი თავადურ სახლებად დაიყო: ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად და ბორტიშვილებად“. შემდეგში მეფე, ზაზას შევარდენს უწოდებდა თურმე, მისი თავდადებული მეომრობის გამო. ზაზა გამწარდა, უფლისწულს რომ არ უჯერებდა რუსთა გენერალი და დაიძახა:

–  დაანებე ბატონშვილო თავი მაგ მ....ძ. წამობრძანდით, ჩვენ შევებმით და გავიმარჯვებთო“.

შეურაცხყოფილი ტოტლებენი აიყარა თავის ჯარისკაცებიანად და გაეცალა ასპინძას.

ერეკლე მეფეს მოახსენეს მისი მემკვიდრისა და რუსი გენერლის კამათის შესახებ. არ მოუწონა მემკვიდრეს ჩვენმა ხელმწიფემ ასეთი საქციელი. როგორც წერს პლატონ იოსელიანი: „ერიდებოდა რუსების წყენასა, კვალადცა საიმედოს ქრისტიანობისა გამო.“

 

მეფემ უაზროდ მიიჩნია აწყურის შეტევა და გამობრუნდა ქართლისკენ. მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ტოტლებენი მის დამხობას ცდილობდა. მიუყვებოდა ჩვენი ჯარი მტკვრის მარჯვენა მხარეს. ჩვენი წინაპრების ძალები საკმაოდ მცირე იყო, სულ 3 000 მეომარი ჰყავდა მეფეს. ესეც უნდა დაეყო მტრის თავდასხმის მოლოდინში. თანაც, ყიზილბაშების (სპარსელების) მტრობას ქართლ-კახეთისთვის ოსმალების შემოსევებიც დაემატებოდა. ახლა, რუსთა ინტრიგებიც დაემატა ამას.

მაგრამ, ოსმალურმა ნაწილებმა გადაწყვიტეს ხელიდან არ გაეშვათ ასეთი შემთხვევა და შეუტიეს ჩვენს წინაპრებს. ჩვენი ჯარის მარცხენა ფლანგს ბატონიშვილი გიორგი ხელმძღვანელობდა. ერეკლე მეორის სტრატეგიული ნიჭისა და ჩვენი წინაპრების გმირული ბრძოლის შედეგად, ოსმალები დამარცხდნენ.

მეორე დღეს, გენერალმა ტოტლბენმა შეიტყო ერეკლე მეორისა და მისი ჯარის გამარჯვების შესახებ ასპინძის ბრძოლაში. მას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენი მეფე დაიღუპებოდა. ტოტლებენი ჩუმად ეკონტაქტებოდა ერეკლე მეფისადმი მტრულად განწყობილ, მოღალატე თავადებს. შერცხვენილმა და გამწარებულმა, რადგან ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, გზა განაგრძო და გადავიდა მთაზე. მან ხომ ერეკლე მეფე ვერ დააზიანა, ვერ დაამარცხა, ვერ ჩააგდო განსაცდელში, პოლიტიკურად ვერ დაასუსტა.

გიორგი ბატონიშვილმა სთხოვა მამას, რუსეთის იმპერატრიცას გავუგზავნი ხალხს და მივწერ, რაც ჩაიდინა სამარცხვინო ტოტლბენმაო. მაგრამ, მეფემ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და თვითონ გააგზავნა, ვინც სურდა.

რუსეთის იმპერატრიცა ეკეტერინე მეორის კარზე ჩათვალეს, რომ ნიჭიერი სარდლისა და სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის, ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ შეთქმულება არ გამოადგებოდა ოსმალეთთან მეომარ რუსეთს და ამიტომ გენერალ-მაიორი ტოტლებენი უკან გაიწვიეს. თუმცა, რუსეთში ჩასული ტოტლებენი იმპერატრიცამ მიიწვია სანკტ-პეტერბურგის სასახლეში, 1771 წლის 30 აგვისტოს, სადილზე და პირადად გადასცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი და მიანიჭა გენერალ-პორუჩიკის ჩინი.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-19
ღირსისა ბესარიონ საკვირველთმოქმედისა (IV-V); ღირსისა ილარიონ ახლისა (845); ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი (293).
ღირსი ილარიონ ახალი
6 (19) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ილარიონ ახლის (+845) ხსენების დღეს.
ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი
6 (19) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ხსენების დღეს.
gaq