საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ბაგრატ მეოთხემ და სულთანმა ალფ-არსლანმა ერთმანეთის გარდაცვალების შესახებ ვერ გაიგეს
გია მამალაძე
ბაგრატ IV
დაქვრივებულ ჭაბუკ ბაგრატ მეოთხეს მეორე ცოლად მოუყვანეს ოვსთა მეფის ასული, ბორენა. ქართულ სამეფო კარს უნდოდა ოსური საომარი რესურსის გამოყენება მტრებთან ბრძოლაში. 

გავიდა წლები. ბაგრატ მეოთხეს გამუდმებით ომები ჰქონდა, შინაურებთან თუ გარეულებთან, მათ შორის, განძის ამირა ფადლონთან.

ფადლონი ტყვედაც ჩაუვარდა ჩვენს ხელმწიფეს. მეფემ ტერიტორიული დათმობები მოითხოვა მისგან და მიიღო კიდეც. შემდეგ ბაგრატ მეფის სიძემ, მისი დის ასულის ქმარმა, თურქ-სელჩუკთა სულთანმა, ალფ-არსლანმა სთხოვა ჩვენს მეფეს, გაეთავისუფლებინა ამირა. მეფემ გაათავისუფლა ფადლონი და ფიცი ჩამოართვა, რომ აღარ უმტრობდა ქართველებს. სამაგიეროდ, ფადლონმა გადმოსცა გაგის ციხის კლიტენი. მაგრამ, ფადლონმა გატეხა ფიცი, სულთნის შუამდგომლობა და მოულოდნელად აიღო ქავაზინის ციხე, მერე აგარანის (კოჯრის) ციხეც. ბაგრატ მეფე იმ დროს აფხაზეთში იყო. 
გადმოვიდა ბაგრატ მეფე აღმოსავლეთ საქართველოში და დაიბრუნა აგარანი. არ გაჩერდა ამაზე მეფე. გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიიდან თავისი ცოლის ძმა, ოვსთა მეფე დორღოლელი, ორმოცი ათას მეომართან ერთად. მიამატა ისინი ქართულ ჯარს. სათავეშე ჩაუყენა გიორგი უფლისწული, თავისი მემკვიდრე, რომელსაც იმ დროს უკვე ჰქონდა კურაპალატის წოდება მიღებული ბიზანტიისგან და გააგზავნა განძის დასარბევად. 

გიორგი კურაპალატმა და ბიძამისმა მოაოხრეს განძა, აიღეს უამრავი ალაფი და ტყვედ აიყვანეს მრავალი მაჰმადიანი. მოისურვა ოსთა მეფე დორღოლელმა დისა და სიძის ნახვა და დარბაზობა ითხოვა ბაგრატ მეფესთან.

ბაგრატი რა თქმა უნდა, დათანხმდა. მხიარულად გაემართა ოსთა მეფე, თავის თავადებთან ერთად, დასავლეთ საქართველოსკენ. გადაიარეს ლიხი და მივიდნენ ქუთათისს. ნახა ოსთა მეფემ ძვირფასი და, ბორენა დედოფალი. გიორგი უფლისწულმა შემდეგ დორღოლელი მოიყვანა ქართლში, ლიახვის დასავლეთით, ტინისხიდის ჭალაში, ნადარბაზევში (გორთან ახლოს), მეფეთა ერთ-ერთ რეზიდენციაში. დიდი ზეიმით და პატივით მიეგება მეფე ბაგრატი თავის ცოლისძმას.

„შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა“. იყო ბუკთა და დუმბულთა ხმა. თორმეტი დღე გაატარეს ლხენასა და გართობაში. 
ზამთარი დგებოდა და ამიტომ, გადაწყვიტეს ოსებმა წასვლა, გზა რომ არ ჩაკეტვოდათ. ზამთარში ჩრდილო კავკასიაში გადასვლა მაშინ, თითქმის შეუძლებელი იყო. დიდი საჩუქრები მისცა ბაგრატ მეფემ ოსთა მეფეს, დიდებულებს და ჯარს. წავიდნენ დასაჩუქრებული და გახარებული ოსები სამშობლოსკენ, ჩრდილოეთ კავკასიისკენ.

სულთან ალფ-არსლანის ელჩები მოდიოდნენ ბაგრატ მეფესთან და მოჰქონდათ საჩუქრები. სთხოვდა სულთანი, ხარკი („ხარაჯა“) გადამიხადეო. ბაგრატი თვითონაც უგზანიდა თავისი ელჩების ხელით საჩუქრებს სულთანს, მაგრამ გადასახდზე უარი თქვა, რადგან ხარკის კისრება ვასალიტეტის აღიარებას ნიშნავდა. ეს კი არ უნდოდა ქართველთა მეფეს. მთელი ცხოვრება ბიზანტიასთან და ბიზანტიის მომხრე დიდებულებთან ბრძოლაში გაატარა. მთელი ცხოვრება ცდილობდა, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას და ახლა, სელჩუკებისთვის ხარკის მიცემას არ აპირებდა. იყო სულთანსა და ჩვენს მეფეს შორის პატივისცემა სიტყვით.

1072 წელს სამშვილდის ტბასთან მდგომ მეფე ბაგრატს რაღაც დაავადება დაემართა, „მუცლის სალმობა“. ჩადგა მარაბდაში. გამწვავდა დაავადება და ტახტით წამოიყვანეს. თან ახლდა გიორგი კურაპალატი და სამეფოს დიდებულები. მიიყვანეს შიდა ქართლში მეფე. შეეგებნენ დედა-დედოფალი მარიამი, დედოფალი ბორენა და ასული მარიამი. 
რამდენიმე დღეში დაიბარა მეფე ბაგრატმა დიდებულები, ჩააბარა მათ გიორგი უფლისწული. დიდებულები კი გიორგის ჩააბარა. შემდეგ დედამისს მიმართა:

 „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგვიქციენ წინა და ეგრეთ-ღა შენ მოჰკუდები“. 

გარდაიცვალა ბაგრატ მეოთხე 1072 წლის 24 ნოემბერს.

 „მატიანე ქართლისას“ ცნობით, იმავე ხანებში თურქ-სელჩუკთა სულ
სულტანი ალფ-არსლანი ამცირებს ტყვედ თავარდნილ ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ IV დიოგენს
თანი ალფ-არსლანი შვიდასი ათასი მეომრით გაემართა ცენტრალური აზიისკენ, ჯეონი (მდინარე ამუდარია) გაიარა. სამარყანდთან ახლოს, რომელიღაც ციხესთან გაჩერდნენ. სულთანი თავის ხარგაში (კარავში) იყო. მოულოდნელად მოუკლავს იმ ციხის პატრონს, მოხუც თურქს, სულთანი. მერე გაქცეულა და ვეღარ შეუსწრია ციხეში. უწყალოდ აუჩეხავთ ის ციხისთავი. 

სელჩუკური გადმოცემით, სულთანი, 200 000 მეომრით მიემართებოდა თურქული მოდგმის დინასტიის – ყარახანიდების სახანოს დასამხობად, რომელსაც მართავდა ხანი შამს ალ მულკი, ალფ-არსლანის სიძე. ალფ-არსლანის არმიისთვის საჭირო იყო მდინარე ამუდარიის გადალახვა, სადაც ციხესიმაგრე იდგა. სულთნის არმიას რამდენიმე დღე დააკარგვინა ციხემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსუფ ალ-ხორეზმი. ბოლოს ციხე დაეცა. ციხის დაცემის წინ, ციხისთავმა დახოცა ცოლ-შვილი, რათა შეურაცხყოფისგან ეხსნა. ბრძოლაში დასისხლიანებულ ტანსაცმელში კი დამალა  ხანჯალი.
 დატყვევებული იუსუფი კარავში მიჰგვარეს სულთანს. ალფ-არსლანმა მისი სამარცხვინო სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ოთხად უნდა გაეგლიჯათ ცხენებით. სულთანი სანახაობის მოწყობას აპირებდა, მოწინააღმდეგის სამაგალითოდ დასჯას.  ყველა იცინოდა. იუსუფმა დრო იხელთა, გაუსხლტა ხელიდან დაცვას,  ხანჯალი ამოიღო და თავს დაესხა სულთანს, რომელიც ტახტზე იჯდა. სულთანმა სწრაფად აიღო მშვილდ-ისარი, რომლის ხმარებაშიც ძალიან გაწაფული იყო და ამაყობდა ამით. თავის მცველებს ანიშნა, არ ჩაერიოთო, მაგრამ, ფეხი დაუცდა, ისარი ააცილა იუსუფს, თვითონ კი დაეცა. ამ დროს კი ფერდში ხანჯალი აძგერა იუსუფმა. სულთნის დაცვამ ხმლებით აკუწა იუსუფ ალ-ხორეზმი. 
მძიმედ დაჭრილმა სულთანმა უკანასკნელი განკარგულებები გასცა. მერე თავის დიდებულებს გამოუტყდა:

„სადაც არ უნდა წავსულიყავი, არცერთ მტერს არ დავსხმივარ თავს, ალაჰისთვის დახმარების თხოვნის გარეშე. გუშინ, ავედი გორაკზე და ვიგრძენი, მიწა ზანზარებდა ჩემი ჯარის მრავალრიცხოვნობით. უცებ მომეჩვენა, რომ სამყაროს მბრძანებელი ვიყავი და არავის შეუძლია, წინააღმდეგობა გამიწიოს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თავში ამივარდა ალაჰის მხარდაჭერა და ღმერთმა მაქცია ყველაზე დაუცველ არსებად, რაც კი შეუქმნია. ახლა შენდობას ვთხოვ მას“.

ალფ-არსლანი გარდაიცვალა მეორე დღეს, 1072 წლის 25 ნოემბერს, ბაგრატ მეფის გარდაცვალებიდან ერთ დღეში.
„და ვერ-ღა-რა ცნეს ბაგრატ და სულთანმან ერთმანერთისა სიკვდილი“, – წერს ქართველი მემატიანე.

საქართველოში გამეფდა გიორგი მეორე. სელჩუკთა სასულთნოს ტახტზე ავიდა 13 წლის მელიქ-შაჰი, რომელიც სიკვდილის წინ სულთანმა ჩააბარა დიდ ვაზირს, ნიზამ-ალ-მულკს. ნიზამ ალ-მულკი გახდა ბაგრატ მეფის (აწ უკვე გიორგი მეორის) სიძე, რადგან, ალფ-არსლანის ყოფილი ცოლი – ბაგრატ მეფის დის, გურანდუხტის ასული, მარიამი, რომელიც იყო ტაშირ-ძორაგეტის მეფის, დავით პირველის ვაჟის, სმბატის ქალიშვილი, სულთნის გარდაცვალების მერე, ნიზამ ალ-მულკის ცოლი გახდა.

ბაგრატ მეფის დროს „არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთი-ცა ქათამი“. ესე იგი სრული უსაფრთოება ჰქონდათ მოქალაქეებს მეფისგან, ქათამიც კი არ აფრენილა შიშისგანო.

ბაგრატ მეფე დიდი პატივით გადაასვენეს და დაკრძალეს ჭყონდიდის ტაძარში. გამეფდა დაახლოებით ცხრა წლისა და გარდაიცვალა – ორმოცდათექვსმეტის. ბიზანტიელებმა მიანიჭეს ჯერ კურაპალატის, მერე ნოველისიმოსის, შემდეგ კი სევასტოსის ტიტული.

ბაგრატ მეფე „იყო კაცი სახითა უშუენიერესი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სვიანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათვის, უხვი გაჭირვებულებისათვის“.
მაგრამ მისი მეფობის დროს ქვეყანას არ ჰქონდა დაწყნარება. ეკლესიები და გლეხები,  აზნაურები და გლახაკები ვერ განიკითხებოდნენ, ალბათ იმიტომ, რომ მუდამ გარე მტერთან თუ  სამოქალაქო ომებში იყო ჩაფლული ჩვენი ქვეყანა, მისი მეფობის ჟამს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq