საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

აშოტ I კურაპალატის სიყვარული და გარდაცვალება
გაიოზ მამალაძე

აშოტ პირველ კურაპალატს დიდი ღვაწლი მიუძღვის არაბების მიერ განადგურებული საქართველოს სამხრეთი რეგიონების ხელახლა ათვისებაში, იქ ეკლესიებისა და ქალაქების მშენებლობაში, სოფლების აღორძინებაში… 

ის გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი, დამწყები, საქართველოს კვლავ გაერთიანებისა. მისმა შთამომავალმა ადარნასე მეორემ მიიღო კიდეც ქართველთა მეფის წოდება, 888 წელს, თუმცა აშოტ კურაპალატიც მეფე გახლდათ – „მეფეთა ტახტზე მჯდომი“.

786 წლიდან ქართლის ერისმთავარი იყო. ერისმთავარნი „მეფის ტახტზე მჯდომებად“ ითვლებოდნენ. 810 წელს მან ტფილისიდან განდევნა არაბები. თუმცა, დამხმარე ჯარების მეშვეობით, 813 წელს, არაბებმა კვლავ დაიჭირეს ტფილისი. აშოტი გადავიდა სამხრეთ საქართველოში და იქ გახელმწიფდა. აღადგინა არტანუჯის ციხე-ქალაქი და იქ დაიდგა ტახტი.

აშოტ პირველი დიდი დაუკავშირდა ბიზანტიის კეისარს, მიიღო მისგან, პატივისცემის ნიშნად, კურაპალატის ტიტული და გახდა ბიზანტიის მოკავშირე, რაც მტრებთან ბრძოლაში შეიძლება, გამოდგომოდა. 818 წელს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფე თეოდოსი პირველთან ერთად დაამარცხა გრიგოლ კახთა მთავარი და მისი მოკავშირე ტფილისის ამირა, რის შედეგადაც, დაიბრუნა ქსნის ხეობა. შემდეგ ბარდავიც დაიმორჩილა.

 აშოტ პირველი დიდი დიდად ეხმარებოდა გრიგოლ ხანძთელს ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში. სწორედ აშოტ პირველისადმი მიმართვაში გრიგოლ ხანძთელმა აღიარა აშოტ კურაპალატის გვარი – ბაგრატიონი, ბიბლიური დავით მეფის შთამომავლებად. მანამდეც, ალბათ ცნობდნენ ქართველები ბაგრატიონებს ქრისტეს ნათესავებად, ვინა

იდან პირველი ერისმთავარი, არჩეული 575 წელს – გვარამი, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლი იყო. აშოტ კურაპალატი მისი შთამომავალია.

როგორც ვთქვით, აშოტ კურაპალატმა სამხრეთ საქართველოში კვლავ აღადგინა ციხე-ქალაქი არტანუჯი, ოდესღაც დიდი ხელმწიფის, ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული, რომელიც არაბთა შემოსევის გამო, გაუკაცრიელებული და დანგრეული იყო. წლების განმავლობაში ის ბედნიერად ცხოვრობდა არტანუჯის ციხეში თავის ცოლთან და შვილებთან ერთად.

მაგრამ, ერთხელაც ერთი ლამაზი ქალი შეუყვარდა კურაპალატს, ძალიან. ახალგაზრდა ქალიც შეყვარებული იყო ვაჟკაც ხელმწიფეზე.

სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ხელმწიფის ამგვარი ქმედება მიუღებელი გახლდათ, ცუდად იმოქმედებდა ქვეშევრდომებზე. ეს სახელმწიფოსთვის ხიფათად ითვლებოდა, რადგან ქვეყნის მმართველისთვის ქვეყნის სამსახური უპირველესი უნდა ყოფილიყო და არა გართობა.

წმინდა გრიგოლ ხანძთელმა გაიგო ამის შესახებ და გადაწყვიტა, ხელმწიფე, სამეფო ოჯახი და ქვეყანა განსაცდელისგან ეხსნა. 

კურაპალატი შეჰპირდა, მაგრამ ვერ შეძლო საყვარელ ქალთან განშორება.

წმინდა გრიგოლ ხანძთელმა მარჯვე დრო გამოძენა, როდესაც მეფე არ იყო არტანუჯში, შატბერდის მონასტრიდან წავიდა და საღამოს მიადგა არტანუჯის ციხეს. აშოტის საყვარელ ქალს კაცი მიუგზავნა და აცნობა, რომ იქ იყო. ასეთი წმინდა ადამიანის სტუმრობით გახარებულმა ქალმა „მრავალფერი სანოვაგე“ გაუგზავნა მამა გრიგოლს და მის მოწაფეებს.

რომ გათენდა, გრიგოლ ხანძთელმა შეუთვალა კურაპალატის ლამაზმანს, მასთან მისულიყო.

გახარებული ქალი მსწრაფლ მ

ივიდა წმინდანთან, თან თავისი ორი მხევალი იახლა. ფიქრობდა, ასეთი წმინდა კაცი დამლოცავსო. მაგრამ, მამა გრიგოლმა არ დალოცა და უბრძანა, მოშორებით დამდგარიყო. შემდეგ „უდაბნოს ვარსკვლავმა“, როგორც თანამედროვენი უწოდებდნენ, ანიშნა თავის მოწაფეებსა და ხელმწიფის საყვარელი ქალის მსახურებს, გასულიყვნენ. ყველა დაემორჩილა, რადგან მისი ავტორიტეტი ძალინ დიდი იყო.

მერე კი მიმართა დაბნეულ ქალს:

– საწყალობელო, რატომ ჩადექი ცოლ-ქმარს შორის? რატომ სწირავ სულს წარწყმედისთვის? რატომ იქეცი დიდი ხელმწიფისთვის საფრთხედ?

მეფის საყვარელი ქალი ატირდა:

– წმიდა მამაო, მე თავისუფალი არ ვარ ჩემს ქმედებებში, რადგან გარდარეული სიყვარული აქვს ჩემდამი კურაპალატს. არც ვიცი, რა ვქნა, რადგან შემაძრწუნა შენმა სიტყვებმა. 

– შვილო, დაემორჩილე ჩემი, ღვთის გლახაკის ნათქვამს და თავმდები ვიქნები ღმერთთან, რათა გეპატიოს ცოდვები.

– წმიდა მამაო, შენს ხელთ ვარ, იზრუნე ჩემი სულისთვის, უპასუხა მორჩილად აშოტ კურაპალატის გულისსწორმა.

მაშინ დალოცა მამა გრიგოლმა ქალი, ჯვარი გადასწერა. მოიხსნა ფეხსაცმლის საბელი (თასმა), მისცა აშოტის საყვარელ ქალს და უთხრა, ქამრად შემოერტყა წელზე. ისიც დაემორჩილა. 

შემდეგ აუწყა, რომ ის დღე მისი სულის ცხონების დღედ იქცა, რადგან თავის მეგობართან, წმინდა ფებრონიასთან წაიყვანდა მერეს მონასტერში, რომელიც მდინარე იმერხევის მარჯვენა შენაკადის, კირჩხალის წყლის ხეობაში მდებარეობდა.

ძალიან გაუხარდა ხელმწიფის საყვარელ ქალს და გაემართნენ მერესკენ. დედა ფებრონია გაფრთხილებული ჰყავდა ნ

ეტარ გრიგოლს. მას ჩააბარა მეფის საყვარელი ქალი და სთხოვა, ეზრუნა მასზე. ხედავდა, რომ შემუსვრილი, მორჩილი გული ჰქონდა ქალს, კურაპალატი კი ძებნას დაუწყებდა. შემდეგ ჩვეულებისამებრ, როგორც სჩვეოდათ, დიდხანს ისაუბრეს მეგობრებმა. წმიდა ფებრონია ძალიან ავტორიტეტული დედაო იყო და ყველა ეთათბირებოდა მას.

ამ დროს მათთან ახლოს გაიარა ერთმა დამ და შემთხვევით მოესმა, როგორ ჰკითხა წმიდა გრიგოლმა წმიდა ფებრონიას: რა გითხრაო ანგელოზმა?

ასეთი წმიდა ადამიანების ხელში აღმოჩნდა აშოტ დიდის მხურვალე სიყვარულის ობიექტი.

როცა ხელმწიფე დაბრუნდა არტანუჯში და ვერ ნახა საყვარელი ქალი, ძალიან შეწუხდა. მიხვდა, რაც მოხდა.

იმდენად უყვარდა ის ქალი დიდ მეფეს, რომ დაივიწყა თავმოყვარეობა და მერეს გაემგზავრა.

დედა ფებრონიამ არ გამოაჩინა ახალი მორჩილი.

რომ ილოცა ხელმწიფემ მერეს მონასტრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში და მიიღო წინამძღვრის დალოცვა, ჰკითხა წმიდა ფებრონიას:

– იცი დედაო, რატომ მოვედი აქ?

– ღმერთმა იცის, რისთვისაც მობრძანდი, – უპასუხა მონასტრის წინამძღვარმა.

– გვყავდა მეჭურჭლე ქალი, რომლის ხელშიც იყო მთელი ჩვენი ქონება და მამა გრიგოლს აქ წამოუყვანია. ბევრი რამ დაგვაკლდა. გამოუშვი, ერთხელ მოვიდეს ციხე-სიმაგრეში, მოგვითვალოს ყველაფერი და უკან დაბრუნდება, როცა მოუნდება, – იცრუა შეყვარებულმა კურაპალატმა.

დედა ფებრონიამ კი მკვახედ მიუგო სიტყვები აშოტ კურაპალატის დიდი წინაპრის, ისრაელის წმინდა მეფის დავითის ფსალმუნიდან:

- „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან

უსჯულოებასა“ (ფს. 140, 4), რაც ნიშნავს, ადამიანები ცოდვის გამართლებას ცდილობენო.

მხილებისგან სირცხვილეული ხელმწიფე გაჩუმდა და ვეღარაფერი თქვა. მხოლოდ ეს წამოსცდა, აწ უკვე უიმედოდ შეყვარებულს: ნეტავ იმას, ვინც ცოცხალი არ არისო!

სასწრაფოდ ადგა უიმედო სიყვარულისა და სირცხვილისაგან დათრგუნული მეფე და წავიდა მონასტრიდან, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ფებრონია სტუმრად დარჩენას სთხოვდა.

როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ გენიოსი ავტორი, გიორგი მერჩულე გადმოგვცემს, აშოტ კურაპალატს წმინდა გული ჰქონია, რომელიც წმიდა ფებრონიას და წმიდა გრიგოლისადმი პატივისცემით იყო სავსე. ისინი შეიქმნენ მისი სულის გვირგვინისმყოფლებიო, ანუ მისი წმიდანად მქცეველნი.

მართლაც, გავიდა ხანი, აშოტ დიდი კვლავ ღირსეულად ემსახურა სამშობლოს. აგებდა ტაძრებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ასახლებდა გაუდაბურებულ სოფლებს, ებრძოდა დამპყრობლებს... 

კავკასიაში კვლავ შემოიჭრნენ არაბები ურიცხვი ჯარით და დაიპყრეს სომხეთი, ქართლი და ჰერეთი...

აშოტ დიდი დიდი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ ქვეშევრდომთა შორის მოღალატენი აღმოჩნდნენ, რომლებიც მიემხრნენ საქართველოში შეჭრილ არაბებს. ესენი ყოფილან ვინმე ოროზ-მოროზის ძენი, რომელთაც მოულოდნელად შეუტიეს ხელმწიფეს. მეფემ თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ მოღალატეებმა არ დაინდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ბაგრატიონი და მოკლეს საკურთხეველში. 

ეს მოხდა 826 წლის 29 იანვარს.

ვერ გაასწრეს მოღალატეებმა შურისძიებას. ხალხმა შური იძია წმიდა აშოტ მეფის მკვლელებზე და დახოცა ისინი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
ქრისტესმოსავი წმიდა მოწამენი – წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I), რომელთა ხსენება აღესრულება 1 ივლისს, რომაელი მხედრები იყვნენ. უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას.
gaq