საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი – დამონებული ,,ამორძალები’’
ლოვარდ ტუხაშვილი


ჩვენი ძნელბედობის სუსხი მარტო ქარველ მამაკაცებს არ შეხებია. სამშობლოდან მიჰყავდათ ქართველი ქალიც. XVI-XVII საუკუნეებში გურჯი-ხათუნი აღმოსავლური ჰარემის აუცილებელი წევრი გახდა. ჯერ ერთი, თვით გამაჰმადიანებული გურჯი ცდილობდა ცოლად თანამემამულე ჰყოლოდა. მეორეც, ქართველი ქალის ფლობა წარმოადგენდა ღირსების საქმეს. თურქეთის სულთნის სასახლეში არსებობდა ტრადიცია: ტახტის მემკვიდრის დედა ქართველი, ბერძენი ან ჩერქეზი უნდა ყოფილიყო. ასე აივსო ქართველი გოგონებით ყველა არისტოკრატული ჰარემი ეგვიპტე-სირიაში, თურქეთში, ირანში, ავღანეთში, დიდი მოგოლის იმპერიაში. ქართველმა ქალებმა საოცარი პატრიოტიზმი შეინარჩუნეს. სულთნის ჰარემი სტამბოლში მფარველობდა შერისხულ ან ტყვედ მოხვედრილ ქართველ პოლიტიკოსებს (მაგალითად, ლუარსაბ I-ს, სიმონ I-ს). ქართული სამეფო კარისათვის ირანისა და თურქეთის ყველა საიდუმლო ცნობილი იყო. განსაკუთრებით იყენებდა სტამბოლის ქართველ ქალთა ინფორმაციას ერეკლე II (უფრო მეტად რუსეთის თხოვნით). ქართველი ქალი ბატონობდა ჰარემში, ისინი იყვნენ პირველი ცოლები, აღემატებოდნენ მეორეხარისხოვან ,,მუშა ცოლებს’’. მათი გავლენა უფრო დიდი იქნებოდა, თუ არა ყურანი, რომლის მიხედვით ქალი არ ითვლება სრულყოფილ არსებად. ზოგჯერ სჯაბნიდნენ ყურანსაც, მამლუქთა ქართველი დედები ან ქვრივები ზოგჯერ სახელმწიფოს მმართველები ხდებოდნენ, რაც იწვევდა ფანატიკოსი მუსლიმანების პროტესტს. ქართველი ქალი განხეთქილების საგანი იყო. ძმა ძმას არ ინდობდა, მამა - შვილს.

გურჯი-ხათუნი ითვლებოდა საუკეთესო საჩუქრად. მაჰმადიანებში გავრცელებული იყო ე.წ. ,,სიღეს წესი’’ - დროებითი გათხოვება ან ცოლის შეთავაზება. ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ქართველი ქალისთვის. ზოგჯერ ქართველი გოგონა მოხვდებოდა, ვთქვათ, არზრუმის ფაშას ჰარემში, ერთი-ორი წლის შემდეგ ასე ჩუქებ-ჩუქებით, შესაძლოა, ალჟირში ამოეყო თავი. უბედურება იყო ჰარემი. დედას ართმევდნენ შვილებს. ქმრის სიკვდილის შემთხვევაში ცოლი გადადიოდა მაზლის ან გერის ხელში. ყველაზე პრივილეგირებული ცოლიც კი მონა იყო. თურქეთში ახალი სულთნის ტახტზე ასვლისას სპობდნენ მის ძმებს. ერთი შვილის აღზევება ნიშნავდა დანარჩენთა ფიზიკურ გაქრობას. ამიტომაც არსად იყო სიხარული. მალე ტყდებოდა სხეული, სული; 35 წლის ქალი უკვე მოხუცად გამოიყურებოდა. როსტომ მეფის მეუღლე მარიამ დადიანი 60 წლის ასაკში სჯობდა თავის 30 წლის ,,კოლეგებს’’, რადგან ქართული წესით ცხოვრობდა. ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების წყალობით უცხოეთში ქართველი ქალის ტრაგიკული ბედის ისტორია მეტნაკლებად ცნობილია (თ. ნატროშვილი, ი. ტაბაღუა, ბ. გიორგაძე). გვინდა, რამდენიმე ამბავი მოვუთხროთ მკითხველს ისტორიული ქრონიკების, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების მცირე შენაზავით.

ზემო ეგვიპტის მბრძანებელი იყო ჰასან-ბეი. არ იცოდა, საიდან იყო; ჩერქეზს ეძახდნენ, - რადგან მამობილი ჰყავდა ჩერქეზი. ,,გაუცინარი ბეიც’’ ერქვა გულჩახვეულობის გამო. ქ. თებეში ჰქონდა სასახლე. უმდიდრესს, უძლიერესს, დამოუკიდებლად ეჭირა თავი. ერთ დღეს ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, თებეს ქარავან-სარაიდან სიმღერა შემოესმა. განრისხდა ბეი. მამლუქთა გავლისას ყველა პირქვე უნდა დამხობილიყო. აქ კი ვიღაცა მღეროდა სევდიანად, რაც არ შეეფერებოდა გამარჯვებული მამლუქების განწყობილებას. შეანგრიეს მხედრებმა კარი. ეზოში ახალგაზრდა ქალი იდგა უჩადროდ, საოცარ სიმღერას მღეროდა. რაღაც შეინძრა ჰასან-ჩერქეზის სულში. სიბრაზემ გადაუარა, მიუახლოვდა ქალს. სახე დასერილი ჰქონდა მომღერალს. მაინც ეტყობოდა სილამაზე არნახული. ,,ვინ დასაჯა?’’ - იკითხა მრისხანედ. ფორთხვით მოჩოჩდა ფუნდუკის მფლობელი ,,მბრძანებელთან: ,,თვითონ დაისახიჩრა თავი, რომ არავინ იყიდოს, წყალში ჩამიყარა მაგაში გადახდილი ფული. ფუნდუკში დავაყენე, ემსახუროს სტუმრებს, სანამ ზარალი არ დამიბრუნდება’’. ,,ვის სიმღერებს მღეროდიო’’, - ახლა ტყვეს მიუბრუნდა ჰასანი. ,,გურჯი ვარ, გურჯების სიმღერებს ვმღერი, ოღონდ სევდიანს’’, - უპასუხა ქალმა. ,,მე ვიცი გურჯების ენა. ეგ სიტყვები არა ჰგავს მათ, არც ჰანგი მეცნობა. არა ხარ შენ ,,გურჯი’’. ,,გურჯი ვარ’’-ო, - თავი გადააქნია ქალმა. - ,,საიდანაც მე ვარ, იმ მხარეში ორნაირად ვლაპარაკობთ, ორივე გურჯების ენაა’’. ,,მერე რა ჰქვია შენ მხარეს?’’ სისხლი მოაწვა ქალს სახეზე. თვალები გაუნათდა: ,,თურქო, მერე შენ რას გაიგებ, თუ გეტყვი, ილორის ხატის ყმა ვარ-მეთქი’’. ,,ილორიო’’, კიდევ რაღაც გაკრთა ჰასან-ჩერქეზის გულში. ,,რა გქვია?’’ - რბილად იკითხა. ,,ცირა მქვია’’. მამაკაცის კითხვაში სითბო იგრძნო ქალმა. ,,ცირაო?’’ - მესამეჯერ გადაუქანდა გული მამლუქს. ცოტა ხანს დადუმდა ორივე. ,,თქვენ მხარეში ნენე თუ ჰქვიათ ქალებს?’’ - ხმაში კანკალი დაეტყო მამლუქს. ,,ნენე დედას ნიშნავს ჩვენებურად’’. ოფლმა გამოჟონა ჰასან-ჩერქეზის შუბლზე. უძრავად იდგა ერთხანს. ,,თუ შეგიძლია ის იმღერე, ნენე რომ უმღეროდა ხოლმე ბავშვს’’. ცრემლი წამოუვიდა ქალს, ხელით ამოიწმინდა თვალები და ამღერდა. დაირხა საოცარი მელოდია, თებეს ქუჩებს გაჰყვა, გადალახა ნილოსი, ძველ ტაძარს ჩაუარა, რამზესის ბარელიეფზე გასხლტა. ,,ცირა, ილორი, ნენა’’ - ჩურჩულებდა ჰასან-ჩერქეზი. მერე უცებ ჩამოეკიდა უნაგირზე, მისცვივდნენ მხლებლები. ნახევარი ეგვიპტის მბრძანებელს ქართულმა ჰანგის ძალამ ისეთი რაღაც გაახსენა, გული გაუსკდა.

,,გათვალაო ჯადოქარმა’’! - ხმლით აკუწეს არაბებმა გურჯი ქალი. ეს ლეგენდა, ოდნავ განსხვავებული დეტალებით, გვიამბო 1968 წელს არაბმა გიდმა ქ. ლუქსორში (ძველი თებე)...

ერთხელ დიდი მოგოლის იმპერატორს მიართვეს 14 წლის ქართველი ასული სამეგრელოდან. ერთი წელი მოჰყავდათ ტყვე ინდოეთამდე. შაჰ-ჯეჰანმა იგი უფროს ვაჟიშვილს - დარას დაუთმო. გაიზარდა გოგონა, მზის სხივად იქცა. უდიპური უწოდეს დედოფალს. გაგიჟებით შეუყვარდა დარას ცოლთა უპირველესი. მისი ხათრით მაჰმადი უარყო, საიდუმლოდ ქრისტიანობაზე გადავიდა. ამ დროს აიშალა დიდი მოგოლის სამეფო კარი. შაჰ-ჯაჰანის 4 ვაჟი ერთმანეთს დაერივნენ. სამეფო ტახტი და უდიპური იყო ქიშპობის საგანი. იმარჯვა მესამე ძმამ - აურანგზებმა, ამოხოცა თავისიანები. ტახტი დაიკავა, მამამისისა დ

ა ძმების ჰარემიდან უდიპური დაიტოვა. ახლა აურანგზებს აურია თავგზა ქართველმა ქალმა. არ უშლიდა ქრისტიანობას; სხვების მალულად და ცოლის დასანახად პირჯვარსაც იწერდა.

მარტოოდენ სილამაზე არ ჰქონდა უდიპურს იარაღად, საოცრად გონიერი იყო. აურანგზების მთავარი მრჩეველი, თანამმართველი გახდა. მაინც ყველაფერი ეზიზღებოდა, მდინარეებიც, მშვენიერი ბუნებაც.

ერთადერთი უხაროდა უდიპურს: ფადიშაჰის ქართველ მამლუქებს ზოგჯერ მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდა. ცხრაკლიტულით იყო დაცული ჰარემი. საჭურისები და შეიარაღებული თათარი ქალები იცავდნენ. 1000 ოქრო უჯდებოდა უდიპურს ქართველებთან შეხვედრა. სხვაგვარად მონათლეს სასახლეში თეთრი ქალბატონის ფულით ნაყიდი პაემნები. ეგონათ, კუროებს იღებდა. ერთმა მოგოლმა სარდალმა მოისყიდა თათარი მცველი ქალები, 10000 ოქრო მისცა; მათაც მამლუქის ტანსაცმლით შეუშვეს გახელებული მამაკაცი მზეთუნახავთან. გაუცინა უდიპურმა უცნობს, ქართულად დაელაპარაკა. ,,მოგოლი ვარ’’, - ურდოს ენაზე უთხრა მხედარმა, - ,,შენი სიყვარულით გადარეული’’. ,,ეს მაკადრესო?’’ - სისხლი მოაწვა დედოფალს. ტყუილად ხომ არ იყო კოლხი მედეას ჩამომავალი. უიღბლო მიჯნურიც, მისი ნათესავებიც, თათარი მცველებიც, საჭურისებიც დედაწულიანად ამოაწყვეტინა აურანგზებს. სამშობლოს სევდის გაქარვება სურდა უბედურ ქალს, აბა, რა უნდა შეეთავაზებინა მისთვის ვიღაც გადამთიელს.

უდიპურის სახე თანამედროვე ინდურმა ლიტერატურამ რამდენჯერმე ასახა სხვადასხვა ვარიანტით. მისი სახელის ქალაქი დღესაც არსებობს.

ფრიად საშიში იყო ქართველი ქალის გაჯავრება. შურისმაძიებლები იყვნენ გურჯი ხათუნები. შაჰ-აბას I-მა ეჭვის ნიადაგზე მოაკვლევინა საკუთარი შვილი - ქართველი ქალის, ლელა ბაგრატიონის ნაშობი, სახე დაუმახინჯა გაშმაგებულმა დედამ შაჰს, ახრჩობდა კიდეც, რომ არ გამოეგლიჯათ ხელიდან.

მ. ხუბუას აქვს ერთუ სიუჟეტი თარგმნილი: ქართველ ქალს ქმარი მოუკლეს ირანში. არავინ იყო სისხლის ამღები. გაყიდა ქონება, მამაკაცურად გადაცმული ჩავიდა ისპაჰანში. ერთხელაც აბჯარახმული თავს დაესხა შაჰის გვარდიას. ელვის სისწრაფით აჩეხა რამდენიმე კაცი. შეიპყრეს მამაცი მხედარი. სარბაზთა სამარცხვინოდ, ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა. შეუნდეს ვითარცა მეომარს, მაგრამ სილამაზე აღარ აპატიეს. სამშობლოში ვეღარ ჩამოაღწია შურისმაძიებელმა.

დიახ, საშიშიც იყო ქართველი ქალი. ამიტომ ადარებდნენ ჯიქს, ვეფხვს აღმოსავლელი პოეტები. თუ ძალზე ცუდად მოექცეოდნენ, საწამლავი ხომ იშოვებოდა? მრავალ ხანს და ფაშას გაუჭიმია ფეხი მოულოდნელად. მზის სადარ გურჯ ხათუნს სიკვდილის სუნი უდიოდა. უნდა გავუგოთ ამორძალებს. ჰარემში მოხვედრა რუსთველისეული სიყვარულით როდი ხდებოდა. ანდა, განა არსებობდა ჰარემში სიყვარული? მამლუქთა ოჯახები იყო მხოლოდ შედარებით მტკიცე. ძალიან ხშირად სხვა ცოლები არც მოჰყავდათ, - ქართველი ქალით კმაყოფილდებოდნენ. დამარცხებული მეომრის ცოლები გამარჯვებულის ცოლები ხდებოდნენ. შეიძლებოდა აქ სიყვარული?

იყო ასეც: შაჰ-აბას I-ს ჩაილურელი გლეხის გოგო აჩუქეს. ოქრომკედით ნაკერ ატლასებში გამოაწყვეს. შაჰის ,,საცოლეს’’ ოქროს საწოლი დაუდგეს, უძვირფასესი ხალიჩებით მოქარგული დარბაზი გამოუყვეს, ოქროს მაშიები ჩააცვეს. ტიროდა მაინც გოგო. აღტაცებული შემოვიდა 60 წელს მიტანებული შაჰი. ,,ვაი, შენ ჩემო ჩაილურის ჩალაო’’, - წამოიყვირა ბავშვმა, მძულვარედ მოიშორა მამაკაცი. ღარიბი მშობლები ჰყავდა გოგოს, ქვეშაგები ბუმბულით და მატყლით კი არა, ჩალით ჰქონდათ გატენილი. გაცოფდა შაჰ-აბას I. ,,მსოფლიოს მბრძანებლის ცოლი ხდები, ჩაილურის ჩალას როგორ მისტირიო’’. კახელი იყო გოგო, კახურად უთხრა: ,,მიმიფურთხებია შენი წილი მსოფლიოსათვის, ჩაილურის ჩალად არ მიღირსო ირანის დედოფლის გვირგვინი’’. ქურციკივით გოგო იყო, ავაზასავით მოქნილი და ღონიერი. ისეთი სიშმაგით ჩაარტყა ფეხი ,,მზის წნულში’’, მთელი წლით მაინც დაუკარგა ,,ირანის ლომს’’ ქალისაკენ გახედვის სურვილი. ვაი, ჩვენო დაუცველო სიამაყევ, ვაი, ჩვენო გასრესილო ღირსებავ! მახვილებზე წამოაგეს 13 წლის ბავშვი ,,ალაჰის სწორის’’ შეურაცხყოფისათვის.

გამოეცალა მორიელთა ბუნაგს მისი სპეტაკი სული, მშობლიურ მთებს მიაშურა. ჩაილურის წყალი გაშრაო გოგონას დარდით, ამბობს ლეგენდა.

ეროვნული ისტორიის წამკითხველს ქვის გული უნდა ჰქონდეს. ამოიკითხავ ზოგიერთ სევდიან ამბავს, შესაძლოა ვერც კი გაუძლო: ხან მე-13 საუკუნიდან გამოსროლილი ისარი გაგივლის მკერდში, ხანაც მე-18 საუკუნიდან შეგძრავს იმერელი ქალიშვილების კივილი, დაღესტნელმა აბრაგებმა რომ გაიტაცეს.

ყაჩაღი ჩონჩოლ-მუსა დიდხანს არბევდა საქართველოს. ეშმაკურად იქცეოდა: ზოგჯერ მოყვრულად მოდიოდა, თითქოს შემწედ. 1766 წელს მან ,,უშველა’’ გაჭირვებაში ჩავარდნილ სოლომონ I-ს. დახმარებისათვის დიდი თანხა მოითხოვა. ვერ გადაიხადა მეფემ ფული. მაშინ სამსახურის საფასურში ჩონჩოლ-მუსამ საწერეთლო მოარბია. არეული იყო იმერეთი. სოლომონ I იმჟამად ძალას იკრებდა მხოლოდ. უძლურმა ესღა მოახერხა, ერეკლე II-ს აცნობა მომხდარი ამბავი. ჩაუსაფრდნენ ქართველები აბრაგებს, ამოწყვიტეს, ტყვეები იმერეთში დააბრუნეს. შეიპყრეს ჩონჩოლ-მუსა. პატიება არ შეიძლებოდა. ამართეს სახრჩობელა მეფის მოედანზე, მეტეხის ხიდის ყურთან. გადმოხედა თავშეყრილ ხალხს ავაზაკმა: ,,რა გიხარიათ, გურჯებო, 67 წლისა ვარ, 50 წელი გარბევთ, 20000 ტყვე გამიყიდია’’. გაშრა მოედანი, გამწვანდა ერეკლე II, სამეფო წამოსასხამი მოიხადა, ფეხით შედგა. ,,მე ვარო დამნაშავე, მე ვერ ვუვლიო ჩემს ხალხს’’. დაამშვიდეს მეფე, გაიყვანეს მოედნიდან.

პირველი ქიზიყის მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილი მოეგო გონს. მარცხენა ხელით თოკი გაუხსნა ჩონჩოლ-მუსას, მარჯვენით სატევარი აძგერა ბაგეში, - ავყია ენის ნაფლეთებმა კეფიდან გამოატანა. ასე დაკლეს ყველაზე დიდი მეკობრე... მაგრამ მხოლოდ ერთ წელს, 1755 წელს ქართლ-კახეთს 48-ჯერ დაესხა დაახლოებით 40000 მოთარეშე.

მოუგერიებელი იყო მუდმივი რბევა-თარეში. მიმდინარეობდა ხანგრძლივი სასტიკი ბრძოლა. ასპარეზი იყო მთელი საქართველო. თესავდნენ იარაღით, მკიდნენ იარაღით; ხანმოკლე შესვენებისას იქმნებოდა ქართული კულტურა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი (+290-303)
7 (20) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის (+290-303) ხსენების დღე.
წმიდა დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი (I)
4 (17) იანვარს აღინიშნება წმიდა დიონისე არეოპაგელის და სვიმეონ ნიგერის (I) ხსენების დღე.
gaq