საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი – მრისხანე გურჯები
ლოვარდ ტუხაშვილი

ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ქართველები ირანის შაჰების მზაკვრობით მოხვდნენ. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანს ორი პრობლემა გაუმწვავდა: ახალი - ავღანური და ტრადიციული - ქართული. ისპაჰანში გადაწყვიტეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისათვის მიესიათ... ქართლის სამეფოს უნდა დაქვემდებარებოდა მისგან ტერიტორიულად დაშორებული და უცხო ქვეყანა. ასეთ კავშირს დღეს ,,კოოპერაციული“ ეწოდება. ქართლის მეფეს უბოძეს ისპაჰანის გამგებლის, ირანის გვარდიის უფროსის, ქირმანისა და ბელუჯისტანის ხანის, ავღანეთის მბრძანებლის ტიტულები. ყველგან მას უნდა დაენიშნა მოადგილე - ,,ჯანიშინი“, ოღონდ ქართლის ჯარით ავღანეთში თავად უნდა ჩასულიყო. ასეთი ,,კოოპერაციული“ სამფლობელოს ცენტრად აირჩიეს ქ. კანდაგარი, მთავარ ციხე-სიმაგრედ - გირიშკი.

1703 წელს თბილისში ჯანიშინად დაჯდა ვახტანგ VI, ავღანეთში შევიდა გიორგი XI, მას 4000 ქართველი და 20000 ირანელი ახლდა. მამაცნი არიან ავღანელები, ერთ ღამეში გააქციეს 20000 ირანელი. მამაცნი იყვნენ მაშინდელი გურჯებიც. ჩამოიშორეს ირანელები - ხელს გვიშლიანო. საღამოს მიიჭრა აზნაური ცალქალამანიძე ავღანელთა ბანაკთან და გასძახა დამხვდურთ: ,,ირანელები არ გეგონოთ. მოვიდა საქართველოს ვალი გურგინ-ხანი“. შიშის ზარი დაეცა მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს ერთიანად შემუსრეს ქართველებმა 10-ჯერ მეტი მოწინააღმდეგე. აიღეს კანდაგარი, ჰერატი, ქაბული... ასე დაიწყო ავღანეთში ქართველთა ათწლიანი ,,ბატონობა“.

ვის ვემსახურებოდით, ვისთვის ვღვრიდით სისხლს? ავღანეთში ქართველებმა ორი თვისება გამოამჟღავნეს: საარაკო მამაცობა (4000 კაცი თავზარს სცემდა პუშტუნთა და ბელუჯთა მრავალრიცხოვან მეომარ ტომებს), - და სისასტიკე, არნახული დაუნდობლობა. ქართველთა რაზმებს ხშირად შაჰი ირანულ ლაშქარს უკან ჩაუყენებდა ხოლმე. ირანელ მეომრებს ზურგის უფრო ეშინოდათ და ბრძოლის ველიდან გამოქცევას მოწინააღმდეგესთან შეჯახებაში სიკვდილს ამჯობინებდნენ. თუ გაიმარჯვებდნენ, სახელსაც ხომ დაიგდებდნენ! ალავერდი ხან უნდილაძემ ყიზილბაშური ტომები ისე ამოჟლიტა. როდესაც შაჰმა უსაყვედურა, გადააჭარბეო, ასე გაიმართლა თავი: შენს ბრძანებას ვასრულებდიო. ჰო, ოღონდ ნამეტანი სიხალისითო, - გესლიანად ჩაიბურტყუნა შაჰ-აბას I-მა.

შაჰ-ჰუსეინმა ირანის დიქტატორად დანიშნა ლევან ვახტანგის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის მამა). ერთ კვირაში ათასობით თავი გაგორდა ისპაჰანში. მასაც შენიშვნა მისცეს. ხედავ რა სიმშვიდე ჩამოვაგდე, რას ითვლი გაგორებულ თავებს, ხალხის მეტი რა გყავსო, - უპასუხა ქართველმა დიქტატორმა. რა ენაღვლებოდა საქართველოს დამპყრობი ქვეყნის ქვეშევრდომთა მოჭრილი თავები...

ქართველთა სისასტიკე საქართველოს მიღმა სრულ შეუსაბამობაშია ქართულ ეროვნულ ხასიათთან. კი გვყავდა დიდი დავით აღმაშენებელი, ყველაზე მკაცრი ქართველი მეფე, ოღონდ მისი დაუნდობლობა საკუთარი ქვეყნის გადარჩენის აუცილებლობითაა ნასაზრდოები. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, სიკეთის მთესველი. უკეთურნიც გამოგვერიენ: ავგიორგი, კონსტანტინე მირზა, ლევან II დადიანი, მაინც თამარისეულმა სათნოებამ განსაზღვრა ნაციონალური ფსიქოლოგია. მშობლიურ სამანებს იქით ირღვეოდა ეს სათნოება.

,,ახალ საუკუნეებშიც“, რუსეთში გადახვეწილ ქართულ ემიგრაციას გულჩახვეულობის, განმარტოების, ,,გაუცხოების“ ნიშანი აზის.

რუსული ინტელიგენციის სულთამხუთავის, ბოროტი ტირანის გრაფ არაკჩეევის მამულს ,,გრუზინო“ ერქვა, იქვე ჩამომდინარე მდინარეს ,,გრუზინკა“, თვითონაც ნაქართველარ აზნაურებს დაუახლოვდა. ამიტომაც ეგონათ არაყიშვილი. არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთში მოხვედრილი ქართველი ქვეშეცნეულად ატარებდა გაუცნობიერებელ პროტესტს. დარწმუნებული ვარ, ირანის, თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის ქართველ დიდმოხელეებს გულის სიღრმეში ეზიზღებოდათ ის ქვეყნები, რომელსაც ემსახურებოდნენ. თუმცა, მაინც მათ საქმეებს აკეთებდნენ, ზოგჯერ მპყრობელ ხალხზე უკეთ და მარჯვედ.

არაკჩეევშჩინა იყო ბატონყმური რუსეთის ხსნა; სისასტიკე - ძველი სისტემის ხსნის მეთოდი. იგი იცავდა მას, რაც აღარ დაიცვებოდა. ამიტომ არაკჩეევს პროგრესისტებიც აგინებდნენ და რეაქციონერებიც.

მაშასადამე, სისასტიკე მოულოდნელობა არ იყო, მაგრამ ავღანეთში მაინც უღმერთოდ გაავდნენ გურჯები. გაუგებარია რა მოხდა, რამ შეცვალა ქართული სული კანდაგარში. გიორგი XI ლექსებს წერდა, სპარსულიდან თარგმნიდა, უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა. მაშ როგორ გავაანალიზოთ აუხსნელი ფენომენი, რომელიც ეროვნულ ქართულ სათნოებას სატანის ბრჭყალებში აქცევს უცხო მიწაზე? ქართული სიკეთე გარეთ რატომ იქცევა ბოროტებად, იუმორი - ცინიზმად, ქეიფი - ღრეობად, სიყვარული - სექსუალურ გახელებად?

ალბათ, ქართული ზნეობრივი კოდექსი მიუღებელი იყო აღმოსავლური სინამდვილისათვის. იქნებ ქართველი უცხო მხარეში სწორედ ისე იქცეოდა, როგორც ადგილობრივი ეთნოფსიქოლოგია კარნახობდა. თამარის შემდეგ ქართული ხასიათი რბილი რაინდიზმია, სახარებისეული სათნოება. ოღონ გვიან შუასაუკუნეებში თამარის ხაზი არ გამოდგა. აფთართა ხროვაში ვცხოვრობდით, სახარება კი არა, კბილების სიბასრე უფრო გადაგვარჩენდა. ჩვენ ვფიქრობთ, გიორგი XI ცდილობდა ავღანეთის აჯანყებას, რათა ირანის იმპერია დაეშალა. 1709 წელს ავღანეთში მოკლეს გიორგი XI. ტრაგიკული იყო გურგინ-ხანის დასასრული. თითქოს ბედისწერამ გასწირა. თვითონვე მიექანებოდა სიკვდილისაკენ.

კანდაგარში ქართველ ხანს ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა, აბდალთა ტომის ბელადი მირ-ვეისი. დააპატიმრეს ქართველებმა მირ-ვეისი, ირანში გაგზავნეს. დიდძალი ქრთამით დაიხსნა თავი ავღანელმა. უკან ჩამოვიდა. ერთმანეთს უთვალთვალონო, დაასკვნა შაჰმა. გაღიზიანებული გიორგი XI ხშირად აწვალებდა ავღანელს, აბუჩად იგდებდა (მირ-ვეისის ვაჟი - 15 წლის მირ-მაჰმუდი შეურაცხყოფილი გაიქცა შორეულ პროვინციაში. 10 წლის შემდეგ მან დაიპყრო ირანი და შაჰი გახდა).

მირ-ვეისმა აუჯანყა ქართველებს ერთ-ერთი ტომი. როდესაც ქართული ლაშქარი ალექსანდრე ბაგრატიონის მეთაურობით გავიდა კანდაგირიდან, გიორგი XI დარჩენილი ქართველებით თავისთან მიიპატიჟეს ავღანელებმა ნადიმზე. 20000 კაცი დაესხა ნასვამ ქართველებს. ერთიანად ამოჟლიტეს. ,,მოკვდა გურგინ-ხანი“, - შესძახა მირ-ვეისმა ამბოხებულებს. ,,იგი ირანის უპირველესი სარდალი იყო. პატივი მას!“ თოფები დააქუხეს ავღანელებმა, ,,მაგრამ იგი მტარვალი იყო“, - განაგრძო ავღანთა ბელადმა, - ,,ვათრიოთ იგი!“ 3 დღე ათრევდნენ ქართველ მეფეს გახარებული ავღანელები.

შაჰ-ჰუსეინმა ავღანეთის მბრძანებლად ახლა ქაიხოსრო I ბაგრატიონი დანიშნა, რომელიც მალე, კანდაგარზე იერიშისას დაიღუპა. იგი შეცვალა ჯერ ალექსანდრე ბაგრატიონმა, ხოლო 1712 წელს ვახტანგ VI-მ. ვახტანგ VI არ ჩავიდა კანდაგარში. ,,ქართული ღობის“ მოშლის შემდეგ ავღანელებმა თვითონ დაიპყრეს მთელი ირანი. ისპაჰანის აღებისას დაიღუპა კიდევ ერთი დიდი გურჯი - როსტომ ბაგრატიონი 100 ქართველითურთ. საკმარისი იყო გამოჩენილიყო თუნდაც 1000 ქართველი, ავღანელები უკან დაიხევდნენ, მაგრამ ვახტანგ VI-მ ხელი არ გაანძრია სეფიანთა იმპერიის დასაცავად. ავღანელთა მახვილმა და ქართველთა გულგრილობამ ბოლო მოუღო სეფიანთა დინასტიის მძლავრობას.

მრისხანე გურგინ-ხანი (გიორგი XI) ახლაც კარგად ახსოვთ ავღანეთში. ვინ არის ეს ბედკრული ქართველი მეფე? ირანის ფაქტობრივი დამანგრეველი. მაგრამ ვინ არის ჩვენთვის? გმირი? ხომ საამაყოა მისი გულადობა, სამხედრო ნიჭი, ამტანობა, მაგრამ მან თავისი სისასტიკით გააოგნა დიდიც და მცირეც (თუმცა ავღანეთში მის სისასტიკეს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, სისასტიკე პუშტუნურ ტომებში ჩვეულებრივი მოვლენაა). გიორგი XI და აღმოსავლეთის ქვეყნების ყველა ქართული წარმოშობის მბრძანებელი ჩვენი ტკივილია. რა იქნებოდა, ეს ტუნისიდან ინდოეთამდე გაბნეული ძალა რომ შენივთებულიყო? ქართველებს ალბათ ვერც ერთი იმპერია ვერ გადასძლევდა. კრწანისის ველზე 3000 კაცი ძლივს მოაგროვა მოხუცმა ერეკლე II-მ. სწორედ ამ დროს ერაყში 7-8 ათასი, ეგვიპტეში 18000 პროფესიონალი ქართველი მეომარი იყო. ახლა ირანის, თურქეთის, დიდი მოგოლის არმიებში მყოფი ქართველები?

ქართველთა ერთობა რომ ფრიად საშიში იყო, მოყვარემაც იცოდა და მტერმაც. ვერ ხერხდებოდა ერთიანობა, დაპყრობილი, დაწიხლული ქართველი ძალითა თუ ნებსით უცხო იმპერიების სამსახურში დგებოდა, - უცხოეთში გაიწოვებოდა ეროვნული ენერგია ქართველთა.

ვინ დაუფასა ,,გურჯებს“ სამსახური?

უდაბნოს ქვიშამ შეიშრო სისხლი მათი, უდაბნოს ქარმა ახვეტა ძვლები მათი. ყველამ უკან რომ მოგვიყაროს მათი საფლავები, ისევ ჩვენ უნდა ვუთხრათ შესანდობარი... საქართველოს სახელიანი თუ უსახელო შვილი, კეთილი თუ ბოროტი მაინც ჩვენია, სისხლი - სისხლთაგანი, ხორცი - ხორცთაგანი. მათ უკვე მიიღეს სასჯელი უდიდესი - უსამშობლობა.

პეტრე ბაგრატიონიც კი, რუსი ერის უსაყვარლესი გენერალი, დაივიწყეს მისთვის ესოდენ სასურველი ქვეყნის მმართველებმა. მისი ნეშტის გადმოსვენება ბოროდინოს ველზე სახელოვანი დენის დავიდოვის კერძო ინიციატივაა. დენის დავიდოვის კეთილშობილება კი ნაკვებია მისი გენერალთან გენეტიკური ნათესაობით.

უბედურია ყველა ქართველი წარმოშობის სულთანი, ფაშა, ხანი, ბეგი, ბეი, აღა, სპასალარი, შეიხ-ელ-ბალადი, ,,ვალი“, რადგან ყველაზე მაღალ საფეხურზე ასულნიც, სინამდვილეში მონები იყვნენ, მონები საკუთარი მდგომარეობისა.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესთა ხსენება აღესრულება 8 აგვისტოს. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა. ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის.
ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)
ღირსმოწამე პარასკევა, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 აგვისტოს, კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.
gaq