საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ყველაზე ხანგრძლივი ომი ქართველთა
ლოვარდ ტუხაშვილ


ერთმა ბრძენმა სამყაროს ,,ჭიპი“ უწოდა კავკასიას. კავკასიის სიმბოლო კი, ,,კავკასიის მზე“ - საქართველო იყო. მსოფლიოს მთავარი მოვლენები ტალღურად აღწევდა ჩვენამდე. არც პროგრესი გვივლიდა გარს, არც რეგრესი გვაკლებდა ქარბორბალს. ხშირად უშუალო იყო შორეული ამბების ექო, ზოგჯერ კი გაუკუღმართებული... რომში გადაწყვიტეს მოესპოთ პონტოს მეფე მითრიდატე - ლეგიონერთა ფეხქვეშ ჩაიზნიქა იორ-ალაზნის მხარე; თურანში ამოძრავდა დიდი სელჩუკი - დაიტბორა სისხლით ქართული მიწა; ჩინგიზ-ყაენმა ყარაყორუმში შექმნა იმპერია - გაფერმკრთალდა ვარძიის ფრესკები; გაშლეგდა სამარყანდში ხეიბარი თემურ-ლენგი - აკვნესდა ,,ყოველი საქართველო“. სინათლეც გვიგზავნიდა სხივებს, ოღონდ ნათელი სიბნელესთან იყო შერეული. ან ,,როგორ გავძელით იმ ყიამეთში?“ ერთმანეთს შეება ორი მონღოლური ურდო, ჩვენ რა შუაში ვიყავით? ორივემ ჩვენ გადაგვიარა!

მე-XII საუკუნეში სალადინმა შექმნა მამლუქთა არმია ,,ბრძოლა ჯვაროსანთა“, ელდად მონგოლთა და საუბედუროდ ქართველთა. ,,თეთრ მონას“ ნიშნავს მამლუქი არაბულად. ყიდულობდნენ სალადინის მემკვიდრეები ტყვეებს თურქთაგან და კავკასიელთაგან, მხედრებად აქცევდნენ. სჯაბნიდნენ სხვებს სიმკვირცხლით, სიმამაცითა და გონიერებით ჩერქეზები და ქართველები. სრულყოფილება გახდა მიზეზი ქართველთა ვაებისა. ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ყველაზე მეტად ქართველი ფასობდა. გაყიდული ქართველი თვითონვე ხდებოდა მბრძანებელი: ბეი, ფაშა, ხანი. თავისიანი უნდოდა გვერდით, - მცველად ქართველი ჭაბუკი, ჰარემში ქართველი ასული. არ იშურებდა არც ოქროს, არც ვერცხლს, არც ძალას. და დაძრწოდა ავაზაკთა ხროვა კოლხეთსა და იბერიაში. იტაცებდნენ ბავშვებს, მოზარდებს. მოედო ,,სალადინური კიბო“ ქართველთა სხეულს. მე-16 საუკუნიდან მამლუქთა უმეტესობა ,,გურჯი“ იყო. ზედა ფენაში ხომ მთლიანად გაბატონდნენ ქართველები. მრისხანე გურჯები თავზარს სცემდნენ ტუნისს, ლიბიას, სუდანს, ეთიოპიას, ეგვიპტეს, პალესტინას, ლიბანს, იორდანიას, სირიას. ხელში ჩაიგდეს ერაყი. დაიკავეს ცენტრალური ინდოეთი, ე.წ. დეკანი, ფეხი მოიკიდეს დიდი მოგოლის იმპერიაში - ქ. დელიში. ქართველი ფაშები განაგებდნენ ანატოლიას. ბევრი ზეობდა ბალკანეთში. ირანში ხომ არაერთი თანამდებობა ეჭირათ ქართველ ხანებს. დიდხანს მართავდნენ ავღანეთს. ამიტომ იცოდა ქართული ენა წყეულმა შაჰ-აბას I-მა. აღმოსავლური გახელებული ვნება ქართულ ტემპერამენტში ნელდებოდა. იგივე ტემპერამენტი აღვიძებდა არაბულ-თურქულ-ირანულ სიდუნეს. თურქთა ფიზიკური ტიპის გარდაქმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველმა ქალმა. ჩვენი დამაქცევარი ბევრი ირანელი ხანი თუ თურქი ფაშა ქართველი ქალის ნაშობი იყო. ბევრი იანიჩარი თუ ლაზია ასევე ,,წმინდა ქართული“, ოღონდ სულით დამახინჯებულ-გადაგვარებული. ქართველებმა შექმნეს ,,ქულემენთა“ დინასტია ერაყში, ,,ბურჯის“ დინასტია ეგვიპტე-სირიაში, 5 სამეფო ინდოეთში. ,,მამლუქობა“ ორლესული იყო, ერთი პირით ხანჯლავდა არაბულ სამყაროს, მეორე პირით ბასრავდა საკუთარ სამშობლოს. 600 წელი ,,ტყვის სყიდვა“ ანადგურებდა საქართველოს. ებრძოდნენ საშინელ ,,ეგვიპტურ სენს“ ერის მოწინავე ადამიანები: მეფე, ეკლესია, ხალხი. არ იყო საშველი. ყველაფერს თრგუნავდა ყვითელი ეშმაკის ცთუნება.

გადაიარა ევროპაში რენესანის ხანამ, დადგა პარმანენტული პროგრესის საუკუნეები. ლონდონსა და პარიზში დემოკრატია ასამართლებდა დესპოტ მეფეებს. მილანში ლა-სკალა აფრქვევდა ჯადოსნურ ჰანგებს, გერმანიაში მოცარტი თხზავდა უკვდავ ოპერებს, ინგლისში ჯეიმს უატი ჩასცქეროდა ორთქლის ძრავის ნახაზებს, საფრანგეთში საჰაერო გაფრენებს აწყობდნენ, ევროპის ხომალდები ყველა ოკეანეს სერავდნენ. მთელი ძალით მიილტვოდა ქართველი პროგრესისაკენ. თბილისში იბეჭდებოდა წიგნები აეროსტატის შესახებ, მსჯელობდნენ ვოლტერის იდეებზე, ჯორჯ ვაშინგტონის ბრძოლებზე... ქართველი ხომ ევროპელი იყო ყოველთვის!

და მაინც არ ნელდებოდა ვაჭრობა ცოცხალი ადამიანებით. ყიდიდნენ ცალობით, წყვილად, ბითუმად! ყოველწლიურად მხოლოდ გურია-სამეგრელოდან და აფხაზეთიდან გაჰყავდათ 10000-12000 ტყვე. ბევრს იტაცებდნენ აღმოსავლეთ საქართველოდანაც. მამლუქებშიც უკვე კუთხურობა შეინიშნებოდა - ეგვიპტეში უმეტესობა მეგრელი იყო, ერაყში - ქართლელი ან კახელი. გატაცებულთა ყველაზე მინიმალური ყოველწლიური ციფრი რომ ავიღოთ, გრანდიოზული რიცხვი გამოდის. XIII  საუკუნიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე გაიყიდა 10-12 მილიონი ქართველი. ამიტომ წერდა უდაბნოში გამოკეტილი უბედური ბერი: ,,ვიწვით, ვიღვრებით სისხლად, გვყიდიან... აი დღესა მოსწრებასა ჩემსა, სამშობლო-ჩემო!“

დარღვეული საქართველო ვეღარ ახერხებდა ამოეძირკვა საშინელი სენი ,,ტყვეთა სყიდვისა“. ტყვე იყო მოშლილი ეკონომიკის მამოძრავებელი ბერკეტი, საგარეო ვაჭრობაში ადამიანი გახდა იმპორტული საქონლის ქართული ექვივალენტი. ებრძოდნენ ქართველები ასეთ ,,ვაჭრობას“, ძელზე ჰკიდებდნენ მოთარეშეებს, ცოცხლად წვავდნენ. მაინც ვერ აღკვეთეს, სანამ არ დაეცა მამლუქთა მბრძანებლობა 1804 წელს, სანამ არ შეიკრა გადამღობი ,,კორდონები“ 1844 წელს. ებრძოდნენ ტყვის სყიდვას იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსები, სოლომონ I, ერეკლე II, მაგრამ ნამდვილი დამცველები ხალხის წრიდან გამოდიოდნენ. გურიასა და სამეგელოში უბრალო მოსახლეობა ჰქმნიდა საგანგებო რაზმებს, რომელთა ამოცანა იყო ამოეშანთათ ქვეყნის დამაქცევარი მოვლენა. 600 წელი  მიდიოდა სასტიკი ბრძოლა პატრიოტებსა და რენეგატებს შორის, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე რთული ომი ჩვენს ძნელბედ ისტორიაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq