საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

თამარ მეფის წინასწარმეტყველება (წიგნიდან ,,თამარ მეფის დღესასწაული“)

თამარ მეფის წინასწარმეტყველება

მეფე მთავართა,

მფლობი ჯავართა,

სოფლისა წყალთა

დამამშვენალი.

 

 

თამარს უამბო დედამა, შვილო სიზმარი ვნახეო;

საწუთროს ჯამში ჩავხედე სოფელი დავინახეო,

შენ იყო მთელი ქვეყანა შეგნებით შეინახეო.

 

მალე ასრულდა დედის სიტყვები, თამარი შეიქმნა მპყრობელი მთელი საქართველოსი; იმის ხმალს ვეღარავის ფარმა ვერ გაუძლო, ყველას უნდა ქედი მოეხარა იმის დიდების წინაშე და ეძლია ხარჯი. თამარმა ყველას ხარჯი დასდვა. მარტო ზღვა-ღა იყო თავისუფალი და ჯერ კიდევ არ უხრიდა თავს. მაგრამ ისიც მალე მოდრიკა თამარმა: უბრძანა ქარს, მოატანინა ზღვის პირზედ ჩალა-ბზე, თივა-ფიჩხი, გადააყრევინა ზღვაში და დაასხა ნავთი. ზღვამ თივა ზევით მოიგდო; მერე მიაკიდებინა ცეცხლი: აპრიალდა ცეცხლი, და გაერთხა ბოლო ზღვის პირს. შესწუხდა ზღვა, შეინძრა თავით ბოლომდე, შესწუხდნენ ზღვის ცხოველები, - ზღვას ეგონა ცეცხლი მეკიდებაო, და გამოუგზავნა კაცი თამარს: ოღონდ ნუ დამწვავ და რაც გინდა, ის ხარჯი გამომართვიო. თამარმა შეიწყნარა ზღვის თხოვნა, გამოართვა კამეჩები, ქარვა, მრავალი თვალ-მარგალიტი და ცხოველები. ამის შემდეგ გაჩნდა ქვეყანაზედა კამეჩები და თვალ-მარგალიტი.

 

წიგნიდან

,,თამარ მეფის დღესასწაული“

 

 

თბილისი

ელექტრო-მბეჭდავი ,,შრომა“, მუხრანის ქ. № 12.

1916

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამენი ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესნი (+დაახლ. 305)
მღვდელმოწამეთა: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე, ნიკომიდიელნი ხუცესთა ხსენება აღესრულება 8 აგვისტოს. უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა. ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის.
ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)
ღირსმოწამე პარასკევა, რომლის ხსენებაც აღესრულება 8 აგვისტოს, კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.
gaq