საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი / 1. სომხური პროვინციების შემოერთების თავისებურებანი, მათი ,,გასამხედროების“ პროცესი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი
სომეხთა ერთ-ერთი ძველი დედაქალაქი - ანისი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში იყო

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი

1. სომხური პროვინციების შემოერთების თავისებურებანი, მათი ,,გასამხედროების“ პროცესი

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

XI-XIII საუკუნეების განმავლობაში ერთიანი ქართული მონარქია თანდათანობით თავისი სკიპტრის ქვეშ იკრებდა სომხურ პროვინციებს. ე.წ. კლასიკურ პერიოდში (XII ს. დასასრული და XIII ს. დასაწყისი) საქართველოში მთლიანად შემოვიდა ჩრდილო და ცენტრალური სომხეთი: ანისის, ვანანდის ანუ კარის, ლორე-ტაშირის ქართულ-სომხური სამეფოები, სივნიეთი, ვასპურაკანის ნაწილი. ისტორიული ტრადიციით არქართული ტერიტორიების შემოსვლა ქართულ სახელმწიფოში ხდებოდა ორი სახით: 1. უშუალო შემოერთება და 2. ყმადნაფიცობის რიგი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ,,ორი წესი“ მხოლოდ ზოგადად გამოხატავს სინამდვილეს. ფაქტიურად აშკარად გამოირჩევა დაქვემდებარების (პოლიტიკური ვასალიტეტის) 3 და უშუალო შემოერთების (შერთვის) ანუ უნიტარიზაციის 2 ფორმა. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვარჩევთ კულტურულ-კონფესიონალურ შეტევის (,,ქართველიზაცია“) გზით მიღებულ ყმადნაფიცობას (ჩრდ. კავკასია და იქნებ ყივჩაღეთიც), რომელიც უმთავრესად ნებაყოფლობითი, მშვიდობიანი და რაც მთავარია ურთიერთვალდებულებითი შინაარსის კავშირია. ე.ი. ორივე მხარეს აქვს მტკიცედ გამოკვეთილი ვალდებულებანი: ჩრდ. კავკასიელებს ლაშქრით სამსახური, საქართველოს კულტურულ-კონფესიონალური მწყემსის როლი და პარალელურად ეკონომიკური გარანტიის ფუნქცია (ქართული წყაროების მითითება, რომ ,,ქართველ მეფეს მორჩილებენ მთიელნი“, მათი მოხარკეობის ნიშანი არაა, ამ პერიოდისთვის მთის ,,მოხარკეობა“ გულისხმობს ბარის მიერ მთიელთა ეკონომიკურ ხელისშეწყობასაც, ე.ი. ბარის დათმობას მთის საძოვრებისათვის; უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ქართველი მეფე გარკვეულ ,,ხარკს“ - ნატურალურ გამოსაღებს იხდიდა დამორჩილებული მთის სასარგებლოდ (მაგ. ,,სასვანო“). ყმადნაფიცი მოკავშირე არის არაქართული მოსახლეობის დაქვემდებარების პირველი ფორმა.

II ფორმას წარმოადგენდა მაჰმადიანური პოლიტიკური ერთეულების (დარუბანდი, შირვანი, განძა, ხლათი, არზრუმი და ა.შ.) პოლიტიკური სტატუსი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორმა არ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ერთიანი პრინციპებით. თითოეულის ვასალობა ინდივიდუალური სახისაა, მაგრამ ზოგიერთი ნიშანი მაინც საერთოა: ა) დამორჩილება ქართველთა მეფისადმი არის პოლიტიკური დეფაქტოს აღიარება და მიიჩნევა დროებით მოვლენად; ბ) ყოველი მაჰმ. პოლ. ერთეული ცნობს ხალიფას ან რომელიმე საერთო უმაღლესი მაჰმად. ხელისუფლის (შაჰი, სულთანი) დე-იურე სიუზერენობას. გ) ყმადნაფიცებს ახასიათებთ ღრმა სულიერი კავშირი მაჰმ. სამყაროსთან. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთი ,,ყმადნაფიცობა საქართველოს ძლიერების წყარო კი არაა, არამედ მოწმობა“. აკად. ნ. ბერძენიშვილის ეს გამოთქმა სწორედ მაჰმ. პოლიტ. ერთეულებს ეხება.

III ფორმა ესაა ე.წ. ,,გავლენის სფერო” (ტრაპიზონის საკეისრო, კილიკია).

არცერთი ზემოხსენებული ფორმა არ ყოფილა გამოყენებული სომხური პროვინციების მიმართ, ისინი უშუალოდ იქნა შემოერთებული და ერთიანი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი გახდა. სომხური პროვინციები ,,ყოველი საქართველოს“ ,,შვიდი სამეფოს“ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. აღსანიშნავია ერთი გარემოება; მართალია სომხური თემების მოწყობის საკითხი სპეციალურად არავის შეუსწავლია, მაგრამ თავიდანვე ისტორიკოსები მეტად უცნაურად განეწყვნენ. მათ საჭიროდ მიიჩნიეს განემარტათ, რატომ არ მოეწყო სომხ. თემები ყმადნაფიცობის საფუძველზე... ივ. ჯავახიშვილის აზრით, ,,სხვადასხვა სომხურ თემებში დამყარებული წესის განსხვავება იმით აიხსნება, რომ თითქმის მთელი საუკუნით ადრე იქ სომხური ხელისუფლება მოსპობილი იყო და ამ ტერიტორიების მაჰმ. მფლობელებს ართმევდა. ადგილობრივი ხელისუფლება, ვისთანაც შეიძლებოდა ყმადნაფიცობის სისტემის დამყარება, არ არსებობდა“... ვფიქრობთ, ივ. ჯავახიშვილის ეს შეხედულება სწორია მხოლოდ ნაწილობრივ, - მართალია სომხური სახელმწიფოებრიობა დაყვანილი იყო ნულამდე, მაგრამ ლორე-ტაშირის კვირიკიანთა სახლი ამ პერიოდშიც (დავით აღმაშენებლის პერიოდში და მერეც!) კვლავ არსებობდა და სურვილის შემთხვევაში საქართველოს სამეფო კარს მათი პოლიტიკური ძალაუფლების აღდგენა არ გაუჭირდებოდა. აქ საქმე სხვაშია - საქართველო ფორმალურად სტოვებდა ცალკეულ სამეფოებს - ოღონდ სამეფო ხელისუფლებას ავტომატურად უერთებდა ,,აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტულს. ,,სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ სომხური თემების ადმინისტრაციულ მოწყობაზე და მათ პოლიტიკურ სტატუსზე, საჭიროდ მიგვაჩნია თვით ამ ცნების: ,,სომხური პროვინციები“, ,,სომხური თემები“ განმარტება. ,,სომხური პროვინციების“ ძირითადი ბირთვი ტერიტორია, რომელზედაც გაშლილი იყო ,,ლორე-ტაშირის“ სამეფო, ისტორიულად ქართულია - სწორედ ამიტომ ამ მხარის შემოერთება, რა ფორმითაც არ უნდა მომხდარიყო ეს, - სელჩუკი-თურქების გარეკვით თუ ადგილობრივი სომხური ხელისუფლების ლიკვიდაციით განიხილებოდა როგორც მშობლიური თემების დაბრუნება. ,,ჩრდილო სომხეთის, ანუ სომხურად ,,ჩრდილო მხარენის“ (ჰიუსისადმი კომ-კომანქ“) ცნება, საკმაოდ ცვალებადია, ეპოქის მიხედვით იცვლიდა შინაარსს, მაგრამ ძირითადად იგი აღნიშნავდა ახპატ-სანაინის, ე.ი. ძორაგეტის, ახლანდელი დებედას ოლქის (ზოგჯერ მხოლოდ ახპატ-სანაინის მხარეს, უფრო ხშირად კი ძორაგეტის, კაენ-ძოროფორ-ჰაიერქს) შემდეგდროინდელ ყაზახ-შამშადილოს (რანითა და განძაკითურთ) (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ლეონ მელიქსეთ-ბეგი ,,ჩრდილო სომხეთი“, გვ. 15-17). ესაა ის საინტერესო მხარე, რომელსაც ქართულ ისტორიულ-გეოგრაფიული ტრადიცია ორი სახელით იხსენიებს ,,სომხითი“ და ,,სომხეთი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ბერძნული და სომხური ,,გოგარენე - ,,გუგარქად“ (ივ. ჯავახიშვილით ,,გუგარეთი“), ამავე მხარეს ეწოდება ,,ტაშირი“ და ,,ვრაცდაშტი“ (უხტანესი, ასოლიკი, ფსევდო შაჰუ ბაგრატუნი) ,,სიავორდელთა ან სავორდელთა“ მხარე (,,სეავორდაც“, ,,სევორდიქი“ (ასოლიკი, სამუელ ანელი, ვარდანი და ა.შ.). ,,სიავორდელები“ ცნობილია აღმოსავლური წყაროებითაც (მაგ. ალ-მასულთან, ალ-ისთახრისთან, კონსტანტინე პორფიროგენეტთან. ლ. მელიქსეთ-ბეგის აზრით, ,,სიავორდელები“ გაუგებარია“, უთითებს ,,ჰიუსმშმანს და მარრს“ (Н. Марр. ,,Термин ,,Скиф“ -  Яфетический сб. I. Пбг. გვ. 94-97).

,,სიავორდელები“ ამჟამად მიაჩნიათ უნგრელებად (იხ. პ. თოფურია ,,აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეებში“, გვ. 61. შენიშვნა 2. აგრ. მინორსკი, გვ. 26, 75-76).

მივიღეთ საინტერესო სურათი: საქართველო-სომხეთს შორის მდებარეობს ოლქი, რომელსაც ქართველები უწოდებენ ,,სომხეთს - სომხითს“, მაგრამ სომხების მიხედვით ,,ვრაცდაშტია“, ე.ი. ,,ქართველთა ველი“. ამ უცნაურმა პარადოქსმა წარმოშვა მ. ბროსეს, ივ. ჯავახიშვილის, ა. შანიძის, ლ. მელიქსეთბეგის, ნ. მარის, არ. ჩიქობავას, ს. კაკაბაძის და ა.შ. განსხვავებული შეხედულებანი... ყველაზე სწორად მიგვაჩნია აკად. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება: ,,საისტორიო გეოგრაფიას სომეხთა დროის ამ კუთხეში პოლიტიკური მბრძანებლობის სახსოვრად ტერმინი ,,სომხითი“ შერჩა. ეს სახელი ძველად სრულებით უცნობი იყო და მხოლოდ X საუკუნიდან მოყოლებული გვხვდება. ,,სომხეთი“ ეწოდებოდა მხოლოდ ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველსაც, და საყურადღებო ისაა, რომ ვითარცა საგეოგრაფიო ტერმინი მარტო ქართულად და ქართულ მწერლობაში იხმარებოდა: სომხები და სომხური საისტორიო მწერლობა ამ ქვეყანას ,,სომხეთს“ არ ეძახდნენ. პირიქით, ისინი ლორე-ტაშირის ველს, ,,ქართველთა ველს“ უწოდებდნენ... ამ ტერმინში უტყუარი და დამამტკიცებელი საბუთია შენახული, რომ თავიანთ პოლიტიკური ბატონობისდა მიუხედავად, თვით ქვეყანას სომხებიც თავისთავად ქართველთა კუთვნილებად სთვლიდნენ (ივ. ჯავახიშვილი. ,,საქართველოს საზღვრები“, გვ. 21). სხვა ნაშრომში იგივე ავტორი წერდა:

,,სომხები კი ამ თემს, ძველად გუგარეთს ,,ვრაცდაშტს“ უწოდებდნენ. ამგვარად ისტორიული სინამდვილე ცხადჰყოფს, რომ ,,სომეხი“ და ,,სომხეთი“ ქართულად ჯერ ნამდვილს გაარიელებულს ,,არმენებს“ და მათ მიწა-წყალს ნიშნავდა, ხოლო მერმე და შემდეგში იმ თემის აღსანიშნავადაც იყო გამოყენებული, რომელშიაც დროთა განმავლობაში ქართველთა და სომეხთა შერეული მოსახლეობა გაჩნდა. (ივ. ჯავახიშვილი. ,,ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები, ტფ. უნივერ. მოამბე“, II, 1922-1923, გვ. 351-359).

მოგვიანებით დ. მუსხელიშვილმა დაადგინა, რომ ,,სომხითი“ იხმარება ვრცელი მნიშვნელობითაც. იგი აღნიშნავდა მთელ სომხეთს, ვიწრო მნიშვნელობით კი ქვემო ქართლს. ,,სომხითად (ქართლის სომხითად) ფეოდ. ხანის გვიან საუკუნეებში იწოდებოდა, ჩვეულებრივ, სრულიად გარკვეული ტერიტორია, რომელიც მოიცავდა ბოლნისის ხეობას, ტალავრის ხეობას (მდ. ტალავერ - ჩაი), მანხუტის ხეობას (მდ. სახზაგან - ჩაი), შულავერის ხეობას (მდ. შულავერ ჩაი და დებედას ხეობას ლორე-ტაშირისა და ბამბაკის გამოკლებით“ (საქ. ისტ. გეოგრაფია, კრ. I, გვ. 117). ჩვენ ვფიქრობთ, ,,სომხითს” ლორე-ბამბაკის ხეობას თუ გამოვაკლებთ, ეს იქნება არა ისტორიული სომხეთი, არამედ სომხეთი მხარგრძელთა გვარის სამთავრო სახლად გადაქცევის ეპოქიდან. რადგან მხარგრძელთა სამმართველო ტერიტორია სამხრეთისაკენ გადაიჭიმა და ცალკეულ თემებად (?) გაფორმდა ,,სომხითის“ ცნებაც დავიწროვდა. ეს ჩანს ჟამთააღმწერელის ერთი ცნობიდან, როდესაც ლაპარაკია მხარგრძელთა სახლების მორჩილებაზე მონღოლი ნოინებისადმი, იქ ,,სომხითი“ გამორიცხულია (ჟამთააღმწერელი, გვ. 190). რბევის დროს მტერი მათ მამულებს არ ეხება... სომხითი განზე რჩება, აქედან გამოდის, რომ ან ,,სომხითი“ დაკარგეს მხარგრძელებმა (როგორც ფიქრობს მკვლევარი შ. დარჩაშვილი და რაც არ არის სწორი, ანდა ,,სომხითი“ არ მოიცავს მათ სამფლობელოებს, (რაც ასევე არაა სწორი, ხოჟორნა სომხითშია“). უბრალოდ თვით ცნება ,,სომხითი“ დავიწროვდა მოგვიანებით. ,,ჩრდილო მხარეთა“ ქართულ შინაარსს სხვა მომენტებიც ადასტურებენ...

უპირველეს ყოვლისა ასეთი წინასწარი დაშვების საბაბს გვაძლევს ანტიკური პერიოდის სომხითის (ტიგრან II) სომხეთის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ადონცის აზრით სომხეთის განაპირა მხარეები, კერძოდ ისინი, რომლებიც უმთავრესად არასომხური მოსახლეობით იყო დასახლებული, იმართებოდა ნახევრად (დამოუკიდებელი ბდეშხების მიერ). ჩრდილოეთ მხარეებს მართავდა სახელოვანი ხორხორუნების გვარი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საგვარეულო სახელი რაღაცნაირად ასახავს ამ მხარის განსხვავებულ ეთნიურ სახეს, მით უმეტეს, რომ ხორხორუნთა ზეწოდება ,,მალხაზი“, ნამდვილად არაა სომხური. თვით სომხური საისტორიო ტრადიცია (ეთნარქთა სისტემა) რაღაცნაირად გამოყოფს ამ მხარის მოსახლეობის სახეს...

,,...ჰაიკი... დასახლდა ველზე, რომელსაც ჰარქი ეწოდება... მთელი თავისი ტომი დაუტოვა თავის შვილს, არამიაკს.

ამან თავის ორ ძმას, ხორსა და მანავაზს, აგრეთვე მანავაზის შვილს ბაზს დაუტოვა მთელი თავისი ავლა-დიდება ჰარქში. ამათგან მანავაზს მემკვიდრეობით ერგო თვით ჰარქი, მის შვილს - ბაზს კი - მარილიანი ზღვის (ვანის ზღვა) ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო. ამიტომ ეს მხარე და ზღვა იწოდება მისი სახელით... ხორი კი გამრავლდა, ჩრდილოეთ მხარეებში დააფუძნა დაბები და ამბობენ, ამ დროიდან მოკიდებული დღემდე გრძელდება ხორხორენების გვარის დიდი ერისმთავრობა (ბდეხშობა) და ახლაც მამაცნი, სახელოვანნი და გამოჩენილ

ნი არიან“...

მოვსეს ხორენაცი აგრძელებს ,,მაგრამ საოცარ ამბავს მოგვითხრობს მემატიანე: ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადგილას გაფანტულად ცხოვრობდნენ მცირერიცხოვანი ჯგუფები, სანამ აქ ჩვენი წინაპარი ჰაიკი მოვიდოდაო“.

,,არამიაკს ჰყოლია შვილი, მრავალშვილიანი და ღორმუცელა შარა, მთელი ავლა-დიდებით გაგზავნა ერთ მახლობელ ნოყიერ და მოსავლიან ველზე, მთის ჩრდილოეთით, არაგაწის უკან, სადაც ბევრი მდინარე დის, ამბობენ, მისი სახელის მიხედვით, ეწოდება ამ მხარეს შირაკი. ალბათ, ამიტომაა, რომ მართლდება სოფლებში გავრცელებული გამოთქმა: ,,შუნ შარას მუცელი გაქვს, მაგრამ ჩვენ შირაკის ბეღლები არ გვაქვსო“.

მთელი ეს ტერიტორია - (თანამედროვე ჩრდ. სომხეთი, ქვ. ქართლი, კახეთ-ჰერეთის სამხრეთი სავსეა ხორ-ფუძიანი ტოპონიმებით, მაგრამ შეიძლება დადგეს კითხვა, რამდენად შეინარჩუნა ,,სომხითმა“ ეთნიკური სახე? ხომ ფაქტია, რომ II საუკუნიდან ძვ. წელთააღრიცხვით ვიდრე IV საუკუნემდე ახ. წელთააღრიცხვით ზოგიერთი გამონაკლისის (ფარსმანის ეპოქა) სომხეთის პოლიტიკური იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ქრისტიანობიდან ინტენსიურად განიცდიდა ანტიქალკედონიზმის კულტურულ-კონფესიონალურ გავლენას? ამ კითხვას თავიდანვე კატეგორიულად უნდა ვუპასუხოთ, ისტორიულმა ,,ვრაც დაშტმა“ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაიცვა ეროვნული სახე. ეს ჩანს შემდეგი მონაცემებიდან: 1. ტოპონიმიკა, 2. ეპიგრაფიკა, 3. ისტორიული ტრადიცია, 4. ნარატიული წყაროების ჩვენება, 5. ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური ორიენტაცია...

X საუკუნეში ანისის სომხეთის მეფეებმა ,,ვრაცდაშტი“ მიისაკუთრეს. ეს მხარე მათ წაართვეს თბილისის არაბ ხალიფას (და არა ქართველებს, როგორც ეს ჰგონია ა. ბაქრაძეს (იხ. ,,მნათობი“, თბ., 1970, გვ. 184). სწორედ ამიტომ უნდა გაჩენილიყო მათ ტიტულში ,,ქართველთა მეფის“ სახელიც. ამას მოწმობენ გრემის ტაძრის 992 წლის, ალმანის ტაძრის 1001 წლის წარწერები, სადაც აშოტ მოწყალის ასული სოფიო სომეხთა და ქართველთა დედოფლად არის დასახელებული. 1010 წლის ანისის საკათედრო ტაძრის წარწერაში მეფე გაგიკს ,,სომეხთა და ქართველთა შაჰინშაჰი“ ეწოდება (ე. ცაგარეიშვილი. იოანე დრასხანაკერტელი, ,,სომხეთის ისტორია“, 1965 წ., გვ. 125). ეს ტოპონიმიკასთან ერთად (,,სამშვილდე“ მოწმობს, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო). გავიხსენოთ ჯერ კიდევ მ. ხორენელი ლაპარაკობდა ქვ. ქართლის სამთავროს შესახებ და მის მმართველს ხან ,,გუგარელთა ბდეშხს“ ხან ,,იბერთა დიდ ბდეშხს“ უწოდებდა (გ. მელიქიშვილი. ,,საქართველოს კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის“, 1969 წ., გვ. 13).

ანალოგიური ცნობა, ოღონდ უფრო გვიანი ხანისა, შემონახული აქვს იოანე დრასხანაკერტელს... ,,გუგარქი მდებარეობს უდიის დასავლეთით, აქვს 9 გვარი, რომელსაც ფლობენ ქართველები. ძოროფორი, წობოფორი, კოლბოფორი, ტაშირი, თრიალეთი, კანგარი, არტაანი, ჯავახეთი, კლარჯეთი“ (ა. ცაგარეიშვილი. დასახ. ნაშრ., გვ. 140). კათალიკოსი ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ხაზს უსვამს გუგარეთის შერეულ ეთნოსზე. ,,გუგარქის ნარევი მოსახლეობა და უტიის გვარის ავაზაკობის მიმდევარი ხალხი“... (იქვე).

საინტერესოა იოანე კათალიკოსის შემდეგი გადმოცემა ,,მეფისწული აშოტ მეფე გაემართა, წავიდა და მიაღწია გუგართა მხარეს, დიდი სიმაგრის მახლობლად, რომელსაც სამშვილდე ე.ი. სამი მშვილდი ეწოდება. მამამისს ის ხალხი, ციხესთან რომ ცხოვრობდა დასაკუთრებული ჰყავდა. ხოლო ორი ძმა ვასაკი და აშოტი გნთუნთა ტომისაგან - ციხის მცველებად და ამ ოლქის ზედამდგომელად ეყენა“ (იქვე).

ყოველივე ზემოაღნიშნული უფლებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა: ა) ისტორიული გუგარქის (გუგარეთის) ტერიტორიაზე ყოველთვის წამყვანი იყო ქართული ეთნოსი. სწორია ათგზის აკად. ნ. ბერძენიშვილი ქართის კულტურის აკვანი აქ დაირწა, ...ქვემო ქართლი არის არა მარტო ქრისტიანული და ფეოდალური საქართველოს მოწინავე მხარე, არამედ ქვემო ქართლშია სათავე აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი კულტურისა (საქართველოს ისტ. გეოგრაფიის კრებული, ტ. I, გვ. 21) - ქართის კულტურისა. ანალოგიურ აზრს გამოთქვამდა ლ. მუსხელიშვილი: ,,უძველესი მოსახლეობა აქ ქართულია, ალბათ, სომხური ელემენტის მცირე შერევით (ენიმკის მოამბე, III, 1938 წ., ლ. მუსხელიშვილი, ბოლნისი, გვ. 374).

მოკლედ შევეხოთ ამ რეგიონის ადრინდელ ისტორიას.

ეს საკითხი შეისწავლეს ივ. ჯავახიშვილმა, ლეომ, ლა ლაიანმა, ინჭიჭიანმა, ლ. მელიქსეთ ბეგმა, ცალკეული შენიშვნები აქვთ გამოთქმული ნ. მარრს, კ. კეკელიძეს, მარკვარტის, ს. კაკაბაძეს, ს. ერემიანს, ლ. მუსხელიშვილს, დ. მუსხელიშვილს და ა.შ. მათი შეხედულებანი სქემატურად ასეთია:

I საუკუნეში აქ ცხოვრობდა ,,ქართველთა მოდგმის ხალხი, პოლიტიკურად ეკუთვნოდა იბერიას, დროებით ჩამოაჭრა სომხეთმა, რომელმაც შექმნა სასაზღვრო ოლქი საპიტიახშოს უფლებით. შემდეგში კვლავ დაუკავშირდა იბერიას. VII-VIII საუკუნეებში მოექცა არაბთა ხელში. IX საუკუნეში ეს მხარე აღმოჩნდა ანისის სამეფოს შემადგენლობაში (887 წელს აშოტ I ბაგრატუნი გახდა ერისთავი და ერისთავ ერისთავი სომეხთა და ქართველთა; იმ პერიოდში, როდესაც შირაკის ბაგრატიონები თავს ,,სომეხთა და ქართველთა“ მეფეებად სთვლიან ,,გუგარეთში“ (ჩრდ. მხარეებში) ჩნდება მათი ერთი შტო ადგილობრივი მთავრების უფლებით, ე.წ. კვირიკიანები (კირაკოს განძაკელი - ბაგრატიონთა გვარის კვირიკეანი, სტეფანოს ორბელიანთ-ბაგრატიონნი, ვარდანით - მხოლოდ ,,კვირიკეანი“.

ლ. მელიქსეთ-ბეგმა მიმოიხილა რა თავისი ეპოქის ,,ახალი სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა, ცხადჰყო, რომ კვირიკეანთა დინასტია შირაკის (ანისის) ბაგრატუნიანთა ერთ-ერთი შტოა და მის დამაარსებლად აშოტ ,,მოწყალის“ ძე გურგენი გამოდის (980-989). ლ. მელიქსეთ-ბეგმა დაუშვა ასეთი შესაძლებლობაც, მაგრამ ამავე დროს განავითარა განსხვავებული ჰიპოთეზა. ,,...კვირიკე ,,კორიკე“ კვირიკე არ შეიძლება რომ ,,გურგენის“ დამახინჯებულ ფორმას წარმოადგენდეს იმიტომ, რომ იგი ძალიან გავრცელებული იყო ლორე-ტაშირის სამთავრო გვარეულობის წრის გარეშეც, სახელდობრ - კახეთის კვირიკიაანთ დინასტიებში, სადაც ჩვენ იმავე სახელწოდებას ვხვდებით, რაც ლორე-ტაშირის დინასტიაში იყო გავრცელებული X-XI საუკუნეებში. მაგ. გაგიკ, კვირიკე, დავით, აღსართან... და ეს გარემოება პირდაპირ მიგვითითებს ყველა ზემოთ დასახელებულ დინასტიათა შორის არსებულს ნათესაობით გინა მოყვრობით კავშირზე... (ლ. მელიქსეთ-ბეგი. დასახ. ნაშრომი, გვ. 26-28). შემდეგ მკვლევარი გვთავაზობს ჰიპოთეზას, რომ კვირიკე უნდა მოდიოდეს ქორიკოზისგან“. დღეს დადასტურებულია, რომ კვირიკიანთა დინასტიამ (ე.ი. ანისის ბაგრატიონთა უმც. შტომ) დაიკავა კახეთის სამეფოც...

კვირიკიანები დაკავშირებულნი იყვნენ როგორც ქართლისა და ჰერეთ-კახეთის ბაგრატუნიანებთან, ასევე ქართლისა და სომხეთის სათავადო სახლებთან, მაგ. ორბელებთან (იქვე, გვ. 27, შენიშვნა). 1). ანისის სამეფოს დაცემის შემდეგ ,,კვირიკიანები“ ითვისებენ მეფის ტიტულს, ,,კუროპალატის“ წოდებას და ფულსაც სჭრიან (იქვე, გვ. 27. შენიშვნა 2 და 3). ისინი აყალიბებენ დამოუკიდებელ საკათალიკოსოსაც...

ამრიგად, ლორე-ტაშირის დინასტიის დამაარსებელია აშოტ მოწყალის შვილი გურგენი, რომელიც მისი ძმის სუმბატ II-ს (977-983 წ.წ.) მეფობის დროს ,,გამეფდა“ ტაშირში. ამის შემდეგ ანისში გაგიკ I (989-1020), ტაშირში - დავით გურგენის ძე (989-1048) მეფობდა ძმასთან ერთად (სუმბატთან ერთად), მან სატახტო ქალაქად აქცია სამშვილდე, დაიწყო ლორეს აშენება. დავითმა განიზრახა სრული დამოუკიდებლობა, მალე მარცხის შემდეგ აღიარა ანისის ვასალობა. 1046 წელს ანისი დაეცა. ლორე-ტაშირი აღზევდა, მაგრამ სელჯუკთა და ქართველთა დარტყმებით დაემკვიდრა მაწნაბერდში (ჰერეთში).

როგორც ვხედავთ, ლორე-ტაშირის სამეფო საქართველოს ტერიტორიაზეა, იგი მოსახლეობითაც ქართულ-სომხურია. ამ სიმბიოზში ,,ქართველი“ ძირითადად ეთნოსის მაჩვენებელია, ,,სომეხი“ კი რელიგიური ტიბიკონისა. ე.ი. მთელი მოსახლეობა იყო ქართული, ოღონდ რელიგიურად მონოფიზიტებს ,,სომხებს“ ეძახდნენ.

1065 წელს ბაგრატ IV-მ დაიპყრო სამშვილდე. ,,ლორე-ტაშირის“ სამეფო გადაიქცა ქართველთა მოხარკედ (ივ. ჯავახიშვილი, საქ-ოს საზღვრები, გვ. 22). მოგვიანებით ლორეს სამეფო განაგრძობს არსებობას კვირიკეს ძეთა მეფეების აბასისა და დავითის მეთაურობით (1689-1145 წ.წ.) ჯერ ძოროგეტის ქვეყანაში, ხოლო შემდეგ მაწნაბერდში. ამ პერიოდში შეიქმნა უაღრესად საინტერესო, თითქმის უნიკალური მოვლენა, თურქ-სელჩუკებმა ააოხრეს სომხეთი და საქართველო, მაგრამ ამ საგარეო ტრაგედიას არ შეუცვლია ქართველი ბაგრატიონების და ლორე-ტაშირის მფლობელთა ურთიერთდამოკიდებულება. ისინი განაგრძობენ გააფთრებულ შინა ბრძოლებს. ამიტომაც არაა ზუსტი ჯ. სტეფნაძე: ,,შემდეგში შეცვლილი საერთაშორისო ვითარების გამო საქართველოს სამეფო ხელისუფლებას კვირიკივანებისათვის უკვე აღარ ეცალა. პირიქით, ჯერ კვირიკე II, ხოლო შემდეგ ბაგრატ IV-ის ძე გიორგი  II-ც იგივე ხელისუფლების თურქთ-სელჩუკთა ყმებად იქცნენ (უთითებს ვარდანს, გვ. 132, ჯ. სტეფნაძე, გვ. 35). ჯ. სტეფნაძემ სათანადო ყურადღება არ მიაქცია კირაკოს განძაკელის ცნობას: ,,კვირიკე ბაგრატუნი, პატრონი ქ. ლორესი, მთელს თავის სიცოცხლეში ქართველთა წინააღმდეგი იყო, იცავდა თავის სამფლობელოს და მისი სიკვდილის შემდეგ შვილნი მისნი დავით და აბას ქართველთაგან დევნილნი წინაპართა სახლიდან წარვიდოდნენ სპარსეთს, და მიიღეს სპარსთაგან სამკვიდროდ ტავუში, მაწნაბერდი და სხვა ადგილები (კირაკოსი, 145, ლ. მელიქსეთ-ბეგი, გვ. 32). ე.ი. საქართველო უტევდა არა მხოლოდ თურქ-სელჩუკებს, არამედ სომხურ სახელმწიფოებრიობასაც... როდის გააძევეს ქართველებმა კვირიკიანები? ტრადიციული ცნობით დაახლოებით 1111-1121 წლებში (მხითარ აირივნელი) ეს სწორი არ უნდა იყოს... ვფიქრობთ, კვირიკიანები მაწნაბერდში გაიქცნენ ჯერ კიდევ დავითის მიერ ლორე-ტაშირის სამეფოზე შეტევის დაწყებამდე...

საქმე ისაა, რომ დებედასა და ლორეს ხეობის მოსახლეობამ აღფარსლანის მოთხოვნით მაჰმადიანობა მიიღო. საქართველოდან სულთანი გაემართა ყარსისა და ანისის რაიონების დასაპყრობად, რომელიც რუმის მიწა-წყალზე მდებარეობდა... მათ საზღვარზე ორი რაიონი იყო. ამ ქვეყნების მოსახლეობამ მას მორჩილება გამოუცხადა და ისლამი მიიღო. სულთანი ამის გამო ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან ბრძანა, რომ ყოველი მათგანი დაბანილიყო და რელიგიური რიტუალი შეესრულებინა. ეკლესიები დაანგრია, მათ ადგილზე მეჩეთები ააგო (ნ. შენგელია. ,,სელჯუკები და საქართველო“, გვ. 230. ვ. მინორსკის მოსაზრებას ემხრობა). ამის შემდეგ სელჩუკები მტკიცედ მკვიდრობენ ლორე-ტაშირში. დავითის ისტორიკოსის მიხედვით 1110 წლამდე, სამშვილდეს აღებამდე ქ. ტფილისი, რუსთავი, სომხითი და ყოველი სამშვილდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს (დავითის ისტორიკოსი, გვ. 331). 1681 წელს გარკვეული კომპრომისი დამყარდა და, მალიქ-შაჰმა ,,შეიწყნარა გიორგი II, კვირიკე II სომეხთა მეფე და კათალიკოსი ბარსეი. ზუსტად არ ჩანს, რა ტერიტორიები დაუბრუნა კვირიკე II-ს სულთანმა - ერთი რამ ცხადია, თუნდაც მთელი სამეფო კვლავ მისთვის დაეთმო, მაინც ეს იქნებოდა არა ქრისტიანული, არამედ გამაჰმადიანებული ქვეყანა. მაშასადამე, როდესაც დავით აღმაშენებელმა ლორე-ტაშირი დაიპყრო, ეს იყო ამ მხარის გათავისუფლება თურქ-სელჩუკებისაგან. დავით აღმაშენებლის დროს ლორე-ტაშირის სამეფო თითქმის მთლიანად იქნა შემოერთებული (1110 წელს სამშვილდე, 1118 წელს ლორე და ა.შ.). ვარდანის ცნობით დავითმა შემოიერთა გაგი, ტერუნაკანი, ტავუში, კაენი, კაიწონი, ლორე და ტაშირი, მაჰკანაბერდი, ,,კვირიკესა და აბასის სომეხთა ყოველი სამფლობელო“ (,,ვარდანი“, გვ. 119, ივ. ჯავახიშვილი. გვ. 526, ლ. მელიქსეთ-ბეგი, გვ. 32). არაა მართალი ჯ. სტეფნაძე, თითქოს ტავუში და მაწნაბერდი არ შემოდიოდა საქართველოში, ამ პატარა ოლქის მეფეებად მოხსენიება არ გამორიცხავს მათ მიერ ქართული მეფის უზენაესობის აღიარებას...

მაშასადამე I ,,სომხური პროვინცია“ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში უნდა გაჩენილიყო მე-12 საუკუნის დასაწყისში. რასაკვირველია, ცნება ,,სომხური პროვინცია“ ამ მხარის მიმართ პირობითია, უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ეს წმინდა ქართული ტერიტორიებია შერეული მოსახლეობით, ხოლო ლორე-ტაშირი ფაქტიურად არა ,,სომხურს“, არამედ ქართულ-სომხურ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მაგრამ ამ ეპოქისათვის მაინც ძლიერი იყო ტრადიცია აქ სომხური პოლიტიკური ორგანიზმის არსებობისა და ბუნებრივია მეფე დავითსაც ამ ფაქტისათვ

ანისის ქართული ეკლესია
ის ანგარიში უნდა გაეწია... სწორედ ამიტომ საინტერესოა, თუ როგორ მოაწყო დავით აღმაშენებელმა ,,ლორე-ტაშირის“ ყოფილი სამეფო. დავით IV-მ მიიღო სომეხთა მეფის ტიტული, რაც მაჩვენებელია ,,ლორე ტაშირის სამეფოს ყოფილი სამეფოს პოლიტიკური თავისებურებების აღიარებისა, უფრო მეტიც, ვისაც კარგად აქვს შესწავლილი ქართველი მეფეების ტიტულატურა, დაგვეთანხმება, რომ ასეთი ტიტულატურის მიღებით, ქართველმა მეფემ აღიარა ამ ტერიტორიების მმართველობის განსაკუთრებული ფორმის უფლებაც... ამ საკითხს ჩვენ ქვევით დავუბრუნდებით დეტალურად. აქ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ქართველი მეფის ტიტულატურაში გარკვეული ტერიტორიის ამსახველი ტიტულის შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ამ მხარეს შენარჩუნებული ჰქონდა სუვერენიტეტის ნაწილი (სულერთია რა ფორმით).

ქართული წყაროებიდან არაა ცნობილი რა პრინციპებზე მოაწყო დავით აღმაშენებელმა ლორე-ტაშირის ყოფილი სამეფოს ტერიტორიის მმართველობა.

სომხური წყაროების (სტაფანოს ორბელიანის) მიხედვით ლორე-ტაშირის უდიდესი ნაწილი გადაეცათ ორბელებს. ივანე ორბელმა 1123 წელს აიღო ,,ტავუში, გაგი, ტურუნაკანი, ლორე და ანისი“. შეადარე რა საოცრად ჰგავს ორბელთა კარიერა მხარგრძელთა კარიერას! თამარის ეპოქის ქართველთა მთელი შეტევა მიმართული სამხრეთისაკენ, მიჩნეულია მხარგრძელთა დამსახურებად, ეს თითქმის აიხსნება იმით, რომ მეფეთა-მეფე თამარი ქალი იყო, მაგრამ თვით სახელოვანი დავით აღმაშენებლის დროსაც მთელი წარმატებანი სამხრეთისაკენ მიეწერებოდა ივანე ორბელს (თუმცა რასაკვირველია სომხური წყაროების ჩვენებით). ივანე ორბელს დიდი დამსახურების გამო მეფე დავით აღმაშენებლისაგან მიუღია შესაბამისი ჯილდოც: დიდად შეყვარებული და პატივცემული იქნა მეფისაგან და დამატებით მამულსა თვისსა მიეცა მას მეფისაგან სანახებითა და აგარაკი ნადარბაზევი, და სამშვილდე რომელ იყო მამული მათი, კვლავ მიეცა მათ სანახებით“ (ლ. მელიქსეთბეგი. დასახ. ნაშრომი, გვ. 34).  

აქედან გამომდინარეობს დასკვნა, როგორც ჩანს ივანე ორბელისათვის ჩაუბარებიათ ლორე-ტაშირის თითქმის მთელი ტერიტორია, მისი ორივე ცენტრითურთ. აქ ზუსტად არ ჩანს რა სახის წყალობაა ეს, მაგრამ სხვა მონაცემები გვარწმუნებს, რომ მთელი ეს მხარე ივანე ორბელმა მიიღო, როგორც მმართველმა მოხელემ და ამირსპასალარმა. ეს ოლქი რომ მეფის დომენად დარჩა, ჩანს იქიდანაც, რომ მისი ეკონომიკური და კულტურული აღდგენა ისევ ქართველ მეფეს უკისრია. ეს დასტურდება სომხური წყაროებით (მათე ურჰაელი, ვარდან დიდი), აგრეთვე ეპიგრაფიკა (ახპატის მთავარი ეკლესიის ერთ-ერთი შესავლის კარზე ამოჭრილია 1123-1126 წლების წარწერა: ,,დღეთა შინა თვითმპყრობელ მეფის დავითისა, ძისა გიორგისა, ძისა ბაგრატისა... რომელმან მხარენი და ნათესავნი დაიპყრო... იქმნა მზრუნველი ახპატისა და სანაინისა... ტკბილი და კეთილმოყვარე ღვთისმსახურებით მსვლელობითა... ახპატი სიბნელისაგან მოოხრებისა განათავისუფლა“ (იქვე, გვ. 34). დავითის ისტორიკოსთან სომხეთის გათავისუფლება მთლიანად მეფეს მიეწერება, დავითს ჯერ სასტიკად დაუმარცხებია შირვანი და დარუბანდი (,,...მარტსა გარდმოვიდა ქართლად, აღიღო ქალაქი დმანისი? და აპრილსა დაესხნეს შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყვიდნენ ქურდნი ლეკნი და ყივჩაღნი...

და მყის აღისრბოლა ვითარცა არწივმან, და მისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი“ (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. I, გვ. 344).

აღმაშენებლობითი მუშაობის ხარისხზე ლორე-ტაშირში ნათელ წარმოდგენას იძლევა ამ მხარის ეპიგრაფიკა. აქ აქტიური მშენებლების როლში გამოდიან ქართველი მეფეები (დავითი, დიმიტრი) და ორბელები მაგ. ე.წ. პნევანქის“ (,,ბერძენთა მინისტრის“), ,,ძელი ჭეშმარიტის“ გუმბათის ყელის ქართული ასომთავრული წარწერა. აქ მოიხსენიება (სუმბატ ძე ივანე ამირსპასალარისა“, ეს სუმბატი ლორე-ტაშირის მმართველია შემდეგშიც (ე.ი. 1128 წლის შემდეგაც). იგი იხსენიება სპასალარადაც, ლ. მელიქსეთ-ბეგის მიხედვით ერთ ამჟამად უკვე არარსებულ წარწერაში, რომელიც 1173 წლით თარიღდება (გვ. 35). ,,ძელი ჭეშმარიტის“ წარწერაში სუმბატ ორბელი იხსენიება ,,ძედ ივანე ამირსპასალარასა“. ,,სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმინდისა ღვთისმშობელისაითა, შეწევნითა წმინდათა ღირს ვიქმენ მე სოვბატ ძე ივანე... და ამირსპასალარისაი, მეორედ განახლებად და შემკობად დიდებულისა საყდრისა...). ლ. მელიქსეთბეგი ვარაუდობდა, რომ რადგან ივანე ამირსპასალარი გარდაიცვალა 1128 წელს, ეს წარწერა 1128 წლამდე უნდა იყოს ამოჭრილი. ამასთან ერთად, რაკი სანაინის ამ წარწერაშიც ივანე და სუმბატი ამირსპასალარებად არიან მოხსენებულნი, აუცილებლად ის დანასკვი მიიღება, რომ ამირსპასალარობა დავით აღმაშენებლის დროს უკვე არსებულა (ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართული სამართლის ისტორია“, ქუთაისი, 1919, გვ. 143-144,145; ლ. მელიქსეთბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 35). წარწერა, სადაც სუმბატი და ივანე ერთად არიან მოხსენიებულნი, შემდეგში ვეღარ მოინახა (ლ. მელიქსეთბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 351). ლ. მელიქსეთბეგი გამოსთქვამდა მოსაზრებას, რომ ამ წარწერის ჯალადიანცისეული დახასიათება (1183 წ.) მცდარია, აქ ათწლიანი შეცდომა უნდა იყოს დაშვებული (რადგან ორბელნი 1177 წელს განდევნეს საქართველოდან, 1183 წელს მათი მოხსენიება თითქმის გამორიცხულია), ამიტომ აქ უნდა გვქონდეს 1173 წელი. მაშასადამე, შეგვიძლია უტყუარად დავასკვნათ, რომ 1123 წლიდან ვიდრე 1177 წლამდე (ე.ი. თითქმის 54 წლის განმავლობაში) ლორე-ტაშირის ყოფილი სამეფოს ტერიტორია საქართველოს ხელში იყო და ძირითადად განიგებოდა ორბელთა სახლის მეშვეობით.

დავით აღმაშენებელი არ დაკმაყოფილებულა მხოლოდ ,,ჩრდ. მხარეთა შემოერთებით. 1123 წელს აგვისტოს ჩამოვიდა ანელ თავადთა დელეგაცია და შემწეობა ითხოვა. ანისის აღება საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ-სტრატეგიულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებსაც ემსახურებოდა, სწორედ ამიტომ 1123 თუ 1124 წელს ქართველებმა ანისი ხელიდან გამოგლიჯეს მაჰმადიანებს... ეს ქალაქი უფლებრივად ასევე ორბელებს ჩააბარა, მაგრამ ამ კუთხის დაცვა მესხ აზნაურებს დაევალათ.

მაშასადამე, ,,სომხური პრივინციების“ I რიგი, რომლებიც ქართულ მონარქიაში მოხვდნენ, იყვნენ ,,ლორე-ტაშირისა და ანისის ოლქები. როგორ მოეწყო ამ პროვინციების მმართველობა? შემორჩათ თუ არა მათ ეროვნული განსაკუთრებულობის ნიშანი? რა სტატუსი ჰქონდათ საერთო იმპერიაში? ვფიქრობთ, ლორე-ტაშირის მთელი ოლქი დავით აღმაშენებლის დროიდან გასამხედროებულ პროვინციად გადაიქცა და ახლად წარმოშობილ ამირსპასალარის უწყებას დაექვემდებარა. ამ დასკვნის დასამტკიცებლად საჭიროდ მიგვაჩნია შევეხოთ ამირსპასალარის სახელოს და მისი პოლიტიკური სტატუსის განვითარებას.

ამირსპასალარის სახელო დეტალურად შეისწავლა ივ. ჯავახიშვილმა (ივ. ჯავახიშვილი. ,,ქართული სამართლის ისტორია“, წიგნი I, გვ. 143-159). განსვენებული მეცნიერის მოსაზრებანი (,,ხელმწიფის კარის გარიგების“ ჩვენებათა პარალელურად) გახდა ამ სახელოს შემდეგდროინდელი ინტერპრეტაციის ძირითადი წყარო (ფაქტიურად 1919 წლის შემდეგ მკვლევარებს აღარც შეუსწავლიათ ეს საკითხი). ამიტომაც ქართველი ისტორიკოსებისათვის ,,ამირსპასალარი“ არის ,,მხედართმთავარი“, ,,სამხედრო მინისტრი“. რომ ,,ლაშქრობაი და ლაშქრობის ვეზირობა ამისრსპასალარის ხელთ არის“ (ი. დოლიძე, ,,ქართული სამართლის ძეგლები“, II, გვ. 86-87). ,,ამირსპასალარი საპატიო ვეზირი არის და თავადი ლაშქართა და უმისოდ ქვეყანა არ გაიცემის ,,არცა ვინ სამამულოდ შეიწყალების“.

ჩვენ ვფიქრობთ, ამირსპასალარის სახელოს ასეთი სახით წარმოდგენა არ უნდა გამოხატავდეს ამ ინსტიტუტის სტატუსს მისი განვითარების ყველა მომენტში. ივანე ჯავახიშვილმა მოგვცა თითოეული ქართული სახელმწიფოებრივი ადმინისტრაციული თუ სოციალური ინსტიტუტის დასრულებული სახე. მას მიზნად ჰქონდა წარმოედგინა ეს ინსტიტუტი (მათ შორის ამირსპასალარი) ჩამოყალიბების შემდეგ და თითქმის არსად არ უცდია ეჩვენებინა ისინი დინამიკაში (ე.ი. წარმოშობის, სრულყოფისა და დაქვეითება-გადაგვარების ეტაპების ჩვენებასთან ერთად). ამ მოვლენამ ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღო. ალბათ ამიტომ არავის ყურადღება არ მიუქცევია ერთი უცნაური მოვლენისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ,,ამირსპასალარის გარეშე სამამულედ არავინ შეიწყალების“, ჩვენ თითქმის არც ერთი საბუთი არა გვაქვს შეწყალების შესახებ, რომელსაც ამირსპასალარი ადასტურებს, სამაგიეროდ, ე.წ. ,,სომხურ პროვინციებში“ თითქმის ყველა მამული (ხშირად საეკლესიოც) გაიცემოდა მხოლოდ ამირსპასალარის (ჯერ ორბელთა, შემდეგ მხარგრძელთა) მეშვეობით. რით უნდა აიხსნას ეს? გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ამირსპასალარი დასაწყისში არ იყო საქართველოს მხედართმთავარი, ასეთი ფუნქცია მან შემდეგში შეიძინა. ამირსპასალარი მხედართმთავარი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმ საჯარისო სამხედრო შენაერთებისა, რომლებიც უმთავრესად განლაგებულნი (დასახლებულნი) იყვნენ ყოფილი ლორე-ტაშირის (ე.ი. სომხური პროვინციების) ტერიტორიებზე. უფრო ზუსტად რომ გავარკვიოთ დასმული საკითხი, შევეხოთ დავით აღმაშენებლის სამხედრო რეფორმას.

სამხედრი რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში მე-12 საუკუნის I მეოთხედში, ორი ძირითადი მომენტისაგან შედგებოდა. ა) ლაშქრის შინასტრუქტურის გარდაქმნა უმთავრესად ბიზანტიური (რომაული) და სელჩუკიანთა იმპერიის სტანდარტების მიხედვით). ამის შესახებ იხ. თათარყან დადეშქელიანი (,,მოკლე განხილვა საქართველოს მხედრობის“, 1089-1122 წ.წ. ,,ივერია“, 1883 წ., N 10, გვ. 67-99), ნ. ურბნელი (,,დავით აღმაშენებელი და მისი დრო“, ,,მოამბე“, 1894 წ., N 4, გვ. 9), ი. გედევანიშვილი (,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“, გაზ. ,,სახალხო ფურცელი“, 1915 წ. N 394-401), ივ. ჯავახიშვილი (,,ქართველი ერის ისტორია“, ტ. II), რ. მეტრეველი (რ. მეტრეველი. ,,ნარკვევები ფეოდ. საქ-ოს ისტ-დან, 1973 წ., გვ. 88-114), ქ. ჩხატარაიშვილი და ივ. შაიშმელაშვილი (ქ. ჩხატარაიშვილი და ივ. შაიშმელაშვილი. ,,დიდგორის ბრძოლა“).

ბ) ყივჩაღთა გადმოსახლება.

რასაკვირველი, ეს ორივე მომენტი თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა. მაგრამ ახალ სამხედრო ყაიდაზე გადასვლა, და რაც მთავარია, ახლებური სამხედრო წყობა უფრო ადვილად ახლად ჩამოსახლებულ ყივჩაღებში უნდა გატარებულიყო. რატომ?

ფეოდალურ ქვეყანაში რეგულარული არმიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია დიდ ფინანსურ სიძნელეებთან. სახელმწიფო ბიუჯეტის არარსებობა, ნატურალური მეურნეობის ხასიათი გამორიცხავდა მერკანტილიზმს. ძალზე ძნელი იყო მუდმივი სამხედრო შენაერთებისათვის თავისუფალი თანხების გამონახვა. ეს, მით უმეტეს, გაძნელებული იყო საქართველოში 3 ძირითადი მიზეზის გამო.

1) სამხედრო რეფორმებს წინ უსწრებდა სასტიკი, გამაოხრებელი თარეში თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი ურდოებისა;

2) ფეოდალური მეურნეობის ნატურალური ხასიათი;

3) რეგულარულ სამხედრო შენაერთებად გამიზნული მასის მრავალრიცხოვნება (მხოლოდ ყივჩაღთა გადმოსახლებული ურდო მინიმუმ 225 000 კაცს შეიცავდა). მაშასადამე, საქართველოს სამეფო კარს ახალი გზა უნდა გამოენახა. ეს ,,ახალი გზა გამოიხატა იმაში, რომ ჩამოსახლებული ყივჩაღები სხვადასხვა რაოდენობით მიამაგრეს (ჯერ მიამაგრეს, შემდეგ უკვე დაასახლეს) სხვადასხვა ოლქებს ისე, რომ სამხედრო შენაერთების ათწილადიანი სისტემა (ათეული, ასეული, ათასეული და ა.შ), ანდა ახალი ,,ტაქტიკური ერთეულები“ საქართველოს სამეურნეო რაიონების ნატურალურ კმაყოფილებაზე გადაიყვანეს, თანაც ისე, რომ მათი ნაწილი მაინც (ოჯახები) ნელ-ნელა დაეფუძნებინათ მიწაზე. ეს მეტად რთული პრობლემა იყო. ჯერ ერთი, საქართველოში ჩამოსახლებული ურდო თავის ბელადთან ათრაქა შარაღანისძესთან ერთად მოვიდა. ბუნებრივია, შარაღანისძეთა ოჯახმა თანაურდოელებზე შეინარჩუნა გარკვეული ხელისუფლებაც. ამავე დროს დასაქმება არც ისე იოლი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ყივჩაღთა გამოყენება იმთავითვე განზრახული იყო სამეურნეო თვალსაზრისითაც (იხ. რ. მეტრეველი), ამიტომაც საქართველოში მათი ჩამოსვლისთანავე დაიწყეს მათი ორგანიზებული დაფუძნება. უპირველეს ყოვლისა, ისინი დააწყვეს ,,გუარად-გუარად“ (ეს ნიშნავს, რომ ყივჩაღებში ჯერ კიდევ ღრმად იყო ფეხმოკიდებული გვაროვნული წყობილება, საქართველოში ისარგებლეს ამით და ისინი გათიშეს). ,,გუარად-გუარად“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ,,გუნდ-გუნდად“ (რაც სამხედრო ტერმინია), თუმცა გარკვეული აზრით კი ემთხვევიან ერთმანეთს! მაშასადამე, დავით აღმაშენებელი დადგა ალტერნატივის წინაშე: ან უნდა გამოეკვება სახელმწიფოს ხ

არჯზე ეს უზარმაზარი ურდო (რაც გამორიცხულია), ან დაესახლებინა მეტნაკლებად კომპაქტურად ისე, რომ ,,ტაქტიკური ერთეულები“ (ათეულები, ასეულები, გუნდები 300-1500, 3000-6000 კაციანი ჯგუფები) ერთად მოხვედრილიყვნენ. ე.ი. საჯარისო უწყებრივი განლაგება უნდა დამთხვეოდა ადმინისტრაციულ დასახლებას. მაშასადამე, ყივჩაღთა დასახლება უნდა მომხდარიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც უპასუხებდა რამდენიმე უმთავრეს მოთხოვნას.

ა) შედარებით თავისუფალი მიწა (სადაც ნაკლებად იქნებოდა განვითარებული ფეოდალური საკუთრება, ე.ი. ან მეფის დომენი, ან სახელმწიფო მიწა. გამოდგებოდა ისეთი ახლადშემოერთებული ოლქიც, სადაც ადგილობრივი მესაკუთრეობა თუ მთლიანად არ იყო გამქრალი, ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად შესუსტებულიყო).

ბ) ტერიტორია, საიდანაც ადვილად შეიძლებოდა ცენტრის დაცვაც (მეფის ხელისუფლების განმტკიცება დიდგვარიანთა მოსალოდნელი უკურეაქციის დროს) და ძირითად მოწინააღმდეგეებზე მიწვდომაც (ე.ი. შეტევა სამხრეთისაკენ);

გ) მესაქონლეობისათვის მოსახერხებელი, საძოვრებითა და სათითებებით მდიდარი რეგიონი (ყივჩაღები მესაქონლენი იყვნენ).

ასეთ ტერიტორიას იმ პერიოდისათვის წარმოადგენდა ლორე-ტაშირის სამეფოს ყოფილი მიწები. ჯერ ერთი, ეს ტერიტორია სანახევროდ იყო გაცლილი მოსახლეობისაგან, შესუსტებული იყო ფეოდალთა ფენაც, ახლოს იყო თბილისთანაც, მესაზღვრეობდა მაჰმადიანურ-თურქულ პოლიტიკურ ერთეულებს. ამ მხარეში ადვილი იყო მომარაგება ცხენებით (გავიხსენოთ მეფე დავითმა ყივჩაღები ,,განასრულა ცხენებითა და საჭურვლით“), იარაღით - ქვ. ქართლი მდიდარი იყო რკინით, სპილენძით და ვერცხლით (ეს ოლქი ამარაგებდა მთელ საქართველოს ჯავშანით, მკვეთელი და სატყორცნი იარაღით).

ქართულ ისტორიოგრაფიაში ყივჩაღთა ჩასახლების ადგილი საკამათოა დღემდის. აკად. ივ. ჯავახიშვილი ფრთხილი ვარაუდით უშვებდა მათ კომპაქტურ თავმოყრას შიდა ქართლში. იგი გამოდიოდა იმ ცნობიდან, რომ დავითმა ყივჩაღთა ,,საზამთრო სადგურად“ მიუჩინა ქართლში და იმითაც, რომ ქართლი ყველაზე მეტად გაკაცრიელებული იყო. რასაკვირველია, თავდაპირველად, ადვილი შესაძლებელია, ყივჩაღები ქართლში იდგნენ (ზამთარში შიდა ქართლში, ზაფხულში - თრიალეთში), მაგრამ ეს საწყისი ეტაპია, როდესაც მათი ფორმირება ხდება, ამ დროს ისინი ჯერ კიდევ მომთაბარეობენ... აბ. კიკვიძე ყურადღებას მიაქცევდა გამოთქმას ,,ყივჩაღნი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა“, და მიუთითა, რომ ეს მარჯვე ადგილი იყო სელჩუკთაგან დაცლილი მხარეები (ივ. შაიშმელაშვილი და რ. მეტრეველი ამ საკითხს ფრთხილად უდგებიან).

ქვ. ჩხატარაიშვილმა გაიმეორა პროფ. ს. ერემიანის მოსაზრება ჰარიჭის რაიონში (დღ. ქ. ლენინაკანთან ახლოს) ყივჩაღთა ბინადრობის შესახებ. ჰარიჭის ეპიგრაფიკა გვაძლევს საშუალებას (იქ მოიხსენიება ვინმე ღფჩახვანძი, იქვეა სოფელი ღფჩახი“ (ე.ი. ყივჩაღი) (იხ. С. Эремян, ,,Арагадинская надпись“, 1184 г. 83. Исследования по истории культуры народов Востока. Сборник в честь акад. И. А. Орбели, 1960. აგრეთვე ქვ. ჩხატარაიშვილი. ,,უცხოელები ქართველთა ლაშქარში“, კრ. ,,საქართველო რუსთაველის ხანაში“, 1966 წ., გვ. 167-170).

ჰარიჭის წარწერებშია მოხსენებული აგრეთვე გვარი ხუპასარიანები, ს. ერემიანის აზრით, ყუბასარის საგვარეულო. თვით ყუბასარს სომხური წყაროები ელბეკს (ე.ი. მომთაბარეების მეთაურს) უწოდებდნენ (იქვე).

,,...ყივჩაღთა ჩრდ. სომხეთში დასახლება გარკვეულ პოლ. მოსაზრებითაც იყო გამოწვეული. ჩრდილოეთ სომხეთი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მხარეები იყო... (ქვ. ჩხატარაიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 171). რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვდგავართ იმ აზრისაგან, თითქოს ყივჩაღთა მთელი მასა მხოლოდ ჩრდ. სომხეთში ჩასახლდა. ეს გაუმართლებელი იქნებოდა. როგორც ჩანს, ისინი დაანაწილეს იმ მხარეებში, რომლებიც მოგვიანებით გამოიკვეთნენ როგორც მონაპირე საერისთავოები, მათი ნაწილი დავითის სიკვდილის შემდეგ საერთოდ წავიდა საქართველოდან, მაგრამ ყველაზე დიდი კვალი მათ ჩრდ. სომხეთში დატოვეს. ეს დიდი კვალი ეთნიურ-ეთნოგრაფიული ან ენობრივი კი არაა, არამედ უფრო პოლიტიკური. როგორც ჩანს, ამ მხარეში მოხდა ახალი ტიპის არმიის საბოლოო ფორმირება. ჩვენ გადაჭარბებით გვეჩვენება, ქვ. ჩხატარაიშვილის განცხადება ,,...ეჭვმიუტანლად შეიძლება ითქვას, რომ სომეხ ისტორიკოსთა მიერ სომხეთის ლაშქრად წოდებული ის სამხედრო შენაერთები, რომლებიც მხარგრძელთა საპატრონო ლაშქარს შეადგენდნენ, ძირითადად ყივჩაღური ლაშქარი იყო (იქვე, გვ. 172). აქ ავტორს დაავიწყდა, რომ ყივჩაღთა ჩამოსახლებიდან გასული იყო მხარგრძელებამდე თითქმის 60 წელზე, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა მეტი, რომ მხარგრძელთა (და ორბელთა) შენაერთები ყივჩაღური ტიპის იყო. ჩვენ ვუშვებთ, რომ ჩრდ. სომხეთის განთავისუფლების შემდეგ. ამ მხარეს სომეხი ემიგრანტების ფართო ტალღაც მოაწყდა, ეს ახალი მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო (გავიხსენოთ უფრო გვიანდელი ამბავი, მე-15 საუკუნიდან, როდესაც ბუშქენ ორბელიანმა კინაღამ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა გამოქცეული სომხებისაგან ლორეს გარშემო). ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ჩრდ. სომხეთი ერთ თაობაში ეთნიურად მთლიანად გაქართველდებოდა, ხოლო ყივჩაღები არ გასომხდებოდნენ. მაგრამ ეს ახალი მოსახლეობაც, როგორც ჩანს, ეწყობოდა ახალი წესით, ე.ი. სამხედრო ყაიდაზე (ყოველ შემთხვევაში, ჩრდ. სომხეთში თითქმის არ ჩანან სომეხი ფეოდალები, მოსახლეობაც შედარებით თავისუფლად გამოიყურება. საკითხავია, რატომ დაუშვა ქართულმა ეკლესიამ ყივჩაღთა გასომხება? ამას ხელი შეუშალა ამ პერიოდის (მე-12 საუკუნის I მეოთხედის ქართული ეკლესიის ნაკლებმა ექსპანსიურობამ ქვ. ქართლში (მას ბევრი აქვს საზრუნავი ჩრდ. კავკასიაში, ქართლში, თბილისში, ტაოში, კახეთ-ჰერეთში და ა.შ.), აგრეთვე - ჩრდ. მხარეთა“ სამონასტრო ცხოვრების მკვეთრმა აღმავლობამ, რაც გამოწვეული იყო სამხრეთი პროვინციებიდან ,,სომეხი სწავლული პირების“ მასიურმა შემოსვლამ, რამაც, თავის მხრივ, გაააქტიურა სომხური ეკლესიის აქტიურობა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ყივჩაღთა განსახლების რაიონების (ე.ი. უმთავრესად ჩრდ. სომხეთის) მართვა-გამგეობის წესს. აქ თავიდანვე ქართული საერისთავოების სისტემა არ გამოდგებოდა. უნდა გამონახულიყო ისეთი ფორმა, რომელიც ბინადარი მოსახლეობის მართვასა და მობილური სამხედრო კორპუსების სარდლობას შეიერთებდა. მართლაც, ,,ქართლის ცხოვრებას“ ერთი საინტერესო დეტალი შემოუნახავს: მეფემ ,,უჩინა მათ ზედამდგომნი“, ,,დაუდგინა სპასალარნი და მმართებელნი“ ე.ი. მათ ჰყავდათ სპასალარნი“ (სამხედრო სარდლები) და ,,მმართებელნი“ (სამოქალაქო ადმინისტრაცია). ჩვენი აზრით, ეს ორი სრულიად დამოუკიდებელი იყო ცალკეული კორპუსის შიგნით (სპასალარნი და მმართებელნი), მაგრამ მთელი არმიის მასშტაბით აუცილებელი იყო ისეთი სახელო, რომელიც შეაერთებდა როგორც მოქმედ საბრძოლო კორპუსებს, ასევე მათ ბაზისს (ამ კორპუსების განსახლების ტერიტორიების მმართველობას). ასეთი უნდა ყოფილიყო ამირ-სპასალარი. ამ შენაერთში ამირ ნიშნავს იმ ტერიტორიების მმართველობას, სადაც განლაგებულია ლაშქარი, სპასალარი კი სამხედრო ხელმძღვანელს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სპასალარი, რომელიც რაღაცნაირად აერთიანებს სხვადასხვა ოლქის შეიარაღებულ ძალებს, გვაქვს სხვაც. ესაა სამცხის სპასალარი, იგი ერისთავთა რანგშია თითქოს, მაგრამ მასზე მაღლა დგას, ეს შესანიშნავად გამოჩნდა გვიან, როდესაც ჯაყელთა, თითქოს რიგითმა სახლმა სწორედ სპასალარობით (და ათაბაგობით) შესძლო მთელი რეგიონის პოლიტიკური ჰეგემონობა. რატომ არ გახდა თავის დროზე სამცხის სპასალარი, მხარის ადმინისტრაციული ხელისუფალიც? იმიტომ, რომ სამხრ. საქართველოს სოციალური განვითარების დონე და მმართველობის ფორმა (,,ქართველთა სამეფოს“ ტრადიციები, სპასალარობისა და მეფეთა ადგილას“ მჯდომელის გამიჯვნა) ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავდა. დასაშვებია, რომ ამირ-სპასალარი დასაწყისში უდრიდა ,,სომხითის სპასალარს“, ოღონდ ტრადიციული უფლებებით. ფართო ფუნქციები მთელი სამეფოს მასშტაბით (თუმცა ფორმალური) ამირსპასალარმა შემდეგში შეიძინა. დასაწყისში მისი უმთავრესი ფუნქცია ყივჩაღური მასის სამხედრო დასახლებებად ორგანიზაცია ექნებოდა. სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს ცნობილი ფორმულა ,,მის გარეშე მიწა არ გაიცემა, სამამულოდ არავინ შეიწყალება“. სამეფო კარმა თავისი ახლადშეძენილი დომენი (ლორე-ტაშირი, ანისის მხარე) ამირსპასალარის უწყების ძირითად ფონდად აქცია. მართლაც ამ მხარეებში არცერთი ,,შეწყალება“ არ მომხდარა ჯერ ორბელების, ხოლო მოგვიანებით მხარგრძელთა გარეშე (შემდეგში ამირსპასალარმა ეს უფლება შეიძინა ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება გიორგი III-ის დროიდან, მაგრამ ფაქტიურად არასოდეს მიახლოებია იურიდიულად მინიჭებულ სტატუსს სომხური პროვინციების გარდა).

წყაროთა სიმცირის გამო ძნელია არა მარტო იმის დადგენა, თუ როგორ განალაგეს ყივჩაღები საქართველოში, არამედ ისიც ჭირს, რა შენაერთებად დაჰყვეს (გასარკვევია, რას ნიშნავს ეს ,,გუარად-გუარად“). გვრჩება მხოლოდ ვარაუდი, თუ როგორ დაჰყვეს 40 000 ოჯახი. ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა ათწლიანი სისტემის შეცვლას ჯგუფებად, სადაც თვითოეული იზრდება არითმეტიკული პროგრესიით და ამავე დროს უნაშთოდ იყოფა 15-ზე (15-60-300-1500-3000-6000). თუ ეს ასეა, ასევე უნდა მომხდარიყო მათი განსახლებაც. ანგარიშგასაწევია ერთი გარემოებაც: სამხედრო რეფორმის გატარების დროს დავით აღმნაშენებელმა ბიზანტიური (რომაული) და აღმოსავლური პრინციპები აიღო, რადგან ტერმინები აღმოსავლურია, ვფიქრობთ, ამ უკანასკნელს უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცა. არაბულ სამხედრო ტერმინოლოგიაში სიტყვა ,,ამირ“ 10 000-კაციანი შენაერთის სახელწოდება იყო. მას ხელქვეითებად ჰყავდა ,,ყაიდები“, რომელსაც სტ. მტბევარი ,,კაეტებს“ უწოდებს (ივ. ჯავახიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 144). ასევეა წმ. გობრონის წამებაშიც (,,საქ. სამოთხე“, გვ. 395). რასაკვირველია, ყოველთვის ზუსტად არ იყო დაცული ეს ,,1000-კაციანი“ და 10 000-კაციანი ერთეულები, ხშირად მათ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდათ. არ არის გამორიცხული, რომ ,,გუარად-გუარად“ დაყოფის დროს, ძირითად ერთეულად გამოეყო ,,ბევრეულის“ 10 000-კაციანი გუნდი, რომლის სათავეში ,,ამირ“, ანუ ,,ამირ-სპასალარი“ მოექცა. მეტიც, შესაძლებელია, მთელი ეს მასა 4 ძირითად ერთეულად დაიყო. გავიხსენოთ ის ტერიტორიები, რომლებიც, სავარაუდოა, რომ ყივჩაღებით იყო დასახლებული, ცოტა მოგვიანებით 4 სანაპიროდ გარდაიქმნა: 1. გაგი (ძველზე ძველი); 2. ტაშირ-ძორაგეტი (ყველაზე დიდი); 3. ჰერეთი; 4. კამბეჩიანი. საინტერესოა ისიც, რომ ამ ოთხ სანაპიროს ფაქტობრივად ორწყვილადი ფუნქცია შერჩა, გაგი და ლორე ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, კამბეჩიანი და ჰერეთი ერთად. I ორში ჯერ ორბელები, შემდეგში კი მხარგრძელები გაბატონდნენ, II ორში - მახატლისძენი და გრიგოლისძენი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან (შესაძლებელია ერთი ჩამომავლობის გამო). ყურადღებას მივაქცევთ ერთ ფაქტსაც. ცნობილია, რომ რომელიმე ტრადიცია უფრო გვიან სხვადასხვა ფორმით შორეული იმიტაციით თავს იჩენს ხოლმე. რატომაა, რომ ქართული არმია 4 ნაწილიანი ერთიანია? (1. მემარჯვენე; 2. მემარცხენე; 3. წინამძღოლი; 4. მეფის ალამი, ე.ი. რეზერვი). ვფიქრობთ, იგი ფართო მასშტაბით იმეორებს ნახევრადრეგულარული არმიის (ყივჩაღური კორპუსების) წყობას. (თუმცა შეიძლება პირიქითაც იყო. ყივჩაღური კორპუსების ფორმირება მოხდა უკვე დამკვიდრებული ქართული ტრადიციის ანალოგიით). შემდეგში ასევე ოთხ შტოდ მოეწყო მხარგრძელთა გვარიც! იქნებ აქ საქმე გვაქვს კანონზომიერებასთან? იქნებ თვით მხარგრძელი, გამრეკელი სამხედრო ტერმინებია, მეთაურთა გარკვეული ნაწილის (,,კაეტების“, ,,ყაიდების“), შესატყვისი?

მაშასადამე, შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნა. მე-12 საუკუნის I მეოთხედიდან მე-12 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე ლორე-ტაშირის სომხური პროვინციები გასამხედროებული ოლქებია, შერეული სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციით, მისი პოლიტიკური ცენტრი ქ. ლორე, ამის-სპასალარის საჯდომი რეზიდენციაა. ესაა პროცესი, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის (სამხედრო მოსახლეობის დასახლების დასრულება მომთაბარე ელემენტის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა. ფეოდალური წყობის განმტკიცება და ა.შ.) პარალელური განვითარება.

ამ პერიოდის საქართველოს სამხედრო სახელმწიფოს უწოდებს აკად. გ. მელიქიშვილიც.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq