საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორისა და ოთხი პატარა უფლისწულის თავგანწირვა ქრისტეს ერთგულებისათვის
გია მამალაძე

1453 წლის მაისში ოსმალებმა შეუტიეს კონსტანტინოპოლს. 29 მაისს ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქი, მეორე რომი, დიდი ქალაქი კონსტანტინოპოლი, დაეცა. ოსმანთა სულტანმა მეჰმედ მეორემ მართლმადიდებლური სამყაროს ყოფილი ცენტრი თავისი სასულტნოს დედაქალაქად გამოაცხადა.

მეთვრამეტე საუკუნეში ბერი ეგნატაშვილი „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ გადმოგვცემს კონსტანტინოპოლის დაცემის დროინდელი ქართველების განწყობას: „და ამას, ჟამსა შინა განრისხნა ღმერთი ქრისტეანეთა ზედა და დაიპყრა კოსტანტინიპოლ ოსმალთა“. მისი თქმით, თემურ ლენგის მიერ დამარცხებული სულტან ბაიაზიდის მემკვიდრეები გაძლიერდნენ კვლავ, დაიკავეს ბიზანტიის ძველი ტერიტორიები და მისი დედაქალაქიც დაიპყრეს. მემატიანეს ამბობს, იმ დროს სპარსთა შორის იყო ურთიერთბრძოლა და ამიტომ საქართველოს მშვიდობით და მოსვენებით იყოო.

ამ დროს ტრაპიზონის იმპერიას, რომლის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები, ლაზები იყვნენ, მართავდა იოანე მეოთხე დიდი კომნენი. ბიზანტიის იმპერიის ერთ–ერთი დინასტიის შთამომავლებს ტრაპიზონის იმპერიის მმართველობისას დიდ კომნენებს უწოდებდნენ.

სახელმწიფოს იმპერია კი ერქვა, სინამდვილეში ერთი პატარა სამეფო იყო. მასში მხოლოდ ზედაფენა იყო ბერძნული, ან ელინიზებული ადგილობრივი მოსახლეობა. ქალაქებში ცხოვრობდნენ ბერძნები, ქართველები, სომხები, ებრაელები, თურქები და სხვებიც. დედაქალაქი ტრაპიზონი ოდითგანვე განთქმული იყო ვაჭრობით, ნაოსნობით. 

უფლისწულობისას იოანე თავისი მამის წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს. იგი გამოიქცა საქართველოში, იქორწინა ალექსანდრე პირველი დიდის ქალიშვილზე. თუმცა, ალექსანდრე დიდს, ალბათ, არ აწყობდა, ან არ ეცალა ტრაპიზონთან ომისათვის და ამიტომ იოანე ყირიმში გაემგზავრა. სხვა დროს ქართველი მეფეები ცდილობდნენ ტრაპიზონში მათი გავლენის ქვეშ მყოფი კეისარი აეყვანათ ტახტზე.

იოანე ტახტზე ავიდა 1429 წელს, მამის გარდაცვალების შემდგომ, მას უკვე უმაგრებდა საქართველო მხარს. 1437 წელს იმპერატორმა ხელახლა იქორწინა. ამ დროს, ალბათ, ქართველი დედოფალი გარდაცვლილი იყო უკვე.

1456 წელს თურქ–სელჩუკებმა შეუტიეს ტრაპიზონს. იმპერატორმა სულტნის ვასალობა იკისრა, ხარკი აღუთქვა თურქებს, წელიწადში და ასე გადაარჩინა თავისი პატარა იმპერია. საქართველოში სამეფოს ერთიანობას უკვე საფუძველი ერყეოდა, სამცხის ათაბაგი და მეფის ბიძა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნაზე ოცნებობდნენ.

1459 წელს გარდაიცვალა იოანე მეოთხე და ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე ავიდა დავით დიდი კომნენოსი, გარდაცვლილი იმპერატორის ძმა. 

როგორც ვთქვით, იოანე მეოთხე და დავითი იყვნენ ალექსი მეოთხე დიდი კომნენოსის ვაჟები. მათ ბებია ქართველი ჰყავდათ. ალექსი მეოთხის დედა იყო საქართველოს მეფის დავით მეცხრის ასული გულქანი, გიორგი ბრწყინვალეს შვილიშვილი. გულქანს ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი მეოთხე, იოანე და დავით იმპერატორების მამა, მეორე ქორწინებიდან შეეძინა, როცა ცოლად გაჰყვა ტრაპიზონის უფლისწულ მანუელს, იმპერატორ ალექსი მესამისა და დედოფალ თეოდორა კანტაკუზენის ძეს. მათ შეეძინათ  ვაჟი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომავალი იმპერატორი ალექსი მეოთხე, იოანე და დავით იმპერატორების მამა. 

1390 წელს, იმპერატორ ალექსი მესამის გარდაცვალების შემდგომ გულქანის მეუღლე ტახტზე ავიდა მანუელ მესამის სახელით. დედოფალ გულქანს კორონაციისას უწოდეს ევდოკია. 

ტრაპიზონის იმპერიის დედოფალი ევდოკია ქართველი გარდაიცვალა 1392 წელს.

მანუელ მესამემ თავის ერთი ქალიშვილი მიათხოვა ყარა–ყოიუნლუს (შავბატკნიანი თურქომანების) ხანს ყარა იუსუფს. ეს ის ყარა იუსუფია, ტყვედ ჩავარდნილი, ხელებშეკრული საქართველოს მეფე კონსტანტინე პირველი რომ მოკლა თავისი ხელით.მეორე ქალიშვილი მიათხოვა ყარა ყოინლუს მტერს, აყ ყოიუნლუს (თეთრბატკნიანების) მმართველ ალი–ბეგს. 

უფროსი ქალიშვილი გაათხოვა კონსტანინოპოლში. ის გახდა იოანე VIII პალეოლოგის რიგით მესამე მეუღლე. ამგვარად მოახერხა მანუელ მესამემ მშვიდობის მოპოვება თავისი პატარა იმპერიისათვის. 

ერთი ქალიშვილი სერბეთში გაათხოვა.

იოანე მეოთხემაც სცადა პოლიტიკური ქორწინებით მოეპოვებინა მშვიდობა და 1458 წელს თავისი ქალიშვილი თეოდორა, იგივე დესპინე მიათხოვა უზუნ ჰასანს, აყ–ყიუნლუს ახალ მბრძანებელს. ამ ქორწინების მომხრე იყვნენ ქართველებიც, რადგან მოკავშირეს ეძებდნენ ოსმალთა წინააღმდეგ. დესპინე ყოფილა ულამაზესი ქალი.
 ქორწინების პირობებით დესპინეს შეეძლო შეენარჩუნებინა მართლმადიდებლური სარწმუნოება, მიუხედავად იმისა, რომ უზუნ ჰასანი იყო ძალიან მორწმუნე მაჰმადიანი, მას თურქულ ენაზე ყურანიც კი უთარგმნია. იმპერატორის ასულს თან გაჰყვა ძალიან დიდი ამალა, მათ შორის მღვდლებიც. უზუნ ჰასანმა საყვარელ ცოლს მისცა ნება ეკლესია აეშენებინა. დესპინესა და უზუნ ჰასანის ქალიშვილი მართა–ჰალიმა გახდა მომავალი დიდი სეფიანი შაჰისა და პოეტის, ისმაილ პირველის დედა.როგორც ვთქვით, პირველ ცოლად იოანე კეისარს ჰყავდა ბაგრატიონის ქალი, რომლის სახელიც არ შემორჩენილა. იოანე მეოთხემ 1437 წელს, მეორე ცოლად მოიყვანა ჩინგიზ ყაენის შთამომავლის, ერთ–ერთი მონღოლი ხანის, დევლეთ ბერდის ასული. შეიძლება დესპინეს დედა ქართველი იყო და ის დაიბადა 1437 წლამდე... 

დესპინე ნიჭიერი დიპლომატი და პოლიტიკოსი ყოფილა და დიდი გავლენა ჰქონია თავის ქმარზე. მან დაიყოლია უზუნ ჰასანი ოსმალთა წინააღმდეგ დაკავშირებოდა ევროპელებსა და ქართველებს.

ერთ ბრძოლაში, როცა უზუნ ჰასანმა დაამარცხა მეჰმედ მეორე, დესპინე თან ხლებია ქმარს და მოუწოდებდა თურმე გასდევნებოდა ოსმალებს და სრულად გაენადგურებინა ისინი.

დავით კეისარი ენერგიული მმართველი იყო, ჯერ კიდევ მისი ძმის მეფობისას მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში და ცდილობდა შეექმნა დიდი კოალიცია ოსმანთა წინააღმდეგ. ამისთვის დაუკავშირდა საქართველოს მეფე–მთავრებს, სინოპის მმართველებს, უზუნ ჰასანს... დავით იმპერატორის უმცროსი ქალიშვილი, რომლის სახელიც უცნობია, ერისთავ მამია გურიელს ჰყოლია ცოლად.

ასევე ამ დროს ინტენსიური მიმოწერა არსებობდა კავკასიელ ქრისტიან მეფე–მთავრებსა და ევროპელებს შორის... დავითს მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან. იმპერატორი ახალი ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდებდა დასავლეთს. 

ქართველებსაც ჰქონდათ მიმოწერა ევროპელებთან. ქართველები თურქთა წინააღმდეგ ომში 120 000 მეომრის გამოყვანას გეგმავდნენ, ძალიან ძლიერი იყო უზუნ–ჰასანიც, დავით კეისარი 30 000 მეომრის გამოყვანას გეგმავდა... 

ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ლუდოვიკო ბოლონიელმა, პაპ პიუს მეორის წარმომადგენელმა...

მაგრამ, სამწხაროდ ეს საქმე არ გამოვიდა... რამაც დიდი ხნით განსაზღვრა რეგიონისა და შავი ზღვის ბედი, ჩვენი ქვეყნის ბედიც, მათ შორის.

დავით კეისარი კვლავ აღიარებდა ოსმალეთის სულტნის ვასალობას და ხარკის იხდიდა. თუმცა, ეს არ იკმარა მეჰმედ მეორემ, რადგან ჰქონდა ცნობები ტრაპიზონის, საქართველოსა და უზუნ ჰასანის შესაძლო კოალიციის შესახებ, ასევე მათ კავშირებზე ევროპელებთან. კონსტანტინოპოლის დამპყრობმა დაასწრო მოწინააღმდეგეებს, დაიკავა სინოპი, და გამოაცალა ტრაპიზონს მოკავშირე ამირა. შემდეგ ტრაპიზონის იმპერიას მოულოდნელად მოუარა სამხრეთ აღმოსავლეთიდან, რათა უზუნ ჰასანის დახმარება აღეკვეთა, ჩაეკეტა მისთვის გზა და მიადგა ლაზთა იმპერიას. უზუნ ჰასანმაც გაწირა ტრაპიზონი, სამაგიეროდ მას გზა გაეხსნებოდა საქართველოსკენ... 

1461 წლის აგვისტოში ოსმალეთის ჯარმა ტრაპიზონი ხმელეთიდან მოიცვა, ხოლო ოსმალთა ფლოტი განლაგდა ქალაქის წინ, შავ ზღვაში.

ალყა გაგრძელდა ერთი თვე. დავით კეისარი მიხვდა, რომ დამარცხდებოდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, ქალაქის აოხრებისა და მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მიზნით ტრაპიზონი ჩააბარა ოსმალეთს. აწ უკვე ყოფილი იმპერატორი დავითი, მისი ვაჟები ბასილი, გიორგი, მანუელი, მისი ძმისშვილი ალექსი და ტრაპიზონის მიტროპოლიტი კონსტანტინოპოლში წაიყვანეს.

 კაპიტულაციის პირობების თანახმად დავით დიდ კომნენისთვის მეჰმედ მეორეს უნდა მიეცა მამული ბალკანეთში.

მაგრამ მეჰმედ მეორეს არამყარი ხასიათი ჰქონდა. 1463 წელს ტრაპიზონის დამპყრობმა ბრალი დასდო ტრაპიზონის ყოფილ იმპერატორს ღალატში. ბრალდების მიხედვით, დავით კომნენს ჰქონდა მიმოწერა თავის ძმისშვილთან, თეოდორასთან,  უზუნ ჰასანის ცოლთან. თითქოს, დავით კომნენოსი ამგვარად აპირებდა ოსმალეთის წინააღმდეგ ამხედრებას. 

დავითი, მისი ვაჟები და ძმისწული დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

ბოლო მომენტში მეჰმედ მეორემ, თითქოს, გამოიჩინა მოწყალება და მისცა შანსი დავით კომნენს, ოღონდ მას უნდა ეღიარებინა ისლამი...

ტრაპიზონის უკანასკნელმა იმპერატორმა უარი თქვა ქრისტეს ღალატზე. პატარებიც მაცხოვრის ერთგულნი დარჩნენ.

1461 წლის 1 ნოემბერს დავით დიდ კომნენს თავი მოკვეთეს. ბარბაროსებმა მოკლეს  მისი სამი ვაჟი და ძმისშვილიც.
გადარჩენილა მხოლოდ დავითის ნაბოლარა ვაჟი, ის არ მოკლეს, რადგან ჩვილი იყო. 


დავით იმპერატორის მეორე ცოლი, ელენე კანტაკუზინი დასაჯეს, რადგან დამარხა ქმარი და უფლისწულები. ყოფილი დედოფალი ქონების გარეშე დატოვეს და სიცოცხლის ბოლომდე სიღატაკეშე ცხოვრობდა. მისი და დავით იმპერატორის უმცროსი შვილი, მაჰმადიანურად გაზარდეს. რომ წამოიზარდა დართეს ნება საქართველოში, თავის დასთან, გურიის დედოფალთან გამგზავრებულიყო. გურიაში უფლისწული დაუბრინდა ქრისტიანობას.

არის გადმოცემა, რომ იმ პერიოდში გურიის ჯარში იბრძოდა ვიღაც ბერძენი, და გააფთრებით ხოცავდა, თურმე, თურქებს, შეიძლება ეს ყოფილიყო ტრაპიზონელი უფლისწული. მისი შთამომავლები ალბათ დღესაც ცხოვრობენ გურიაში (მაქვს ერთი ჰიპოტეზა მათ შესაძლო  გვარზე, თუმცა ამაზე სხვა დროს).


2013 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ წმინდანებად შერაცხა დავით, ბასილი, გიორგი, მანუელ და ალექსი კომნენები. იმედია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიც იმსჯელებს ამ საკითხზე, რადგან გარდა ერთმორწმუნეობისა, კომნენები ქართველთა ნათესავებიც იყვნენ და ლაზების მეფეებიც. მართალია, ჩვენ დავკარგეთ ტრაპიზონ–ლაზეთის ტერიტორია, მაგრამ ლაზების ისტორია და მათი სიყვარული არ უნდა დავკარგოთ.


ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორის ქალიშვილისა და ერისთავ მამია გურიელის შთამომავალი ბევრი იქნება საქართველოში. მართალია, გურიის მთავართა მამრობითი შტო შეწყდა, მაგრამ, ტრაპიზონის დაცემის შემდეგ, უამრავი ქალი გაათხოვეს გურიელებმა , რომლებიც მერე გაამრავლებდნენ სხვადასხვა გვარებს. ასევე, როგორც ვთქვი, უფლისწულ  ტრაპიზონელის შთამომავლებიც იქნებიან ჩვენს თანამემამულეთა შორის. და ასე გავრცელდებოდა წმინდა დავით ტრაპიზონელის გენი ქართველთა მოდგმაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე
23 მარტს (5 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფილოტის და მისი მეუღლის ლიდიას; მაკედონის, თეოპრედის, კრონიდეს და ამფლიოქეს (+117-138) ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე
23 მარტს (4 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსისა და მისი 199 მოწაფის (+251) ხსენების დღეს.
gaq